1. „ტექნიკური რეგლამენტი – საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების (საგზაო ნიშნები, მონიშვნები და შუქნიშნები) გამოყენების წესი“ (შემდგომში – რეგლამენტი) ადგენს საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკურ საშუალებათა: საგზაო ნიშნების, მონიშვნებისა და შუქნიშნების გამოყენების წესებს ქუჩებსა და საავტომობილო გზებზე.

2. რეგლამენტი შემუშავებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ“ 1968 წლის ვენის კონვენციის და ამ სფეროში მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების, „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების (საგზაო ნიშნები, მონიშვნები და შუქნიშნები) გამოყენების წესთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც არ რეგულირდება ამ რეგლამენტით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობი