1. მაფრთხილებელი ნიშნები გამოიყენება მძღოლთა გასაფრთხილებლად სახიფათო უბანთან მიახლოების და მასზე არსებული საშიშროების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, რომელზეც მოძრაობა მოითხოვს გარემოების შესაბამისი ზომების მიღებას.

2. მაფრთხილებელი ნიშნები, გარდა ნიშნებისა 1.3.1-1.4.6, 1.35.1-1.35.6; 1.36.1-1.36.2 იდგმება საშიში უბნის დასაწყისამდე დასახლებული პუნქტების გარეთ 150-300 მ. მანძილზე, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 50-100 მ. მანძილზე. განსხვავებული დაშორებები შესაბამისობაში უნდა იყოს მოძრაობის დასაშვებ მაქსიმალურ სიჩქარესთან, ხილვადობის პირობებთან და განთავსების შესაძლებლობასთან.

3. დასაშვებია მაფრთხილებელი ნიშნების დადგმა სხვა მანძილზეც, ასეთ შემთხვევაში მანძილს მიუთითებენ 8.1.1 დაფაზე.

4. მაფრთხილებელი ნიშნები 8.1.1 დამატებითი დაფით განმეორებით, გარდა ნიშნებისა 1.4.1-1.4.6 დასაშვებია დაიდგას გზაჯვარედინისა და სახიფათო უბნის დასაწყისს შორის იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის მანძილი შეადგენს დაუსახლებელ პუნქტებში 20-150 მ-ს, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 20-50 მ-ს (დანართი №3, სურათი გ.2 - ა). ასეთ შემთხვევაში, ნიშნების 1.1, 1.2, 1.5, 1.10, 1.11 განმეორებით დადგმა აუცილებელია.

5. მაფრთხილებელი ნიშნების, 8.1.3 ან 8.1.4 დაფით დადგმა, როდესაც მანძილი გზაჯვარედინსა და საშიში მონაკვეთის დასაწყის შორის 20 მ-ზე ნაკლებია, დასაშვებია გზაჯვარედინიდან 50-60 მ. დაშორებით (დანართი №3, სურათი გ.2 - ბ). ასეთ შემთხვევაში, ნიშნების 1.1, 1.2, 1.5, 1.10, 1.11 დადგმა აუცილებელია.

6. ნიშნები 1.1, 1.2, 1.10, 1.11, 1.22, 1.23, 1.24, 1.26 იდგმება განმეორებით, დასახლებული პუნქტების გარეთ, ხოლო ნიშნები 1.24, 1.26 დასახლებულ პუნქტებშიც. ნიშანს განმეორებით განათავსებენ დასახლებული პუნქტების გარეთ, საშიში მონაკვეთის დასაწყისამდე 50-100 მ. დაშორებით, ხოლო დასახლებულ პუნქტებში - ამ მუხლის 35-ე და 37-ე პუნქტების მიხედვით.

7. ნიშნები 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი“ და 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი“ იდგმება შესაბამისად შლაგბაუმიანი ან უშლაგბაუმო ყველა რკინიგზის გადასასვლელის წინ. ნიშნებს დუბლირებენ ორ ან მეტზოლიან გზაზე ერთი მიმართულებით მოძრაობისთვის, ხოლო ერთზოლიან გზაზე, იმ შემთხვევაში, თუ დასახლებული პუნქტების გარეთ გადასასვლელის ხილვადობის მანძილი 300 მ-ზე, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 100 მ-ზე ნაკლებია. რკინიგზის გადასასვლელებს შორის არაუმეტეს 50 მ. მანძილისას ნიშნები იდგმება პირველი გადასასვლელის წინ, ხოლო თუ დაშორება 50 მ-ზე მეტია ყოველი გადასასვლელის წინ.

8. ნიშნებს 1.3.1 „ერთლიანდაგიანი რკინიგზა“ და 1.3.2 „მრავალლიანდაგიანი რკინიგზა“ დგამენ ყველა რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელის წინ, შესაბამისად ერთ ან მრავალიანდაგიანი რკინიგზის წინ. გადასასვლელზე შუქნიშნის სიგნალიზაციის არსებობისას, ნიშნებს განათავსებენ ერთ საყრდენზე შუქნიშანთან, ხოლო მისი არარსებობისას უახლოეს რელსამდე 6-10 მ. მანძილის დაშორებით.

9. ნიშნები 1.4.1-1.4.6 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება“ იდგმება დაუსახლებელ პუნქტებში ორმხრივი მიმართულების მოძრაობის ორ ან მეტზოლიან გზებზე, ყოველი გადასასვლელის წინ, ხოლო მოძრაობის ერთზოლიან გზებზე - გადასასვლელის 300 მ-ზე ნაკლებ მანძილზე ხილვადობისას.

10. ნიშნებს 1.4.1-1.4.3 განათავსებენ გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო ნიშნებს 1.4.4-1.4.6 გზის მარცხენა მხარეს. ნიშნებს 1.4.1 და 1.4.4 განათავსებენ მოძრაობის მიმართულებით პირველ 1.1. ან 1.2 ნიშანთან ერთად, ნიშნებს 1.4.3 და 1.4.6 მეორე 1.1 ან 1.2 ნიშანთან, ხოლო ნიშნებს 1.4.2 და 1.4.5 დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე, ძირითად და განმეორებით დადგმულ 1.1 ან 1.2 ნიშნებს შორის (დანართი №3, სურათი გ.3).

11. ნიშნებს 1.4.1, 1.4.3, 1.4.4, 1.4.6 განათავსებენ 1.1 ან 1.2 ნიშნის ქვემოთ, ხოლო ნიშნებს 1.4.2 და 1.4.5, ნიშნების 1.4.1, 1.4.3, 1.4.4, 1.4.6 დაყენების სიმაღლის თანაბრად.

12. ნიშანი 1.5 „ტრამვაის ხაზის გადაკვეთა“ იდგმება გზაჯვარედინის გარეთ, ტრამვაის ხაზის გზასთან გადაკვეთის წინ, ასევე გზაჯვარედინების (მოედნების) წინ, რომლებსაც კვეთს ტრამვაის ხაზები, ტრამვაის ხაზის 50 მ-ზე ნაკლები ხილვადობისას.

13. ნიშანი 1.6 „თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა“ იდგმება თანაბარმნიშვნელოვანი გზების გზაჯვარედინების მისასვლელთან, რომელთა ხილვადობის მანძილი დაუსახლებელ პუნქტებში 150 მ-ზე ნაკლებია, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 50 მ-ზე ნაკლები. ნიშანს აყენებენ გზაჯვარედინის წინ, რომელზეც უქმდება გავლის თანამიმდევრობა - დაწესებული პრიორიტეტის ნიშნების დაყენებით.

14. ნიშნები 1.7.1 „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2-1.7.7 „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ იდგმება დაუსახლებელ პუნქტებში ყველა გზაჯვარედინის წინ 2.1 ნიშნით აღნიშნულ გზებზე. ნიშნებს არ ათავსებენ რთული დაგეგმარების გზაჯვარედინების და იმ გზაჯვარედინების წინ, რომლებზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას. ნიშნები 1.7.4-1.7.7 უნდა დაიდგას თუ მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების ღერძებს შორის კუთხე შეადგენს 600-ზე ნაკლებს.

15. ნიშნები 1.7.1-1.7.7 დაუსახლებელ პუნქტებში იდგმება გზაჯვარედინამდე 150-300 მ. მანძილზე, ხოლო დასახლებულ პუნქტებში გზაჯვარედინამდე 50-100 მ. მანძილზე. აუცილებლობის შემთხვევაში დაშვებულია 1.7.1-1.7.7 ნიშნების დაყენება სხვა მანძილზეც, ამ შემთხვევაში დაშორების მანძილი 8.1.1 დაფაზე უნდა იქნეს ნაჩვენები.

16. დასაშვებია 2.1, 1.7.1-1.7.7 ნიშნები არ დაიდგას გზების სხვადასხვა დონეზე გადაკვეთების შესასვლელების წინ, ასევე მკვრივსაფარიანი გზის გრუნტსაფარიან გზასთან მიერთებებზე, მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზებთან მიერთებებზე, თუ ყველა ჩამოთვლილი ნიშნები გზების მიერთებების დროს, მთავარ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მხრიდან, ერთმნიშვნელოვნად გასარჩევი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში.

17. ნიშანი 1.8 „წრიული მოძრაობის გადაკვეთა“ იდგმება 4.3 ნიშნებით აღნიშნული გზაჯვარედინების წინ, დაუსახლებელ პუნქტებში ყველა გზაჯვარედინის წინ, ხოლო დასახლებულ პუნქტებში იმ გზაჯვარედინების წინ, რომელთა მხედველობა 50 მ-ზე ნაკლებია, ასევე რომლებზედაც არ არსებობს ხელოვნური განათება.

18. ნიშანი 1.9 „შუქნიშნით რეგულირება“ იდგმება დაუსახლებელ პუნქტებში ყოველი გზაჯვარედინის, ქვეითთა გადასასვლელის ან გზის მონაკვეთის წინ, გარდა სარკინიგზო გადასასვლელებისა, რომელზეც მოძრაობა რეგულირდება შუქნიშნით, ხოლო დასახლებულ პუნქტებში იქ სადაც შუქნიშნის ხილვადობის მანძილი 100 მ-ზე ნაკლებია, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში შესვლის შემდეგ შუქნიშნით რეგულირებული პირველი გზაჯვარედინის ან ქვეითთა გადასასვლელის წინ.

19. ნიშანი 1.10 „გასახსნელი ხიდი“ იდგმება ყველა გასახსნელი ხიდისა და საბორნე გადასასვლელის წინ.

20. ნიშანი 1.11 „სანაპიროზე გასასვლელი“ იდგმება სანაპიროზე ან წყალსაცავის ნაპირზე გასასვლელების მონაკვეთის წინ. ნიშანს დგამენ საგზაო ზღუდეების არსებობის მიუხედავად.

21. ნიშნები 1.12.1 და 1.12.2 „სახიფათო მოსახვევი“ იდგმება მრუდეების წინ, რომელზეც უსაფრთხოების კოეფიციენტის მნიშვნელობა 0,6-ზე ნაკლებია, ასევე მრუდეებზე, სადაც შემხვედრი ავტომობილის ხილვადობის მანძილი სიჩქარისას რომელიც ახასიათებს გზის მრუდე მონაკვეთს, ნაკლებია ვიდრე ხილვადობის მინიმალური მანძილი, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას ((ცხრილი №3) (მოცემული სიჩქარის დროს უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის ხილვადობის მინიმალური მანძილი)).

22. ნიშნები 1.13.1 და 1.13.2 „სახიფათო მოსახვევები“ იდგმება ორი ან მეტი ერთმანეთის მიმდევრობით არსებულ გეგმაში მრუდეების წინ, თუ მათ შორის დაშორება 300 მ-ზე ნაკლებია და თუ მათგან პირველის წინ ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად დადგმული უნდა ყოფილიყო ნიშნები 1.12.1 და 1.12.2.

23. დაშორება მეზობელ მრუდეებს შორის გეგმაში განისაზღვრება მანძილით ერთმანეთის მიმდევრობით მდებარე მრუდეების ბოლოსა და საწყისს შორის.

24. ნიშნები 1.13.1 და 1.13.2, 8.2.1 დაფით იდგმება სამი ან მეტი, ერთმანეთის მიმდევრობით არსებულ გეგმაში მრუდეების შემთხვევაში.

25. ნიშნები 1.14 „ციცაბო დაღმართი“ და 1.15 „ციცაბო აღმართი“, იმ შემთხვევაში თუ დაღმართები და აღმართები ერთმანეთს მოსდევენ, დასაშვებია დაიდგას 8.1.1 დაფის გარეშე უშუალოდ დაღმართის ან აღმართის წინ. სხვა შემთხვევაში, ნიშნები 1.14 და 1.15 იდგმება:

ა) თუ შესაბამისი სიდიდის დახრისას, დაღმართზე ან აღმართზე გზის მონაკვეთის სიგრძე მეტია №4 ცხრილში (1.14 და 1.15 ნიშნების დადგმისას დაღმართის გზის უბნის მინიმალური სიგრძის დამოკიდებულება დახრის სიდიდეზე) მითითებულ სიდიდეებზე;

ბ) თუ ვერტიკალურ ამოზნექილ მრუდეებზე შემხვედრი ავტომობილის ხილვადობის მანძილი ნაკლებია №3 ცხრილში (მოცემული სიჩქარის დროს უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის ხილვადობის მინიმალური მანძილი) მითითებულ სიდიდეზე სიჩქარისას, რომელიც გზის უბნის წინამდებარე მრუდს ახასიათებს.

მოცემული სიჩქარის დროს უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის

ხილვადობის მინიმალური მანძილი

ცხრილი №3

მოძრაობის სიჩქარე კმ/სთ

მხედველობის მინიმალური მანძილი (მ.) - შემხვედრი ავტომობილის წინ გაჩერებისთვის

მხედველობის მინიმალური მანძილი (მ.) - დაბრკოლების წინ გაჩერებისათვის

შენიშვნა:

1. მშენებარე გზებისთვის გამოიყენება სიჩქარე შესაბამისად საანგარიშო სიჩქარის 70%, ხოლო ექსპლუატაციაში მყოფი გზებისათვის, სიჩქარე, რომელსაც მოცემულ უბანზე არ აჭარბებს სატრანსპორტო საშუალებების 85%.

2. შემხვედრი ავტომობილის ხილვადობის მანძილად უნდა ჩაითვალოს მანძილი, რომლებზედაც 1.2 მ. სიმაღლიდან (მსუბუქი ავტომობილის მძღოლის თვალების დონე) შესაძლებელია იმ საგნის დანახვა, რომელიც მდებარეობს სავალი ნაწილიდან 1.2 მ-ის სიმაღლეზე.

3. გაჩერებისათვის ხილვადობის მანძილად უნდა ჩაითვალოს მანძილი, რომელიც 1.2 მ. სიმაღლიდან (მსუბუქი ავტომობილის მძღოლის თვალების დონე) უზრუნველყოფს ნებისმიერი საგნის ხილვადობას, რომელიც მოძრაობის შუა ზოლზე იმყოფება არანაკლებ 0.2 მ-ის სიმაღლეზე.

1.14 და 1.15 ნიშნების დადგმისას დაღმართის გზის უბნის მინიმალური

სიგრძის დამოკიდებულება დახრის სიდიდეზე

ცხრილი №4

დაღმართის დახრა 0/00 (%)

გზის მონაკვეთის სიგრძე დაღმართზე, მ.

40 (4)

50 (5)

60 (6)

70 (7)

80 (8) და მეტი

26. ნიშანი 1.16 „მოლიპული გზა“ იდგმება გზის იმ უბნების წინ, რომელზეც საბურავის საფართან ჩაჭიდების კოეფიციენტი 0,4-ზე ნაკლებია.

27. ნიშანი 1.17 „უსწორმასწორო გზა“ იდგმება იმ გზის უბნის წინ რომლის საფარიც დაზიანებულია (ამოშვერილები, ხიდურ ნაგებობებთან უსწორმასწორო მისასვლელები, ტალღურობა და ა.შ.) და რომლებიც შესაბამისად ართულებენ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას საგზაო მოძრაობის წესებით დაშვებული სიჩქარით.

28. ნიშანი 1.18 „ხელოვნური უსწორმასწორობა“ იდგმება ხელოვნური უსწორმასწორობის წინ სიჩქარის იძულებითი შემცირებისათვის. იმ შემთხვევაში თუ მანძილი თანმიმდევრობით განლაგებულ უსწორმასწორობებს შორის შეადგენს 100 მ-ზე ნაკლებს, მაშინ ნიშანი იდგმება პირველი ხელოვნური უსწორმასწორობის წინ.

29. ნიშანი 1.19 „ქვის ასხლეტა“ იდგმება გზის უბნების წინ, რომელზეც მოსალოდნელია სატრანსპორტო საშუალებების თვლებიდან ღორღის, ხრეშის, კენჭების, ქვის ნატეხების ასხლეტა და ა.შ.

30. ნიშანი 1.20 „სახიფათო გზისპირი“ იდგმება უბნების წინ რომელზედაც გზისპირის მდგომარეობა არ შეესაბამება არსებულ სტანდარტს.

31. ნიშნები 1.21.1-1.21.3 „გზის შევიწროება“ იდგმება დაუსახლებელ პუნქტებში, გზის უბნების წინ, რომელზეც სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება 0.5 მ-ზე მეტად, ხოლო დასახლებულ პუნქტებში ვიწროვდება ერთი ან მეტი ზოლით. დაუსახლებელ პუნქტებში ნიშანს აგრეთვე დგამენ ხიდური ნაგებობების და გვირაბის წინ, თუ სავალი ნაწილის სიგანე ხელოვნური ნაგებობების ფარგლებში ტოლია ან ნაკლებია ვიდრე მასთან მისასვლელი, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ ნაკლებია ვიდრე მასთან მისასვლელი.

32. ნიშანი 1.21.2 არ იდგმება აჩქარების ზოლის და აღმართზე დამატებითი ზოლის დამთავრების ადგილებში.

33. ნიშანი 1.22 „ორმხრივი მოძრაობა“ იდგმება გზის (სავალი ნაწილის) უბნების წინ ორმხრივი მოძრაობისას, თუ მათ წინ უსწრებს უბანი ცალმხრივი მოძრაობით. ნიშანი იდგმება 5.6 ნიშნის არსებობის მიუხედავად. დასაშვებია ნიშანი არ დაიდგას იმ მონაკვეთების წინ, რომლის წინაც არის გზის მონაკვეთი 100 მ-ზე ნაკლები სიგრძის ცალმხრივი მოძრაობით. ნიშანი არ იდგმება თუ 5.5 ნიშნით აღნიშნული გზა მთავრდება „T“-სებურ გზაჯვარედინზე, წრიული მოძრაობის გზაჯვარედინზე ან მოედანზე.

34. ნიშანი 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი“ იდგმება დაუსახლებელ პუნქტებში ყველა არარეგულირებულ მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელის წინ, ხოლო დასახლებულ პუნქტებში გადასასვლელების წინ, რომელთა ხილვადობის მანძილი 150 მ-ზე ნაკლებია. დასაშვებია ნიშანი არ დაიდგას გზაჯვარედინებზე განთავსებული გადასასვლელის წინ.

35. ნიშანი 1.24 „ბავშვები“ იდგმება საბავშვო დაწესებულებების გასწვრივ გამავალ ან ბავშვების მიერ ხშირად გადასაკვეთ გზის უბნების წინ, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ქვეითთა გადასასვლელები. ნიშანი 8.2.1 დაფით, რომელზედაც მიუთითებენ გზის უბნის სიგრძეს, განმეორებით იდგმება საბავშვო დაწესებულებების გასწვრივ ან ბავშვების მიერ ხშირად გადასაკვეთ გზის უბნებზე. ძირითადი ნიშანი 1.24 დასახლებულ პუნქტებში იდგმება სახიფათო უბნის დასაწყისიდან 90-100 მ. მანძილზე, ხოლო განმეორებით არანაკლებ 50 მ. მანძილზე.

36. ნიშანი 1.25 „ველობილიკის გადაკვეთა“ იდგმება გზაჯვარედინების მიღმა სავალი ნაწილის, 4.4 ნიშნით აღნიშნულ ველობილიკთან გადაკვეთის წინ.

37. ნიშანი 1.26 „საგზაო სამუშაოები“ იდგმება იმ გზის უბნის წინ, რომლის ფარგლებში ნებისმიერი სახის სამუშაოები ტარდება. თუ სამუშაოები მიმდინარეობს ტროტუარზე ან ველობილიკზე, მაშინ ნიშანი იმ შემთხვევაში იდგმება, თუ ქვეითები ან ველოსიპედისტები იძულებულნი არიან მოძრაობისათვის სავალი ნაწილი გამოიყენონ. ნიშანს 1.26 დასახლებულ პუნქტებში, ასევე დაუსახლებელ პუნქტებში - შეზღუდულ პირობებში, განმეორებით დგამენ უშუალოდ სამუშაოების ჩატარების უბნის დასაწყისთან. ამასთან, უბნის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს მოძრაობის მიმართულებით პირველი გადამღობი ან მიმმართველი მოწყობილობა ან დროებითი საგზაო მონიშვნა, რომელიც სატრანსპორტო ნაკადს სახიფათო უბანს არიდებს. მოკლევადიანი სამუშაოების ჩატარებისას (მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჭების პროფილაქტიკური დათვალიერება, სავალი ნაწილის დასუფთავება და ა.შ.) დაშვებულია ერთი ნიშნის დადგმა 8.1.1 დაფის გარეშე, გადასატან სადგარზე სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10-15 მეტრის დაშორებით. თუ გზის მონაკვეთის წინ, რომელზეც ტარდება საგზაო სამუშაოები, იყენებენ სხვა ნიშნებსაც, ნიშანი 1.26 იდგმება პირველი მოძრაობის მიმართულებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაუსახლებელ პუნქტებში 7.19.1 ნიშანი გამოიყენება.

38. ნიშანი 1.27 „პირუტყვის გადარეკვა“ იდგმება გზის უბნის წინ რომელიც გადის საქონლის სადგომების, ფერმების და ა.შ. გასწვრივ, ასევე გზებზე, საქონლის მუდმივი გადარეკვის ადგილების წინ, სადაც მოსალოდნელია მათი სავალ ნაწილზე გამოჩენა.

39. ნიშანი 1.28 „გარეული ცხოველები“ იდგმება გზის უბნების წინ, რომელიც გადის ნაკრძალების, სანადირო მეურნეობების, ტყის მასივების ტერიტორიებზე და გზების სხვა მონაკვეთების წინ, სადაც მოსალოდნელია გარეული ცხოველების გამოჩენა და გამოიყენება 8.2.1 დაფასთან ერთად.

40. ნიშანი 1.29 „ქვის ცვენა“ იდგმება გზის იმ მონაკვეთების უბნების წინ, რომელთა სავალი ნაწილი არ არის დაცული შესაძლო ზვავისგან, მეწყერისგან ან ქვის ცვენისგან.

41. ნიშანი 1.30 „გვერდითი ქარი“, როგორც წესი, იდგმება გზების მონაკვეთების წინ, რომელიც გადის მთის უღელტეხილზე, მაღალ ნაყარებზე, ხიდებზე, გზაგამტარებზე, ხეობებისა და მდინარეების გასწვრივ და ა.შ., სადაც მოსალოდნელია ძლიერი გვერდითი ქარი.

42. ნიშანი 1.31 „დაბლამფრენი თვითფრინავი“ იდგმება აეროდრომებთან ახლოს გამავალი გზების მონაკვეთების წინ, სადაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.

43. ნიშანი 1.32 „გვირაბთან მიახლოება“ იძლევა გაფრთხილებას საავტომობილო გვირაბთან მიახლოების (საავტომობილო გვირაბამდე ან/და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზამდე არსებული მონაკვეთის) თაობაზე. ნიშანი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150-300 მ. მანძილზე, დასახლებულ პუნქტში 50-100 მ. მანძილზე. აუცილებლობის შემთხვევაში, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე.

44. ნიშანი 1.33 „ხერგილი“ გამოიყენება, როგორც დროებითი ნიშანი გზის მონაკვეთზე ჩახერგვის წარმოშობისას და იდგმება გზაჯვარედინების წინ, საიდანაც შესაძლებელია იმ გზის მონაკვეთის შემოვლა, რომელზეც წარმოიქმნა ჩახერგვა.

45. ნიშანი 1.34 „სხვა საფრთხეები“ იდგმება გზის სახიფათო უბნების წინ, სადაც არსებული საშიშროება არ არის გათვალისწინებული ამ რეგლამენტში მოცემული მაფრთხილებელი ნიშნებით.

46. ნიშნები 1.35.1-1.35.6 „მოხვევის მიმართულება“ იდგმება გზის მონაკვეთებზე, მოხვევის მცირე რადიუსიან მრუდეებზე, თუ მასთან მიახლოებისას გართულებულია მოხვევის მიმართულების განსაზღვრა. ნიშნები იდგმება მრუდის გარე მხრიდან მოძრაობის ზოლის ღერძის გაგრძელებაზე, სადაც ხორციელდება მოსახვევისკენ მოძრაობა. გზაჯვარედინზე წრიული მოძრაობით ნიშნებს 1.35.1-1.35.6 დგამენ ცენტრალურ კუნძულზე, შესაბამისი შესასვლელის საპირისპიროდ. დასაშვებია ნიშანი არ დაიდგას გზაჯვარედინზე ხელოვნური განათების არსებობისას. ნიშნები 1.35.2 და 1.35.5 ორი ისრით დასაშვებია შეზღუდულ პირობებში დაიდგას. ნიშნებს 1.35.3 და 1.35.6 ერთი ისრით დგამენ ერთი მრუდის სიგრძეზე. მათი რიცხვი არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები, მათ შორის დაშორება კი არ უნდა აღემატებოდეს 20 მ-ს. ნიშნები იდგმება 1.5-2.0 მ. სიმაღლეზე. ნიშნები 1.35.1-1.35.6 დაშვებულია გამოყენებულ იქნეს საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილებში, შემოღობილი უბნის შემოვლის მიმართულების დამატებითი მითითებისთვის. ამ შემთხვევაში, დასაშვებია ნიშნების განთავსება შემომსაზღვრელ მოწყობილობებზე.

47. ნიშნები 1.36.1 და 1.36.2 „მოხვევის მიმართულება“ იდგმება „T“-სებურ გზაჯვარედინზე და გზების განშტოების ადგილებზე, თუ არსებობს პირდაპირი მიმართულებით მათი გავლის საშიშროება. „T“-სებურ გზაჯვარედინზე ნიშანი იდგმება იმ გზის საპირისპიროდ, რომელსაც არ აქვს გაგრძელება, გზის განშტოებაზე კი უშუალოდ იმ ადგილის მიღმა, სადაც გზის სავალი ნაწილი განშტოვდება. ნიშანი 1.36.2 დასაშვებია დაიდგას შეზღუდულ პირობებში. ნიშანს აყენებენ 1.5-2.0 მ. სიმაღლეზე. ნიშნები 1.36.1–1.36.2 დაშვებულია გამოყენებულ იქნეს საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილებში, შემოღობილი უბნის შემოვლის მიმართულების დამატებითი მითითებისთვი