1. ნიშნები 6.1 „პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი“, 6.2 „ავტოგასამართი სადგური“, 6.3 „ავტომობილის ტექნიკური მომსახურება“, 6.4 „ავტომობილის რეცხვა“, 6.5 „ტელეფონი“, 6.6 „კვების პუნქტი“, 6.7 „სასმელი წყალი“, 6.8 „სასტუმრო ან მოტელი“, 6.9 „კემპინგი“, 6.10 „დასვენების ადგილი“, 6.11 „საპატრულო პოლიციის საგუშაგო“, 6.12 „პოლიცია“, 6.13 „საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტი“, 6.14 „საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონა“, 6.15 „საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონა“, 6.16 „საცურაო აუზი ან პლაჟი“, 6.17 „საპირფარეშო“ გამოიყენება მოძრაობის მონაწილეების ინფორმირებისთვის შესაბამისი ობიექტის ან სერვისის შესახებ. ნიშნებს განათავსებენ ობიექტებთან. სერვისის წინასწარ ნიშნებს დაუსახლებელ პუნქტებში დგამენ 400-800 მ., ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში 15-20 კმ. და 60-80 კმ. დაშორებით ობიექტამდე, მათკენ მოსახვევის (გზაჯვარედინების) ადგილებთან, თუ ისინი განლაგებული არიან გზიდან გვერდით. სერვისის წინასწარ ნიშნებზე მიუთითებენ მანძილს ობიექტამდე. სერვისის წინასწარ ნიშნებზე მანძილის მითითებისას, რომლებიც ინფორმაციას იძლევიან გზიდან გვერდზე 15-20 კმ. და 60-80 კმ. დაშორებით განლაგებული ობიექტების შესახებ, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მოსახვევის (გზაჯვარედინის) დაშორების მანძილი ობიექტამდე. სერვისის წინასწარი ნიშნების დადგმა დასახლებულ პუნქტებში დასაშვებია ობიექტამდე და მასთან უახლოეს მოსახვევთან (გზაჯვარედინთან) 100-150 მ. მანძილზე. სერვისის ნიშნებზე დამატებითი ინფორმაციის განთავსებისას (მისამართები, ტელეფონის ნომრები, მომსახურების სახეები და ა.შ.), ობიექტამდე მანძილს, მუშაობის დროს, მიუთითებენ დამატებითი ინფორმაციის ნიშნებზე.

2. ნიშანს 6.13 იყენებენ მოძრაობის მონაწილეთა ინფორმირებისთვის სატრანსპორტო კონტროლის პუნქტების შესახებ, რომლებზედაც კონტროლდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები და რომლებსაც ახორციელებენ სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები.

3. ნიშანი 6.14 გამოიყენება გზის მონაკვეთის დასაწყისის აღსანიშნად, რომელზედაც ხორციელდება რადიოსადგურის გადაცემის მიღება ნიშანზე მითითებული სიხშირით. ნიშანს განათავსებენ ასეთი მონაკვეთის დასაწყისში და იმეორებენ მონაკვეთის მთელი სიგრძის ყოველ 20 კმ-ში. ნიშანი 6.15 გამოიყენება გზის მონაკვეთის აღნიშვნისთვის, რომელზეც მოქმედებს საავარიო სამსახურებთან რადიოკავშირის სისტემა. ნიშანს განათავსებენ ასეთი მონაკვეთის დასაწყისში და აუცილებლობის შემთხვევაში იმეორებენ მონაკვეთის მთელ სიგრძეზ