„სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №557 |
|
2023 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს საინფორმაციო სისტემის შემადგენელი კომპონენტების ამსახველი პროგრამ(ებ)ის შემუშავება, მონაცემთა გაცვლის უზრუნველყოფის მიზნით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს ცენტრალურ დონეზე საინფორმაციო სისტემის მართვის ინსტრუქცია.
3. ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან კოორდინაციით, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო სისტემის მართვის ინსტრუქციის დამტკიცება.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 31 დეკემბრიდან.“.
|