„სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№282
სარეგისტრაციო კოდი
330090000.10.003.023493
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №282

2022 წლის 7 ივნისი

   ქ. თბილისი

„სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №72 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/02/2022, 330090000.10.003.023280) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ 2023 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს საინფორმაციო სისტემის შემადგენელი კომპონენტების ამსახველი პროგრამ(ებ)ის შემუშავება, მონაცემთა გაცვლის უზრუნველყოფის მიზნით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ 2023 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს ცენტრალურ დონეზე საინფორმაციო სისტემის მართვის ინსტრუქცია.

3. ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, 2023 წლის 31 დეკემბრამდე,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან კოორდინაციით, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო სისტემის მართვის ინსტრუქციის დამტკიცება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ დებულების“:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო;“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრალურ დონეზე საინფორმაციო სისტემის მართვის ადმინისტრაციული ორგანოა სააგენტო.“;

გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. საინფორმაციო სისტემის მართვა ცენტრალურ დონეზე

1. სააგენტო ახორციელებს დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს ან/და სხვა ორგანოს მიერ მიწოდებული მონაცემების ან/და საკუთარი ინიციატივით მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციას ან/და დამუშავებას.

2. საინფორმაციო სისტემის მართვის, ინფორმაციის სისტემატიზაციისა და დამუშავების ინსტრუქცია რეგულირდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 11 ივნისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი