“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1049
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.027.007.481
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 14/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.007.481

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1049

2005 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დაწესდეს ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდო (შემდგომში _ ჯილდო).

2. ჯილდო შეიძლება მიეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (მისი სისტემის ორგანოს) მოსამსახურეს სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

3. ჯილდოს თანხობრივი ოდენობა განისაზღვროს 1000 ლარით.

4. ჯილდოს გაცემის საკითხი ყოველი წლის ბოლოს განიხილება საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს. სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების მოსამსახურეებისათვის ჯილდოს გაცემის საკითხს საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე წყვეტს ამ დებულების ხელმძღვანელი.

5. ჯილდოსთან ერთად დაჯილდოებულ პირს გადაეცემა შესაბამისი სიგელი.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ"?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.06.2005.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ"?
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ" მიღებულია 14.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1049. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.010.22.027.007.481.
სად არის “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.06.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ", №1049, 14.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.007.481 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60628/