,,საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№007
სარეგისტრაციო კოდი
110060010.70.082.016122
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/01/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №007

2024 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებით (ვებგვერდი, 23/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.70.082.016002) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) პროკურატურის სტაჟიორთა მიღება, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობა და შეფასება.“.

2. მე-4 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს პროკურატურის თანამშრომელთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, პროკურატურის სტაჟიორთა მიღებასთან, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობასთან და შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები, თუ საბჭოს სხდომას ესწრება  საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

4. პროკურატურის თანამშრომელთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, პროკურატურის სტაჟიორთა მიღების, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობის და შეფასების საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს გადაწყვეტილება  მიიღება სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. გენერალური პროკურორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში აღნიშნული ფიქსირდება ოქმში და წარედგინება გენერალურ პროკურორს.“.

3. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) პროკურატურის სტაჟიორთა მიღებასთან, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობასთან და შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები“.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91

საბჭო პროკურატურის სტაჟიორთა მიღების, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობის და შეფასების საკითხებს განიხილავს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის დებულებათა შესაბამისად“.

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველო (გარდა პროკურატურაში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა), ხოლო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.

2. პროკურატურაში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე საბჭოს სამდივნოს  შემადგენლობას  განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე