,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ,, საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №008 |
|
2025 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“-,,ვ“ ქვეპუნქტები:
,,დ) პირველი საგამოძიებო სამმართველო;
ე) მეორე საგამოძიებო სამმართველო;
ვ) მესამე საგამოძიებო სამმართველო.“.
ბ) მე-2 პუნქტის ,,ა“-,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) პირველი, მეორე და მესამე საგამოძიებო სამმართველოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
ბ) პირველი, მეორე და მესამე საგამოძიებო სამმართველოების მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა;
გ) პირველი, მეორე და მესამე საგამოძიებო სამმართველოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-6 პუნქტები:
,, 5. პირველი, მეორე და მესამე საგამოძიებო სამმართველოების ამოცანებია პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება.
6. პირველი, მეორე და მესამე საგამოძიებო სამმართველოებს შორის ფუნქცია-მოვალეობებს ანაწილებს საგამოძიებო ნაწილის უფროსი.“.
3. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ2“ ქვეპუნქტი:
,,დ2) პირველი, მეორე და მესამე საგამოძიებო სამმართველოების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;“.
|