„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№009
სარეგისტრაციო კოდი
110060010.70.082.016137
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №009

2025 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/10/2019, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.70.082.016006) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

 ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) პროკურატურის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოძიების ჩატარება; გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ბ) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საპროცესო ხელმძღვანელობის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ იმ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომელთა მიერ არის ჩადენილი;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ბ) ჩაატაროს გამოძიება კანონმდებლობით დადგენილი წესით პროკურატურის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) განახორციელოს საპროცესო ხელმძღვანელობა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ იმ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომლის მიერ არის ჩადენილი;“.

3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე