„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №028 |
|
2025 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სამსახურებრივი შემოწმების ვადა არის სამი თვე. შემოწმების ვადის ამოწურვამდე, გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვემდე ვადით.
6. საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი შემოწმების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით ერთი თვით, რის თაობაზეც გენერალური ინსპექციის უფროსს წარედგინება მოტივირებული მოხსენებითი ბარათი შემოწმების ვადის ამოწურვამდე.“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
,,71. გარემოებების გათვალისწინებით, მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია, მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმებები გაერთიანდეს ერთ წარმოებად ან სამსახურებრივი შემოწმებიდან ცალკე წარმოებისათვის გამოიყოს მასალები.“.
3. მე-5 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. სამსახურებრივი შემოწმების შედეგის თაობაზე ინფორმაცია უნდა მიეწოდოს პროკურატურის თანამშრომელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა სამსახურებრივი შემოწმება და ასევე იმ პირს (გარეშე პირს), რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება.“.
4. მე-9 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) გენერალური ინსპექციის მრჩეველი;“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გენერალური ინსპექციის მრჩეველი/ სპეციალისტი:
გენერალური ინსპექციის მრჩეველი/სპეციალისტი უზრუნველყოფს საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს სამსახურებრივი შემოწმების მასალების (დასრულებული წარმოება), შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციას, კომპიუტერიზაციას, სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკასა და გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელებას.“.
|