„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №6 |
|
2024 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს „ნიმუში 19“ შემდეგი რედაქციით: „ნიმუში 19. უწყებრივი მედალი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში „30 წელი სამსახურისთვის“
1. მედლით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში „30 წელი სამსახურისათვის“ თავდაცვის მინისტრის მიერ ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, რომლებმაც ღირსეულად იმსახურეს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში 30 წელი და სამსახურის პერიოდში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში. 2. მასალა – ლითონი ოქროს შეფერილობით. 3. მედლის ზოგადი აღწერილობა: ა) ავერსი – მედლის ავერსზე გამოსახულია თავდაცვის ძალების ჰერალდიკური სიმბოლოს ნაწილი, ოქროს ბოლნური ჯვარი დიაგონალურად გადაჯვარედინებული, ზემოთ მიმართული ორი ოქროს ხმლით, რომლის ქვედა ნკლავზე დატანილია ოქროს რიცხვი (რელიეფი) – „30“. გამოსახულების ცენტრში, დადებულია ფარაკი, რომელიც შემოსაზღვრულია წრიული ძგიდით, ფარაკის ველი ძოწი (წითელი) ფერია. ფარაკის ველზე განთავსებულია გადაჯვარედინებული ოქროს შურდული და ხმალი; ბ) რევერსი - მედლის რევერსს გარშემო წრიულად შემოჰყვება წარწერა მედლის ზედა ნახევარში – „საქართველო“ ხოლო ქვედა ნახევარში „თავდაცვის სამინისტრო“ წარწერები გამიჯნულია შვიდქიმიანი მცირე ვარსკვლავებით. მედლის რევერსის შიდა ველში, ზედა ნახევარში განთავსებულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის ქვემოთ განთავსებულია წარწერა - „მადლობა სამსახურისთვის“, რომლის ქვემოთაც განთავსდება მედლის 4 ციფრიანი შესაბამისი ნომერი გრავირებით; გ) ბაფთა ვერტიკალურად დაყოფილია 35 ზოლად მარცხნიდან მარჯვნივ: ვერცხლი (თეთრი) – 1 მმ, ძოწის ფერი (წითელი) – 1მმ-ის მონაცვლეობით; დ) მედლის ზომები: მედლის დიამეტრი – 34 მილიმეტრი; მედლის სისქე (წიბო) – 3,5 მმ; ბაფთის სიმაღლე – 46 მილიმეტრი; ბაფთის სიგანე – 32 მილიმეტრი. 4. მედლით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში „30 წელი სამსახურისთვის“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის: ა) №5 პლანშეტის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამკერდე ნიშანი ,,საუკეთესო მსროლელი“ (III ხარისხი), გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოს შესრულების შემდეგ მიენიჭება „მსროლელ ექსპერტის კვალიფიკაცია“.“; ბ) №6 პლანშეტის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამკერდე ნიშანი ,,საუკეთესო მსროლელი“ (II ხარისხი), გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოს შესრულების შემდეგ ზედიზედ ორჯერ მიენიჭება „მსროლელ ექსპერტის კვალიფიკაცია“.“; გ) №7 პლანშეტის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამკერდე ნიშანი ,,საუკეთესო მსროლელი“ (I ხარისხი), გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ჩატარებულ საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოს შესრულების შემდეგ ზედიზედ სამჯერ მიენიჭება „მსროლელ ექსპერტის კვალიფიკაცია“.“; დ) №8 პლანშეტის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამკერდე ნიშანი ,,საუკეთესო ათლეტი“ (III ხარისხი), გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა საკვალიფიკაციო ფიზიკურ ნორმატივში მიიღებს უმაღლეს შედეგს.“; ე) №9 პლანშეტის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამკერდე ნიშანი ,,საუკეთესო ათლეტი“ (II ხარისხი), გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა საკვალიფიკაციო ფიზიკურ ნორმატივში მიიღებს უმაღლეს შედეგს.“; ვ) №10 პლანშეტის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამკერდე ნიშანი ,,საუკეთესო ათლეტი“ (I ხარისხი), გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა საკვალიფიკაციო ფიზიკურ ნორმატივში მიიღებს უმაღლეს შედეგს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|