„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.035.017127
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №10/ნ

2024 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.05.2010, №56, მუხ. 878) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეფერირების წესი):

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ელექტრონული სისტემა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემა.“;

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. იმ შემთხვევაში, თუ პირს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაუდგინდა 2024 წლის 1 თებერვლის შემდეგ, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადასტურებას ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომელზეც წვდომა ხორციელდება სააგენტოსა და ელექტრონული სისტემის მესაკუთრეს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ აზარაშვილი