რეგისტრირებულ კოოპერატივს საკრედიტო კავშირს „უნივერსს“ არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო ლიცენზია გაუქმდა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „უნივერსის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა ლიკვიდატორს უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „უნივერსის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში:
1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ.
2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „უნივერსის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს ქ. №2 (რეგისტრირებული კოპერატივის საკრედიტო კავშირის „უნივერსის“ ლიკვიდატორი – როინ ცაციაშვილი, ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.
ლიკვიდატორი როინ ცაციაშვილი