1. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოყენებული ნორმები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და ამ დებულებით დადგენილ სტანდარტებს.
2. მერიაში მიმდინარე საქმის წარმოების დროს გამოყენებული დოკუმენტების შესაბამისობას მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან უზრუნველყოფს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
3. მერიაში მიმდინარე საქმის წარმოების დროს გამოყენებული დოკუმენტების სახეები, ამ დოკუმენტების წარმოების წესი და ფორმები, ამ დებულების 31-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნით მტკიცდება მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი