1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მერიაში დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოების ვადები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილ ვადებს.

2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადა, გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრება მერიის და მერიის სამსახურების სამუშაო გეგმებით, აგრეთვე მერის დავალებები