1. მერიაში საქმისწარმოება ხორციელდება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით, გარდა ამავე მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა.
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა მერიაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.
3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ – მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და შესაძლებელია განხორციელდეს სახელმწიფოში ლიცენზირებული სხვა ადაპტირებული სისტემის მეშვეობით.
4. მერიის საქმის წარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების თავისებურებების გათვალისწინებით.
5. მერიის ელექტრონული საქმისწარმოების გამართულობის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს მერიასა და მომწოდებელს შირის დადბული ხელშეკრულების შესაბამისად.
6. მერიის საქმისწარმოების პროცესში დოკუმენტები მატერიალური სახით შეიძლება მომზადდეს და გაფორმდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ასევე, მერიაში შექმნილი კოლეგიური ორგანოების მიე