საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4051-XIVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
060000000.05.001.102230
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ3“ ქვეპუნქტი:

„ვ3) არსებობს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;“.

2. 36325 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული სასაქონლო ნიშანი, მომსახურების ნიშანი, კოლექტიური ნიშანი, სასერტიფიკაციო ნიშანი, რეგისტრირებული დიზაინი, პატენტით დაცული გამოგონება, სასარგებლო მოდელი, საავტორო უფლებით ან მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტი;“;

ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) დაცული სასაქონლო ნიშნის, მომსახურების ნიშნის, კოლექტიური ნიშნის ან/და სასერტიფიკაციო ნიშნის (შემდგომ – სასაქონლო ნიშანი) მიმართ − საქონელი ან/და მომსახურება, რომელიც შეიცავს სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს ან რომელზედაც დატანილია სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშანი, ან რომელსაც აქვს მოცულობითი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ფორმა და რომლის წარმოება, მიწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა, ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას, მიუხედავად ნიშანდების ადგილისა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 თებერვალი 2024 წ.

N4051-XIVმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.02.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 21.02.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4051-XIVმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 060000000.05.001.102230.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4051-XIVმს-Xმპ, 21.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.102230 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6104885/