„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37-10 |
|
2024 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/ აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი“, დანართის შესაბამისად.“.
3. პირველი მუხლით დამტკიცებული წესის:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში − თბილისი) ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი“ (შემდგომში − წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” და „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და ვრცელდება თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ სივრცეში, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2. წესის მიზანია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.
3. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსებისას დაცული უნდა იქნეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.“;
ბ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები:
„მუხლი 51. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში არსებული არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის აღდგენა/ რესტავრაცია/რეკონსტრუქცია
თბილისის მერის გადაწყვეტილებით საგამონაკლისო წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეიძლება განხორციელდეს იმ არსებული არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის აღდგენა/რესტავრაცია/რეკონსტრუქცია, რომლის ავტორი გარდაცვლილია, ვერ დგინდება ავტორი (მისი მემკვიდრე) ან/და აღნიშნული ობიექტი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ამასთან, არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა.
1. ამ წესის 5 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის აღდგენა/რესტავრაცია/რეკონსტრუქციის საკითხის ინიცირების უფლება აქვს თბილისის მერს ან თბილისის მთავრობის წევრს ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
2. ამ წესის 51 მუხლით გათვალისწინებულ საკითხს განიხილავს, ამ მიზნისათვის, თბილისის მერის მიერ შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობას და დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი.
3. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია.
4. საჭიროების შემთხევევაში, კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები (მოქანდაკეები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები და სხვა).
5. თბილისის მერი განიხილავს კომისიის რეკომენდაციას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის აღდგენა/რესტავრაცია/რეკონსტრუქციის შესახებ და გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“;
გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენა/რესტავრაცია/რეკონსტრუქციის ან/და მემორიალური დაფის განთავსების საკითხის მიზანშეწონილად ცნობისა და თბილისის მერის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, თბილისის მერი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენა/რესტავრაცია/რეკონსტრუქციის ან/და მემორიალური დაფის განთავსებისთვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა ან სამშენებლო სამუშაოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით შესყიდვის შესახებ“.
|