📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 05.03.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 120050000.22.026.017210
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 170 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 27.12.2017 „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 25 ივლისის №158 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 14.09.2015 პარამედიკოსის კომპეტენციების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 13.02.2024 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 17.10.2022 სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 31.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №33 2024 წლის 5 მარტი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ თავდაცვის კოდექსის 138-ე მუხლის მე-11 ნაწილის, 144-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 145-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 149-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა წახალისების გამოყენების წესი (დანართი №1); ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა დისციპლინურ გადაცდომათა ნუსხა (დანართი №2); გ) დისციპლინური ოქმის ფორმა (დანართი №3); დ) დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №4); ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №5); ვ) სადისციპლინო საბჭოების რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა (დანართი №6). მუხლი 2🔗 ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 გავრცელდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებამდე დაწყებულ დისციპლინურ წარმოებაზე თავდაცვის კოდექსის 135-ე მუხლით დადგენილ დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ნორმის უკუძალის წესის გათვალისწინებით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანება. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი