ტექნიკური რეგლამენტის – საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების შესახებ დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №79 |
|
2024 წლის 13 მარტი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
79 danarti.doc.docx ⬇
ტექნიკური რეგლამენტი
საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების შესახებ

2024
სარჩევი
მუხლი 2. მიზნები და რეგულირების სფერო 4
2.1. ტექნიკური რეგლამენტის მიზნები 4
2.2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს 4
მუხლი 3. ტექნიკური რეგულირების ობიექტები 4
მუხლი 4. ტექნიკური მოთხოვნები საფეხმავლო მარშრუტის დამპროექტებლის მიმართ 5
მუხლი 5. მონიშვნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა 6
მუხლი 6. მარშრუტი და დანიშნულების ადგილი 7
მუხლი 7. ემბლემიანი მარშრუტი და ემბლემა 12
მუხლი 8. მანიშნებელი დაფები 15
8.1 მანიშნებელი დაფების სახეობები 15
8.1.1 დანიშნულების ადგილიანი მანიშნებელი დაფა 15
8.1.2 შუალედური მანიშნებელი დაფა 17
8.1.3 ემბლემიანი მანიშნებელი დაფა 18
8.2.1 დამატებითი ინფორმაციის ველი 19
8.3 მანიშნებელი დაფების გამოყენების და განთავსების წესები 21
8.4 მანიშნებელი დაფის დამზადებისა და მონტაჟის ტექნიკური პირობები 30
9.2 ნიშნულების გამოყენების და განთავსების წესები 39
10.1. ნიშნულის ბოძის გამოყენების და განთავსების წესები 45
10.2. ნიშნულის ბოძის დამზადებისა და მონტაჟის ტექნიკური პირობები 45
მუხლი 11. საინფორმაციო ნიშნები 48
11.1. საინფორმაციო ნიშნების სახეობები 48
11.2. საინფორმაციო ნიშნების გამოყენების წესები 52
11.3. საინფორმაციო ნიშნების დამზადებისა და მონტაჟის ტექნიკური პირობები 53
მუხლი 12. საინფორმაციო დაფები 55
12.1. საინფორმაციო დაფებზე განსათავსებელი ინფორმაცია 55
12.2. საინფორმაციო დაფების გამოყენების და განთავსების წესები 58
12.3 საინფორმაციო დაფების დამზადებისა და განთავსების ტექნიკური პირობები 58
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ტექნიკური რეგლამენტი „საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების დამტკიცების შესახებ“ (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებსა და ნორმებს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ. წინამდებარე რეგლამენტი არის სავალდებულოდ შესასრულებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისათვის (განურჩევლად საწარმოს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმისა).
მუხლი 2. მიზნები და რეგულირების სფერო
ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია საერთაშორისო გამოცდილების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე (შვეიცარია, ავსტრია, საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი და სხვა). რეგლამენტი წარმოადგენს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მოწყობის მეთოდებისა და წესების ერთობლიობას.
2.1. ტექნიკური რეგლამენტის მიზნები
საფეხმავლო მარშრუტების მონიშვნის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;
ადამიანთა უსაფრთხოებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვის წინაპირობის შექმნა;
საფეხმავლო მარშრუტების ქსელის განვითარების ხელშეწყობა;
საფეხმავლო მარშრუტების გეგმარებისა და მონიშვნითი სამუშაოების განხორციელებისათვის მეთოდური საფუძვლების შექმნა.
2.2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს
ტექნიკური რეგულირების ობიექტებს;
მოთხოვნებს საფეხმავლო მარშრუტის გეგმარებისა და მონიშვნის პროექტის ავტორების მიმართ;
საფეხმავლო მარშრუტის მოსაწყობად საჭირო ინფრასტრუქტურის დამზადებისა და გამოყენების წესებს.
მუხლი 3. ტექნიკური რეგულირების ობიექტები
ტექნიკური რეგულირების ობიექტებია საქართველოში საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნისთვის განკუთვნილი შემდეგი ინფრასტრუქტურა:
მანიშნებელი დაფა;
ნიშნული;
ნიშნულის ბოძი;
საინფორმაციო ნიშანი;
საინფორმაციო დაფა.
მუხლი 4. ტექნიკური მოთხოვნები საფეხმავლო მარშრუტის დამპროექტებლის მიმართ
საფეხმავლო მარშრუტის დამპროექტებელმა გეგმარებითი სამუშაოების დაწყებამდე და მონიშვნითი პროექტის მომზადების პროცესში ვალდებულია გაითვალისწინოს წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები:
დამპროექტებელმა მოსანიშნი მარშრუტი უნდა შეარჩიოს ისე, რომ გაითვალისწინოს მისი კულტურული, ბუნებრივი და ტურისტული პოტენციალი (მომსახურების ობიექტების ჩათვლით).
მარშრუტის დაგეგმვისას, მიზანია შეირჩეს ისეთი მარშრუტი, რომელიც იქნება მაქსიმალურად მიმზიდველი და უსაფრთხო, რაც შეიძლება ოპტიმალური სამშენებლო ხარჯებით. ასეთ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია მარშრუტის სამომავლო მოვლა-პატრონობის საკითხები.
მარშრუტის დაპროექტება და მონიშვნა უნდა მოხდეს ისეთი გზით, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე.
მარშრუტის მომკვლევი/დამპროექტებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ბილიკზე არსებული რისკები და ბუნებრივი საფრთხეები (მეწყერი, ქვათაცვენა, წყალმოვარდნა, ცხოველებთან კონფლიქტი და ა.შ.).
საფეხმავლო მარშრუტი სასურველია უკავშირდებოდეს ტურისტული მარშრუტების არსებულ ქსელს და/ან გააჩნდეს საფეხმავლო მარშრუტების ერთიან ქსელში ჩართვის პოტენციალი.
მარშრუტი სასურველია იწყებოდეს და სრულდებოდეს დასახლებულ პუნქტში ან მის სიახლოვეს.
საფეხმავლო ბილიკები სასურველია არ კვეთდეს ინდუსტრიულ, სატრანსპორტო, სახიფათო მონაკვეთებსა და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი წარმოადგენენ დანიშნულების ადგილებს.
მესაკუთრის წერილობით ნებართვის გარეშე დაუშვებელია მარშრუტის გაყვანა კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაზე.
საფეხმავლო მარშრუტის გეგმარებისა და მონიშვნისას გაითვალისწინოს ამ რეგლამენტით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
მუხლი 5. მონიშვნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა
იმისათვის რომ შევქმნათ საფეხმავლო ბილიკი, რომელზე ორიენტირებაც მარტივი და კომფორტული იქნება, და ამასთანავე გავზარდოთ მისი ინფორმატიულობისა და უსაფრთხოების კომპონენტი, აუცილებელია რომ მისი მონიშვნა და ინფრასტრუქტურული მოწყობა მოხდეს შესაბამისი ხერხებით.
საფეხმავლო მარშრუტის მონიშვნისათვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების მქონე ინფრასტრუქტურა, რომლებიც მარშრუტის მოწყობის მთავარ კომპონენტებს წარმოადგენენ. თითოეულ კომპონენტს გააჩნია შესაბამისი გამოყენების წესები და პირობები.
აუცილებელი გასათვალისწინებელი პირობაა, რომ საფეხმავლო მარშრუტის მონიშვნა და ინფრასტრუქტურულად მოწყობა განხორციელდეს მარშრუტზე მოძრაობის ორივე მიმართულებისთვის. ანუ, მაგალითად, როგორც A-დან B-მიმართულებით მოძრაობისთვის, ასევე B-დან A-მიმართულებით მოძრაობისთვისაც.
მონიშვნის სამუშაოებისათვის, საჭიროებისა მიხედვით, გამოიყენება შემდეგი სახის ინფრასტრუქტურა:
მარშრუტის მონიშვნის სამუშაოები და მისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა სავალდებულოა მომზადდეს რეგლამენტით გათვალისწინებული მასალების, ზომების, დიზაინისა და პირობების მიხედვით.
მუხლი 6. მარშრუტი და დანიშნულების ადგილი
6.1 მარშრუტი
საფეხმავლო მარშრუტი საფეხმავლო ბილიკით შექმნილი მონაკვეთია, რომელსაც გააჩნია დანიშნულების ადგილი ან ადგილები. მარშრუტები შესაძლოა უერთდებოდნენ, კვეთდნენ ან ნაწილობრივ ემთხვეოდნენ ერთმანეთს. სხვადასხვა მარშრუტების კომბინაციით შესაძლებელია მარშრუტების ქსელის შექმნა.
სასურველია, რომ საფეხმავლო მარშრუტი დაიგეგმოს იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად სცდებოდეს სამანქანო გზებს და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი წარმოადგენენ დანიშნულების ადგილებს.
რეკომენდებულია, რომ მოგზაურობის ერთი დღისთვის განკუთვნილი მანძილის დასაფარად საჭირო დრო არ აღემატებოდეს 7 საათს.
საფეხმავლო მარშრუტი სირთულის მიხედვით იყოფა სამ კატეგორიად: მარტივი, საშუალო და რთული.
მარტივი კატეგორიის მარშრუტი – ბილიკის ზედაპირზე გადაადგილება მარტივია და არ მოითხოვეს მაღალ ფიზიკურ დატვირთვას. მარტივ მარშრუტს არ ახასიათებს მკვეთრი დახრის ფერდები, არ გააჩნია რთულად დაძლევადი ბუნებრივი ბარიერები (მაგ.: ნაშალი, ლოდნარი და სხვა) და ბილიკიდან გადავარდნის საფრთხის მქონე მონაკვეთები.
ციცაბო მონაკვეთების არსებობის შემთხვევაში ისინი აღჭურვილია ისეთი ინფრასტრუქტურით, რომელიც ამარტივებს ასეთი მონაკვეთის გავლას (მაგ., საფეხურებით), ხოლო გადავარდნის რისკის მქონე მონაკვეთები აღჭურვილია დამცავი საშუალებებით. წყლის კვეთისას, საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილია გადასასვლელები.
მარტივი კატეგორიის ბილიკი გულისხმობს როგორც სალაშქრო, ასევე სასეირნო დატვირთვის მატარებელ ბილიკებსაც.
მარტივი მარშრუტის მოსანიშნად განკუთვნილი მიმართულების მაჩვენებელი დაფის წვეტი არის ყვითელი ფერის, ხოლო ნიშნულები თეთრი-ყვითელი-თეთრი ფერებით გამოისახება. არ მოითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას, სალაშქრო აღჭურვილობასა და უნარ-ჩვევებს. მარტივი სირთულის ბილიკის გავლა შესაძლებელია ჩვეულებრივი სპორტული ფეხსაცმლით;
საშუალო კატეგორიის მარშრუტი – ბილიკი ძირითადად ხასიათდება საშუალო ან მკვეთრი დახრის ფერდებით. შესაძლოა გვხვდებოდეს გაუკვალავი მონაკვეთები, ბილიკიდან გადავარდნის საფრთხის მქონე მონაკვეთები და ადგილები, სადაც საჭიროა ხელების გამოყენება ბალანსის შენარჩუნებისათვის. წყლის გადაკვეთისას შესაძლოა საჭირო გახდეს წყალში ფეხით გავლა. განსაკუთრებით მაღალი საფრთხის მქონე მონაკვეთებს გააჩნიათ შესაბამისი დამცავი საშუალებები (მოაჯირი, თოკი, ჯაჭვი და ა.შ.).
ბილიკები ძირითადად განკუთვნილია კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი მოგზაურებისათვის, რომლებიც მყარად გადაადგილდებიან მთიან რელიეფზე და იცნობენ მთასთან დაკავშირებულ საფრთხეებს (დაცემის და დაცურების საფრთხე, ქვათაცვენა, ამინდის უეცარი ცვალებადობა და სხვა). მეტად რეკომენდებულია სალაშქრო ფეხსაცმელების გამოყენება.
საშუალო სირთულის ბილიკის მოსანიშნად განკუთვნილი მიმართულების მაჩვენებელი დაფის წვეტი არის წითელი ფერის, ხოლო ნიშნულები თეთრი-წითელი-თეთრი ფერებით გამოისახება.
რთული კატეგორიის მარშრუტი – ბილიკი ხასიათდება რთულად გასავლელი რელიეფით და ციცაბო დახრის ფერდებით. ბილიკზე შესაძლოა გვხვდებოდეს გაუკვალავი, ვიწრო და საფრთხილო გადასასვლელები, რთულად დაძლევადი და საფრთხის შემცველი ბუნებრივი ბარიერები (მაგ.: ნაშალი, ლოდნარი, მდინარე და ა.შ.), ბილიკიდან გადავარდნის საფრთხის მქონე მონაკვეთები და ადგილები, სადაც საჭიროა ხელების გამოყენება ბალანსის შენარჩუნებისათვის. წყლის გადაკვეთისას, შესაძლოა საჭირო გახდეს წყალში ფეხით გავლა. რთული ბილიკის მცირე მანძილებზე შესაძლოა გვხვდებოდეს თოვლი ან ყინულიანი მონაკვეთები, რომელთა გავლაც არ მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას. ასევე შესაძლოა გვხვდებოდეს ისეთი მონაკვეთები, რომელთა გასავლელადაც რეკომენდებულია თოკის გამოყენება ბალანსის შესანარჩუნებლად (მაგ.: მდინარის კვეთა, ნაშალი, ციცაბო მონაკვეთი).
ბილიკები განკუთვნილია ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი მოგზაურებისათვის, რომელთაც გააჩნიათ კარგი სალაშქრო უნარ-ჩვევები, მყარად გადაადგილდებიან რთულ მთიან რელიეფზე და იცნობენ მთასთან დაკავშირებულ საფრთხეებს (დაცემის და დაცურების საფრთხე, ქვათაცვენა, ამინდის უეცარი ცვალებადობა და ა.შ.). აუცილებელია სალაშქრო ფეხსაცმელების გამოყენება. მოგზაური კარგად უნდა აცნობიერებდეს ბილიკზე არსებულ საფრთხეებს და სწორად აფასებდეს საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს.
რთული ბილიკის მოსანიშნად განკუთვნილი მიმართულების მაჩვენებელი დაფის წვეტი არის ლურჯი ფერის, ხოლო ნიშნულები თეთრი-ლურჯი-თეთრი ფერებით გამოისახება.
შენიშვნა:
მარშრუტის სირთულის კატეგორიები აღწერენ ბილიკის მდგომარეობას კარგი ამინდის პირობებში;
მარშრუტისთვის სირთულის კატეგორიის განსაზღვრისას მნიშვნელობა არ ენიჭება მის გასავლელად საჭირო დროს (დროის შესახებ მოგზაური წინდაწინ ინფორმირებულია მარშრუტის საწყის წერილებში).
მარშრუტი ხშირად შედგება სხვადასხვა სირთულის მონაკვეთებისგან, მაგრამ მთლიანი მარშრუტისათვის სირთულის კატეგორიის მინიჭება ხდება მისი ურთულესი მონაკვეთის მიხედვით.
მაგალითად, თუ მარშრუტი შედგება მარტივი, საშუალო და რთული მონაკვეთებისაგან, მაშინ ამ მარშრუტს ენიჭება – რთული კატეგორია. თუ გვხვდება მარტივი და საშუალო სირთულის მონაკვეთები, მაშინ მარშრუტს ენიჭება საშუალო სირთულის კატეგორია და ა.შ.
საფეხმავლო მარშრუტის სხვადასხვა სირთულის მონაკვეთების მონიშვნისას და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოებისას, გამოიყენება ამ მონაკვეთისთვის შესაბამისი სირთულის აღმნიშვნელი ფერები:
მარტივი კატეგორიის მარშრუტი ინიშნება ყვითელი ფერით.
საშუალო კატეგორიის მარშრუტი ინიშნება წითელი ფერით.
რთული კატეგორიის მარშრუტი ინიშნება ლურჯი ფერით.

6.2 დანიშნულების ადგილი
დანიშნულების ადგილი წარმოადგენს მარშრუტით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ, კულტურულ, ან სხვა ნებისმიერი სახის ინტერესისა და მნიშვნელობის ობიექტს, რომლის მითითებაც ხდება მანიშნებელ დაფაზე.
მაგალითად: დასახლებული პუნქტი, ტბა, ციხე-სიმაგრე, საბანაკე ადგილი, გადასახედი და სხვა.
კონკრეტული მარშრუტისათვის დანიშნულების ადგილების განსაზღვრა ხდება დამპროექტებლის მიერ, რომლის დროსაც უნდა შეარჩიოს დანიშნულების ადგილების ოპტიმალური რაოდენობა მარშრუტის საჭიროებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე.
დანიშნულების ადგილი შესაძლოა იყოს შემდეგი კატეგორიის:
თვალსაჩინოებისათვის იხილეთ: ილუსტრაცია N2
საბოლოო დანიშნულების ადგილი – დანიშნულების ადგილი, სადაც სრულდება მარშრუტი.
მარშრუტის საწყისი წერტილი არის საბოლოო დანიშნულების ადგილი საპირისპირო მიმართულებისთვის.
მაგალითად მარშრუტისთვის: A - B - C - D;
A და D წარმოადგენენ საწყის და საბოლოო დანიშნულების ადგილებს.
შუალედური დანიშნულების ადგილი – მარშრუტით გათვალისწინებული, საბოლოო დანიშნულების ადგილისგან განსხვავებული დანიშნულების ადგილი.
მარშრუტის მონიშვნის საჭიროებიდან გამომდინარე, მიმართულების მანიშნებელ დაფებზე შესაძლოა ერთდროულად მიეთითოს მარშრუტის რამდენიმე შუალედური დანიშნულების ადგილი.
უახლოესი დანიშნულების ადგილი – მარშრუტით გათვალისწინებული უახლოესი შუალედური დანიშნულების ადგილი.
მაიდენტიფიცირებელი დანიშნულების ადგილი – შუალედური დანიშნულების ადგილი, რომლის მითითებაც აადვილებს მარშრუტზე ორიენტირებას. მაგალითად, შესაძლებელი ხდება ერთი და იგივე საწყისი და საბოლოო დანიშნულების ადგილის მქონე რამდენიმე მარშრუტის ერთმანეთისგან განსხვავება.
დამატებითი დანიშნულების ადგილი – ეს არის ისეთი ტიპის ადგილი, რომელიც მდებარეობს მარშრუტზე/მარშრუტის მიმდებარედ, მაგრამ არ წარმოადგენს დანიშნულების ადგილს ამ კონკრეტული მარშრუტისათვის, თუმცაღა მისი მითითებით შემოგვაქვს სასარგებლო ინფორმაცია მოგზაურისთვის.
მაგალითისათვის, დამატებითი დანიშნულების ადგილი შეიძლება იყოს მარშრუტის მიმდებარედ არსებული პანორამული ხედი, კულტურული ობიექტი, მარშრუტიდან გასასვლელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტი, პარკინგი, საბაგირო სადგური და სხვა.
როგორც წესი, მისი მითითება (მანიშნებელი დაფის განთავსება) საკმარისია ერთხელ, უშუალოდ მის გადასახვევთან, თუმცაღა საჭიროებიდან გამომდინარე, ეს რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
მუხლი 7. ემბლემიანი მარშრუტი და ემბლემა
7.1 ემბლემიანი მარშრუტი
ემბლემიანი მარშრუტი არის ისეთი მარშრუტი, რომელსაც ენიჭება განმასხვავებელი ემბლემა და სახელწოდება.
ასეთი მარშრუტების მოსანიშნად გამოიყენება მანიშნებელ დაფებზე სპეციალური სიმბოლიკა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მარშრუტების ქსელზე ორიენტირებას და საშუალებას იძლევა რომ მოხდეს ქსელის უპირატესი მარშრუტის ან მარშრუტების „გამოცალკევება“ დამატებითი მონიშვნით.
მარშრუტისათვის ემბლემის მინიჭება მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, რომელის შეფასებაც განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს. რაციონალურად უნდა შეფასდეს თუ რამდენად აკმაყოფილებს მოცემული მარშრუტი ემბლემიანი მარშრუტისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რათა ემბლემების ჭარბად გამოყენებამ არ გადატვირთოს მარშრუტების ქსელი და გაართულოს მისი მოვლა-პატრონობა.
იმისათვის, რომ მარშრუტს მიენიჭოს ემბლემა, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
წარმოადგენს მარშრუტების ქსელის ნაწილს და მის გასავლელად საჭიროა ერთ დღეზე მეტი.
მკვეთრად გამოირჩევა ქსელში არსებული სხვა მარშრუტებისგან და გააჩნია განსაკუთრებული ტურისტული მიმზიდველობა.
არის პოპულარული, ეფექტურად გაყიდვადი და გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე, ან აქვს ხსენებულის მაღალი პოტენციალი.
მაგალითისათვის, საქართველოში ემბლემიანი მარშრუტი შესაძლოა იყოს: მესტია - უშგული; ომალო - შატილი; ჯუთა - როშკა; ტობავარჩხილის ტბები და სხვა.


ემბლემიანი მარშრუტების
მოსანიშნად გამოიყენება განმასხვავებელი ემბლემები და მათ განსათავსებლად
განკუთვნილი მანიშნებელი დაფები.
ემბლემიანი მარშრუტების
შემოღება მეტად ეფექტურია ვრცელი და რთული მარშრუტების ქსელის შემთხვევაში.
როდესაც ქსელი მოიცავს მრავალ დანიშნულების ადგილს, რომლებიც ერთმანეთს
უკავშირდებიან მარშრუტების სხვადასხვა ვარიანტებით.
ემბლემიანი მარშრუტის პირობითი ილუსტრაციისთვის, ქვემოთ მოყვანილია მესტია-უშგულის ოთხდღიანი მარშრუტი, რომელიც განეკუთვნება მარშრუტების ქსელს.
მესტია - უშგულის მარშრუტი, თავის მხრივ, აერთიანებს ხუთ საწყის/საბოლოო დანიშნულების ადგილს და ოთხ მარშრუტს, რომელთა გასავლელადაც თითო-თითო დღეა საჭირო:
მესტია - ჟაბეში
ჟაბეში - ადიში
ადიში - იფრარი
იფრარი - უშგული
დანიშნულების ადგილებიდან ზოგიერთი ერთმანეთს უკავშირდება მინიმუმ ორი განსხვავებული ვარიანტის მარშრუტით. ამასთან, ამ დანიშნულების ადგილებიდან იწყება სხვა მიმართულებებით მიმავალი მარშრუტებიც, რაც მთლიანობაში ქმნის კომპლექსურ ქსელს.
მესტია - უშგულის ემბლემიანი
მარშრუტის შემოტანა და შესაბამისი მონიშვნა კი აიოლებს ასეთ ქსელზე
ორიენტირებას.
შენიშვნა:
წინამდებარე დოკუმენტის მომზადების დროისთვის, მესტია - უშგული არ არის მონიშნული როგორც ემბლემიან მარშრუტად და აქ მოყვანილი მაგალითი წარმოადგენს მხოლოდ პირობით ილუსტრაციას.
7.2 ემბლემა
ემბლემა – მარშრუტის მოსანიშნად განკუთვნილი სპეციალური ელემენტია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ემბლემიანი მარშრუტების მოსანიშნად. მისი განთავსება ხდება ემბლემიან მანიშნებელ დაფაზე.
მარშრუტის ემბლემაზე განთავსებულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
მარშრუტის სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე.
ფონტი: Calibri (Bold, Italic), თეთრი. არ უნდა იფარებოდეს სხვა გრაფიკულ ელემენტებით.
ზომა და განთავსების ადგილი თავისუფალი.
საქართველოს სახელმწიფო დროშა.
სიმაღლე 12 მმ. განთავსების ადგილი თავისუფალი.
მარშრუტის ლოგო*.
არ უნდა ფარავდეს ემბლემის ზედაპირის 30%-ზე მეტს. ლოგოს ფერი შესაძლებელია იყოს ფონის ფერზე 30% უფრო მუქი ან ღია ტონალობის.
იმ მუნიციპალიტეტის გერბი, სადაც გაივლის მარშრუტი*.
სიმაღლე არაუმეტეს 12 მმ. განთავსების ადგილი თავისუფალი.
მარშრუტის ნომერი (თუ კი მას ასეთი გააჩნია)*.
არ უნდა იფარებოდეს სხვა გრაფიკულ ელემენტებით. ზომა და განთავსების ადგილი თავისუფალი.
* - ით აღნიშნული ელემენტების გამოყენება არ არის სავალდებულო.
მუხლი 8. მანიშნებელი დაფები
საორიენტაციო და საინფორმაციო მიზნით შექმნილი ისრის ფორმის დაფები, რომელიც გამოიყენება მარშრუტის სწორი მიმართულების დასადასტურებლად და მიუთითებენ დანიშნულების ადგილის ან ადგილებისკენ. მანიშნებელი დაფები მოგზაურს ასევე აწვდიან დამატებით ინფორმაცია მარშრუტის შესახებ.
8.1 მანიშნებელი დაფების სახეობები
მარშრუტის საჭიროებიდან და მათი განთავსების ადგილის მიხედვით საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისათვის გამოიყენება სხვადასხვა სახეობის მანიშნებელი დაფები, რომლებიც მოგზაურს აწვდიან შესაბამის ინფორმაციას მარშრუტის შესახებ.
მანიშნებელი დაფები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
დანიშნულების ადგილიანი მანიშნებელი დაფა;
შუალედური მანიშნებელი დაფა;
ემბლემიანი მანიშნებელი დაფა.
დანიშნულების ადგილიანი მანიშნებელი დაფა
დანიშნულების ადგილიან მანიშნებელ დაფაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსებულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
მარშრუტით გათვალისწინებული დანიშნულების ადგილის (ან ადგილების) სახელწოდება;
დანიშნულების ადგილამდე დასაფარი მანძილი;
კილომეტრები გამოისახება ათეულებში და მრგვალდება მეათედის სიზუსტით, ხოლო კილომეტრამდე მანძილი გამოისახება მეტრებში და მრგვალდება ათეულობის სიზუსტით.
დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი დრო1;
დროის მითითება არ არის სავალდებულო ისეთ მანიშნებელ დაფაზე, რომელიც არ არის განთავსებული მარშრუტის დანიშნულების ადგილას, მაგალითად, მარშრუტების გადაკვეთის წერტილში.
მარშრუტის მოცემული მონაკვეთის სირთულის აღმნიშვნელი ფერი (ან ფერები);
პიქტოგრამა მოლაშქრის გამოსახულებით;
პიქტოგრამის „მოძრაობის
მიმართულება“ შეესაბამება მარშრუტზე მოძრაობის მიმართულებას.
დანიშნულების ადგილიანი მანიშნებელი დაფა არის ორი სახის:
ერთადგილიანი მანიშნებელი დაფა;
ორადგილიანი მანიშნებელი დაფა.
ერთადგილიანი მანიშნებელი დაფა
დანიშნულების ადგილიანი მანიშნებელი დაფა, რომელიც მიუთითებს სწორ მიმართულებას მარშრუტით გათვალისწინებული ერთი დანიშნულების ადგილისაკენ.

ილუსტრაცია 9: ერთადგილიანი მანიშნებელი დაფა
ორადგილიანი მანიშნებელი დაფა
დანიშნულების ადგილიანი მანიშნებელი დაფა, რომელიც მიუთითებს სწორ მიმართულებას მარშრუტით გათვალისწინებული ორი დანიშნულების ადგილისაკენ.

ილუსტრაცია 10: ორადგილიანი მანიშნებელი დაფა
იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ადგილის სახელწოდება ძალიან გრძელია და ასოებს შორის მანძილის შემცირებაც არ არის საკმარისი მის განსათავსებლად, მაშინ შესაძლებელია სახელწოდების ორ სტრიქონად განთავსება.

შუალედური მანიშნებელი დაფა
მომცრო ზომის მანიშნებელი დაფა, რომელიც მოგზაურს მიუთითებს მარშრუტის სწორ მიმართულებას და მარშრუტის მოცემული მონაკვეთის სირთულის კატეგორიას. შუალედურ მანიშნებელ დაფაზე არ არის დატანილი დანიშნულების ადგილი და ის მხოლოდ მიუთითებს მისკენ.
მანიშნებელ დაფაზე განთავსებულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
მარშრუტის მოცემული მონაკვეთის სირთულის აღმნიშვნელი ფერი;
პიქტოგრამა მოლაშქრის გამოსახულებით.
შუალედური მანიშნებელი დაფა არის ორი სახის:
ცალწვერიანი;
ორწვერიანი.
ცალწვერიანი შუალედური მანიშნებელი დაფა
შუალედური მანიშნებელი დაფა, რომელიც მიუთითებს მარშრუტის სწორ მიმართულებას ბილიკზე მოძრაობის ერთი მიმართულებისთვის.

ილუსტრაცია 12: ცალწვერიანი შუალედური მანიშნებელი დაფა
ორწვერიანი შუალედური მანიშნებელი დაფა
შუალედური მანიშნებელი დაფა, რომელიც ერთდროულად მიუთითებს მარშრუტის სწორ მიმართულებას ბილიკზე მოძრაობის ორივე მიმართულებისთვის.

ილუსტრაცია 13: ორწვერიანი შუალედური მანიშნებელი დაფა
ემბლემიანი მანიშნებელი დაფა
დამატებითი მონიშვნის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ემბლემიანი მარშრუტის მოსანიშნად. მისი განთავსება ხდება მხოლოდ დანიშნულების ადგილიან მანიშნებელ დაფებთან კომბინაციაში და მასზე განთავსებულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
მარშრუტის მოცემული მონაკვეთის სირთულის აღმნიშვნელი ფერი;
მარშრუტის ემბლემა.
ემბლემიანი მარშრუტის დაფა არის ორი სახის:
ცალწვერიანი;
ორწვერიანი.
ცალწვერიანი ემბლემიანი მანიშნებელი დაფა
დაფა მიუთითებს ემბლემიანი მარშრუტის სწორ მიმართულებას ბილიკზე მოძრაობის ერთი მიმართულებისთვის.

ილუსტრაცია 14: ცალწვერიანი ემბლემიანი მანიშნებელი დაფა მასზე განთავსებული პირობითი ემბლემით.
ორწვერიანი ემბლემიანი მანიშნებელი დაფა
დაფა მიუთითებს ემბლემიანი მარშრუტის სწორ მიმართულებას ბილიკზე მოძრაობის ორივე მიმართულებისთვის.

ილუსტრაცია 15: ორწვერიანი მანიშნებელი დაფა მასზე განთავსებული პირობითი ემბლემით.
სპეციალური აღნიშვნები
სპეციალური აღნიშვნების გამოყენება ხდება მონიშვნის საჭიროებისამებრ. ისინი იძლევიან დამატებით ინფორმაციას მარშრუტის შესახებ და აადვილებენ მასზე ორიენტირებას. რიგ შემთხვევაში გვეხმარება, რომ ერთმანეთისგან განვასხვავოთ ისეთი მარშრუტები, რომელთაც გააჩნიათ ერთი და იგივე დანიშნულების ადგილები.
დამატებითი ინფორმაციის ველი
დამატებითი ინფორმაციის ველი საშუალებას იძლევა, რომ მანიშნებელ დაფაზე საჭიროებისამებრ განთავსდეს რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მარშრუტის შესახებ.
მაგალითად: შემოვლითი გზა, პანორამული ბილიკი, ისარგებლეთ ხიდით, წრიული მარშრუტი და ა.შ.

ილუსტრაცია 16: მანიშნებელი დაფა დამატებითი ინფორმაციის ველით
დამხმარე პიქტოგრამა
დამხმარე პიქტოგრამები გამოიყენება მხოლოდ საჭიროებისამებრ და საშუალებას იძლევა, რომ მანიშნებელ დაფაზე სიმბოლოების მეშვეობით განთავსდეს დამატებითი ინფორმაცია შესაბამისი დანიშნულების ადგილის შესახებ.
მაგალითად:
საბანაკე ტერიტორია;
საპიკნიკე ადგილი;
საბაგირო;
პარკინგი;
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილი და ა.შ..
დამხმარე პიქტოგრამის განთავსება შესაძლებელია დანიშნულების ადგილიან მანიშნებელ დაფებზე.
დანიშნულების ადგილიან მანიშნებელ დაფაზე დამხმარე პიქტოგრამის განთავსება ხდება დანიშნულების ადგილის სახელწოდების შემდგომ (მაქსიმუმ 3 პიქტოგრამა).
როდესაც დამხმარე პიქტოგრამა განთავსდება ერთ რომელიმე დაფაზე, მისი განთავსება უნდა მოხდეს ყოველ მომდევნო დაფაზე მანამ, სანამ ეს დანიშნულების ადგილი არ იქნება მიღწეული.
დამხმარე პიქტოგრამის მიმართულება, თუკი მას ასეთი გააჩნია, უნდა ემთხვეოდეს მანიშნებელი დაფის მიმართულებას.

ილუსტრაცია 17: ერთადგილიანი მანიშნებელი დაფა საბანაკე ადგილის აღმნიშვნელი დამხმარე პიქტოგრამით

მანიშნებელი დაფების გამოყენების და განთავსების წესები
საფეხმავლო მარშრუტების მონიშვნის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის დროს, მიმართულების მანიშნებელი დაფების განთავსება ხდება:
მარშრუტის დანიშნულების ადგილებში
ასეთი ადგილებისათვის გამოიყენება:
დანიშნულების ადგილიანი მანიშნებელი დაფები;
ემბლემიანი მარშრუტის მონიშვნის შემთხვევაში დანიშნულების ადგილიან მანიშნებელ დაფებთან ერთად გამოიყენება ემბლემიანი მანიშნებელი დაფები.
მონიშნული მარშრუტების გზაგასაყარებზე და გადაკვეთის ადგილებში
პროექტის ავტორი, რომლის მარშრუტიც კვეთს ან უერთდება უკვე არსებულ მარშრუტს, ვალდებულია ამ წერტილში განათავსოს მანიშნებელი დაფები როგორც მისი, ასევე გადაკვეთილი მარშრუტის მიმართულებებისთვის.
ასეთ ადგილებისათვის გამოიყენება:
დანიშნულების ადგილიანი მანიშნებელი დაფები;
ემბლემიანი მარშრუტის მონიშვნის შემთხვევაში დანიშნულების ადგილიან მანიშნებელ დაფებთან ერთად გამოიყენება ემბლემიანი მანიშნებელი დაფები.
მარშრუტის გასწვრივ
გამოიყენება ისეთ ადგილებში, სადაც დაფის არარსებობის შემთხვევაში მოგზაურმა შესაძლოა მოძრაობა გააგრძელოს არასწორი მიმართულებით, მაგალითად, დამაბნეველ გადასახვევებზე ან მარშრუტის მიმართულების მკვეთრი ცვლილების ადგილებში, ხოლო მარშრუტის მონიშვნის სხვა მეთოდების გამოყენება არ იძლევა სასურველ შედეგს.
ასეთი ადგილებისათვის გამოიყენება:
შუალედური მანიშნებელი დაფები.
საჭიროებიდან გამომდინარე
ბილიკის მონიშვნის მთავარი მიზანი მოგზაურისათვის სწორი ორიენტაციის მიცემა, უსაფრთხოების გაზრდა და მოგზაურობის პროცესის გაადვილებაა, ამ მიზნიდან გამომდინარე, მიმართულების მანიშნებელი დაფების განთავსება შესაძლებელია ყველა იმ ადგილზე, სადაც ამის აუცილებლობა არსებობს.


მარშრუტის იმ წერტილებში, სადაც საჭიროა დანიშნულების ადგილიანი მანიშნებელი დაფების განთავსება, სავალდებულოა განთავსდეს დაფები, რომლებიც მიუთითებენ:
მარშრუტს უახლოესი დანიშნულების ადგილისკენ;
მარშრუტს საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ.
ამასთანავე, მონიშვნის
საჭიროებიდან გამომდინარე, დაფებზე შესაძლოა მიეთითოს სხვა შუალედური
დანიშნულების ადგილებიც, რომლებიც მნიშვნელოვანია მარშრუტზე
ორიენტირებისათვის.
დაფების განთავსება ხდება ზემოდან ქვემოთ. სულ ზემოთ განთავსებულია უახლოესი დანიშნულების ადგილი, სულ ქვემოთ კი მარშრუტის საბოლოო დანიშნულების ადგილი მოძრაობის მიმართულების შესაბამისად. სხვა დაფების რიგითობა განისაზღვრება გასავლელი მანძილის მიხედვით, უახლოესიდან უშორესი დანიშნულების ადგილისკენ.
ერთი მიმართულებით მდებარე რამდენიმე დანიშნულების ადგილი (მაგ., უახლოესი და საბოლოო დანიშნულების ადგილი) წყვილდება და თავსდება ორადგილიან მანიშნებელ დაფაზე, ორი ცალი – ერთადგილიანი მანიშნებელი დაფის გამოყენების ნაცვლად.



როდესაც გვაქვს რამდენიმე
მარშრუტი, რომელთაც გააჩნიათ ერთიდაიგივე დანიშნულების ადგილ(ებ)ი და ამ
ადგილამდე გასავლელი მანძილი და დრო ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ისე უნდა
განხორციელდეს მონიშვნა, რომ არ მოხდეს დაფების დუბლირება.
მანიშნებელი დაფები რომლებიც
მიუთითებენ ერთი მიმართულებით, ბოძზე განთავსებისას უნდა
დაჯგუფდნენ.
მიმართულების მანიშნებელ
დაფებზე, მარშრუტის სირთულის კატეგორიის აღმნიშვნელი ფერი/ფერები
გამოისახება შემდეგი პრინციპების მიხედვით.
ილუსტრაცია 24: ცალწვერიანი და ორწვერიანი შუალედური მანიშნებელი დაფების გამოყენების მაგალითები

შუალედური ცალწვერიანი დაფები
გამოიყენება ისეთ ადგილებში, სადაც მარშრუტის მიმართულება ქმნის კუთხეს,
ხოლო ორწვერიანი დაფები განკუთვნილია იმ შემთხვევებისათვის, როდესაც
მარშრუტი პირდაპირ გრძელდება.დაუშვებელია დანიშნულების ადგილიანი და შუალედური მანიშნებელი დაფების ერთად განთავსება.


ემბლემიანი მანიშნებელი დაფები გამოიყენება ემბლემიანი მარშრუტების მოსანიშნად. მათი გამოყენება ხდება მხოლოდ დანიშნულების ადგილიან დაფებთან კომბინაციაში და მათი განთავსება ხდება დანიშნულების ადგილიანი მანიშნებელი დაფის ქვემოთ. ისინი არასოდეს გამოიყენება დამოუკიდებლად ან შუალედურ მანიშნებელ დაფებთან ერთად.
მანიშნებელი დაფებიდან, ემბლემის განთავსება დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად მათთვის განკუთვნილ - ემბლემიან მანიშნებელ დაფებზე.
ერთმიმართულებია
ნ ემბლემიან მანიშნებელ დაფაზე
ერთდროულად დასაშვებია ორი სხვადასხვა მარშრუტის ემბლემის განთავსება.
ორმიმართულებიან დაფაზე კი დასაშვებია მხოლოდ ერთი მარშრუტისთვის
განკუთვნილი ემბლემების განთავსება.მანიშნებელი დაფების განთავსება ხდება მათთვის განკუთვნილ ბოძებზე.
დაფების განთავსება უნდა მოხდეს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მომხმარებელს არ შეექმნება ჯანმრთელობის რისკი. მაგალითად, გადავარდნის ან დაცემის რისკი, ქვათაცვენა და სხვა.
მანიშნებელი დაფები განლაგებულია ბოძის წინა მხარეს მომხმარებელთან მიმართებაში. მათი განთავსება უნდა მოხდეს ისეთი წესით, რომ მაქსიმალურად ცხადად მიუთითებდნენ მოძრაობის სწორ მიმართულებას.
საუკეთესო შემთხვევაში, მანიშნებელი დაფები უნდა იყოს ხილვადი შორი მანძილიდან (მაგალითად, მას არ უნდა ფარავდეს შენობები ან მცენარეულობა) და ოპტიმალურად ინტეგრირებული ბუნებრივ ლანდშაფტთან ან ურბანულ სივრცეში. ასევე გასათვალისწინებელია მასზე მოქმედი ბუნებრივი ფაქტორები და შეძლებისდაგვარად უნდა შეირჩეს ისეთი ტერიტორია, სადაც ის დაცული იქნება ქვათაცვენისგან და თოვლის ზეწოლისგან. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამაზიანებელია მაშინ, როდესაც მანიშნებლები განთავსებულია დახრილ ფერდებზე.
მანიშნებელი დაფები არ უნდა იჭრებოდეს სავალი ნაწილის თავისუფალ სივრცის პროფილში. დასახლებულ პუნქტში, გზის ნაპირსა და მანიშნებელ დაფებს შორის დისტანცია სასურველია შეადგენდეს 30 სმ-ს, ხოლო დაუსახლებელ სივრცეში 50 სმ-ს.

რეკომენდებულია, რომ ბოძზე დამონტაჟებული დანიშნულების ადგილიანი დაფების ჯამური სიმაღლე არ აჭარბებდეს 80 სმ-ს, ხოლო მანიშნებელი დაფების განთავსების შემდეგ, მიწის ზედაპირიდან პირველი მანიშნებელი დაფის კიდემდე მანძილი არ იყოს 160 სმ-ზე ნაკლები. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია ბოძის სიმაღლის გაზრდა.
პირველი მანიშნებელი დაფა თავსდება ბოძის ზედა ნაწილიდან 2 სმ-ის დაშორებით, ხოლო მანიშნებელ დაფებს შორის დისტანცია უნდა შეადგენდეს 1 სმ-ს.



თუ რაიმე სხვა საჭიროება არ არსებობს, მანიშნებელი დაფები უნდა დაჯგუფდეს და განთავსდეს ერთ ბოძზე.
თუ კი შესაძლებელია, მხოლოდ შესაბამისი ნებართვების არსებობის შემთხვევაში, მანიშნებელი დაფების განთავსება დასაშვებია უკვე არსებულ ინფრასტრუქტურაზე. მაგალითად, საგზაო ნიშნების ბოძებზე, განათების ბოძებზე და სხვა.
მანიშნებელი დაფებისთვის განკუთვნილ ბოძზე დაშვებულია პროექტის დამკვეთი ორგანიზაციის და სპონსორის ლოგოს განთავსება (თვითწებვადი ფირით), ბოლო მანიშნებელი/საინფორმაციო ნიშნის ქვემოთ 3 სმ. დაშორებით. ფირის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 70 მმ-ს.
8.4 მანიშნებელი დაფის დამზადებისა და მონტაჟის ტექნიკური პირობები
მარშრუტის მონიშვნისათვის საჭირო მანიშნებელი დაფები მზადდება და მარშრუტზე მონტაჟდება შემდეგი ტექნიკური პირობების დაცვით:
მანიშნებელი დაფა დამზადებულია 1.5 მმ სისქის ფურცლოვანი მოთუთიებული ფოლადისგან. დაფას, უკანა მხრიდან, არკული შედუღების მეთოდით (დაფის გახვრეტის გარეშე), შედუღებული აქვს მოსპილენძებული ჭანჭიკები (M6x8 ზომის), რომლებსაც უჟანგავი (M6 ზომის), ნეილონიანი ქანჩებით, მიმაგრებული აქვს ალუმინისგან დამზადებული სამაგრი.
დაფა იღებება ორივე მხრიდან (ალუმინის სამაგრის ჩათვლით) ელექტროსტატიკური მეთოდით, რის შემდეგაც წინა მხარეს ეკრობა ლამინირებული თვითწებვადი ფირი, რომელზეც დაბეჭდილია შესაბამისი ინფორმაცია (ტექსტი, სირთულის ფერი და ა.შ.).
თვითწებვად ფირს უნდა გააჩნდეს შემდეგი მახასიათებლები:
პოლიმერული PVC (პოლივინილ ქლორიდი);
განკუთვნილი გარე გამოყენებისთვის;
წებვადობის კოეფიციენტი არანაკლებ 16 N/25 მმ;
უნდა ახასიათებდეს მაღალი მედეგობა მექანიკური და ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების მიმართ. განსაკუთრებით კი ულტრაიისფერი გამოსხივების, წვიმის (წყლის), თოვლის და ტემპერატურის სწრაფი ცვლილებების მიმართ.
ბეჭდვის შემდეგ, უნდა მოხდეს ფირის ლამინირება - პოლიმერული PVC-თ, რომელსაც ექნება მაღალი დაცვის ეფექტი ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ.
ერთადგილიანი მანიშნებელი დაფა



ორადგილიანი
მანიშნებელი დაფა



შუალედური მანიშნებელი
დაფები



ემბლემიანი
მანიშნებელი დაფები
მთლიანობაში, მანიშნებელი დაფა დამზადებული უნდა იყოს ისეთი წესისა და მასალების გამოყენებით, რომ ის მედეგი იყოს ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების, მაგალითად, ძლიერი ქარისა და თოვლის დაწოლის მიმართ. მისი ფუნქციონალური ხანმედეგობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 წელს.
მანიშნებელი დაფა, მისთვის განკუთვნილ ბოძს მჭიდროდ და საიმედოდ უმაგრდება ბოძის დიამეტრის შესაბამისი მოთუთიებული ფოლადის ან ალუმინის ხამუთით, რომელიც მანიშნებელ დაფას უკავშირდება M10*30 ზომის უჟანგავი ჭანჭიკების და M10 ზომის უჟანგავი, ნეილონიანი ქანჩების გამოყენებით.




მანიშნებელი დაფების დასამაგრებელი ბოძი დამზადებულია 6 სმ. გარე დიამეტრის, მინიმუმ 2 მმ. კედლის სისქის მქონე, 3 მ. სიგრძის მოთუთიებული (ცხელი გალვანიზების მეთოდით) ფოლადის მილისგან, რომელსაც ქვედა დაბოლოებაში ჯვარედინად დამაგრებული აქვს ორი, 1 სმ. დიამეტრის და 20 სმ. სიგრძის არმატურა. მილი მიწაში ჩადის 50 სმ-ის სიღრმეზე, 30x50 სმ-ზე ზომის ორმოში (ოთხკუთხედი ფორმა იძლევა მეტ სიმყარეს) და მაგრდება M300 მარკის ბეტონით.
რეკომენდებულია, რომ მილი წინასწარ დაიხვრიტოს არმატურების დასამაგრებელ ადგილებში, ხოლო არმატურების გაყრა მოხდეს ადგილზე, ბოძის დამაგრებისას.
მონტაჟის სიმყარისათვის, ორმოს ბეტონით გავსებამდე მასში იყრება ქვები. მილის ზედა დაბოლოება დახურულია პლასტმასის ან რკინის მყარი ხუფით (წყლის ჩასვლისგან მილის დასაცავად).
ბეტონის სამუშაოები უნდა დაიფაროს მიწით.
ბოძის ტექნიკური მონაცემები და მონტაჟის მეთოდები შესაძლოა შეიცვალოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, გარემო პირობებისა (მაგალითად, მონტაჟის ადგილის) და მონიშვნის სამუშაოების საჭიროებიდან გამომდინარე. მაგალითად, გაიზარდოს ბოძის სიგრძე, გაიზარდოს ორმოს სიღრმე, დამაგრების მეთოდი და სხვა, თუმცაღა არ უნდა გაუარესდეს ეფექტურობა და მონტაჟის საიმედოობა.
მაგალითისათვის, ნიშნულის ბოძის კლდოვან ზედაპირზე განთავსებისათვის შესაძლებელია ე.წ.“ანკერების“ გამოყენება.
ამ და სხვა მსგავსი მონტაჟის მეთოდების გამოყენება მოსახერხებელია სათხილამურო კურორტებზე, რათა საჭიროების შემთხევაში დროებით მოიხსნას ბოძი და შემდეგ დაბრუნდეს თავის ადგილზე. „ანკერების“ მეთოდით ბოძების განთავსება ეფექტურია ბეტონის ბალიშებზეც.
იხილეთ გვერდი 37, ილუსტრაცია N34
განთავსების ადგილსა და მის საიმედოობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ადგილებში, სადაც მაღალია თოვლის ბოძზე ზემოქმედება.
როდესაც ბოძის განთავსება ხდება ისეთ ტერიტორიაზე, რომელსაც იყენებენ მსხვილფეხა საქონლის საძოვრებად, ბოძს შესაძლოა დაეხვეს მჩხვლეტავი მავთული, რათა ის საქონელმა მიწოლით არ დააზიანოს.

მუხლი 9. ნიშნული
ნიშნული არის ორი ფერით გამოსახული სამზოლიანი ნიშანი, რომელიც გამოიყენება მარშრუტის მოსანიშნად და მისი სწორი მიმართულების დასადასტურებლად. ის ასევე იძლევა ინფორმაციას მარშრუტის მოცემული მონაკვეთის სირთულის კატეგორიის შესახებ.
კარგად შესრულებული მონიშვნა გულისხმობს, რომ, ერთი მხრივ უზრუნველყოფილია მარშრუტზე სწორი ორიენტირება და უსაფრთხოება, ხოლო მეორე მხრივ, ნიშნულების ჭარბი განთავსებით არ არის გადატვირთული ბუნებრივი გარემო. საუკეთესო შემთხვევაში, მარშრუტზე უნდა განთავსდეს ოპტიმალური რაოდენობის ნიშნულები, მაგრამ არაუმცირეს იმისა, რაც მარშრუტზე ორიენტირებისა და უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი!
სათუო სიტუაციებში (განთავსდეს თუ არა ნიშნული) გადაწყვეტილებების მიღებისას - მარშრუტზე ორიენტირება და უსაფრთხოება პრიორიტეტია!
9.1 ნიშნულების სახეობები
მარშრუტის მოსანიშნად გამოიყენება ორი სახის ნიშნული: დამადასტურებელი და მოხვევის ნიშნული. თითოეული ნიშნული გამოისახება სამი ზოლით, რომელთაგან გარე ზოლები თეთრი ფერისაა, ხოლო შუა ზოლის ფერი შეესაბამება მარშრუტის მოცემული მონაკვეთის სირთულის კატეგორიის აღმნიშვნელ ფერს:
ყვითელი ფერის კოდი: RAL 1023
წითელი ფერის კოდი: RAL 3020
ლურჯი ფერის კოდი: RAL 5015
თეთრი ფერის კოდი: RAL 9010


დამადასტურებელი
ნიშნული


მოხვევის
ნიშნული
9.2 ნიშნულების გამოყენების და განთავსების წესები
საფეხმავლო ბილიკი უნდა მოინიშნოს ორმხრივად, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით და თითოეული ნიშნული მოძრაობის მხოლოდ ერთ მიმართულებას უნდა მიუთითებდეს.
მარშრუტის მოსანიშნად უმეტესად გამოიყენება დამადასტურებელი ნიშნები, ხოლო მოხვევის ნიშანი გამოიყენება ისეთი შემთხვევებისას როდესაც მარშრუტი მკვეთრად იცვლის მიმართულებას და ამ ადგილზე არ არის განთავსებული მიმართულების მაჩვენებელი დაფა. მოხვევის ნიშნული იგივე ფუნქციას ატარებს რასაც, შუალედური მანიშნებელი დაფა.
ნიშნულების განთავსება ხდება მარშრუტის გასწვრივ, რეგულარული ინტერვალით, ყოველ 250 - 300 მეტრში, თუმცა ეს მანძილი უნდა შემცირდეს მონიშვნის საჭიროებიდან და მარშრუტის სპეციფიკიდან გამომდინარე: დამაბნეველი გადასახვევები/მონაკვეთები, რთული რელიეფი, გაუკვალავი ბილიკი, გზაჯვარედინები, არასაკმარისი ხილვადობა და სხვა.
თუ ტერიტორიისთვის დამახასიათებელია ხშირი ნისლი, მაშინ სასურველია რომ ასეთი მონაკვეთები მოინიშნოს უფრო ინტენსიურად.
ნიშნულის განთავსება ხდება ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, ადამიანის მოძრაობის შემხვედრ წერტილში და საუკეთესო შემთხვევაში ხილვადია შორი მანძილიდანაც.
თუკი ეს შესაძლებელია, ნიშნული სასურველია განთავსდეს მოძრაობის მიმართულების მარჯვენა მხარეს.
ნიშნულის შუა ზოლის ფერი შეესაბამება მარშრუტის მოცემული მონაკვეთის სირთულის კატეგორიის ფერს.
ისეთ გარემოში, სადაც რთულია მარშრუტზე ორიენტირება, ნიშნულები უნდა განთავსდეს ვიზუალური ინტერვალით, ანუ ისეთი ხერხით, რომ ერთი ნიშნულის განთავსების ადგილიდან ჩანდეს მომდევნო ნიშნულიც.
ნიშნულები მეტი ყურადღებით და სიხშირით თავსდება გზაჯვარედინებზე, ბუნდოვანი გადასახვევების შემთხვევაში და როდესაც მაღალია მარშრუტიდან გადაცდენის საფრთხე. ასეთ ადგილებში ნიშნულის განთავსება ხდება მინიმუმ ორჯერ (მიმართულების სისწორის დასადასტურებლად). პირველი ნიშნული თავსდება გადასახვევთან, ხოლო მეორე გადასახვევის შემდეგ, პირველისგან არაუმეტეს 10 მეტრის დაშორებით და საუკეთესო შემთხვევაში ისეთი ხერხით, რომ ორივე ნიშნული ერთდროულად ექცეოდეს თვალთახედვის არეში.
თუ კი გარემო ამის საშუალებას იძლევა, ნიშნულები უნდა განთავსდეს მიმართულების მაჩვენებელი დაფების შემდეგ, ხილვად მანძილზე (მაქსიმუმ 30 მ.-ის დაშორებით).

თუ ბილიკის არეალში არ
მოიპოვება ნიშნულისათვის შესაფერისი ზედაპირი, საჭიროა ქვაყრილების
მოწყობა, რომლებზეც შემდგომ დაიხატება ნიშნული. აუცილებელი პირობაა, რომ
ქვაყრილები მოწყობილი იყოს მოზრდილი ზომის ქვებისგან, მყარად და საიმედოდ
(რათა არ მოხდეს მარტივად ჩამოშლა).ნიშნულის ადგილის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ სეზონურობაც, რათა ნიშნული მარტივად არ დაფაროს ბალახმა, თოვლმა, ჩამოცვენილმა ფოთლებმა.
ნიშნულის მდგრადობის შესანარჩუნებლად, მოსანიშნი ზედაპირი უნდა იყოს სუფთა და სრულებით მშრალი. ნიშნული განთავსებამდე ზედაპირი უნდა გაიწმინდოს (ხავსის, მიწის, „ზედმეტი“ ქერქისგან) ქსოვილის ნაჭრით, რკინის ჯაგრისით, საფხეკით ან შესაბამისი ეფექტის მქონე სხვა საშუალებებით.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამუშაოები შესრულდეს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზაციის გათვალისწინებით!
შენიშვნა:
ხის ზედაპირის გასუფთავების ტექნიკა დამოკიდებულია ხის სახეობაზე. მაგალითად, წიფელს მეტ-ნაკლებად გლუვი ქერქი აქვს და ხშირად მისი ნაჭრით გაწმენდაც საკმარისია; წიწვოვანი ხეების შემთხვევაში, რომელთაც ძლიერ დამსკდარი ქერქი აქვთ, საჭიროა რომ ქერქს ჩამოეფხიკოს/ჩამოეთალოს გარე („ფშვნადი“) ფენა, ოღონდ ისეთი ფორმით, რომ არ დაზიანდეს მერქანი!
ნიშნული
ბილიკის მიმართ უნდა ქმნიდეს არა უმცირეს 45°–იან კუთხეს
(უკეთესი ხილვადობისთვის).ნიშნულების დასახატად გამოიყენება ფუნჯი (რეკომენდებულია 3 სმ. სიგანის, მოკლებეწვიანი ფუნჯის გამოყენება. მასთან ერთად სასურველია უფრო პატარა ზომის ფუნჯების ქონაც) და თარგი, რომელშიც ამოჭრილია სასურველი ნიშნულის ფორმა.
თარგის დასამზადებლად რეკომენდებულია წყალგაუმტარი, გამძლე და დრეკადი მასალის გამოყენება (მაგალითად, პლასტმასის თხელი ფირფიტა).
ზოგიერთ შემთხვევაში, ნიშნულის კონტურების უკეთ გამოსახვისათვის, მოსახერხებელია ქაღალდის თვითწებვადი ლენტის გამოყენებაც (ნიშნულის განთავსების შემდეგ, ლენტი უნდა მოიხსნას).
ნიშნულის განთავსებისას, დაცული უნდა იყოს ნიშნულის ზომები და მკაფიო კონტურები. ერთეულ შემთხვევებში, ნიშნულის ზომა შესაძლოა გაიზარდოს საჭიროებიდან გამომდინარე, მაგალითად, ისეთი გარემოებისას, როდესაც აუცილებელია, რომ ნიშნული კარგად შესამჩნევი იყოს შორი მანძილიდანაც.
ნიშნულის განთავსებისას უპირატესობა ენიჭება ხის ზედაპირს. მისი არარსებობის შემთხვევაში კი რეკომენდებულია ნიშნულის განთავსება ქვიან ან კლდოვან ზედაპირზე.
გაუქმებული ან არასწორად განთავსებული ნიშნულები უნდა წაიშალოს (შესაძლოა გადაიღებოს რუხი ან ყავისფერი საღებავით).
ნიშნულები შეიძლება განთავსდეს: ხეზე, ლოდზე, კლდეზე, ქვაყრილზე, ნიშნულის ბოძზე და ა.შ.
იმ შემთხვევაში თუ ბილიკზე არ გვხვდება ნიშნულების განსათავსებელი ზედაპირი და არც ქვაყრილების მოწყობა ხერხდება, მაშინ მათ განსათავსებლად შესაძლოა - ნიშნულის ბოძის გამოყენება. ნიშნულის სახეობებიდან, ნიშნულის ბოძებზე ხდება მხოლოდ დამადასტურებელი ნიშნულის განთავსება.
მონიშვნის სამუშაოების განსახორციელებლად შერჩეული საღებავები განკუთვნილი უნდა იყოს გარე სამუშაოებისათვის და გამოდგებოდეს მრავალი ტიპის ზედაპირებზე დასატანად, მათ შორის მოთუთიებულ ზედაპირებზე და ახასიათებდეს მაღალი მედეგობა მექანიკური და ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების მიმართ, განსაკუთრებით კი ულტრაიისფერი გამოსხივების, წვიმის (წყლის), თოვლის და ტემპერატურის სწრაფი ცვლილებების მიმართ. უმჯობესია თუ გამოყენებულ საღებავს ექნება სიპრიალის ეფექტი.
საღებავის შერჩევისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მის მაღალ ხარისხზე და ეკოლოგიურ მახასიათებლებზე.
შერჩეული საღებავი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთ EN სტანდარტს.
მონიშვნის სამუშაოებისათვის შესაძლებელია გამოვიყენოთ შემდეგი ტიპის და მახასიათებლების მქონე საღებავები:
წყალში ხსნადი, 100% სუფთა აკრილის პოლიმერული დისპერსია მაღალი ადჰეზიის უნარით და ეკოლოგიური მახასიათებლებით. ასეთი საღებავი უპირატესობა ეკოლოგიურობასა და სწრაფ შრობაშია. ასევე, ინსტრუმენტების გასაწმენდად არ არის საჭირო ქიმიური გამხსნელები.
ალკიდური ემალის, ზეთოვანი საღებავი. მაღალი ადჰეზიის (წებოვნების) უნარით და ეკოლოგიური მახასიათებლებით. ასეთი საღებავის ძირითადი უპირატესობა, აკრილის საღებავებთან შედარებით, გარემო პირობების მიმართ მეტ მედეგობაშია. მისი უარყოფითი მხარეებია შედარებით დაბალი ეკოლოგიურობა და შრობის დიდი დრო. ინსტრუმენტების გასაწმენდად საჭიროა ქიმიური გამხსნელები.
გარდა საღებავისა, ნიშნულების განთავსება შესაძლებელია თვითწებვადი ფირის და მეტალის ფირფიტების გამოყენებითაც, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
თვითწებვადი ფირით დამზადებული ნიშნულების გამოყენება, პრაქტიკული და ვიზუალური თვალსაზრისით, რეკომენდებულია ურბანულ გარემოში, მაგალითად, ნიშნულების მეტალის ბოძებზე განსათავსებლად.
ფირი შეიძლება დაეკრას მხოლოდ სუფთა, გლუვ ზედაპირს და მხოლოდ იმ პირობით, რომ სრულად და საიმედოდ დაეწებება მას.
მეტალის ფირფიტის ნიშნულის დასამზადებლად რეკომენდებულია 0,5-1 მმ. სისქის მოთუთიებული თუნუქის ან ალუმინის ფირფიტის გამოყენება, რომელსაც ერთი მხრიდან (საჭიროების შემთხვევაში ორივე მხრიდან) დაეკვრება თვითწებვადი ფირი ნიშნულის გამოსახულებით. ფირფიტას კუთხეებში აქვს 2 მმ. ზომის ნახვრეტები, რომელთა გამოყენებითაც მისი დამაგრება, მაგალითად, მავთულის ან ლურსმნის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვაგვარ ზედაპირებზე.
ნიშნულების დასამზადებლად გამოყენებულ თვითწებვად ფირს უნდა გააჩნდეს შემდეგი მახასიათებლები:
პოლიმერული PVC (პოლივინილ ქლორიდი);
განკუთვნილი გარე გამოყენებისთვის;
წებვადობის კოეფიციენტი არანაკლებ 16 N/25 მმ;
უნდა ახასიათებდეს მაღალი მედეგობა მექანიკური და ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების მიმართ. განსაკუთრებით კი ულტრაიისფერი გამოსხივების, წვიმის (წყლის), თოვლის და ტემპერატურის სწრაფი ცვლილებების მიმართ;
შემდეგ უნდა მოხდეს ფირის ლამინირება - პოლიმერული PVC-თ, რომელსაც ექნება მაღალი დაცვის ეფექტი ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ.
მუხლი 10. ნიშნულის ბოძი
სვლა-გეზის დამადასტურებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი რომელზეც განთავსებულია დამადასტურებელი ნიშნული.
ნიშნულის ბოძის გამოყენების და განთავსების წესები
ნიშნულის ბოძის გამოყენება ხდება ისეთ შემთხვევაში როდესაც ბილიკზე არ გვხვდება ნიშნულების განსათავსებელი ზედაპირები (ხე, ლოდი, კლდე და სხვა) და არც ქვაყრილების მოწყობა ხერხდება, მაშინ დამადასტურებელი ნიშნულის განსათავსებლად შესაძლებელია ნიშნულის ბოძის გამოყენება.
ნიშნულის ბოძი უნდა განთავსდეს ერთმანეთისგან 500 მეტრის დაშორებით, თუმცა ეს მანძილი შეიძლება შემცირდეს ბილიკის სპეციფიკიდან (რთული რელიეფი, გაუკვალავი ტერიტორიები, გაშლილი ლანდშაფტი, არასაკმარისი ხილვადობა და ა.შ) და მონიშვნის საჭიროებიდან გამომდინარე.
მარშრუტის დამპროექტებელი/მომნიშვნელი ვალდებულია ნიშნულების განსათავსებლად მაქსიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი ზედაპირები და ქვაყრილები. ნიშნულის ბოძი გამოიყენება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ალტერნატივა არ ჩანს.
ნიშნულის ბოძის დამზადებისა და მონტაჟის ტექნიკური პირობები
ნიშნულის ბოძი დამზადებულია ხის ძელის ან ფოლადის მილისგან, საიდანაც პრიორიტეტი ენიჭება ხის ძელის გამოყენებას, ხოლო ფოლადი გვევლინება ალტერნატივის სახით, მაგალითად, ისეთი შემთხვევებისთვის, სადაც ხეზე გამძლე მასალის გამოყენებაა საჭირო.
ნიშნულის ბოძი ხის ძელისგან
ბოძი დამზადებულია 1,5 მ. სიგრძის და სულ მცირე 8 სმ. დიამეტრის/სისქის მრგვალი ან ოთხკუთხედი ხის ძელისგან. რომელიც მიწაში ჩადის მინიმუმ 50 სმ-ის სიღრმეზე, 30x50 სმ-ზე ზომის ორმოში.
მონტაჟის სიმყარისათვის ორმოში მიწასთან ერთად იყრება ქვები, ხოლო ძელს ქვედა დაბოლოებაში ჯვარედინად დამაგრებული აქვს 4, მინიმუმ 120 მმ. სიგრძის ლურსმანი ან სხვა მსგავსი ეფექტის მომცემი საშუალება.
ბოძების დასამზადებლად რეკომენდებულია მერქნის „გულანა“, ყველაზე მყარი ნაწილის გამოყენება და ისეთი ხის ჯიშების შერჩევა რომელთაც გააჩნიათ მაღალი მედეგობა გარემოს პირდაპირი ზემოქმედების მიმართ.
ნიშნულის ბოძი ფოლადის მილისგან
ბოძი დამზადებულია 6 სმ. გარე დიამეტრის, მინიმუმ 2 მმ. კედლის სისქის მქონე, 1,5 მ. სიგრძის მოთუთიებული (ცხელი გალვანიზების მეთოდით) ფოლადის მილისგან რომელსაც ქვედა დაბოლოებაში ჯვარედინად დამაგრებული აქვს ორი, 1 სმ. დიამეტრის და 20 სმ. სიგრძის არმატურა. მილი მიწაში ჩადის 50 სმ-ის სიღრმეზე, 30x50 სმ-ზე ზომის ორმოში (ოთხკუთხედი ფორმა იძლევა მეტ სიმყარეს) და მაგრდება M300 მარკის ბეტონით.
რეკომენდებულია, რომ მილი წინასწარ დაიხვრიტოს არმატურების დასამაგრებელ ადგილებში, ხოლო არმატურების გაყრა მოხდეს ადგილზე, ბოძის დამაგრებისას.
მონტაჟის სიმყარისათვის, ორმოს ბეტონით გავსებამდე მასში იყრება ქვები. მილის ზედა დაბოლოება დახურულია პლასტმასის ან რკინის მყარი ხუფით (წყლის ჩასვლისგან მილის დასაცავად).
ბეტონის სამუშაოები უნდა დაიფაროს მიწით.
ხის ძელისგან დამზადებულ ნიშნულის ბოძზე ნიშნულის განთავსება ხდება მეტალის ფირფიტ(ებ)ის ან საღებავის გამოყენებით, ხოლო ფოლადის მილისგან დამზადებულ ნიშნულის ბოძზე, ნიშნულის განთავსება შესაძლებელია საღებავის ან თვითწებვადი ფირის გამოყენებით.
ნიშნულის ბოძებზე განთავსების შემთხვევაში, ნიშნულის ზოლები იზრდება შემდეგი სახით:
80:80:80 მმ.
ნიშნულის ბოძის ტექნიკური მონაცემები და მონტაჟის მეთოდები შესაძლოა შეიცვალოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, გარემო პირობებისა (მაგალითად, მონტაჟის ადგილის) და მონიშვნის სამუშაოების საჭიროებიდან გამომდინარე. მაგალითად, შესაძლოა გაიზარდოს ორმოს სიღრმე, ბოძის/მილის დიამეტრი, დამაგრების მეთოდი და სხვა, თუმცაღა არ უნდა გაუარესდეს ეფექტურობა და მონტაჟის საიმედოობა.
მაგალითისათვის, ნიშნულის ბოძის კლდოვან ზედაპირზე განთავსებისათვის შესაძლებელია ე.წ.“ანკერების“ გამოყენება. ამ და სხვა მსგავსი მონტაჟის მეთოდების გამოყენება მოსახერხებელია სათხილამურო კურორტებზე, რათა საჭიროების შემთხევაში დროებით მოიხსნას ბოძი და შემდეგ დაბრუნდეს თავის ადგილზე. „ანკერების“ მეთოდით ხის და რკინის ბოძების განთავსება ეფექტურია ბეტონის ბალიშებზეც.
იხილეთ გვერდი 37, ილუსტრაცია N34
განთავსების ადგილსა და მის საიმედოობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ადგილებში, სადაც მაღალი თოვლის ბოძზე ზემოქმედება.
როდესაც ბოძის განთავსება ხდება ისეთ ტერიტორიაზე, რომელსაც იყენებენ მსხვილფეხა საქონლის საძოვრებად, ბოძს შესაძლოა დაეხვეს მჩხვლეტავი მავთული, რათა ის საქონელმა მიწოლით არ დააზიანოს.
მუხლი 11. საინფორმაციო ნიშნები
საინფორმაციო ნიშანი - მცირე ზომის დაფა გამოსახულებით ან წარწერით, რომელიც მიუთითებს შესაბამის ინფორმაციას, ბილიკის ან ადგილის შესახებ.
11.1. საინფორმაციო ნიშნების სახეობები
ა) წყლის ნიშანი
500 x 100 მმ. ზომების, ისრის ფორმის დაფა, რომელზეც განთავსებული შემდეგი სახის ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე:
წარწერა: წყალი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
წყლამდე გასავლელი მანძილი და დრო;
წყლის პიქტოგრამა.
ნიშანი მიუთითებს მარშრუტის
მიმდებარედ არსებული წყლის რესურსისკენ.
ბ) ადგილის ნიშანი
200 x 100 მმ. ზომების, ოთხკუთხა ფორმის დაფა, რომელზეც განთავსებული შემდეგი სახის ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე2:
დანიშნულების ადგილის სახელწოდება, რომელიც შეესაბამება მიმართულების მანიშნებელ დაფებზე განთავსებულ სახელწოდებას;
იმ შემთხვევაში, თუ ნიშნის გამოყენება ხდება დანიშნულების ადგილისგან განსხვავებულ ლოკაციაზე, მაშინ მასზე იწერება ამ გეოგრაფიული ადგილის სახელწოდება (სახელწმიფო რუკის შესაბამისად);
სიმაღლე ზღვის დონიდან;
ადგილის ზუსტი კოორდინატები;
გამოისახება დეციმალების (Decimal Degrees) ფორმატში: hddd.ddddd°
გეოგრაფიული კოორდინატების
სისტემა (დატუმი): WGS84
გ) საბანაკე ადგილის ნიშანი
წრიული ფორმის დაფა მწვანე
კონტურით, თეთრ ფონზე ჩახატულია შავი ფერის კარვის სიმბოლო. ნიშანი იუწყება
საბანაკე ადგილზე3 მისვლის შესახებ.
ილუსტრაცია 40: საბანაკე ადგილის ნიშანი
დ) ქვათაცვენის ნიშანი
სამკუთხედის ფორმის დაფა წითელი კონტურით, თეთრ ფონზე ჩახატულია შავი ფერის ქვათაცვენის სიმბოლო. ნიშანი იუწყება ქვათაცვენის საფრთხის შესახებ მარშრუტის მოცემულ მონაკვეთზე.

ილუსტრაცია 41: ქვათაცვენის ნიშანი
ე) სხვა საშიშროების ნიშანი
სამკუთხედის ფორმის დაფა წითელი კონტურით, თეთრ ფონზე ჩახატულია შავი ფერის ძახილის ნიშანი. სხვა საშიშროების ნიშანი გამოიყენება განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში და აფრთხილებს მოგზაურს მარშრუტზე არსებული რაიმე მაღალი საფრთხის შემცველი ადგილის ან მონაკვეთის შესახებ.

ილუსტრაცია 42: სხვა საშიშროების ნიშანი
ვ) დამატებითი ინფორმაციის დაფა
საჭიროების შემთხვევაში საინფორმაციო ნიშნებს შესაძლებელია დამემატოს დამატებითი ინფორმაციის დაფა, რომელიც მოგზაურს ქართულ და ინგლისურ ენებზე აწვდის მეტ ინფორმაციას კონკრეტული საფრთხის შესახებ, იძლევა რეკომენდაციას, მოუწოდებს გარკვეული ქცევის დაცვისკენ და სხვა.

დამატებითი ინფორმაციის დაფის
განთავსება ხდება საინფორმაციო ნიშნის ქვემოთ. მისი ზომა, დამზადების
ტექნოლოგია და მონტაჟის მეთოდი ისეთივეა როგორიც ადგილის ნიშნისათვის.
მარშრუტის კეთილმოწყობისას დამატებითი ინფორმაციის დაფის განთავსება ასევე შესაძლებელია დამოუკიდებლადაც, მეტალის ფირფიტების და თვითწებვადი ფირის გამოყენებით.
დამზადების ტექნოლოგია და განთავსების მეთოდი ისეთივეა როგორიც მეტალის ფირფიტისგან და თვითწებვადი ფირისგან დამზადებული ნიშნულებისთვის.


11.2. საინფორმაციო ნიშნების გამოყენების წესები
საბანაკე ადგილის ნიშანი – უნდა განთავსდეს მარშრუტით გათვალისწინებულ საბანაკე ადგილას ან მის სიახლოვეს (საბანაკე ადგილი უნდა მოიცავდეს არანაკლებ 12 კვ.მ-ს, მაგრამ თუ აღნიშნულ მარშრუტზე არ გვხვდება მსგავსი ტიპის სივრცე, საბანაკე ადგილად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს ნაკლები ფართობის მქონე ტერიტორიაც. საბანაკე ადგილის შერჩევისას უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს ისეთი ტერიტორია, რომლის სიახლოვესაც მდებარეობს წყალი, საუკეთესო შემთხვევაში კი სასმელი წყალი).
ქვათაცვენისა და სხვა საშიშროების ნიშნები – უნდა განთავსდეს თვალსაჩინო ადგილას, საფრთხის შემცველი ზონის დასაწყისში.
წყლის ნიშანი – მარშრუტზე უნდა განთავსდეს შემდეგ შემთხვევებში:
როდესაც მარშრუტზე იშვიათად გვხვდება წყაროები და მათი მიგნება ნიშნის გარეშე რთულია4;
მარშრუტით გათვალისწინებულ საბანაკე ადგილზე, როდესაც წყარო საბანაკე ადგილიდან მოშორებით მდებარეობს, ან მისი მიგნება ნიშნის გარეშე რთულია.
ადგილის ნიშანი – მაგრდება დანიშნულებისადგილიანი მანიშნებელი დაფებისთვის განკუთვნილ ყველა ბოძზე, გარდა ორი შემთხვევისა:
როდესაც ბოძებს შორის არის მცირე დისტანცია და ადგილის სახელი მეორდება;
როდესაც დასახლებულ პუნქტებში დამონტაჟებულია რამდენიმე მანიშნებელი დაფის ბოძი. ასეთ დროს ადგილის ნიშანი უნდა განთავსდეს მხოლოდ ერთხელ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ერთზე მეტი ნიშნის გამოყენებაც.
მონიშვნის საჭიროებიდან გამომდინარე, ადგილის ნიშნის გამოყენება შესაძლებელია შუალედურ მანიშნებელ დაფებთან ერთადაც.
11.3. საინფორმაციო ნიშნების დამზადებისა და მონტაჟის ტექნიკური პირობები
იხილეთ: დანართი N 1
საინფორმაციო ნიშანი დამზადებულია 1.5 მმ სისქის ფურცლოვანი მოთუთიებული ფოლადისგან. დაფას, უკანა მხრიდან, არკული შედუღების მეთოდით (დაფის გახვრეტის გარეშე), შედუღებული აქვს მოსპილენძებული ჭანჭიკები (M6x8 ზომის), რომლებსაც უჟანგავი (M6 ზომის) ნეილონიანი ქანჩებით მიმაგრებული აქვს ალუმინისგან დამზადებული სამაგრი.
დაფა იღებება ორივე მხრიდან (ალუმინის სამაგრის ჩათვლით) ელექტროსტატიკური მეთოდით, რის შემდეგაც წინა მხარეს ეკვრება ლამინირებული თვითწებვადი ფირი, რომელზეც დაბეჭდილია შესაბამისი ინფორმაცია (ტექსტი, სირთულის ფერი და ა.შ.)
თვითწებვად ფირს უნდა გააჩნდეს შემდეგი მახასიათებლები:
პოლიმერული PVC (პოლივინილქლორიდი);
განკუთვნილი გარე გამოყენებისთვის;
წებვადობის კოეფიციენტი არანაკლებ 16 N/25 მმ;
უნდა ახასიათებდეს მაღალი მედეგობა მექანიკური და ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების მიმართ. განსაკუთრებით კი ულტრაიისფერი გამოსხივების, წვიმის (წყლის), თოვლის და ტემპერატურის სწრაფი ცვლილებების მიმართ.
ბეჭდვის შემდეგ უნდა მოხდეს ფირის ლამინირება პოლიმერული PVC-თი, რომელსაც ექნება მაღალი დაცვის ეფექტი ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ.
მთლიანობაში ნიშანი დამზადებული უნდა იყოს ისეთი წესისა და მასალების გამოყენებით, რომ ის მედეგი იყოს ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების, მაგალითად ძლიერი ქარისა და თოვლის დაწოლის მიმართ. მისი ფუნქციონალური ხანმედეგობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 წელს.
საინფორმაციო ნიშანი მისთვის განკუთვნილ ბოძს მჭიდროდ და საიმედოდ უმაგრდება ბოძის დიამეტრის შესაბამისი მოთუთიებული ფოლადის ან ალუმინის ხამუთით, რომელიც მანიშნებელ დაფას უკავშირდება M10*30 ზომის უჟანგავი ჭანჭიკების და M10 ზომის უჟანგავი ნეილონიანი ქანჩების გამოყენებით.
ბოძი დამზადებულია 6 სმ გარე დიამეტრის, მინიმუმ 2 მმ კედლის სისქის მქონე, 1,7მ სიგრძის მოთუთიებული (ცხელი გალვანიზების მეთოდით) ფოლადის მილისგან რომელსაც ქვედა დაბოლოებაში ჯვარედინად დამაგრებული აქვს ორი, 1 სმ დიამეტრის და 20 სმ სიგრძის არმატურა. მილი მიწაში ჩადის 30 სმ-ის სიღრმეზე, 30x50 სმ-ზე ზომის ორმოში (ოთხკუთხედი ფორმა იძლევა მეტ სიმყარეს) და მაგრდება M300 მარკის ბეტონით.
რეკომენდებულია, რომ მილი წინასწარ დაიხვრიტოს არმატურების დასამაგრებელ ადგილებში, ხოლო არმატურების გაყრა მოხდეს ადგილზე, ბოძის დამაგრებისას.
მონტაჟის სიმყარისათვის, ორმოს ბეტონით გავსებამდე, მასში იყრება ქვები. მილის ზედა დაბოლოება დახურულია პლასტმასის ან რკინის მყარი ხუფით (წყლის ჩასვლისგან მილის დასაცავად).
ბეტონის სამუშაოები უნდა დაიფაროს მიწით.
ნიშნულის ბოძის ტექნიკური მონაცემები და მონტაჟის მეთოდები შესაძლოა შეიცვალოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, გარემო პირობებისა (მაგალითად, მონტაჟის ადგილის) და მონიშვნის სამუშაოების საჭიროებიდან გამომდინარე. მაგალითად, შესაძლოა გაიზარდოს ორმოს სიღრმე, ბოძის/მილის დიამეტრი, დამაგრების მეთოდი და სხვა, თუმცაღა არ უნდა გაუარესდეს ეფექტურობა და მონტაჟის საიმედოობა.
საინფორმაციო ნიშნების განთავსება დასაშვებია მანიშნებელი დაფისთვის განკუთვნილ ბოძზეც. ასეთ შემთხვევაში საინფორმაციო ნიშნები მაგრდება ბოლო მანიშნებელი დაფის ქვემოთ 1 სმ-ის დაშორებით.
ერთ ბოძზე რამდენიმე საინფორმაციო ნიშნის ერთდროულად განთავსება ხდება შემდეგი რიგითობის დაცვით:
წყლის ნიშანი;
ადგილის ნიშანი;
დანარჩენი საინფორმაციო ნიშნები.
მუხლი 12. საინფორმაციო დაფები
საინფორმაციო დაფა საფეხმავლო მარშრუტების მონიშვნისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
საინფორმაციო დაფის ფუნქციაა, აღწეროს კონკრეტული მარშრუტი ან მარშრუტების ქსელი, მიაწოდოს მოგზაურს საკმარის ინფორმაცია მარშრუტების შესახებ, გაუადვილოს ორიენტირება და მოგზაურობის პროცესი.
12.1. საინფორმაციო დაფებზე განსათავსებელი ინფორმაცია
მარშრუტის საინფორმაციო დაფაზე განთავსებულია შემდეგი სახის ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე:
სათაური და მოკლე ინფორმაცია მარშრუტის ან მარშრუტების შესახებ. ტექსტი სასურველია იყოს ლაკონიური და შინაარსობრივი;
ტოპოგრაფიული რუკის საფუძველზე შექმნილი მარშრუტ(ებ)ის რუკა.
რუკის რეკომენდებული მასშტაბია 1:50 000. მარშრუტის ზომებიდან გამომდინარე დასაშვებია 1:25 000 - 1:100 000 მასშტაბის რუკების გამოყენება. 1:25 000 მასშტაბისთვის გამოიყენება 1:50 000 საფუძვლის ტოპოგრაფიული რუკა.
რუკის მინიმალური რეკომენდებული ზომა: 297 x 420 მმ.
მასზე დატანილია სიმბოლო, რომელიც მომხმარებელს აუწყებს მის მდებარეობას რუკაზე („შენ იმყოფები აქ“).
რუკას გააჩნია შესაბამისი ლეგენდა.
მარშრუტის მონიშვნისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის განმარტებები;
სირთულის კატეგორიების განმარტებები;
რეკომენდაციები, საფრთხეები, ქცევის წესები და სხვა, თუკი ასეთები არსებობს;
მაგალითად: მოიმარაგეთ წყალი, არ დაანთოთ ცეცხლი, გვხვდება მეცხვარე ძაღლები და ა.შ.
ინფორმაცია პროექტის ავტორის შესახებ (სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია);
დაფის შინაარსის მომზადების თარიღი (თვე, წელი);
112-ის ლოგო;
დაფის ზედაპირის 10% შესაძლებელია დაეთმოს ინფორმაციას მარშრუტის ავტორის, სპონსორის, მხარდამჭერის შესახებ. მათი განთავსება ხდება დაფის ქვედა ნაწილში.
სასურველია რომ დაფაზე განთავსდეს მარშრუტის ამსახველი ფოტომასალა;
დაფის ცარიელი ფონის ფერი: Pantone 368 C და მისი ჩრდილები.
ინდივიდუალური მარშრუტების აღწერის შემთხვევაში, სასურველია დაფაზე დამატებით განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
მარშრუტის სახელწოდება;
მარშრუტის სირთულე;
ჯამური კილომეტრაჟი;
ჯამური ხანგრძლივობა;
მარშრუტზე ჯამურად ასაკრეფი და დასაშვები სიმაღლეები.



12.2. საინფორმაციო დაფების გამოყენების და განთავსების წესები
საინფორმაციო დაფა სავალდებულოა განთავსდეს მარშრუტის საწყის და საბოლოო დანიშნულების ადგილებში.
თუმცა მარშრუტის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში საინფორმაციო დაფა შესაძლოა დამატებით განთავსდეს მარშრუტის სხვა მონაკვეთებზეც, მაგალითად, მნიშვნელოვან გზაჯვარედინებზე და შუალედური დანიშნულების ადგილებში.
საინფორმაციო დაფების განთავსება ასევე რეკომენდებულია ტურისტული თავშეყრის ადგილებში (მაგალითად, დასახლების ცენტრი, ავტოსადგური, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი), სადაც მოგზაურები შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია არსებული მარშრუტების შესახებ.
საინფორმაციო დაფა უნდა განთავსდეს თვალსაჩინო და ადვილად მისადგომ ადგილას;
როდესაც რამდენიმე მარშრუტი იწყება ერთი და იმავე დანიშნულების ადგილიდან, ან ერთმანეთის სიახლოვეს და მათი განთავსება შესაძლებელია საერთო რუკაზე, მაშინ რეკომენდებულია, რომ რამდენიმე საინფორმაციო დაფის გამოყენების ნაცვლად, ინფორმაცია ამ მარშრუტების შესახებ გაერთიანდეს და განთავსდეს ერთ საინფორმაციო დაფაზე.
12.3 საინფორმაციო დაფების დამზადებისა და განთავსების ტექნიკური პირობები
საინფორმაციო დაფის კონსტრუქცია და დიზაინი თავისუფალია, თუმცაღა მისი დამზადება და მონტაჟი უნდა მოხდეს ისეთი წესით, რომ დაფას გააჩნდეს მაღალი ხანმედეგობა, ხოლო ვიზუალური მხარე ერგებოდეს განთავსების ადგილს და იყოს მიმზიდველი.
საინფორმაციო დაფის ზედაპირის რეკომენდებული მინიმალური ზომაა: 700 x 800 მმ.
იხილეთ: დანართი 1, საინფორმაციო დაფების დამზადების ნიმუშები
12.4. საორიენტაციო დაფა
საინფორმაციო დაფებთან ერთად, მარშრუტის მონიშვნისთვის შესაძლოა გამოვიყენოთ საორიენტაციო დაფა. იგი წარმოადგენს მონიშვნის დამატებითი ინსტრუმენტს, რომლის განთავსებაც არ არის სავალდებულო და გამოიყენება საჭიროებისამებრ.
საორიენტაციო დაფების გამოყენება ეფექტურია კომპლექსური მარშრუტების ქსელების მოწყობისას, მაგალითად, მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე და გადასახვევებზე, საიდანაც მარშრუტები გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით.
ასეთ დაფაზე განთავსებულია მარშრუტების ქსელის გამარტივებული, სქემატური რუკა და სხვა საჭირო ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება მარშრუტზე ორიენტირებაში.
საორიენტაციო დაფის განთავსება ხდება მანიშნებელი დაფებისთვის განკუთვნილ ბოძებზე. რიგითობით ყველაზე ქვემოთ (მანიშნებელი და საინფორმაციო ნიშნების ქვემოთ).
ტექნიკური ინფორმაცია:
საორიენტაციო დაფის ზომა: 200 x 160 მმ. ზომა შესაძლებელია შეიცვალოს საჭიროებისამებრ.
დაფის დამზადების მეთოდი და ტექნოლოგია ანალოგიური ადგილის ნიშნისა.
დიზაინი თავისუფალია. დაფის ზედაპირის 20% შესაძლებელია დაეთმოს ინფორმაციას მარშრუტის ავტორის, სპონსორის, მხარდამჭერის შესახებ. მათი განთავსება ხდება დაფის ქვედა ნაწილში.


მუხლი 13. დროის გამოთვლა
განსაზღვრული მანძილის ფეხით გასავლელად საჭირო დროის გამოთვლა ხდება დროის დიაგრამაზე (იხილეთ: დანართი N2) დაყრდნობით შექმნილი დროის გამომთვლელის გამოყენებით.
ხსენებული დიაგრამის მიხედვით, სწორ და მარტივად სამოძრაო რელიეფზე საშუალოდ შესაძლებელია 4.2 კმ/სთ (70 მ/წთ) სიჩქარით გადაადგილება. მთაგორიანი რელიეფის შემთხვევაში ეს მონაცემები იცვლება და საშუალო დროს ემატება 1 წუთი მარშრუტზე არსებული ყოველი 10 მეტრი აღმართის დასაძლევად და 1 წუთი ყოველი 25 მეტრი დაღმართის გასავლელად.
დროის გამოთვლისას ანგარიშდება მხოლოდ მოძრაობისთვის საჭირო დრო (არ ანგარიშდება შესვენების, ობიექტების დათვალიერების, წახემსების და ა.შ. დროები).
იმ შემთხვევაში, თუკი მარშრუტზე გვხვდება დამატებითი სირთულეები (ნაშალი, ჭაობი, ძალიან ციცაბო (40% დახრა) ფერდები და ა.შ.) და მისი გავლა მოითხოვს უფრო მეტ დროს, ვიდრე დროის გამომთვლელით მიღებული მონაცემია, მაშინ ეს დრო უნდა შეიცვალოს პრაქტიკით (მაგ., ბილიკის ფიზიკურად გავლის შედეგად) მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

ილუსტრაცია 48: დროის გამოთვლის დიაგრამა
მიმართულების მანიშნებელ დაფებზე დროის მითითება ხდება შემდეგი პრინციპების გამოყენებით:
დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი დროის დამრგვალება ხდება უახლოეს 5 ან 10 წუთამდე.
მაგ: 1 სთ 4 წთ = 1 სთ 5 წთ; 1 სთ 8 წთ = 1 სთ 10 წთ.
თუ კი დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი დრო 5 წთ-ზე ნაკლებია, მაშინ მანიშნებელ დაფაზე დროის მითითება აღარ ხდება და იწერება მხოლოდ გასავლელი მანძილი;
როდესაც დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი დრო 3 საათზე მეტია, მაშინ შემდეგი სახის მონაცემების: x სთ 5 წთ x სთ 55 წთ, დამრგვალება ხდება უახლოეს საათამდე.
მაგალითად:
4 სთ 5 წთ მრგვალდება შემდეგნაირად: 4 სთ;
4 სთ 55 წთ მრგვალდება შემდეგნაირად: 5 სთ.
დროის გამოთვლის მაგალითი
მარშუტის სიგრძე: 1000 მ.
1000 / 70 (მეტრი წუთში) = 14.3 წთ.
მარშრუტზე არსებული ჯამური აღმართი: 300 მ.
300 / 10 (მეტრი წუთში) = 30 წთ.
მარშრუტზე არსებული ჯამური დაღმართი: 500 მ.
500 / 25 (მეტრი წუთში) = 20 წთ.
აღნიშულ მონაცემებზე დაყრდნობით, მარშრუტის გასავლელად საჭირო დრო:
14.3 წთ + 30 წთ + 20 წთ = (1 სთ. 3 წთ.) 1 სთ 5 წთ (დამრგვალება 5 წთ-მდე).
დანართები
დანართი N1
ნიშნულები

დამადასტურებელი და
მოხვევის ნიშნულები




საინფორმაციო ნიშნები
წყლის ნიშანი


ადგილის ნიშანი



საბანაკე ადგილის
ნიშანი


ქვათაცვენის და სხვა
საშიშროების ნიშნები

დამატებითი
ინფორმაციის დაფა


საინფორმაციო დაფების დამზადების ნიმუშები
დანართში წარმოდგენილია საინფორმაციო დაფების დამზადების რამდენიმე ნიმუში. საინფორმაციო დაფის კონსტრუქცია და დიზაინი თავისუფალია, თუმცაღა მისი დამზადება და მონტაჟი უნდა მოხდეს ისეთი წესით, რომ დაფას გააჩნდეს მაღალი ხანმედეგობა, ხოლო ვიზუალური მხარე ერგებოდეს განთავსების ადგილს და იყოს მიმზიდველი.
ნიმუში N1
ორმხრივი საინფორმაციო დაფა
ინფორმაცია განთავსებულია კონსტრუქციის ორივე მხარეს. ერთ მხარეს ქართულ, ხოლო მეორე მხარეს ინგლისურ ენაზე.
საინფორმაციო დაფის კონსტრუქციის ჩარჩო-სამაგრი შეკრულია ფოლადის ან მოთუთიებული ფოლადის მინიმუმ 2 მმ კედლის სისქის მქონე 60 მმ x 40 მმ მილკვადრატებისგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება შედუღებით. ჩარჩო-სამაგრის კონსტრუქცია იღებება ელექტროსტატიკურად (ნაცრისფრად). მოთუთიებული ფოლადის გამოყენების შემთხვევაში მილის შეღებვა საჭირო აღარ არის. ჩარჩო-სამაგრს ორივე მხრიდან უჟანგავი ხრახნებით (ქარხნული წესით გალვანიზებული / მონიკელებული და ა.შ.), საიმედოდ უმაგრდება 690 x 790 მმ ზომის, მინიმუმ 4 მმ სისქის მქონე, შავი ფერის, ალუმინის კომპოზიტური მასალისგან (ე.წ. დიბონდი/ალუკაბონდი) დამზადებული ფირფიტა (ფირფიტების სიმაღლე: 790 მმ შესაძლოა გაიზარდოს, თუკი დადგენილი ზომები არასაკმარისია საჭირო ინფორმაციის განსათავსებლად). ფირფიტას, ორივე მხრიდან, მთლიანად გადაკრული აქვს მაღალი ხარისხის, გარე გამოყენების ლამინირებული თვითწებვადი ფირი (პრიალა), რომელზეც დაბეჭდილია შესაბამისი საინფორმაციო-ვიზუალური მასალა. ფირფიტას გარშემო შემოვლებული აქვს ალუმინის კუთხოვანებით (30x30x1მმ) შეკრული ჩარჩო, რომელიც ჩარჩო-სამაგრის მილკვადრატებს საიმედოდ უმაგრდება მოქლონებით.
ჩარჩო-სამაგრი მიწაში მაგრდება 2 „ფეხით“, რომლებსაც ბოლოებში დამაგრებული აქვთ ორ-ორი, 1სმ დიამეტრის და 20 სმ სიგრძის არმატურა, ჯვარედინად. „ფეხები“ მიწაში ჩადის 60 სმ-ის სიღრმეზე, 30 სმ დიამეტრის ორმოში და მაგრდება M 300 მარკის ბეტონით.
ცალმხრივი საინფორმაციო დაფა
ინფორმაცია განთავსებულია კონსტრუქციის ცალ მხარეს - ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ცალმხრივი საინფორმაციო დაფის კონსტრუქციის ჩარჩო-სამაგრი შეკრულია ფოლადის, ან მოთუთიებული ფოლადის მინიმუმ 2 მმ კედლის სისქის მქონე 60 მმ x 40 მმ მილკვადრატებისგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება შედუღებით. ჩარჩო-სამაგრის კონსტრუქცია იღებება ელექტროსტატიკურად (ნაცრისფრად). მოთუთიებული ფოლადის გამოყენების შემთხვევაში მილის შეღებვა საჭირო აღარ არის. ჩარჩო-სამაგრს ერთი მხრიდან, უჟანგავი ხრახნებით (ქარხნული წესით გალვანიზებული / მონიკელებული და ა.შ.), საიმედოდ უმაგრდება 1320 x 790 მმ ზომის, მინიმუმ 4 მმ სისქის მქონე, შავი ფერის, ალუმინის კომპოზიტური მასალისგან (ე.წ. დიბონდი / ალუკაბონდი) დამზადებული ფირფიტა (ფირფიტების სიმაღლე: 790 მმ შესაძლოა გაიზარდოს, თუკი დადგენილი ზომები არასაკმარისია საჭირო ინფორმაციის განსათავსებლად). ფირფიტას, ერთი მხრიდან, მთლიანად გადაკრული აქვს მაღალი ხარისხის, გარე გამოყენების ლამინირებული თვითწებვადი ფირი (პრიალა), რომელზეც დაბეჭდილია შესაბამისი საინფორმაციო-ვიზუალური მასალა. ფირფიტას გარშემო შემოვლებული აქვს ალუმინის კუთხოვანებით (30x30x1მმ) შეკრული ჩარჩო, რომელიც ჩარჩო-სამაგრის მილკვადრატებს საიმედოდ უმაგრდება მოქლონებით.
ჩარჩო-სამაგრი მიწაში მაგრდება 2 „ფეხით“, რომლებსაც ბოლოებში დამაგრებული აქვს ორ-ორი, 1სმ დიამეტრის და 20 სმ სიგრძის არმატურა, ჯვარედინად. „ფეხები“ მიწაში ჩადის 60 სმ-ის სიღრმეზე, 30 სმ. დიამეტრის ორმოში და მაგრდება M 300 მარკის ბეტონით.
ცალმხრივი
საინფორმაციო დაფა
ორმხრივი საინფორმაციო დაფა

ნიმუში
N2


| № | დასახელება | ერთ. | რაოდ. | ჯამი | მოცულობა |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | ლითონის კუთხოვანა 400x90 | 0.1 გრძ.მ | 4 ცალი | 0.4 გრძ.მ | |
| 2 | ხრახნიანი ღერო ანკერისთვის Ø 18 | 0.35 გრძ.მ | 4 ცალი | 1.4 გრძ.მ | |
| 3 | ხრახნიანი ღერო Ø18 | 0.3 გრძ.მ | 2 ცალი | 0.6 გრძ.მ | |
| 4 | ქანჩი Ø18 | 32 ცალი | |||
| 5 | თვითმჭრელი ჭანჭიკი L-50 | 64 ცალი | |||
| 6 | ლურსმანი L-120 | 20 ცალი | |||
| 7 | ლურსმანი L-50 | 190 ცალი | |||
| 8 | ხის კოჭი 50x80 | 2.36 გრძ.მ | 3 ცალი | 7.08 გრძ.მ | 0,04 მ3 |
| 9 | ხის კოჭი 50x80 | 0.5 გრძ.მ | 2 ცალი | 1.0 გრძ.მ | |
| 10 | ხის ნივ-ნივა 50x50 | 0.51 გრძ.მ | 10 ცალი | 5.1 გრძ.მ | 0,02 მ3 |
| 11 | ხის ფიცარი 20x110 | 2,46 გრძ.მ | 15 ცალი | 36.9 გრძ.მ | 0,09 მ3 |
| 12 | ხის ფიცარი 25x140 | 2,46 გრძ.მ | 11 ცალი | 27.06 გრძ.მ | 0.1 მ3 |
| 13 | ჰიდროიზოლაცია | 2.71 მ2 | 1 ცალი | 2.71 მ2 | |
| 14 | თუნუქის საცრემლე L-100 | 2,46 გრძ.მ | 2 ცალი | 4.92 გრძ.მ | |
| 15 | კეხის თუნუქი L-280 | 2,46 გრძ.მ | 1 ცალი | 2.46 გრძ.მ | |
| 16 | ხის მორი Ø180 | 2,35 გრძ. მ | 2 ცალი | 4.7 გრძ.მ | 0.120 მ3 |
| 17 | ხის ფიცარი 20x120 | 1.4 გრძ.მ | 13 ცალი | 18.2 გრძ.მ | 0,05 მ3 |
| 18 | ხის კოჭი 50x100 | 1.84 გრძ.მ | 2 ცალი | 3.68 გრძ.მ | 0,02 მ3 |
| 19 | ხის დაფა (ფანერა) - 1682x1189x20 (A0) | 2.00 მ2 | 1 ცალი | 2.00 მ |
დანართი N2
დროის გამომთვლელი
დიაგრამა
დანართი N3
ნიშნულების განსათავსებლად საჭირო, რეკომენდებული ინვენტარი
| № | დასახელება | რაოდენობა | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1 | თეთრი საღებავი | 200 გრამი ყოველ 1 კმ-ზე | ნიშნულის თეთრი ხაზების დასახატად (გარემო პირობების მიმართ მედეგი, მაღალი ხარისხის სინთეტიკური საღებავი) |
| 2 | ფერადი საღებავი | 180 გრამი ყოველ 1 კმ-ზე | ნიშნულის სირთულის ფრის დასახატად (გარემო პირობების მიმართ მედეგი, მაღალი ხარისხის სინთეტიკური საღებავი) |
| 3 | ფუნჯი | 2 ც. ყოველ ადამიანზე | რეკომენდებულია 3 სმ სიგანის, მოკლებეწვიანი ფუნჯის გამოყენება. მასთან ერთად სასურველია უფრო პატარა ზომის ფუნჯების ქონაც |
| 4 | პატარა ცული და ხერხი | 1 ც. ორი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფზე. | ნიშნულისთვის ადგილის გასაწმენდად |
| 5 | რკინის ჯაგრისი | 2 ც. ყოველ ადამიანზე | საჭიროა ნიშნულის განსათავსებელი ზედაპირების გასაწმენდად (ქვა, ხე და ა.შ.) |
| 6 | თარგი | 2 კომპლექტი ორი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფზე | თარგი უნდა დამზადდეს გამძლე, წყალგაუმტარი, ადვილად დრეკადი მასალისგან, ნიშნეულებისთვის განკუთვნილი ზომების მიხედვით |
| 7 | ხელთათმანი | 2 წყვილი (ერთ ადამიანზე) | სამუშაო ხელთათმანი |
| 8 | საკანცელარიო დანა | 1 ც. ორი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფზე. | ყოველი შემთხვევისთვის |
| 9 | გამხსნელი | 1 ბოთლი, ორი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფზე | ნიშნულების შესასწორებლად, ხელების და ინვენტარის გასაწმენდად |
| 10 | ქსოვილის ნაჭერი | 2 ც. ორი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფზე | ნიშნულების შესასწორებლად, ხელების და ინვენტარის გასაწმენდად |
| 11 | მოსახერხებელი კალათი | 1 ც. ორი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფზე | ზურგჩანთა მოუხერხებელია სამუშაოდ საჭირო ინვენტარის სატარებლად |
დანართი N4
ნიშნულების განთავსების პროცესი





* - ით აღნიშნული
ელემენტების გამოყენება არ არის სავალდებულო.









ფირი შეიძლება დაეკრას მხოლოდ
სუფთა, გლუვ ზედაპირს და მხოლოდ იმ პირობით, რომ სრულად და საიმედოდ
დაეწებება მას.



