„XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№63/04
სარეგისტრაციო კოდი
220010000.18.011.016837
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №63/04

2024 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

„XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25/07/2022, 220010000.18.011.016631) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს „საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის გამოყენების წესი“ თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

ექსპლუატაციაში შევიდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემა.

მუხლი 3

საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემა გამოყენებულ იქნეს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ პორტალის ვალდებულებების სექციაში განსაზღვრული ანგარიშგებების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარსადგენად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის გამოყენების წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ეს წესი ადგენს საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის  გამოყენების წესს და განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდეგში – ეროვნული ბანკი) და საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის მომხმარებლების ძირითად უფლება-მოვალეობებს.“;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემა (შემდგომში – სისტემა) – პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრები, რომელიც შედგება სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან და რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია, მათ შორის, კომერციული ბანკისა და მიკრობანკისგან ინფორმაციის მიღება, ინფორმაციის დამუშავება და მომხმარებლების მართვა;

ბ) პორტალი –  საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტი (Suptech-Portal.nbg.ge), სადაც კომერციული ბანკები და მიკრობანკები ტვირთავენ ანგარიშგებებს, ნახულობენ ვალდებულებებს, ატვირთვის ვადებს და ანგარიშგების წარდგენისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას;“;

გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გარე მონაწილე – კომერციული ბანკი და მიკრობანკი, რომელიც ამ წესის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დაშვებულ იქნა პორტალში და უფლება აქვს პორტალში საკუთარი სახელით განახორციელოს მისთვის ნებადართული ქმედებები;“;

დ) მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარე მონაწილის რეგისტრაცია პორტალზე ხდება ავტომატურად, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ლიცენზირებისთანავე.

4. გარე მონაწილის რეგისტრაციის გაუქმება პორტალზე ხდება ავტომატურად,  ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისთვის ან მიკრობანკისთვის ლიცენზიის გაუქმებისას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.03.2024.
როდის იქნა მიღებული „XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 15.03.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №63/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010000.18.011.016837.
რამდენი მუხლისგან შედგება „XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №63/04, 15.03.2024, სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016837 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6132539/