„2024 – 2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3) იმერეთისთვის“ დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№148
სარეგისტრაციო კოდი
010260050.10.003.024541
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №148 

2024 წლის 24 აპრილი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „ჰ3“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „2024 – 2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3) იმერეთისთვის“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
148-1.doc

National Flag of Georgia.png Flag of Europe.svg

Cover page info

2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3) იმერეთისთვის

ს ა რ ჩ ე ვ ი

ს ა რ ჩ ე ვ ი 2

აბრევიატურები 3

I. წინასიტყვაობა 4

II. ჭკვიანი სპეციალიზაციის წინაპირობები და დაგეგმვის დოკუმენტის შემუშავების ჩარჩო 6

2.1. ტერიტორიული განვითარების ძალისხმევა საქართველოში, გამოწვევები და უახლესი მიდგომები 6

2.2. ევროპული კონტექსტი და თემატური ვალდებულებები 8

2.3. S3 მეთოდოლოგია, ინსტიტუციური და პროცედურული ასპექტები 8

2.4. საპილოტე პროექტი იმერეთის რეგიონში და მისი განხორციელების მნიშვნელობა 9

III. არსებული სიტუაციის მიმოხილვა და ანალიზი 11

3.1. იმერეთის რეგიონის ძირითადი მახასიათებლები და S3 პოლიტიკის წინაპირობები 11

3.2. პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევა 12

3.2.1. იმერეთის ეკონომიკური და საინოვაციო პოტენციალის კარტირება – რაოდენობრივი ანალიზი 13

3.2.2. პატენტების და სამეცნიერო პუბლიკაციების ანალიზი იმერეთის რეგიონში 15

3.2.3. ჩაღრმავებული ხარისხობრივი კვლევა (თვისებრივი ანალიზი, სტრუქტურიზებული ინტერვიუები) 17

3.2.4. „სამეწარმეო აღმოჩენის პროცესი“ (საპ) 20

3.2.5. საბოლოო გადაწყვეტილება პრიორიტეტულ მიმართულებებზე 21

3.3. საპ-ის მიერ გამოვლენილ პრიორიტეტულ მიმართულებებში არსებული მდგომარეობა 23

3.3.1. ლითონის მადნების მოპოვება, ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 23

3.3.2. ხე-ტყის დამუშავება, ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოება 24

3.3.3. კვების ინდუსტრია (მ.შ. აგრობიზნესი, ხორცის გადამუშავება და ჰორეკას სექტორი) 25

3.3.4. ტექსტილის, ფეხსაცმლის და ტყავის ნაკეთობათა წარმოება 26

3.3.5. პრიორიტეტული მიმართულებების SWOT ანალიზი 27

3.4. ძირითადი ჰორიზონტალური გამოწვევების შეჯამება 34

3.5. გამოკვეთილი მიმართულებებისთვის ხელმისაწვდომი მხარდაჭერის ინსტრუმენტები 35

IV. იმერეთის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ხედვა, მიზნები და ამოცანები 45

4.1. რეგიონის ჭკვიანი განვითარების ინტეგრირებული ხედვა და განხორციელების გზები 45

4.2. რეგიონის პრიორიტეტული მიმართულებების (დომეინების) განვითარებისთვის საერთო მიზნები და ამოცანები 47

4.3. სპეციფიკური მიზნები და ამოცანები 48

4.3.1. მიმართულება 1: ლითონის მადნების მოპოვება, ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება: 49

4.3.2. მიმართულება 2: ხე-ტყის დამუშავება, ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოება 50

4.3.3. მიმართულება 3: კვების ინდუსტრია (მ.შ. აგრობიზნესი, ხორცის გადამუშავება და ჰორეკას სექტორი) 50

4.3.4. მიმართულება 4: ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტყავის ნაკეთობათა წარმოება 52

4.4. ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები 52

V. განხორციელება და კოორდინაცია 53

VI. მონიტორინგი და შეფასება 54

VII. ბიბლიოგრაფია 55

VIII. დანართები 56

8.1. S3 პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების ევროკომისიის ჩარჩო მეთოდოლოგია (EC-JRC) 56

8.2. რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგია 64

8.3. პატენტების და სამეცნიერო პუბლიკაციების ანალიზის მეთოდოლოგია 67

8.4. ჩაღრმავებული ხარისხობრივი კვლევის მეთოდოლოგია 68

8.5. „სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის“ (საპ) მეთოდოლოგია 69

8.6. საპ-ის ფარგლებში გამოკვეთილი შესაძლო ღირებულებათა ჯაჭვების ელემენტები 70

აბრევიატურები

ასოცირების შეთანხმება (AA) საქართველოსა და ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმება

ა.რ. ავტონომიური რესპუბლიკა

ADA ავსტრიის განვითარების სააგენტო

აწსუ /ATSU ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DCFTA ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება

DG Near ევროკომისიის გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთის კეთილმეზობლობის საკითხებში

DG Regio ევროკომისიის გენერალური დირექტორატის რეგიონული და ურბანული პოლიტიკის საკითხებში

დომეინი მიმართულება, დარგ(ებ)ის და/ან ქვედარგ(ებ)ის ჯგუფი/ერთობლიობა.

EC ევროკომისია

ENPI ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის მექანიზმი

EDP / საპ „სამეწარმეო აღმოჩენის პროცესი“ („Enterpreneurial Discovery Process”)

EU4ITD ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (European Union for Integrated Territorial Development)

EEN ევროპის მეწარმეთა ქსელი

ENPARD სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა

ESG გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი შესაბამისობის სტანდარტები

ETF ევროპული განათლების ფონდი

FDI უცხოური პირდაპირი ინვესტიციები

FTA თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება

GIZ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია

HACCP საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა (Hazard Analyss and Critical Control Points)

ITDP ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა

ITI ინტეგრირებული ტერიტორიული ინვესტიციები

ICT საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

კოჰეზიის პოლიტიკა ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური გათანაბრებისა და განვითარების ჩარჩო პოლიტიკა

JRC ევროკომისიის ერთიანი კვლევითი ცენტრი (Joint Research Centre)

LMIS შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა

მდღ მთლიანი დამატებული ღირებულება (GVA)

MRDI საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

MIP 2021-2027 ევროკომისიის მრავალწლიანი ინდიკატური პროგრამა

მშპ მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP)

NACE ეკონომიკური საქმიანობის სახეების ევროპული სტატისტიკური კლასიფიკატორი (Statistical classification of economic activities in the European Community)

OECD ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია

PIRDP / სრიგპ „2020-2022 წწ. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“

RDP რეგიონული განვითარების პროგრამა

R&D კვლევა და განვითარება

R&D&I კვლევა, განვითარება, ინოვაცია

RM4EU საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა

S3 ჭკვიანი სპეციალიზაციის მიდგომა

SBA ევროპის მცირე ბიზნესის აქტი

SSF ევროკავშირის ერთიანი დახმარების ჩარჩო

სსიპ საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სრგსკ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია (GCRD)

საქსტატი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სსს სამხარეო საკონსულტაციო საბჭო (RCC)

SME მცირე და საშუალო საწარმოები

SWOT ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები, საფრთხეები

UNDP გაეროს განვითარების პროგრამა

USAID ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო

WB მსოფლიო ბანკი.

  1. წინასიტყვაობა

2018 წლის ევროკავშირი-საქართველოს უმაღლესი დონის შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტის შესაბამისად, და შემდგომში, ევროკავშირთან 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგით, ასევე RM4EU-ით და სხვა დოკუმენტებით1 გათვალისწინებული შესატყვისი თემატური ვალდებულებების გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკის ერთ-ერთი მოწინავე პლატფორმის – „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ („Smart Specialisation“/S3) ქვეყნის რეგიონული განვითარების პროცესში გამოყენების მიზნით ღონისძიებების გატარება, რისთვისაც იმერეთი, როგორც საქართველოს სტატისტიკური და ეკონომიკურ-გეოგრაფიული დაგეგმვის რეგიონი, შერჩეულ იქნა საპილოტე რეგიონად2.

ამ პერიოდის განმავლობაში, ევროკომისიის ერთიანი კვლევითი ცენტრის (JRC) სპეციალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმერეთის ჭკვიანი სპეციალიზაციის დაგეგმვის დოკუმენტის მოსამზადებლად, კერძოდ: შეიქმნა ეროვნული და რეგიონული ჭკვიანი სპეციალიზაციის გუნდები. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით შესწავლილ იქნა ქვეყნის და საპილოტე რეგიონის ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალი. იმერეთის რეგიონის ეკონომიკური და საინოვაციო პოტენციალის კვლევის3 შედეგად, გამოიკვეთა იმერეთისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული მიმართულებები (ე.წ. დომეინები)4. საქართველოსა და იმერეთში პატენტებისა და მეცნიერული პუბლიკაციების ანალიზმა5 აჩვენა, რომ იმერეთში სხვა მიმართულებებთან შედარებით საგრძნობლად მაღალია საკვების დამზადებასთან დაკავშირებული ინოვაციების და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პატენტების რაოდენობა საქართველოს მაჩვენებლებთან შედარებით. გამოკვეთილი პერსპექტიული მიმართულებების პრიორიტეტულობის შემდგომი ვალიდაციის მიზნით, საქართველოს S3 ეროვნულმა გუნდმა ევროკომისიის ერთიანი კვლევითი ცენტრის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობით და ექსპერტული მხარდაჭერით ჩაატარა შესაბამისი მიმართულებების ჩაღრმავებული ხარისხობრივი ანალიზი6. 85 სტრუქტურირებული ინტერვიუ ჩატარდა თითოეულ დაწინაურებულ „ჭკვიან დომეინში“ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა ბიზნესსექტორი, სამოქალაქო საზოგადოების სექტორი, სახელმწიფო სექტორი, აკადემიური სექტორი (უნივერსიტეტები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, მკვლევარები), ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები.

ამ კვლევების საფუძველზე, ეროვნული და რეგიონული ჭკვიანი სპეციალიზაციის გუნდების მიერ შემცირებული და საპ-ის („სამეწარმეო აღმოჩენის პროცესი“/EDP) პროცესისთვის იდენტიფიცირებული იქნა სათანადოდ დაჯგუფებული ოთხი პრიორიტეტული მიმართულება. ეროვნული და რეგიონული ჭკვიანი სპეციალიზაციის გუნდებმა, საპ-ის დროს გამართული 16 გაფართოებული სამუშაო სესიის შემდეგ: დააზუსტა გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებების სახელწოდებები და მათი აღწერილობა-განმარტებები; დაინტერესებულ მხარეებთან და აქტორებთან შეათანხმა თითეული პრიორიტეტული მიმართულების ძლიერი და სუსტი მხარეები, მათ განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და საფრთხეები. მხარეები ასევე შეჯერდნენ თითოეული მიმართულების ხედვაზე და პოლიტიკების ერთობლივ ინდიკატურ ჩარჩოზე (პრიორიტეტული მიმართულებების/დომეინების განვითარების მიზნები და მიმართულებები, მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ქმედითი, რელევანტური, არსებული და შესაძლო ინსტრუმენტები და აქტივობები, საპროექტო იდეები და შემოთავაზებები, შესატყვისი ინდიკატორები).

ევროკომისია საქართველოს მიიჩნევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად ჭკვიანი სპეციალიზაციის დანერგვის თვალსაზრისით7. დაგეგმვის შესაბამის ინსტრუმენტს გადამწყვეტი როლი აქვს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკაში და შესულია ევროკავშირის პოლიტიკისა და პროგრამირების დოკუმენტებში, როგორც 2025 წლისთვის კვლევისა და ინოვაციების ერთ-ერთი შედეგი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში პროგრესის კვალდაკვალ, საქართველომ მიიღო დაფინანსების შესაძლებლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის და „Horizon WIDERA“ პროგრამის ფარგლებში.

  1. ჭკვიანი სპეციალიზაციის წინაპირობები და დაგეგმვის დოკუმენტის შემუშავების ჩარჩო

2.1. ტერიტორიული განვითარების ძალისხმევა საქართველოში, გამოწვევები და უახლესი მიდგომები

საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო ორი ავტონომიური რესპუბლიკით: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და რჩება საქართველოს ადმინისტრაციული და პოლიტიკური კონტროლის მიღმა. სტატისტიკური ერთეულები, სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებათა ტერიტორიტორები, წარმოადგენენ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების (მუნიციპალიტეტების) ჯგუფს. ისინი ამავე დროს წარმოადგენენ ქვეყნის ე.წ. გეგმარებით (დაგეგმვის) რეგიონებს.

თანამედროვე საქართველოში ტერიტორიული განვითარების სტრატეგიულ ჩარჩოზე მუშაობა 2007 წლიდან დაიწყო. ამ მიმართულებით მნიშნელოვანი იყო 2010-2017 წლების რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის8 დამტკიცება. სტრატეგიის მიზანი იყო უზრუნველეყო რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტებისა და პირობების გაუმჯობესება, რეგიონების დაბალანსებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, კონკურენტუნარიანობის ამაღლებითა და რეგიონებს შორის არსებული სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებით.

მომდევნო ეტაპზე სამუშაოები გაგრძელდა რეგიონული განვითარებისთვის საჭირო საოპერაციო დოკუმენტების მომზადება-განხორციელებისა და ინსტიტუციონალური სტრუქტურების განვითარების მიმართულებით. 2009 წელს შექმნილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევდა საქართველოს გეგმარებით რეგიონებში განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადება-განხორციელებას. შეიქმნა საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია9 და რეგიონული საკონსულტაციო საბჭოები (რსს). ამოქმედდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა შესაბამისი მეთოდოლოგიის, კრიტერიუმებისა და პროცედურების მიხედვით რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების შერჩევას მუნიციპალიტეტების ჩართულობით.

2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამა10 იყო ევროკავშირის რეგიონული განვითარებისა და გათანაბრების პოლიტიკის პროგრამული დაგეგმვის პრაქტიკასთან დაახლოებული პირველი ეროვნული ძალისხმევა; მან განსაზღვრა საჭირო პირობები ქვეყნის რეგიონების დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. რეგიონულ პოლიტიკად განისაზღვრა მიზანმიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც კონცენტრირებული და კოორდინირებულია რეგიონულ დონეზე, ეფუძნება განვითარების საჭიროებებსა და პრიორიტეტებს და მათ შესაბამისად, ქვეყნის მდგრად რეგიონულ განვითარებაზე მიმართული რესურსების შედეგზე ორიენტირებულ გადანაწილებას.

2015 წლის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონმა მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილად განსაზღვრა და შემოიღო ფუნქციური ტერიტორიის სპეციფიკური კატეგორია. ქვეყანაში მაღალმთიან რეგიონებზე მორგებული პოლიტიკა მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად.

ჩამოთვლილი მნიშნელოვანი სიახლეებისა და აქტივობების განხორციელების მიუხედავად, ამ პერიოდში საქართველოში რეგიონული პოლიტიკის რეალურ გამოწვევად რჩებოდა განვითარებისადმი როგორც სექტორული, ისე ტერიტორიაზე დაფუძნებული და ინტეგრირებული მიდგომების, ასევე შესაბამისი დაფინანსების არასაკმარისი დონე.

2016 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ძალაში შესვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ წარმოჩინდა რეგიონული განვითარებისა და ქვეყნის რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობა საქართველოს ევროკავშირის ბაზართან დაახლოებისა და ახალი შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენების პროცესისთვის. ევროკავშირის ერთიანი დახმარების ჩარჩო პროგრამა საქართველოსთვის 2017-2020 წლებში (SSF) ითვალისწინებდა ფოკუსირებულ ინტერვენციებს საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში, რათა მაქსიმალურად გაზრდილიყო ევროკავშირის დახმარების ეფექტი და მისი გეოგრაფიული დაფარვა.

საქართველოს რეგიონული განვითარების 2018-2021 წლების პროგრამამ11 ქვეყნის რეგიონული განვითარების სტრატეგიული ხედვა დააფუძნა ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური გათანაბრების (კოჰეზიის) პოლიტიკის უახლეს მიდგომებს, რაც გულისხმობდა განვითარების ინტეგრირებული და ტერიტორიაზე მორგებული პოლიტიკის დოკუმენტების ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებას. პროგრამის მიხედვით და გეოგრაფიული თვალსაზრისით, რიგი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ასევე არსებული პოტენციალი, არ არის აუცილებელი დაემთხვეს მუნიციპალიტეტის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული თუ გეგმარებითი რეგიონების საზღვრებს. პროგრამამ საფუძველი ჩაუყარა ახალ მიდგომებს საქართველოს რეგიონულ პოლიტიკაში: შესაძლებლად მიიჩნია საქართველოში ფუნქციური რეგიონების (შავი ზღვის სანაპირო ზოლი, თბილისის ფუნქციური ზონა, ქუთაისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები და მწირად დასახლებული მთიანი რეგიონი) გამოყოფა და ასევე გამოაჩინა რეგიონული განვითარების პროგრამ(ებ)ის მომზადების საჭიროება ცალკეული რეგიონებისთვის.

ამ პერიოდისთვის და უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაშიც წარმატებული რეგიონული განვითარებისთვის სამი ძირითადი ჰორიზონტალური საჭიროება გამოიკვეთა:

  • ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება

  • სოციალური, ეკონომიკური და ტერიტორიული უთანაბრობების შემცირება

  • ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.

ევროკავშირის მხარდაჭერით პირველი საინვესტიციო პროგრამის „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ (სრიგპ) განხორციელება 2020 წელს დაიწყო. სრიგპ-ის განხორციელებამ ახალი სტანდარტი შემოიტანა საქართველოში რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში. სრიგპ-ის ამოცანებისა და პრიორიტეტების დასახვისას გათვალისწინებული იქნა შემდეგი სამი განზომილება: ეროვნული, რეგიონული, და ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში გამოკვეთილი შესატყვისი თემატური ვალდებულებები. ჩამოყალიბდა ახალი პლატფორმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ასევე, განვითარების პარტნიორებისთვის რეგიონული განვითარების პოლიტიკის განსახორციელებლად: პროგრამირების ინტეგრირებული მიდგომა, პოლიტიკების ეფექტიანი კოორდინაცია და დაფინანსების წყაროები სპეციფიკურ ტერიტორიაზე.

საქართველო-ევროკავშირის 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველომ 2027 წლისთვის უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის ტერიტორიული ერთეულების სტატისტიკური ნომენკლატურის (NUTS) კლასიფიკატორის ნაწილობრივი დანერგვა. საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლების სტრატეგიის თანახმად, სტატისტიკის ეროვნულმა სისტემამ ეტაპობრივად უნდა დანერგოს თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგიები და კლასიფიკაციები, მათ შორის NUTS-ის მეთოდოლოგია. ამავდროულად, ევროკავშირის ტერიტორიული ერთეულების სტატისტიკური ნომენკლატურის (NUTS) ეტაპობრივად დანერგვისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით და საქსტატთან თანამშრომლობით 2021-2023 წლებში განხორციელდა კომპლექსური სამუშაოები. მათ შორის, ინდიკატური სამოქმედო გეგმის შესაბამისად, დასრულდა 16 მონაცემთა ბაზის ინვენტარიზაცია და შეფასება NUTS-ის დონეებისთვის საქართველოში, ხოლო 2023 წლის დასაწყისში შემუშავებულ და შეჯერებულ იქნა საქართველოს სტატისტიკური სისტემის ევროპულ სისტემასთან დაახლოების „ჰარმონიზაციის გეგმა“, მისი განხორციელების მონიტორინგის შესაბამისი სისტემით. აღნიშნული გეგმა ასევე მოიცავს „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ სპეციფიკური ინდიკატორების წარმოებას შემდგომ წლებში.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობით ახორციელებს სამუშაოებს ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ახალ პროგრამაზე (ITDP 2024-2026), რომელიც ნაწილობრივ ფარავს მათ შორის ჭკვიანი სპეციალიზაციის საკითხებს.

2.2. ევროპული კონტექსტი და თემატური ვალდებულებები

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგის და ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის 2018 წელს ჩატარებული მაღალი დონის შეხვედრის შესაბამისად, საქართველომ დაიწყო ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკის ფარგლებში გამოყენებული ერთ-ერთი მოწინავე დაგეგმვის ინსტრუმენტის – „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ (S3) მიდგომის პილოტირება.

კერძოდ, შერჩეულ იქნა საპილოტე რეგიონი (იმერეთი) საქართველოში „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ პლატფორმის დასანერგად, – შეიქმნა ეროვნული და რეგიონული ჭკვიანი სპეციალიზაციის გუნდები, – დაიწყო იმერეთის რეგიონის ჭკვიანი სპეციალიზაციის დაგეგმვის დოკუმენტზე მუშაობის პროცესი, – განხორციელდა კვლევების სერია იმერეთის რეგიონის ეკონომიკური და საინოვაციო პოტენციალის და პერსპექტიული მიმართულებების გამოსავლენად, – ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარდა პრიორიტეტულ მიმართულებებთან, ადგილობრივ განვითარებასა და სოციალურ გამოწვევებთან დაკავშირებული სტრუქტურირებული, ინკლუზიური კონსულტაციების სერია.

ამ ეტაპზე, საქართველო, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ჭკვიანი სპეციალიზაციის დაგეგმვისა და შემდგომი განხორციელების პოტენციალის თვალსაზრისით. რეგიონებისა და მთელი ქვეყნის საინოვაციო პოტენციალის გაზრდის მიზნით, იგი რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვის, კვლევისა და ინოვაციების სფეროში საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა გახდეს, რაც უკვე ასახულია ევროკავშირთან თემატური პარტნიორობის განმსაზღვრელ ძირითად დოკუმენტებში.

ამავდროულად, მნიშნელოვანია რომ საქართველოს გაეხსნა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის და „Horizon WIDERA“ პროგრამაში, რაც გამოწვეულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესით და ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, ხოლო მოგვიანებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. მომავალში საქართველოს ასევე გაუჩნდება ხელმისაწვდომობა ევროკავშირის დახმარების ახალ ინსტრუმენტებზე.

2.3. S3 მეთოდოლოგია, ინსტიტუციური და პროცედურული ასპექტები

ჭკვიანი სპეციალიზაცია, რომელიც წარმოადგენს ევროკომისიის კოჰეზიის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, არის ტერიტორიაზე მორგებული მიდგომა. ის გვეხმარება, სპეციალიზირებულ კვლევათა ერთობლიობით და ფართო სპექტრის დაინტერესებულ მხარეთა დიალოგით, კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში (რეგიონულ, ეროვნულ დონეზე) და კონკრეტულ ეტაპზე, გამოვავლინოთ ეკონომიკის ყველაზე პერსპექტიული სფეროები, შემდგომი ჭკვიანი ინტერვენციისა და სისტემური ხელშეწყობის პასუხისმგებლიანი უზრუნველყოფის მიზნით.

S3-ის მთავარი მახასიათებელია თანამშრომლობაზე დაყრდნობილი მიდგომა. ეს ნიშნავს, რომ არცერთ ინსტიტუციას არ შეუძლია ექსკლუზიურად მოამზადოს ან განახორციელოს შესაბამისი დაგეგმვის დოკუმენტი. პარტნიორობა მოიაზრებს სხვადასხვა ინსტიტუციების, როგორიცაა – ბიზნესი, სამეცნიერო წრეები, უნივერსიტეტები და სხვა კვლევითი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მათ შორის ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლება, აქტიურ ჩართულობას.

ჭკვიანი სპეციალიზაციის პლატფორმის დანერგვის და დაგეგმვის დოკუმენტის მომზადების პროცესი რამდენიმე საკვანძო ეტაპად იყოფა. აღნიშნული პროცესის მართვის ჩარჩო მეთოდოლოგია შემუშავებულია ევროკომისიის ერთიანი კვლევითი ცენტრის (JRC) მიერ და პოლიტიკის შემუშავების შესაბამისი ციკლი (ფაზები) გამიზნულია დაინტერესებული და პარტნიორი ქვეყნების მხარდასაჭერად, მათ შორის, ძირითადი ფაზებია:

  • ინსტიტუციური გაძლიერება პლატფორმის მოსამზადებლად და დასანერგად

  • კვლევა და დიაგნოსტიკა

  • დაინტერესებულ მხარეთა დიალოგი

  • დაგეგმვის დოკუმენტის მომზადება.

ინსტიტუციური გაძლიერება პლატფორმის მოსამზადებლად

აღნიშნული ეტაპი მოიაზრებს ჭკვიანი სპეციალიზაციის პლატფორმის დანერგვის სურვილის მქონე ქვეყანასა და ევროკომისიის ერთიან კვლევით ცენტრს (JRC) შორის ფორმალური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, პლატფორმის შესახებ საინფორმაციო და სასწავლო ღონისძიებების ორგანიზებას, ადგილზე პროცესების ეროვნული/რეგიონული საკოორდინაციო გუნდების ჩამოყალიბებას და მხარეებს შორის მომდევნო სამუშაოთა შესახებ საგზაო რუკის მომზადებას. მათ შორის, პროცესი გულისხმობს:

  • ქვეყანაში არსებული სტრატეგიების პრიორიტეტული ეკონომიკური, კვლევითი და ინოვაციური მიმართულებების (დომეინების) და მათი დანერგვის პროცესში არსებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის ანალიზს

  • გადაწყვეტილებას პლატფორმის და დანერგვის და კოორდინაციის მექანიზმის შემუშავების შესახებ

  • პლატფორმის რეგიონულ ან ცენტრალურ დონეზე დანერგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

კვლევა და დიაგნოსტიკა

ეს ეტაპი გულისხმობს შერჩეული ტერიტორიისთვის ეკონომიკური და საინოვაციო პოტენციალის რაოდენობრივი კვლევის (კარტირება) მომზადებას შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზის გზით, მისი პროცესში მონაწილე ექსპერტებთან შეჯერებას და შედეგების დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობას.

კვლევის შედეგად გამოვლენილი ეკონომიკური და საინოვაციო პოტენციალის მქონე მიმართულებების ვერიფიკაციის და დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით, ექსპერტთა მიერ, აუცილებელია ხარისხობრივი კვლევის ჩატარება, რაც გამოიხატება გამოვლენილ მიმართულებებთან დაკავშირებულ ბიზნესსა და კვლევით ორგანიზაციებთან, მათ შორის, ეროვნული და რეგიონული გუნდების წარმომადგენლებთან ინტერვიუების გამართვაში, ასევე ანგარიშის მომზადებაში, დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებასა და მის გამოქვეყნებაში.

დაინტერესებულ მხარეთა სტრუქტურიზებული დიალოგი ანუ „სამეწარმეო აღმოჩენის პროცესი“

აღნიშნული ეტაპი პლატფორმის დანერგვის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის დროს, დაინტერესებულ მხარეთა შორის შესაბამისი რაოდენობის შეხვედრების ორგანიზების გზით, ხორციელდება გამოვლენილ მიმართულებებში (დომეინებში) მონაწილე მხარეების მიერ კონკრეტული საჭიროებების და ამ საჭიროებებზე მორგებული კონკრეტული მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ერთობლივი ანალიზი. EDP-ს შედეგები და საბოლოო ანგარიში მოიცავს ინდიკატურ პოლიტიკათა ჩარჩოსაც, რაც წარმოადგენს სამომავლოდ უშუალოდ პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისთვის ძირითად საბაზისო დოკუმენტს.

დაგეგმვის დოკუმენტის მომზადება

S3 ეროვნული გუნდი ამზადებს დაგეგმვის დოკუმენტის პირველად პროექტს, ათანხმებს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, ვალიდაციისთვის საჭიროებისამებრ იღებს ევროკომისიის/ერთიანი კვლევითი ცენტრის რეკომენდაციებს და წარადგენს დამტკიცებისთვის საბოლოოდ შეჯერებულ დოკუმენტს.

2.4. საპილოტე პროექტი იმერეთის რეგიონში და მისი განხორციელების მნიშვნელობა

„ჭკვიანი სპეციალიზაციის“ პრაქტიკა ეფუძნება ტერიტორიული განვითარებისადმი ევროკავშირის უახლეს მიდგომებს. იგი მიზნად ისახავს რეგიონების, მათი უნიკალური ძლიერი მხარეებისა და პოტენციალის იდენტიფიცირებისა და განვითარების ხელშეწყობის გზით, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ეკონომიკურ ზრდას. აღნიშნული მოიცავს განვითარების ქვემოდან ზევით ძალისხმევას და შემდგომ სინერგიას, სადაც დაინტერესებული მხარეები ერთად მუშაობენ კონკრეტული რეგიონების ზრდის ფაქტორების, რეგიონების ხელმისაწვდომი აქტივებისა და რესურსების, მათი შესაძლებლობებისა და გამოწვევების დასადგენად.

იმერეთის რეგიონში აღნიშნული პრაქტიკის წარმატებული დანერგვა ხელს შეუწყობს ევროკავშირთან 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისი საშუალოვადიანი ამოცანის12 ეტაპობრივ მიღწევას.

საგულისხმოა, რომ ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში ჭკვიანი სპეციალიზაციის სტრატეგიული დოკუმენტები წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას (preconditionality) ევროკავშირის თემატურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერის მისაღებად.

ამავდროულად, ჭკვიან სპეციალიზაციას შეაქვს არსებითი წვლილი მდგრადი, ცოდნაზე დაფუძნებული და ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაში, და ეკონომიკის ძირითადი სექტორების (მრეწველობა, მომსახურება, სოფლის მეურნეობა) ჭკვიან მხარდაჭერაში. არსებითად, იგი სამეწარმეო სუბიექტების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის ქმედითი მხარდაჭერის გაგრძელებაცაა – წარმოების ბაზის გაფართოების, ინოვაციების დანერგვის, პროდუქციის დივერსიფიკაციისა და საქმიანობის ახალი ფორმების დასაწყებად. შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების წარმატებით განხორციელება ახდენს პოზიტიურ გავლენას მათ შორის ადგილობრივი ბრენდებისა და გადამუშავებული პროდუქტების შემდგომ განვითარებაზე, – მეწარმეობის განვითარების დონის ზრდის პროპორციულად კერძო ინვესტიციების მოზიდვაზე, – ტერიტორიულ შედარებით უპირატესობებზე დაფუძნებული საექსპორტო ბაზის განვითარებაზე, – და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კვლევა-განვითარებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების სამეწარმეო პროცესებში ინტენსიური ინტეგრირების პროცესებზე.

  1. არსებული სიტუაციის მიმოხილვა და ანალიზი

3.1. იმერეთის რეგიონის ძირითადი მახასიათებლები და S3 პოლიტიკის წინაპირობები

იმერეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი საერთო ფართობი 6.4 ათასი კვადრატული კმ-ია, მოსახლეობა კი – 533,9 ათასი კაცი (2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით)13. 2023 წლისთვის იმერეთი კვლავ ყველაზე მრავალრიცხოვანი რეგიონია თბილისის შემდეგ (463,1 ათასი).

აღსანიშნავია, რომ იმერეთი მდებარეობს ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის გასწვრივ და ასევე, ახლოსაა საზღვაო პორტებთანაც (ბათუმი – 130 კმ., ფოთი –102კმ.). გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქ. ქუთაისიდან 15 კილომეტრშია განთავსებული. იმერეთს დიდი პოტენციალი გააჩნია მრავალი მიმართულებით, როგორებიცაა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ა.შ. რეგიონში გვხვდება ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, ბუნებრივი რესურსები, მრავალი მინერალურ-სანედლეულო საბადო.

იმერეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8-9%-ის ფარგლებში მერყეობს. 2022 წელს იმერეთის მშპ-ს წილმა მთლიან მშპ-ს 9.0%-ს შეადგინა. იმერეთის მშპ-ში ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სექტორები დამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებია. 2022 წლის მონაცემებით დამამუშავებელი მრეწველობის წილი იმერეთის მშპ-ში 21.9% შეადგენდა, სოფლის მეურნეობის – 11.2%, უძრავი ქონების – 8.9%, განათლების – 7.8%, ვაჭრობის – 7.8%, მშენებლობის – 7.8%.

იმერეთში პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება ბიზნესსექტორში როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ასევე დასაქმების მიმართულებით. 2022 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვა 22.1%-ით არის გაზრდილი 2021 წელთან შედარებით და 8.0 მილიარდ ლარამდე. ბიზნესსექტორის გამოშვებამ 2022 წელს 5.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 20.9%-ით აღემატება წინა წლის მონაცემს. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს 1,040-ით გაიზარდა და 59,446-ს მიაღწია.

პანდემიის დროს ჩავარდნის შემდეგ, თანდათან აღდგენა დაიწყო პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა. მიუხედავად იმისა, რომ მოცულობა პანდემიამდელ დონეს ჯერ კიდევ ჩამოუვარდება, 2023 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 20.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.0%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. გაჯანსაღების ტენდენციები ფიქსირდება შრომის ბაზარზეც. იზრდება დასაქმებისა და სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ხოლო უმუშევრობის დონე კი მცირდება14. ასევე მზარდია საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, რომელიც 2022 წელს 21.6%-ით გაიზარდა და 1,148 ლარი შეადგინა.

იმერეთი მოიცავს 12 მუნიციპალიტეტს. იმერეთი რჩება უმეტეს რეგიონებთან შედარებით უფრო ინდუსტრიულ რეგიონად. მისი ინდუსტრიული ქალაქებია ქუთაისი, ჭიათურა, ზესტაფონი და ტყიბული. რეგიონი ეკონომიკურად აქტიურია, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მისი სათბურების მთლიანი ფართობი 462 ჰექტარია, რაც ქვეყანაში არსებული სათბურების 2/3-ს ქმნის. გარდა ამისა, იმერეთი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი მეცხოველეობის რეგიონია, რძის პროდუქტების წარმოებაში კი ლიდერის პოზიციას იკავებს. თუმცა, არსებობს გარკვეული გამოწვევები რეალიზაციის კუთხით, რამდენადაც აუცილებელია რამდენიმე საფეხურის გავლა, რაშიც მოიაზრება საკვების გადამამუშავებელი მრეწველობის მოდერნიზაცია-აღორძინება, მარკეტინგისა და ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობა.

რეგიონში ჭკვიანი სპეციალიზაციის პლატფორმის წარმატებით დანერგვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქ. ქუთაისში არსებობს ისეთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთაც აქვს შესაბამისი ბაზა და პოტენციალი მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარებაში და რეგიონის შემდგომ ეკონომიკურ წინსვლაში. იმ შემთხვევაში, თუ იმერეთის რეგიონის განვითარება დაეფუძნება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებში უკვე გამოცდილ და წარმატებით დანერგილ ჭკვიანი სპეციალიზაციის მიდგომას, გაიზრდება მეზობელ რეგიონებთან ბიზნესკავშირები და ვაჭრობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც უკვე არსებული სამეწარმეო სუბიექტების განვითარებას, ასევე ახალი ბიზნესების წინ წამოწევას. ეს კი საერთო ჯამში გაზრდის ცხოვრების ხარისხს იმერეთში და რეგიონის კონკურენტუნარიანობას.

იმერეთის ეკონომიკური და საინოვაციო პოტენციალის წინაპირობები გამოიკვეთა ჯერ კიდევ იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2016-202115-ისა და საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა 2018-2021-ის შემუშავების დროს. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიაში პირდაპირ არ იყო საუბარი ჭკვიან სპეციალიზაციაზე, იმერეთის რეგიონის განვითარების პრიორიტეტებში, მიზნებსა და ამოცანებში ასახულია ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც მასთან იკვეთება. მაგალითად, პრიორიტეტი 3. იმერეთიადგილი მეწარმეებისთვის – სადაც მოცემულია ინფორმაცია ისეთი მიზნების მიღწევაზე, როგორებიცაა ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და ინოვაციების მოზიდვა (მათ შორის, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ტრანსფერისა და დანერგვის მხარდაჭერა; ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერა და ადგილობრივი გამომგონებლების დახმარება გამოგონებების დანერგვაში და სხვ.); მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა (მათ შორის, ახალი ბიზნესის შექმნისა და არსებულის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და მხარდამჭერი პროექტების განხორციელება; იმერეთის რეგიონის გადაქცევა კრეატიული, ახალ ტექნოლოგიებზე, ინტელექტსა და მეცნიერებატევადი ბიზნესების ცენტრად და ა.შ.).

იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2016-2021-ის მიხედვით, მიზანშეწონილი იქნებოდა ისეთი კვლევების ჩატარება, რომელიც მოგვცემდა საერთო სურათს იმერეთის რეგიონში ბიზნესის შესაძლებლობების შესახებ. ამასთან, აღნიშნული იყო ის ფაქტორებიც, რომლებიც წარმოადგენენ ბარიერს იმერეთის რეგიონში ბიზნესსფეროს განვითარებისთვის. მათ შორისაა ნაკლები ინვესტიცია, რიგ მიმართულებებში ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაბალი ხელმისაწვდომობა, კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა და სხვა.

ამ ეტაპზე იმერეთში არ არის კონკრეტული სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიური და საინოვაციო ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერას. თუმცა, საგულისხმოა რომ რეგიონში ინოვაციურ პროდუქტებს და პროცესებს გარკვეულწილად ვხვდებით სხვადასხვა სფეროში: სამრეწველო პროდუქციის გამოშვებასა და სოფლის მეურნეობაში, კომუნიკაციებში, სასწავლო დაწესებულებების სტრუქტურებში და ა.შ.

ჭკვიანი სპეციალიზაციის ეფექტიანი განხორციელებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია იმერეთში საწარმოთა ინოვაციური აქტივობებისთვის ხელშემწყობი შესაბამისი საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების არსებობა. ამ მიმართულებით რეგიონში გამოკვეთილია მნიშვნელოვანი ტრადიციებისა და პოტენციალის მქონე უნივერსიტეტები, მათ შორის: „ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (სადაც ფუნქციონირებს „კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი“, რომელიც აკადემიურ პერსონალს სთავაზობს სხვადასხვა სახის ტრენინგებს, გარდა ამისა, უნივერსიტეტში დაცულ დისერტაციებში ვხვდებით ინოვაციურ კვლევებს და საგანმანათლებლო დაწესებულებება აღჭურვილია შესაბამისი საინფორმაციო-ტექნოლოგიური საშუალებებით), „ქუთაისის უნივერსიტეტი“ და მზარდი შესაძლებლობების „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ (KIU). რეგიონში ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე სხვა სასწავლო დაწესებულება და 10 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის „კოლეჯი იბერია“. აღნიშნული სასწავლო დაწესებულების სასწავლო, კვლევითი და სხვა რესურსების სათანადო გამოყენება რეგიონის ინოვაციურ განვითარებაში, წარმოადგენს იმედისმომცემ წინაპირობას ჭკვიანი სპეციალიზაციის წარმატებული განხორციელების ხელშეწყობისთვის.

3.2. პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევა

ევროკომისიის ერთიანი კვლევითი ცენტრის S3 პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების მეთოდოლოგიური ჩარჩოს შესაბამისად, იმერეთის რეგიონში პრიორიტეტული მიმართულებების (ე.წ. დომეინების) შერჩევის პროცესი რამდენიმე ძირითად ეტაპს მოიცავდა.

პირველ ეტაპზე განხორციელდა რაოდენობრივი კვლევა – „იმერეთის რეგიონის ეკონომიკური და საინოვაციო პოტენციალის კარტირება“, რის შედეგად გამოიკვეთა ამგვარი პოტენციალის მქონე შვიდი დარგი. ამავდროულად, მომზადებულ იქნა პატენტების და სამეცნიერო პუბლიკაციების ანალიზი, რითაც დადგინდა სფეროები, სადაც იმერეთს აქვს ყველაზე მეტი პატენტები და პუბლიკაციები.

შემდგომ ეტაპზე, პირველადი კარტირების და ეროვნული და რეგიონული ჭკვიანი სპეციალიზაციის გუნდების რეკომენდაციის საფუძველზე, გამოკვეთილი მიმართულებების პრიორიტეტულობის გადასამოწმებლად განხორციელდა ჩაღრმავებული ხარისხობრივი კვლევა, მათ შორის დაინტერესებულ მხარეებთან სტრუქტურიზებული ინტერვიუების გამოყენებით. კვლევისა და კონსულტაციების პროცესში მონაწილეობდნენ ბიზნესი, აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვადასხვა დონის საჯარო სტრუქტურები. შესწავლილი იქნა მათი მოსაზრებები შესაბამისი დარგის პრიორიტეტების, ძლიერი და სუსტი მხარეების, დარგის განვითარებასთან დაკავშირებით არსებული საფრთხეების და შესაძლებლობების შესახებ. მათთან განხილულ იქნა დარგის ინოვაციური და კვლევითი პოტენციალი. მოხდა იდენტიფიცირებული სექტორული ნიშების საბაზრო ანალიზი და ღირებულებათა ჯაჭვების წინასწარი ანალიზი. ჩაღრმავებული ხარისხობრივი კვლევის შედეგად დაზუსტდა პრიორიტეტული დარგები იმერეთის ჭკვიანი სპეციალიზაციისთვის და მოხდა მათი გაერთიანება ე.წ. დომეინებად.

ჩაღრმავებული ხარისხობრივი კვლევის შედეგად დაზუსტებულ პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით, ეროვნული და რეგიონული ჭკვიანი სპეციალიზაციის გუნდების მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, განხორციელდა „სამეწარმეო აღმოჩენის პროცესი“ (საპ). შედეგად დაზუსტდა თითოეული პრიორიტეტული მიმართულების (დომეინის) დასახელების ფორმულირება და შინაარსი, ძლიერი და სუსტი მხარეების, დომეინის განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლეობები და საფრთხეები, ჩამოყალიბდა მიმართულების (დომეინის) განვითარების ხედვა, პრიორიტეტული მიმართულებები, მიზნები და მათი მიღწევის პირველადი/ინდიკატური აქტივობები და საპროექტო წინადადებები. საპ-ში, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ცენტრალურმა უწყებებმა და ევროკომისიის ერთიანი კვლევითი ცენტრის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ექსპერტებმა, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებმა.

ქვემოთ დეტალურად არის მოცემული პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევის პროცესის შედეგები.

3.2.1. იმერეთის ეკონომიკური და საინოვაციო პოტენციალის კარტირება – რაოდენობრივი ანალიზი

იმერეთის ეკონომიკური და საინოვაციო პოტენციალის კარტირება განხორციელდა JRC-ის ექსპერტების მონაწილეობით და მიზნად ისახავდა იმერეთისთვის იმ დარგების გამოვლენას, რომლებსაც აქვთ როგორც ძლიერი მხარეები, ასევე გარდაქმნის სტიმულირების პოტენციალიც. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობასა და საშუალო ხელფასთან მიმართებაში ეკონომიკური კარტირებისთვის გამოყენებული იქნება ეკონომიკური საქმიანობის სახეების ევროპული სტატისტიკური კლასიფიკატორის (NACE) სამნიშნა მონაცემები რომლებიც საწარმოების სტატისტიკური გამოკვლევის მეშვეობით არის მიღებული. ანალიზი მოიცავდა, როგორც სტატიკურ („დადასტურებული ძლიერი მხარეები“), ასევე დინამიკურ („პოტენციური ძლიერი მხარეები“) ანალიზებს, განკუთვნილს იმ დარგების გამოსავლენად, რომლებშიც თავმოყრილია ან სავარაუდოდ სამომავლოდ კონცენტრირდება ეკონომიკური საქმიანობისა და სპეციალიზაციის კრიტიკული მასა.

ეკონომიკური პოტენციალის კარტირებისათვის გამოყენებულ იქნა საქსტატის მიერ შესაბამის პერიოდში მოწოდებული NACE Rev. 1.1-ის სამნიშნა მონაცემები, რომლებიც საწარმოების სტატისტიკური გამოკვლევის მეშვეობით არის მიღებული. ზემოაღნიშნული რაოდენობრივი ანალიზის მიხედვით, 12 დარგს გააჩნია სტატიკური ეკონომიკური პოტენციალი, 9 დარგს კი – დინამიკური ან განვითარებადი ეკონომიკური პოტენციალი. ინოვაციური პოტენციალის კარტირებისათვის გამოყენებული იქნა საქსტატის მიერ მოწოდებული NACE Rev. 2-ის სამნიშნა მონაცემები, რომლებიც საწარმოების ინოვაციური საქმიანობის გამოკვლევის მეშვეობით არის მიღებული. ანალიზი ცხადყოფს, რომ ამ ეტაპისთვის, იმერეთში შედარებითი ინოვაციური პოტენციალი გააჩნია 15-მდე დარგს. დარგების დასახელებების შესატყვისების საფუძველზე ორივე შედეგის კომბინირება ცხადყოფს, რომ ყველა კრიტერიუმის მკაცრად გამოყენება განაპირობებს მხოლოდ 3 ისეთი დარგის განსაზღვრას, რომლებსაც როგორც ეკონომიკური, ასევე ინოვაციური პოტენციალი გააჩნიათ. ამასთან აღინიშნა, რომ NACE Rev. 1.1 27.5-ს (ლითონების ჩამოსხმა) და NACE Rev. 1.1 29-ის (სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი მანქანებისა და აღჭურვილობის წარმოება) შედეგების მიმართებაში საჭიროა სიფრთხილით ინტერპრეტაცია, რადგან ვერცერთმა ვერ გადალახა ინოვაციების კარტირების მოცულობის ზღურბლი. ინოვაციური პოტენციალის კარტირების კრიტერიუმების შემსუბუქებამ ორივე (ეკონომიკური და ინოვაციური) პოტენციალის მქონე დარგების რაოდენობა პირველ ეტაპებზე 7-მდე გაზარდა, კერძოდ, პირველი აღნიშნული კვლევის მიხედვით შემდეგი ესეთი დარგები გამოვლინდა:

  • ფერადი ლითონების მადნების მოპოვება, ურანისა და თორიუმის მადნების გარდა – NACE Rev. 1.1 13.2

  • ხორცისა და ხორცის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება – NACE Rev. 1.1 15.1

  • ხე-ტყის დამუშავება და მერქნის, ხისა და კორპის ნაწარმის წარმოება, ავეჯის გარდა; ჩალისა და დასაწნავი მასალების წარმოება – NACE Rev. 1.1 20

  • მერქნის ხერხვა და რანდვა, მერქნის გაჟღენთა – NACE Rev. 1.1 20.1

  • სასტუმროები – NACE Rev. 1.1 55.1

  • თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოება – NACE Rev. 1.1 27.1

  • საბითუმო ვაჭრობა არასასოფლო-სამეურნეო შუალედური პროდუქტებით, ნარჩენებითა და ჯართით - NACE Rev. 1.1 51.5

ცხრილი 1. ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალის მქონე დარგები

NACE Rev. 1.1 code დარგი ეკონიმიკუ-რი პოტენცია-ლის ტიპი პრიორიტე-ტულობის სტატუსი NACE Rev. 2-ის „შესაბამისი“ დარგი სარწმუნოობის ზღურბლი მოცულობის ზღურბლი PPMO ნოვატორე-ბის წილი ინოვაციების ინტენსიურად გამომყენებე-ლი ნოვატორების წილი

ინოვაცი-ური პოტენცი-

ალი

13.2 ფერადი ლითონების მადნების მოპოვება, ურანისა და თორიუმის მადნების გარდა სტატიკური მაღალი 7.2 ფერადი ლითონის მადნების მოპოვება გადალახულია გადალახულია საშუალოზე დაბალი საშუალოზე მაღალი არა
15.1 ხორცისა და ხორცის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება სტატიკური მაღალი 10.1 ხორცის გადამუშავება და კონსერვირება და ხორცის პროდუქტების წარმოება გადალახულია გადალახულია საშუალოზე მაღალი საშუალოზე დაბალი არა
20 ხე-ტყის დამუშავება და მერქნის, ხისა და კორპის ნაწარმის წარმოება, ავეჯის გარდა; ჩალისა და დასაწნავი მასალების წარმოება სტატიკური საშუალო 16 ხე-ტყის დამუშავება და მერქნის, ხისა და კორპის ნაწარმის წარმოება, ავეჯის გარდა; ჩალისა და დასაწნავი მასალების წარმოება გადალახულია გადალახულია საშუალოზე მაღალი საშუალოზე მაღალი დიახ
20.1 მერქნის ხერხვა და რანდვა, მერქნის გაჟღენთა სტატიკური საშუალო 16.1 მერქნის ხერხვა და რანდვა გადალახულია გადალახულია საშუალოზე მაღალი საშუალოზე მაღალი დიახ
55.1 სასტუმროები დინამიკუ-რი დაბალი 55.1 სასტუმროები და მსგავსი საცხოვრებელი ადგილები გადალახულია გადალახულია საშუალოზე მაღალი საშუალოზე მაღალი დიახ
27.1 თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნო-ბების წარმოება სტატიკური საშუალო 24.1 თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობე-ბის წარმოება გადალახულია გადალახულია საშუალოზე მაღალი საშუალოზე დაბალი არა
51.5 საბითუმო ვაჭრობა არასასოფლო-სამეურნეო შუალედური პროდუქტებით, ნარჩენებითა და ჯართით დინამიკუ-რი საშუალო 46.7 სხვა სპეციალიზებუ-ლი საბითუმო ვაჭრობა გადალახულია გადალახულია საშუალოზე მაღალი საშუალოზე დაბალი არა
27.5 ლითონის ჩამოსხმა სტატიკური დაბალი 24.5 ლითონის ჩამოსხმა გადალახულია გადალახული არ არის საშუალოზე მაღალი საშუალოზე დაბალი არა
29 სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი დანადგარებისა და აღჭურვილობის წარმოება სტატიკური დაბალი

28 სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი დანადგარების

და აღჭურვილობის წარმოება

გადალახულია გადალახული არ არის საშუალოზე მაღალი საშუალოზე დაბალი არა
14 სამთომოპოვები-თი მრეწველობის სხვა სახეობები სტატიკური საშუალო 8 სამთომოპოვე-ბითი მრეწველობის სხვა სახეობები გადალახულია გადალახულია საშუალოზე დაბალი საშუალოზე დაბალი არა
14.2 ქვიშისა და თიხის მოპოვება სტატიკური საშუალო 8.1 ქვის, ქვიშის და თიხის მოპოვება გადალახულია გადალახულია საშუალოზე დაბალი საშუალოზე დაბალი არა
45 მშენებლობა დინამიური მაღალი 41 შენობების მშენებლობა გადალახულია გადალახულია საშუალოზე დაბალი საშუალოზე დაბალი არა

3.2.2. პატენტების და სამეცნიერო პუბლიკაციების ანალიზი იმერეთის რეგიონში

ერთიანი კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, 2020 წელს ასევე მომზადებულ იქნა „დაპატენტებული და მეცნიერული პუბლიკაციების ანალიზი, საქართველო და იმერეთის რეგიონი“16. ანგარიშში განხილულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში („საქპატენტი“) არსებული პატენტები და საქართველოში შექმნილი სამეცნიერო პუბლიკაციები. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ანალიზთან ერთად, ყურადღება დაეთმო საქართველოს იმერეთის რეგიონში შექმნილ პატენტებსა და პუბლიკაციებს.

იმერეთის რეგიონთან დაკავშირებული აღნიშნული ანგარიშის შედეგების მიხედვით:

ისევე როგორც მთლიანად საქართველოს, იმერეთს აქვს პატენტებისა და პუბლიკაციების დიდი რაოდენობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, ფიზიკა და საკვების დამზადება. თუმცა განსხვავებით საქართველოს საერთო მაჩვენებლისგან, იმერეთში საგრძნობლად მაღალია საკვების დამზადებასთან დაკავშირებული ინოვაციების რაოდენობა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პატენტების რაოდენობა. პატენტები, უმეტესად, განეკუთვნება ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა საკვები, საკვების ინგრედიენტები, უალკოჰოლო სასმელები; ყავა, ჩაი, მათი შემცვლელები, მათი წარმოება, მომზადება ან ნაყენები; ასევე პრეპარატები სამედიცინო, სტომატოლოგიური და სანიტარიული მიზნებისათვის.

გრაფიკი 1: იმერეთში გაცემულ პატენტებზე მინიჭებული ყველა NACE კოდი

წყარო: „პატენტებისა და სამეცნიერო პუბლიკაციების ანალიზი: საქართველო - იმერეთი“

რეგიონში პუბლიკაციების ყველაზე გავრცელებული კატეგორიებია ფიზიკა, მათემატიკა, იმუნოლოგია და ალერგოლოგია, განსხვავებით ქვეყნისგან, სადაც სამეცნიერო აკადემიურ პუბლიკაციებში ფოკუსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგებზეა.

გრაფიკი 2: იმერეთის აკადემიური პუბლიკაციების ანალიზი

წყარო: „პატენტებისა და სამეცნიერო პუბლიკაციების ანალიზი: საქართველო - იმერეთი“

3.2.3. ჩაღრმავებული ხარისხობრივი კვლევა (თვისებრივი ანალიზი, სტრუქტურიზებული ინტერვიუები)

ჩაღრმავებული ხარისხობრივი კვლევისას ჩატარდა იმერეთის რეგიონის სიღრმისეული კვლევა „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ იმედისმომცემ პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმედისმომცემი პრიორიტეტული მიმართულებების (დომეინების) შემოწმებასა და დასაბუთებას, რაოდენობრივი ანალიზისა და წინასწარ ჩატარებული განხილვების საფუძველზე. ინტერვიუები ჩატარდა თითოეულ წინასწარ იდენტიფიცირებულ „ჭკვიან დომეინში“ და ისეთ დაკავშირებულ მხარეებთან, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების სექტორი, სხვადასხვა დონის საჯარო სექტორი, აკადემიური წრეები (უნივერსიტეტები და მკვლევრები) და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები.

ცხრილი 2. ჩაღრმავებული ხარისხობრივი კვლევის ჩასატარებლად წინასწარ იდენტიფიცირებული „ჭკვიანი დომეინები“

წინასწარ იდენტიფიცირებული „ჭკვიანი დომეინები“ შესაბამისი NACE
1 ლითონების და მადნების მოპოვება-წარმოება 27.1, 13.2
2 ხე-ტყის და ხის ნაკეთობათა წარმოება 20.0, 20.1
3 ხორცისა და ხორც-პროდუქტების, წყლისა და მინერალური წყლის წარმოება 15.0, 15.1, 15.9 (11)
4 ადგილობრივ ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურებები, სასტუმროები და განთავსების მსგავსი ობიექტები 55.1
5 საბითუმო ვაჭრობა არასასოფლო-სამეურნეო შუალედური პროდუქტებით და სხვა სპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა 51.5
6 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები 01
7 ტანსაცმლის წარმოება 18.2, 14.1, 14.3
8 მანქანა/დანადგარების და ელექტრომოწყობილობების/აპარატურის წარმოება 29.0, 31.0

კვლევის შედეგად შესწავლილი იქნა შემდეგი საკითხები:

  • მიმართულებაში (დომეინში) არსებული მდგომარეობა: წარმატების მიზეზები, ძლიერი მხარეები, პრობლემები და გამოწვევები; მთავარი მოქმედი პირები და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები; მცირე და საშუალო ზომის კომპანიების როლი; ღირებულებათა ჯაჭვი; პანდემიის გავლენა.

  • სამომავლო გეგმები, გამოწვევები და შესაძლებლობები: უნარები, რომლებიც განვითარებას საჭიროებს.

  • ტექნოლოგიების გამოყენება და თანამშრომლობისა და ტექნოლოგიების გადაცემის პერსპექტივა: მიმართულების (დომეინის) ინოვაციური ტენდენციები; სხვა წინასწარ იდენტიფიცირებული „ჭკვიანი დომეინები“, რომლებთანაც შეიძლება თანამშრომლობა; ინფორმირებულობა S3-ის შესახებ; სამომავლო როლის ხედვა; მომავალი თანამშრომლობის სურვილი; წინასწარ იდენტიფიცირებული რვა „ჭკვიანი დომეინის“ პერსპექტივები.

კვლევამ აჩვენა, რომ წინასწარ იდენტიფიცირებულ „ჭკვიან დომეინებში“ შემავალი კომპანიების უმეტესობა, ძირითადად, არ სარგებლობს ღირებულებათა ჯაჭვის ადგილობრივი კომპონენტებით. ღირებულებათა ჯაჭვის დიდი კომპანიების (მიწოდების კომპონენტი) უმეტესობა, რვავე წინასწარ იდენტიფიცირებულ „ჭკვიან დომეინში“, სცდება იმერეთის რეგიონის და საქართველოს საზღვრებს. ადგილობრივად შეიძლება მხოლოდ შედარებით უმნიშვნელო რესურსებისა და მასალების შეძენა და ამით, უმეტესად, მცირე კომპანიები სარგებლობენ. შესწავლილ მიმართულებებში, მცირე ზომის საწარმოები, წარმოების უმეტეს ნაწილს წარმოადგენენ და მათი როლიც მნიშვნელოვანია. დიდი კომპანიები დომინირებენ მხოლოდ მადნის მოპოვებისა და ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების მიმართულებებში.

ტექნოლოგიური განვითარება მნიშვნელოვანია ყველა წინასწარ იდენტიფიცირებული „ჭკვიანი დომეინისთვის“, მაგრამ მათ არა აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები და ტექნოლოგიური გაუმჯობესებისთვის საჭირო ცოდნა. საწარმოებს სჭირდებათ არა მარტო მანქანა-დანადგარების, აღჭურვილობის და ტექნოლოგიების, არამედ წარმოების პროცესებისა და მეთოდების განახლებაც. ყველა მიმართულება (დომეინი) აღნიშნავდა სახელმწიფოს მხარდაჭერის აუცილებლობას კომპანიებისთვის ახალი ტექნოლოგიების განვითარების, მანქანა-დანადგარების შეძენის, წარმოების გაფართოებისა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

წინასწარ იდენტიფიცირებულ „ჭკვიან დომეინებში“ ადგილი აქვს გარკვეულ ინოვაციებს და ეს ეხება მარკეტინგს, დიზაინსა და შენახვას. ინოვაციების დანერგვას ხელს უშლის ფინანსური რესურსებისა და განათლების უკმარისობა. ძალიან მცირეა კვლევა-განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობა წინასწარ იდენტიფიცირებულ მიმართულებებში. არ გამოიკვეთა ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები კვლევით დაწესებულებებთან. ზოგიერთი აქტორი არასწორად უწოდებს თავის საქმიანობას კვლევა-განვითარებას. არ არსებობს თანამშრომლობა სასწავლო და კვლევით სექტორებთან. კერძო კომპანიები არ იყენებენ სასწავლო სექტორში არსებულ შესაძლებლობებს. სამეცნიერო სექტორი არ არის მზად თავისი მომსახურება შესთავაზოს ბიზნესს. წინასწარ იდენტიფიცირებულ მიმართულებებში დაბალია პატენტების რეგისტრირებისა და გამოყენების დონე.

კავშირი წინასწარ იდენტიფიცირებულ „ჭკვიან დომეინებს“ შორის ძირითადად სუსტია. წინასწარ იდენტიფიცირებული „ჭკვიანი დომეინების“ წარმომადგენლებს მართებულად მიაჩნდათ მათი დომეინი რეგიონისთვის პრიორიტეტულად. ამასთან, „ჭკვიანის“ პოტენციალის მქონე სხვა სექტორებიც დასახელდა შესაძლო პრიორიტეტებად რეგიონისთვის, მათ შორის: ფეხსაცმლის წარმოება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, ავეჯის წარმოება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა.

ქვემოთ ცხრილში თავმოყრილია მიმართულებების (დომეინების) შეფასების შედეგები განვითარების პოტენციალის, კვლევა-განვითარების საქმიანობის, საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობის, ინოვაციებთან დაკავშირებული ტენდენციებისა და ექსპორტის პოტენციალის თვალსაზრისით.

ცხრილი 3. მიმართულებების (ე.წ. დომეინების) მთავარი დამახასიათებელი ნიშნები

N

მიმართულება

(დომეინი)

განვითარების პოტენცი-ალი17 კვლევა-განვითა-რება18 თანამშრომლობა საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან19 ინოვაციებთან დაკავშირებული ტენდენციები20 ექსპორტის პოტენცი-ალი21 კავშირი სხვა დომეინებთან22
1 ლითონებისა და მადნების მოპოვება-წარმოება საშუალო მაღალი მაღალი მაღალი მაღალი 2
2 ხე-ტყის და ხის ნაკეთობების წარმოება მაღალი საშუალო საშუალო საშუალო მაღალი 1, 5
3 ხორცისა და ხორც-პროდუქტების, წყლისა და მინერალური წყლის წარმოება დაბალი მაღალი საშუალო საშუალო საშუალო 4, 5, 6, 8
4 ადგილობრივი ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, სასტუმროები და განთავსების მსგავსი ობიექტები საშუალო საშუალო მაღალი დაბალი დაბალი 2, 3, 6, 7, 8
5 საბითუმო ვაჭრობა არასასოფლო-სამეურნეო შუალედური პროდუქციით და სხვა სპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა დაბალი საშუალო დაბალი დაბალი დაბალი 6
6 სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები დაბალი მაღალი საშუალო მაღალი მაღალი 2, 4, 8
7 ტანსაცმლის წარმოება საშუალო დაბალი საშუალო დაბალი საშუალო 4, 5
8 მანქანა-დანადგარების და ელექტრომოწყობილობების/აპარატურის წარმოება. დაბალი საშუალო საშუალო დაბალი მაღალი 2, 3, 4, 5

ჩაღრმავებული ხარისხობრივი კვლევისას მიღებული შედეგების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ:

  • რეგიონში მანქანა-დანადგარების და ელექტრომოწყობილობების/აპარატურის მიმართულებაში არ არის საკმარისი რაოდენობის კომპანიები სამეწარმეო აღმოჩენის პროცესისთვის.

  • „საბითუმო ვაჭრობა არასასოფლო-სამეურნეო შუალედური პროდუქციით, სხვა სპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა“ მიმართულების (დომეინის) ინოვაციური და საექსპორტო პოტენციალი, მისი თანამშრომლობა საგანმანათლებლო და კვლევა-განვითარების დაწესებულებებთან ძალიან სუსტია და ეს მიმართულება ვერ იქნება „ჭკვიან დომეინი“ იმერეთის რეგიონისთვის.

  • „ადგილობრივი ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, სასტუმროები და განთავსების მსგავსი ობიექტების“ მიმართულება (დომეინი) სხვა წინასწარ იდენტიფიცირებულ მიმართულებებს შორის მაღალი პრიორიტეტის მქონეა რეგიონისთვის. მაგრამ მისი წილი იმერეთის ეკონომიკაში უმნიშვნელოა, ინოვაციის ტენდენციები სუსტია და უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოსალოდნელი არ არის.

  • „ლითონებისა და მადნების მოპოვება-წარმოების“ მიმართულებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეგიონის ეკონომიკაში. ამ სფეროში დიდი რაოდენობის ბიზნესები მუშაობენ. შესაძლებელია არსებული ბიზნესების გაფართოება და ახალი ბიზნესების დაფუძნება. აღნიშნულ მიმართულებას ახასიათებს კვლევა-განვითარებასთან დაკავშირებული შედარებით მაღალი დონის საქმიანობა, თანამშრომლობა საგანმანათლებლო და კვლევა-განვითარების დაწესებულებებთან, ინოვაციური ტენდენციები და ექსპორტის პოტენციალი.

  • იმერეთისთვის ტრადიციულ მიმართულებას წარმოადგენს „ხე-ტყის და ხის ნაკეთობების წარმოება“. წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის და მასზე ასევე დიდია მოთხოვნა ადგილობრივი ბიზნესების მხრიდან. ამ სფეროს აქვს ინოვაციების გაძლიერების პოტენციალი. თუმცა, ზემოაღნიშნული კვლევის მიხედვით, არსებობს რისკი რომ ტყის მასივების შენარჩუნების შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების შედეგად შესაძლოა შემცირდეს ამ სფეროში მომუშავე კომპანიების რაოდენობა და ეს იქცეს მიმართულების პრიორიტეტიზაციის შემაფერხებელ ფაქტორად.

  • კვლევა-განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ინოვაციათა ტენდენციები მიმართულებაში – „ხორცისა და ხორცპროდუქტების, წყლისა და მინერალური წყლის წარმოება“, უმეტესად, მსხვილ ბიზნესებში ხორციელდება. ამ სფეროში კომპანიების რაოდენობის გაზრდა და არსებული კომპანიების გაფართოების შესაძლებლობა შეზღუდულია, რის გამოც მხოლოდ ამ მიმართულების ჩართვა დაგეგმვის დოკუმენტში პრობლემატურია.

  • მიმართულება – „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები“ ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია მასში შემავალი სექტორებისა და წარმოებული პროდუქციის მიხედვით. კერძოდ, მწვანილისა და ბოსტნეულის წარმოება ყველაზე იმედის მომცემია შესწავლილ სექტორებს შორის. ამასთან, ამ ეტაპზე დიდ კომპანიებს აქვთ ინოვაციური ტენდენციები და ექსპორტის პოტენციალი, ახორციელებენ კვლევა-განვითარებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს.

  • იმერეთის რეგიონს ტანსაცმლის წარმოების დიდი ისტორია აქვს და ამ მიმართულებას ზრდის პოტენციალი გააჩნია. ამჟამად იგი ფოკუსირებულია დიდ შეკვეთებზე გლობალური კონტრაქტორი კომპანიებისგან. კვალიფიციური და იაფი მუშახელი წარმატების გასაღებია ასეთი სამკერვალო ფაბრიკებისთვის. ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობას მცირე სამკერვალოებიც ხედავენ. აღნიშნულ მიმართულებაში საწყის საფეხურზეა ინოვაციური ტენდენციები და კვლევა-განვითარება. კომპანიების რაოდენობა დიდი არაა.

ჩაღრმავებული კვლევიდან გამომდინარე, სხვებთან შედარებით, ყველაზე იმედის მომცემ და პრიორიტეტის მქონე „ძლიერ“ მიმართულებად და ქვემიმართულებებად გამოიკვეთა შემდეგი: ლითონებისა და მადნების მოპოვება-წარმოება; ხეტყის და ხის ნაკეთობების წარმოება; ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოება; მწვანილისა და ბოსტნეულის წარმოება; ტანსაცმლის წარმოება. ამასთან, კვლევამ ანახა: დომეინისთვის „ხე-ტყის და ხის ნაკეთობების წარმოება“ ავეჯის წარმოების სექტორის და დიზაინის მიმართულების დამატების საჭიროება, რათა საპსთვის შექმნილიყო ბიზნესების კრიტიკული რაოდენობა; სექტორები „ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება“, „მწვანილისა და ბოსტნეულის წარმოება“ და კვების მიმართულება სასტუმროებსა და განთავსების მსგავს ობიექტებში დაჯგუფების შესაძლებლობა ერთიან დომეინად „კვების პროდუქტების წარმოება“; დომეინის „ტანსაცმლის წარმოების“ გაერთიანების შესაძლებლობა იმერეთში განვითარებულ ტყავისა და ფეხსაცმლის წარმოებასა და ავეჯისთვის საჭირო ქსოვილების ნაწარმის წარმოებასთან დომეინად: „ტანსაცმლის, ტყავის, ფეხსაცმლისა და ქსოვილების წარმოება“. საბოლოოდ, ჩაღრმავებული ხარისხობრივი კვლევის საფუძველზე, დაჯგუფების და დასახელებების დაზუსტების შედეგად, იმერეთის რეგიონისთვის პერსპექტიულ პრიორიტეტულ მიმართულებებად (ე.წ. დომეინები) საპ-ისთვის განისაზღვრა შემდეგი:

  • ლითონებისა და მადნების მოპოვება-წარმოება. კერძოდ, გაერთიანებულია შემდეგი ქვესექტორები: რკინის, ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოება, ფერადი ლითონების მადნის მოპოვება, გარდა ურანისა და თორიუმის მადნისა, ლითონების ჩამოსხმა.

  • ხე-ტყის, ხის ნაკეთობებისა და ავეჯის წარმოება. კერძოდ, გაერთიანებულია შემდეგი ქვესექტორები: ხის მასალისა და ხის ნაკეთობებისა და კორპის, ავეჯის წარმოება; ჩალის ნაკეთობებისა და საწნავი მასალების წარმოება; ხის ხერხვა და რანდვა; ხის გაჟღენთვა; ხის პროდუქტების დიზაინი.

  • აგრობიზნესი და ხორცის დამუშავება. კერძოდ, გაერთიანებულია შემდეგი ქვესექტორები: ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, დამუშავება და შენახვა; მწვანილი და ბოსტნეული.

  • ტანსაცმლის, ტყავის, ფეხსაცმლისა და ქსოვილების წარმოება. კერძოდ, გაერთიანებულია შემდეგი ქვესექტორები: ტანსაცმლის, გარდა ბეწვის ტანსაცმლის წარმოება; ჩხირებით და ყაისნაღით ნაქსოვი ტანსაცმლის წარმოება; ტყავის, ფეხსაცმლისა და ქსოვილების წარმოება.

3.2.4. „სამეწარმეო აღმოჩენის პროცესი“ (საპ)

იმერეთის საპ-ით ეროვნული და რეგიონული ჭკვიანი სპეციალიზაციის გუნდები, მიზნად ისახავდნენ რეგიონის უნიკალური ძლიერი მხარეების და ინოვაციის პოტენციალის იდენტიფიცირებას და პრიორიტეტიზაციას. მასში ჩართული იყვნენ რეგიონის დაინტერესებული მხარეები, მათ შორის მეწარმეები, სამეცნიერო წრეები, სხვადასხვა დონის ხელისუფლების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება. ისინი ერთობლივად განსაზღვრავდნენ რეგიონის ზრდისა და განვითარების პრიორიტეტებს, რომლებიც ხელს უწყობს ინოვაციას, მეწარმეობას და კონკურენტუნარიანობას.

საპ-ის პროცესმა მოიცვა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის კონსულტაციები, სამუშაო სესიები და გამოკითხვები რეგიონის ძირითადი ეკონომიკური აქტივებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად, მონაცემთა და ტენდენციების ანალიზი. ჩაღრმავებული ინტერვიუების საფუძველზე გამოვლინდნენ ძირითადი დაინტერესებული მხარეები, რომლებიც მოწვეული უნდა იქნენ სამუშაო ჯგუფებში საპ-ის განმავლობაში. საპ-ის სამუშაო შეხვედრებში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შეხვედრები ჩატარდა მიმართულებების მიხედვით. თითოეული მიმართულების მიხედვით, საპ-ის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეების ნახევარზე მეტს შეადგენდნენ ბიზნესის, ბიზნესგაერთიანებების, მეცნიერების და მოქალაქეების/სსო-ების წარმომადგენლები. ამით უზრუნველყოფილი იქნა ე.წ. „ქვემოდან ზევით დაგეგმვის მიდგომის“ გამოყენება, დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობა, მათი ერთობლივად მუშაობა რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის საერთო მიზნების მიღწევაზე. შეხვედრები ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში: რეგიონული აქტორები შეხვედრებში ძირითადად მონაწილეობდნენ ფიზიკურად, ეროვნული სტრუქტურების წარმომადგნელები კი ფიზიკურად და ონლაინ.

ცხრილი 4. ჩატარებული საპ-ის შეხვედრების გრაფიკი

შეხვედრები და შედეგები შეხვედრა 1: სამუშაო ჯგუფის მუშაობის შეთანხმებული წესები. SWOT-ის პირველი პროექტი

შეხვედრა 2:

SWOT პრიორიტეტული მიმართულებისთვის. მიმართულების (დომეინის) დასახელება, მოკლე აღწერა

შეხვედრა 3:

შეთანხებული ხედვა

შეხვედრა 4: ინსტრუმენტების ჩამონათვალი
საწყისი კონფერენცია 2022, მაისი 31
მიმართულება 1: ლითონის მადნების მოპოვება, ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 2022, ივნისი 1 2022, ივნისი 9 2022, ივნისი 16 2022, ივნისი 23
მიმართულება 2: ხე-ტყის დამუშავება, ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოება 2022, ივნისი 2 2022, ივნისი 10 2022, ივნისი 17 2022, ივნისი 24
მიმართულება 3: კვების ინდუსტრია 2022, სექტემბერი 22 2022, სექტემბერი 29 2022, ოქტომბერი 7 2022, ოქტომბერი 12
მიმართულება 4: ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტყავის ნაკეთობათა წარმოება 2022, სექტემბერი 23 2022, სექტემბერი 30 2022, ოქტომბერი 7 2022, ოქტომბერი 13

საპ-ის შეხვედრების დროს, SWOT-თან, ხედვასთან და პრიორიტეტული მიმართულებების პოლიტიკის კომპონენტებთან (policy mix) ერთად, დაზუსტდა: პრიორიტეტული მიმართულებების სახელების ფორმულირებები შესაბამისი აღწერებით; სახელმწიფო უწყებების ხელმისაწვდომი, პრიორიტეტულ მიმართულებებში განვითარების აქტორების მხარდასაჭერი დაგეგმილი და შესაძლო ინსტრუმენტები და აქტივობები.

3.2.5. საბოლოო გადაწყვეტილება პრიორიტეტულ მიმართულებებზე

საპ-ის შედეგად პრიორიტეტულ მიმართულებებად შერჩეულ იქნენ შემდეგი მიმართულებები (დომეინები) და ისინი განიმარტა შემდეგნაირად:

პრიორიტეტული მიმართულება 1: ლითონის მადნების მოპოვება, ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება:

რკინის მადნების მოპოვება; ფერადი ლითონის მადნების მოპოვება, გარდა ურანისა და თორიუმის საბადოებისა; ძირითადი ლითონების წარმოება (ძვირფასი ლითონების წარმოება, ალუმინის წარმოება; სპილენძის წარმოება; სხვა ფერადი ლითონების წარმოება; ლითონების ჩამოსხმა; თუჯის ჩამოსხმა; ფოლადის ჩამოსხმა; მსუბუქი ლითონების ჩამოსხმა); ლითონის მზა ნაწარმის წარმოება, მანქანების და მოწყობილობების გარდა (ლითონის სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება; იარაღის და საბრძოლო მასალების წარმოება; ლითონის ჭედვა, წნეხა, შტამპვა და გლინვა; ფხვნილოვანი მეტალურგია; ლითონის დამუშავება და დაფარვა; მანქანათმშენებლობის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები; დანისებრი ნაკეთობების, ინსტრუმენტების და ზოგადი დანიშნულების კავეულის წარმოება; მავთულის ნაწარმის, ჯაჭვების და ზამბარების წარმოება; სამაგრების და ხრახნსაჭრელი ჩარხების ნაკეთობების წარმოება; ლითონის სხვა მზა ნაკეთობების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველის); ლითონის მადნების მოპოვება, ურანის და თორიუმის მადნების მოპოვების გარდა; თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება; ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება; სხვა პროდუქტების წარმოება ფოლადის პირველადი დამუშავების გზით; იზოლირებული გამტარების და კაბელების წარმოებას, ფოლადის, სპილენძის და ალუმინისაგან; საბითუმო ვაჭრობა ლითონებით და ლითონის მადნებით; საბითუმო ვაჭრობა რკინა-კავეულით, წყალგაყვანილობის და გასათბობი მოწყობილობებით და ინვენტარით; საბითუმო ვაჭრობა ნარჩენებით და ჯართით; ქვანახშირის მოპოვება; ნედლი ნახშირის და ლიგნიტის ფისების წარმოებას; ქვანახშირის და ლიგნიტის ბრიკეტების წარმოებას; ქვანახშირის ფისის დისტილირება/გამოხდა, გამოხდით გაწმენდა (სითხისა); გააქტიურებული ნახშირის წარმოება; ნახშირის და გრაფიტის ბოჭკოს და პროდუქტების წარმოება; ნახშირის ასფალტის სქელფისის, ნახშირის და გრაფიტის ელექტროდების, კონტაქტების და ნახშირის და გრაფიტის სხვა ელექტრული პროდუქტების წარმოება; ნახშირის და გრაფიტის შუასადებების წარმოება; საბითუმო ვაჭრობა ქვანახშირით; საცალო ვაჭრობა ნახშირით.

პრიორიტეტული მიმართულება 2: ხე-ტყის დამუშავება, ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოება:

ხე-ტყის დამზადება; ხის და კორპის ნაწარმის წარმოება, ავეჯის გარდა; ნაკეთობების წარმოება ჩალის და წნული მასალებისაგან (ხის ხერხვა და რანდვა; პროდუქციის წარმოება ხის, კორპის, ჩალის და წნული მასალებისაგან; შპონის ფურცლების და ხის პანელების წარმოება; ასაწყობი იატაკის საფარების წარმოება; მშენებლობაში გამოსაყენებელი სხვა სახუროო და სადურგლო ნაკეთობების წარმოება; ხის ტარის წარმოება; ხის სხვა პროდუქტების წარმოება; ნაკეთობების წარმოება კორპის, ჩალის და წნული მასალებისაგან); ავეჯის წარმოება (საოფისე და სამაღაზიო ავეჯის წარმოება; სამზარეულო ავეჯის წარმოება; სხვა ავეჯის წარმოება); ავეჯით, საყოფაცხოვრებო საქონლით, რკინა-კავეულით და რკინის სხვა წვრილმანით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა; საბითუმო ვაჭრობა ავეჯით, ხალიჩებით და მოწყობილობებით; საბითუმო ვაჭრობა საოფისე ავეჯით; საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით; საცალო ვაჭრობა ავეჯით, სანათი მოწყობილობებით და სხვა საყოფაცხოვრებო საკუთნოებით სპეციალიზებულ მაღაზიებში; საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ავეჯით; ავეჯის რესტავრირება; ავეჯის და საოჯახო საკუთნოების რემონტი; სპეციალიზებული დიზაინერული საქმიანობები.

პრიორიტეტული მიმართულება 3: კვების ინდუსტრია (მ.შ. აგრობიზნესი, ხორცის გადამუშავება, ჰორეკას სექტორი):

ფოთლოვანი და ღეროვანი ბოსტნეულის მოყვანა; ბაღჩეული კულტურებისა და ბოსტნეულის მოყვანა; ძირხვენების, ბოლქვების და ტუბერების მოყვანა; სოკოს მოყვანა; კენკროვნების მოყვანა: ლურჯი მოცვი, ჟოლო, მარწყვი; მრავალწლიანი და ერთწლიანი საკაზმ-სანელებლების, სუნელ-სანელებლების და არომატული კულტურების (წიწაკა (პიპერ სოპ.), პაპრიკა (ცაპსიცუმ სოპ.), დაფნა) მოყვანა; არომატული სუნელების: რეჰანის, მიხაკის; ფარმაცევტული (სამკურნალო დანიშნულების) კულტურების მოყვანა-შეგროვება; ხორცის პროდუქტების წარმოება; მაწვნის, არაჟნის, ყველისა და ნადუღის წარმოება; საკვების მიწოდება ღონისძიებებისათვის; საკვებით მომსახურების საქმიანობები.

პრიორიტეტული მიმართულება 4: ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტყავის ნაკეთობათა წარმოება:

ტრიკოტაჟის ქსოვილების წარმოება; საბნების წარმოება; ლოგინის, მაგიდის, ტუალეტის და სამზარეულოს თეთრეულის წარმოება; ბუმბულის და დალიანდაგებული საბნების, ბალიშების, პუფების და მისთანების წარმოება; შტორების, ფარდების, საწოლის გადასაფარებლების, ავეჯისა და მოწყობილობების შალითების და მისთანების წარმოება; ტენტების, ავტომობილების შალითების წარმოება; სამაშველო ჟილეტების წარმოება; გობელენების წარმოება; ხალიჩების, ფარდაგების და ჭილოფების, საგებების, იატაკის ქეჩის საფარების წარმოება; უქსოვადი ნაწარმის წარმოება; დამუშავებული ან გაჟღენთილი ქსოვილების მუშამბის და მსგავსი მკვრივი ტექსტილის ქსოვილების, წებოვანი ან ემულსიური ნივთიერებებით დაფარული ქსოვილების წარმოება; ქეჩის და ფეტრის წარმოება; ბადისებრი ქსოვილების, მაქმანების ან ნაქარგების წარმოება; ტანსაცმლის წარმოება ტყავის ან კომპოზიციური ტყავისაგან, ტყავის სამუშაო ტანსაცმლის, აქსესუარების ჩათვლით, როგორიცაა შემდუღებლის ტყავის წინსაფრები; სპეცტანსაცმლის წარმოება; პალტოების, კოსტუმების, ჟაკეტების, შარვლების, ქვედაბოლოების და ა.შ.; ქვედა და ღამის საცვლების წარმოება ნაქსოვი ან ტრიკოტაჟის ქსოვილებისაგან, მაქმანებისაგან და მისთ. კაცის, ქალისა და ბავშვისათვის; ჩვილი ბავშვისათვის ტანსაცმლის წარმოება; სპორტული, სათხილამურო, საცურაო კოსტუმების და მისთ. წარმოება; თავსაბურავების წარმოება; ტანსაცმლის სხვა აქსესუარების წარმოება: ხელთათმანების, ქამრების, სარტყელების, ყელსახვევების, ჰალსტუხების, შარფების, თმის ბადურების და მისთანები; ფეხსაცმლის წარმოება ტექსტილის მასალებისაგან, მიკრული ძირის გარეშე; ისეთი ნაქსოვი ან ტრიკოტაჟის ტანსაცმლის და სხვა მზა ნაწარმის წარმოება, როგორიცაა პულოვერები, ჯემპრები, კარდიგანები, კოფტები, ჟილეტები და მსგავსი ნაკეთობები; ტყავის თრიმვლა და გამოქნა; ბეწვეულის გამოქნა და ღებვა; საბარგო ჩანთების, ხელჩანთების და მისთ., სასარაჯო-საუნაგირო ნაკეთობების წარმოება; ფეხსაცმლის წარმოება; ქირურგიული მოსასხამების, სტერილური ბინტების და ხელსახოცების წარმოება; უსაფრთხოების დამცავი საშუალებების: ცეცხლგამძლე და დამცავი ტანსაცმლის წარმოება.

3.3. საპ-ის მიერ გამოვლენილ პრიორიტეტულ მიმართულებებში არსებული მდგომარეობა

პრიორიტეტებად შერჩეული მიმართულებები (დომეინები) მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონისთვის. მათ განსხვავებულად განიცადეს პანდემიის გავლენა.

3.3.1. ლითონის მადნების მოპოვება, ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება

ჭიათურა საქართველოსა და მსოფლიოში მანგანუმის ერთ-ერთი უდიდესი საბადოა, სადაც შეფასების თანახმად, მოიპოვება 239 მლნ ტონა მანგანუმის მადანი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 26-პროცენტიან მანგანუმის ლითონს. რეგიონისა და ქვეყნისთვის ფეროშენადნობთა წარმოება პრიორიტეტული და ტრადიციული, ზრდის პოტენციალის მქონე სექტორია. იმერეთში წარმოებული ფეროშენადნობები ორჯერ მეტი რაოდენობით იქნა ექსპორტირებული 2021 წელს 2019 წელთან შედარებით, ხოლო ექსპორტირებული ფეროშენადნობების ფასი სამჯერ და უფრო მეტად გაიზარდა. მიმართულების (დომეინის) ექსპორტი გადის როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ექსპორტის მოცულობის გაზრდა შესაძლებელია, თუ განვითარდება აუცილებელი ინფრასტრუქტურა და პროდუქცია დააკმაყოფილებს უფრო მაღალ სტანდარტებს.

სურ. 1. ლითონების და მადნების მოპოვება-წარმოების დომეინის იმ კომპანიების ექსპორტი, რომლებიც რეგისტრირებული არიან იმერეთში, ათასი აშშ დოლარი
Icon Description automatically generated with medium confidence
წყარო: საქსტატი

ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებით დაკავებული კომპანიის აზრით, მოპოვება შეიძლება შეწყდეს ათ წელიწადში, თუმცა დღეს ტყიბულის ქვანახშირი ერთადერთია კავკასიაში და მასზე მაღალია მოთხოვნა.

მადნის მომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანიები რეგიონის უდიდეს დამქირავებელთა რიცხვში არიან. 2020 წელს ბიზნესში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 57% სწორედ ამ დომეინებში მუშაობდა. კვალიფიკაციის უკმარისობა გავლენას ახდენს ყველა ზომისა და ყველა სექტორის ბიზნესზე. მთავარი გამოწვევებია სათანადო სასწავლო დაწესებულებების არარსებობა, დასაქმებული თანამშრომლების მაღალი ასაკი და ახალგაზრდების არასაკმარისი დაინტერესება შესაბამისი პროფესიებით.

დოკუმენტის „საქართველოში ჭკვიანი სპეციალიზაციის კარტირება: იმერეთის რეგიონის ეკონომიკური და საინოვაციო პოტენციალი“23 თანახმად, მადნის მოპოვებასა და კარიერში მუშაობას სტატიკური ეკონომიკური პოტენციალი აქვს.

დომეინში საკმარისია სამეწარმეო აღმოჩენის პროცესისთვის საჭირო კომპანიების რაოდენობა. ამასთან, დომეინი გაფართოების შესაძლებლობას იძლევა, როგორც მცირე ზომის საწარმოებისთვის, ასევე დიდი კომპანიებისთვის. ბუნებრივი რესურსების მოპოვება და დამუშავება ხორციელდება საშუალო და დიდი ბიზნესების ძალებით. მცირე ბიზნესები აწარმოებენ ლითონის პროდუქციას, მაგრამ მათ ასევე აქვთ გაფართოების შესაძლებლობა პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის შედეგად. დომეინი აწარმოებს ფართო ასორტიმენტის ლითონის პროდუქციას, მათ შორის ფეროშენადნობებს, ქვანახშირს, ლითონის კონსტრუქციებს, გაბიონებს და სხვ. კომპანიებმა ინვესტირება განახორციელეს გამამდიდრებელ ქარხანაში, დანადგარებსა და აღჭურვილობაში. ლითონის პროდუქციის მწარმოებლები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს იყენებენ.

დომეინში არის რეგიონსა და თბილისში საგანმანათლებლო და კვლევა-განვითარების დაწესებულებებთან თანამშრომლობის მაგალითები. დომეინში მოქმედი კომპანიები თანამშრომლობენ ან თანამშრომლობის პოტენციალს ხედავენ შემდეგ უნივერსიტეტებთან: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

არსებობს სექტორული თანამშრომლობის მაგალითები, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს S3-ის პროცესის ხელშეწყობისთვის. დომეინი მზადაა, დაეხმაროს დაგეგმვის დოკუმენტზე მომუშავე გუნდებს სხვა დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირებისა და ჩართვის საკითხებში მისი განხორციელების დროს. ასევე არსებობს თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან, თუმცა საჭიროა ამ ურთიერთობების გაღრმავება. სირთულეები დომეინში კვალიფიციურ მუშახელს უკავშირდება.

მსხვილ ბიზნესებთან შედარებით მცირე ბიზნესები პანდემიის შედეგად სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ამასთან, შედარებით მეტი გამოწვევები შეექმნათ ლითონის მწარმოებლებს, ვიდრე მადნის მომპოვებელ კომპანიებს.

დომეინში არსებული ღირებულებათა ჯაჭვები სცდება რეგიონის საზღვრებს.

3.3.2. ხე-ტყის დამუშავება, ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოება

ექსპორტის პოტენციალის მქონე ხე-ტყის მწარმოებელი კომპანიების არსებობა რეგიონში და, ასევე, ხის ნაკეთობათა მწარმოებელი ისეთი კომპანიების არსებობა, რომლებიც მრავალფეროვნებას სძენენ თავიანთ პროდუქციას და აფართოებენ მუშაობის არეალს მნიშვნელოვანი ფაქტორია დომეინის მომავალი წარმატებისთვის. ავეჯის ექსპორტი 2021 წელს 2020 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. ხის ნაკეთობათა მწარმოებელი კომპანიები, თუ მათ ექნებათ საჭირო დანადგარები, მზად არიან გაყიდვების გასაფართოებლად საქართველოს სხვა რეგიონებსა და უცხოეთში. დომეინი წარმოადგენს რეგიონის ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელს.

სურ. 2. ხის მასალისა და ხის ნაკეთობების წარმოების დომეინის იმ კომპანიების ექსპორტი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან იმერეთში, ათასი აშშ დოლარი
Chart, bar chart Description automatically generated
წყარო: საქსტატი

მცირე ზომის საწარმოებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ დომეინისთვის. მათი უმეტესობა დაკავებულია ხის ნაკეთობათა და ავეჯის წარმოებით, ხე-ტყის წარმოებას კი საშუალო და მსხვილი ბიზნესი ახორციელებს. დომეინისთვის მთავარი გამოწვევაა თანამშრომლების კვალიფიკაცია, მათი ასაკი, მოძველებული მანქანა-დანადგარები და ხე-ტყის წარმოების სექტორთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილება კომპანიების სათანადოდ გაფრთხილების გარეშე. კომპანიების ნაწილი სარგებლობს სახელმწიფო ან დონორთა დახმარების პროგრამების მხარდაჭერით, თუმცა თანამედროვე დანადგარების შეძენისთვის ისინი დამატებით ფინანსებს საჭიროებენ.

დომეინში არიან კომპანიები, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ პროდუქციას და/ან ახორციელებენ ხის კომბინირებას სხვა პროდუქციასთან, როგორიცაა, მაგალითად, ლითონის ნაკეთობები. დომეინში კვლევა-განვითარების სფეროში არ არსებობს თანამშრომლობა სამეცნიერო, კვლევით თუ სასწავლო დაწესებულებებთან და მხოლოდ ახლა იწყება თანამშრომლობა საგანმანათლებლო და კვლევა-განვითარების დაწესებულებებთან.

დომეინის კომპანიები თანამშრომლობენ მადნის მოპოვებისა და ლითონის პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებთან. საპ-ის მიმდინარეობისას, მათი მხრიდან გამოითქვა აქტიური ჩართულობის მზაობა რეგიონის ჭკვიანი სპეციალიზაციის დოკუმენტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში.

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სახელმწიფო რეგულაციების და კრიზისისა, დომეინი ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას იმერეთში. დომეინის მნიშვნელობა რეგიონისთვის აღინიშნა ანგარიშში „ჭკვიანი სპეციალიზაციის კარტირება საქართველოში: იმერეთის ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალი“24.

ამ ეტაპზე დომეინის კომპანიების ღირებულებათა ჯაჭვები სცდება საქართველოს საზღვრებს.

3.3.3. კვების ინდუსტრია (მ.შ. აგრობიზნესი, ხორცის გადამუშავება და ჰორეკას სექტორი)

კვების მრეწველობა იმერეთის რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია, რომელიც მშპ-სა და დასაქმების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ინდუსტრიამ წლების განმავლობაში განიცადა სტაბილური ზრდა, გაყიდვების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. სექტორი უზრუნველყოფს სტაბილურ სამუშაო ადგილებს, ხოლო ადამიანური რესურსების მომზადება არსებულ დომეინებში ხდება იმერეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ინდუსტრია აწარმოებს მწვანილს, ბოსტნეულს და ხორცპროდუქტებს, ინარჩუნებს საკვების წარმოების ტრადიციებსა და ღირებულებებს და ქმნის ახალ, ეკოლოგიურად სუფთა და მაღალ ცნობად პროდუქტებს. რეგიონში ვითარდება მდგრადი საკვების წარმოება, აქცენტი კეთდება ორგანულ პროდუქტებზე. ინოვაციური ტექნოლოგიებისა და კვლევისა და განვითარების (R&D) გამოყენებამ ხელი შეუწყო ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობას, როგორც შიდა ბაზარზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. რეგიონში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად 5%-ით იზრდება.

ხორცპროდუქტების წარმოებაში დიდი კომპანიები მუშაობენ, ისინი გამოირჩევიან სიდიდით, ინვესტიციათა მოცულობით და წარმოებისა და გაყიდვების მრავალფეროვანი კომპონენტის არსებობით. ისინი აწარმოებენ როგორც სურსათს, ასევე ფლობენ სწრაფი კვების ობიექტებსა და მაღაზიებს საცალო ვაჭრობისთვის. სწრაფი კვების რესტორნებში იყენებენ მობილური ტელეფონის აპლიკაციას შეკვეთების მისაღებად. ამ კომპანიების რეალიზაციის ქსელი თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს. გამოყენებული მანქანა-დანადგარები მთლიანად იმპორტირებულია. კომპანიების მიერ აქტიურად გამოიყენება პროდუქციის ხარისხის შესამოწმებელი ლაბორატორიები და დაცულია პროდუქციის სტანდარტები. ხორცის მწარმოებლები დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ მარკეტინგსა და თანამშრომლების სწავლებაში, მანქანა-დანადგარებსა და ინფრასტრუქტურაში. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საჭიროება აღინიშნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურისთვის (მანქანა-დანადგარები, შენახვა, ელევატორები), არამედ ხორცის წარმოების ტექნოლოგიებისთვისაც. არ არსებობს თანამშრომლობა საგანმანათლებლო სექტორთან. ხორცის არცერთი მწარმოებელი არ იყენებს ადგილობრივი უნივერსიტეტების კვლევის პოტენციალს. კომპანიები თვითონ ახორციელებენ ბაზრის კვლევას და ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოძიებას. კომპანიებს გაცნობიერებული აქვთ მათი განვითარებისთვის ჰორეკა ბიზნესის და „საბითუმო ვაჭრობა არასასოფლო-სამეურნეო შუალედური პროდუქციით და სხვა სპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობაის“ განვითარების მნიშვნელობა. მცირე ბიზნესებისთვის განსაკუთრებულად რთულია ფუნქციონირება, კონკურენცია მსხვილ კორპორაციებთან და გადარჩენა ხორცის წარმოების სფეროში. პანდემიის ზეგავლენა სხვადასხვანაირი იყო სექტორებისთვის და სექტორის კომპანიებისთვის.

სურ. 3. სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების და მასთან დაკავშირებული მომსახურებების დომეინის იმ კომპანიების ექსპორტი, რომლებიც რეგისტრირებული არიან იმერეთში, ათასი აშშ დოლარი
Icon Description automatically generated with medium confidence
წყარო: საქსტატი

მწვანილისა და ბოსტნეულის წარმოება ყველაზე იმედის მომცემი სექტორია სოფლის მეურნეობის სექტორებს შორის. პროდუქცია იყიდება საქართველოს ყველა რეგიონში. უზარმაზარია ექსპორტის პოტენციალი და ექსპორტი ამჟამადაც წარმატებით ხორციელდება. რეგიონში მოქმედ დიდ კომპანიებს აქვთ თავისი საკუთრი საცავი, ლოგისტიკა, ტრანსპორტირება და ბაზარზე მიწოდების მომსახურება. დიდი მოცულობის ინვესტიციებია განხორციელებული საზღვარგარეთ შესყიდულ მანქანა-დანადგარებში. ტექნოლოგიურად ყველაზე კარგად სათბურებია აღჭურვილი, რისთვისაც ცოდნასა და ინოვაციებთან ერთად საჭიროა სერიოზული ინვესტიციები. ინვესტირება ხდება შეფუთვასა და ლოგისტიკაში, მანქანა-დანადგარებში. საწარმოო პროცესში მოქმედებს ყველა აუცილებელი სტანდარტი. ვინაიდან პირველადი პროდუქტის შესყიდვა ხდება ადგილობრივი ფერმერებისგან, კომპანიები თავიანთ სასწავლო ობიექტებზე უტარებენ ადგილობრივ ფერმერებს ტრენინგებს მოსავლის აღებისა და შემდგომი პერიოდის ტექნოლოგიებში. კვლევა-განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობები მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, მათ შორის ბაზრის კვლევა, პროდუქტის დიზაინი და ახალი პროდუქტების შექმნა, წარმოების ტექნოლოგიები. ამის მიუხედავად არ არსებობს თანამშრომლობა საგანმანათლებლო თუ კვლევით დაწესებულებებთან. სექტორს აქტიური კავშირი აქვს ჰორეკა ბიზნესთან და სავაჭრო ქსელებთან. რეგიონში ღირებულებათა ჯაჭვის არცერთი კომპონენტი არ არის კარგად განვითარებული. არცერთ სექტორში არ არის ისეთი კომპანია, რომლის ღირებულებათა ჯაჭვი მთლიანად იმერეთის რეგიონში იქნებოდა მოქცეული. პანდემიამ განსხვავებული ზეგავლენა მოახდინა სხვადასხვა მწარმოებელზე. იმერეთში არ არის მასალათა ბევრი მომწოდებელი და ღირებულებათა ჯაჭვის კომპონენტების უმეტესობა არ არის კარგად განვითარებული ადგილობრივად.

3.3.4. ტექსტილის, ფეხსაცმლის და ტყავის ნაკეთობათა წარმოება

იმერეთის რეგიონს დიდი ხნის ისტორია აქვს ქსოვილების, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის წარმოებაში. სექტორი რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს და ხელს უწყობს რეგიონის მშპ-ის ზრდას. არსებული მონაცემების მიხედვით, ბოლო წლებში რეგიონის ტექსტილის, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის მრეწველობა მუდმივ ზრდას განიცდიდა. ამ საქონლის წარმოება ყოველწლიურად 3,5%-ით იზრდება. ინდუსტრიამ ასევე დაასაქმა დაახლოებით 20000 ადამიანი. რეგიონის ტექსტილის, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის მრეწველობას შეექმნა გლობალურ კონკურენციასთან, მოდერნიზაციასა და ინოვაციებთან დაკავშირებული გამოწვევები. აშკარაა მოდის და დიზაინის ელემენტების მნიშვნელობა ტექსტილის, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის ინდუსტრიაში. საჭიროა კვლევისა და ბიზნესის საჭიროებების გათანაბრება, საწარმოებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა და სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მხარდაჭერა.

სურ. 4. ტანსაცმლის წარმოების დომეინის იმ კომპანიების ექსპორტი, რომლებიც რეგისტრირებული არიან იმერეთში,

ათასი აშშ დოლარი

Icon Description automatically generated
წყარო: საქსტატი

ტექსტილის სექტორი ორიენტირებულია დიდ შეკვეთებზე. დომეინის კომპანიები წარმატებით თანამშრომლობენ უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც მათ შეკვეთებს აძლევენ. ტანსაცმლის დიდი ფაბრიკებისთვის წარმატების გასაღებს წარმოადგენს იაფი კვალიფიციური მუშახელი. წარმოების პროცესში არ გამოიყენება ბევრი ტექნოლოგია და ინოვაცია. ინვესტიციები, უმეტესად, ხორციელდება მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობაში. ამას დიდი კომპანიები რეგულარულად აკეთებენ. პატარები კი ამ მხრივ, სირთულეებს აწყდებიან ფინანსური რესურსების სიმცირის გამო. ინოვაციები ასევე საჭიროა ადგილობრივი ბრენდების დიზაინსა და განვითარებაში.

კომპანიები არ ატარებენ კვლევა-განვითარების სამუშაოს და ამ მიმართულებით არ თანამშრომლობენ საგანმანათლებლო თუ კვლევით დაწესებულებებთან ან რომელიმე სხვა კომპანიასთან. კომპანიების ნაწილი პერსონალს იღებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და პროფესიულ კოლეჯ „იბერიიდან“.

პანდემიის ზეგავლენა სხვადასხვანაირი აღმოჩნდა სხვადასხვა სიდიდის მწარმოებლისთვის. პატარა კომპანიები გაჩერდნენ, დიდებისთვის კი გამოწვევა გახდა პერსონალის გადაადგილება და დაინფიცირებული პერსონალის ჩანაცვლება.

ღირებულებათა ჯაჭვის კომპონენტების უმეტესობა არ არის კარგად განვითარებული. დიდი კომპანიების ღირებულებათა ჯაჭვი მოიცავს მთელ საქართველოს და კიდევაც სცდება მის საზღვრებს, მაგრამ არ ხდება ღირებულებათა ჯაჭვის ნაწილების განვითარება. დიდი კომპანიები მასალებსა და მანქანა-დანადგარებს იძენენ საზღვარგარეთ და, ასევე, დისტრიბუტორული კომპანიებისგან. პატარა სამკერვალოები უმეტესად, კონცენტრირებულნი არიან ადგილობრივ მიმწოდებლებზე და მომხმარებლებზე. არის ცალკეული ნაწარმის რეგიონს გარეთ ან უცხოეთში გაყიდვის რამდენიმე მაგალითი.

3.3.5. პრიორიტეტული მიმართულებების SWOT ანალიზი

ინტეგრირებული SWOT ანალიზი არის იმერეთის რეგიონის ჭკვიანი სპეციალიზაციის დოკუმენტში გამოვლენილი ოთხი პრიორიტეტული მიმართულების (ე.წ. დომეინი) ყოვლისმომცველი შეფასება. ანალიზი იძლევა ცოდნას თითოეული მიმართულების ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების და მათი ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. ანალიზი იძლევა ღირებულ ინფორმაციას პოლიტიკის შემქმნელებისთვის, ბიზნესებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და შეიმუშაონ ეფექტიანი სტრატეგიები რეგიონის ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის მიზნების მისაღწევად.

პირველი მიმართულების (დომეინის) ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობების და საფრთხეების ანალიზი

ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები
  • დომეინის მნიშვნელოვანი ადგილი რეგიონის ეკონომიკაში

  • დომეინის კომპანიების ყოფნა რეგიონის უდიდეს დამქირავებელთა შორის

  • ბიზნესში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 57% დომეინებში

  • გამოცდილი კადრების არსებობა

  • კვლევა-განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმატებული მაგალითები

  • საწარმოებში ინოვაციურობის ტენდენციები

  • რეგიონის უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დომეინთან დაკავშირებული ,,საგანმანათლებლო პროგრამების და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების მზაობა და გამოცდილება

  • დომეინთან დაკავშირებული კვლევების ჩატარებაში რეგიონის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართვის მზაობა

  • საწარმოთა თანამედროვე მართვის (მათ შორის საწარმოო პროდუქციის ხარისხის მართვის) სისტემების დანერგვასა და ერთობლივ სამუშაოების წარმართვაში ATSU-ს სპეციალისტების ჩართულობის მზაობა

  • დარგზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობა

  • მადნის მოპოვების ზრდის შესაძლებლობა

  • მაღალი ხარისხის მადნის საბადოს არსებობა

  • სხვადასხვა კონცენტრანტების ფეროშენადნობების წარმოების შესაძლებლობა

  • ტყიბულის ქვანახშირში დაბალი კალორიულობის გამო ქვანახშირის ვარგისიანობა მეტალის გადასადნობად და თბოელექტროსადგურების წარმადობის გასაზრდელად

  • ტყიბულის ქვანახშირის მრავალწლიანი რეზერვის არსებობა

  • ქვანახშირის გამამდიდრებელი ქარხნის მოქმედება რეგიონში

  • ქვანახშირის გამოყენებით ახალი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა

  • მადნის და ლითონის პროდუქციის ექსპორტის გაზრდის პოტენციალი

  • ქვეყანაში მოგროვებული ჯართის გამოყენების შესაძლებლობა ლითონის წარმოებაში

  • სხვადასხვა ჭკვიან დომეინებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის მზაობა

  • ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის არსებობა

  • დომეინის საწარმოებში თანამედროვე ტექნოლოგიების უკმარისობა

  • ინოვაციური საქმიანობისთვის საჭირო ფინანსური სახსრების უკმარისობა

  • თანამედროვე ტექნოლოგიების მოძიებისთვის საჭირო ფინანსური, ადამიანური და დროითი რესურსის ნაკლებობა

  • ნაკლები ინფორმირებულობა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის პრინციპულ უპირატესობებზე და მათი არსებობის აუცილებლობის ვერშეფასება

  • პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსების მოპოვების პოტენციალის მქონე საწარმოების სიმცირე

  • დომეინის საწარმოებში კვალიფიციური თანამშრომლების სიმცირე

  • დომეინის დასაქმებულთა მაღალი ასაკი

  • დომეინში დასაქმებულთა შორის გენდერული დისბალანსი

  • პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროვაიდერების სიმცირე

  • ATSU-ში დომეინის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ჩასატარებლად საჭირო რესურსების უკმარისობა

  • რეგიონის სასწავლო დაწესებულებების მიერ დომეინის საწარმოებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად საჭირო დაფინანსების არარსებობა

  • დომეინის საწარმოებსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა

  • პროდუქციის მაღალი ფასები და სტანდარტებთან შეუსაბამობა, როგორც ექსპორტის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი

  • მოპოვების და წარმოების დროს შრომის უსაფრთხოების ნორმების და გარემოსდაცვითი რეგულაციების დაუცველობა

  • ადეკვატური კომუნალური ინფრასტრუქტურის ნაკლებობა

  • დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღების პრობლემები

  • ქვეყანაში მოგროვებული ჯართის ქვეყნის გარეთ გატანა ნედლეულის სახით

  • ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომზადებული კადრების დასაქმების დაბალი მაჩვენებელი

  • ქართულ და უცხოურ დასაქმებულებს შორის ანაზღაურების განსხვავება

  • საწარმოებში ხარისხის მართვის კონტროლის სისტემების გაუმართაობა

  • ნაკლები ინფორმირებულობა საწარმოთა თანამედროვე მართვის პრინციპულ უპირატესობებზე (მათ შორის საწარმოო პროდუქციის ხარისხის მართვის სისტემებზე) და გამომდინარე აქედან მათი არსებობის აუცილებლობის ვერშეფასება

  • გრძელვადიან პერსპექტივაში, რესურსების მილევადობა

შესაძლებლობები საფრთხეები
  • დომეინის საწარმოების მიერ სამთავრობო პროგრამებიდან მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა

  • ქვეყნის მდებარეობა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

  • არსებული შეთანხმებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

  • ტყიბული-ქუთაისის რკინიგზის არსებობა

  • რეგიონში ანალოგიური მასშტაბის მანგანუმის მადნის საბადოების სიმცირე (საქართველოს გარდა არსებობს მხოლოდ უკრაინასა და ყაზახეთში)

  • არსებული მადნებიდან და ლითონებიდან ახალი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა

  • „აწარმოე საქართველოში“ დომეინის საწარმოების დაფინანსების გამოცდილების არსებობა

  • ლითონის ნაკეთობებზე მოთხოვნის გაზრდა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების განხორციელების გამო

  • ენერგომომარაგებისთვის სათანადო სიმძლავრის ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო წარმოების ზრდის შეფერხება

  • პანდემიის გამო პროდუქციის გასაღების შეფერხება-შემცირება

  • ლითონის ნაკეთობების დასამზადებლად საჭირო რესურსის შეზღუდული რაოდენობა

  • საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე გარემოს დაცვასა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების გამკაცრება მოპოვებასა და წარმოებაში

  • შემსყიდველების დაბალი ინფორმირებულობა დომეინის საწარმოების შესახებ

  • დომეინთან დაკავშირებული პროფესიებისადმი დაინტერესების შემცირების გაგრძელება, არსებული პერსონალის მოტივაციის დაკარგვა საწარმოებში დასაქმებისადმი

  • საერთაშორისო სუბიექტების გადაჭარბებული დომინირება ბაზრებზე

  • გადაიარაღების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის დეფიციტი.

მე-2 მიმართულების (დომეინის) ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების ანალიზი

ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები
  • ტრადიციულად მაღალი მოთხოვნა ხე-ტყესა და ხის ნაკეთობებზე

  • საწარმოების ორიენტაცია ექსპორტზე და მოთხოვნის ზრდა საექსპორტო პროდუქციაზე

  • ხის ნაკეთობების წარმოებისთვის საჭირო რესურსების არსებობა რეგიონში

  • ხის მასალაზე დიდი მოთხოვნის არსებობა ადგილობრივი ბიზნესის მხრიდან

  • ბაზარზე არსებული ჩინური და თურქული ხის ნაწარმის ჩანაცვლების შესაძლებლობა

  • წარმოების დაბალი ხარჯი, განსაკუთრებით შრომის ანაზღაურებაზე, ექსპორტის ქვეყნებთან შედარებით

  • ადგილობრივად წარმოებულ ხის ავეჯზე მოთხოვნის არსებობა რეგიონის გარეთ

  • ინოვაციური იდეების გამოყენება ხის ნაკეთობების წარმოებაში

  • რეგიონის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დომეინისთვის საჭირო კადრების მომზადება და შესაბამისი პროგრმების განხორციელება

  • რეგიონის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დომეინთან დაკავშირებული კვლევების ჩატარების მზაობა

  • საწარმოთა თანამედროვე მართვის (მათ შორის, საწარმოო პროდუქციის ხარისხის მართვის) სისტემების დანერგვასა და ერთობლივი სამუშაოების წარმართვაში კვლევითი ორგანიზაციების ჩართულობის მზაობა

  • მრავალფეროვანი ხის პროდუქციის წარმოების პოტენციალი

  • ახალი დიზაინის ხის პროდუქციის გამოშვება საკუთარი რესურსებით

  • გამოყენებული ხის მასალისგან ახალი პროდუქტის შექმნა

  • ლითონთან კომბინირებული ხის ნაკეთობების დამზადება

  • თანამედროვე დანადგარებისა და ჩარხების გამოყენების პრაქტიკა

  • სამუშაო ადგილების დიდი რაოდენობა

  • საწარმოების მზაობა დაასაქმონ უცხოელები

  • ავეჯის მწარმოებელთა ასოციაციისა და კლასტერის არსებობა

  • დომეინის საწარმოების / სექტორების მხარდამჭერი დონორების არსებობა

  • დასაქმებულთა შედარებით დაბალი კვალიფიკაცია

  • დასაქმებულთა მაღალი ასაკი

  • ხის მასალაზე მაღალი მოთხოვნის და ექსპორტის დიდი რაოდენობის გამო, რეგიონში დარჩენილი მასალის სიძვირე

  • მასალის სიძვირის გამო საწარმოების მიერ ხის ნაკეთობების ჩანაცვლება ლამინატის და მეტალო-პლასტმასის პროდუქციით

  • წარმოებაში გამოყენებული ძველი მანქანა-დანადგარები

  • ახალი ტექნოლოგიების შემოსატანად საჭირო დაფინანსების უკმარისობა

  • ინოვაციური საქმიანობების შეფერხება სათანადო თანამშრომლების, დროის, და სახსრების უქონლობის, ასევე მასალების მაღალი ფასების გამო

  • საწარმოებსა და სამეცნიერო, კვლევით და სასწავლო დაწესებულებებს შორის კვლევა-განვითარების სფეროში თანამშრომლობის ნაკლებობა

  • თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებად გამოყენების შესაძლებლობა

  • ინფორმაციის ნაკლებობა საწარმოებს შორის ბაზარზე ცვლილებების შესახებ

  • დომეინის საჭიროებებზე კვლევების ნაკლებობა

  • გამოფენებში მონაწილეობაში დახმარების საჭიროება

  • 3D დიზაინის მცოდნეების ნაკლებობა

  • საწარმოებში კადრების მომზადებისას ძველი დანადგარების გამოყენება და უსაფრთხოების ნორმების არ არსებობა

  • მხარდაჭერის გარეშე ლითონთან კომბინირებული ხის ნაკეთობების დამზადების სირთულე

  • საწარმოო სივრცეებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები

  • ფასის გაზრდა ახალი მასალის გამოყენების პირობებში, შესაბამისი ტექნოლოგიების არქონის გამო

  • საშრობი კამერების სიმცირე

  • საწარმოების არასაკმარისი დაინტერესება ავეჯის ასოციაციათა და კლასტერით

  • დომეინში მცირე და საშუალო საწარმოების დიდი რაოდენობის და მათ ფინანსური შესაძლებლობების გამო R&D-ის დაბალი გამოყენება და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ნაკლები შესაძლებლობა

  • სახელმწიფო პროგრამების გამოყენების დაბალი მაჩვენებელი ინოვაციებისა და R&D-ის მხრივ

  • ხე-ტყის ნედლეულის ხელმისაწვდომობის (რაოდენობრივი და ხარისხობრივი) დამოკიდებულება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე

  • ხის ნარჩენების გამოყენების დაბალი მაჩვენებელი

  • ხის მეორადი გადამუშავების შესაძლებლობების ნაკლებობა

  • თანამედროვე მარკეტინგული ტექნიკისა და ინსტრუმენტების გამოყენების მცირე მასშტაბი, განსაკუთრებით მცირე კომპანიებში

  • გენდერული დისბალანსი დომეინის საწარმოებში

  • შრომის უსაფრთხოების ნორმების და გარემოსდაცვითი რეგულაციების დაუცველობა

შესაძლებლობები საფრთხეები
  • სამთავრობო ხელშეწყობის პროგრამების შესაძლებლობა ადაპტირდნენ დომეინის საჭიროებებზე

  • აწარმოე საქართველოში სააგენტოს, ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმების გამოყენება, როგორიცაა საერთაშორისო გამოფენებში ან/და სავაჭრო მისიებში მონაწილეობის მიღება

  • ფასების ზრდა ჩინეთსა და თურქეთში წარმოებულ ხის პროდუქციაზე

  • საკარმიდამო ჭრების შედეგად მიღებული მასალის გამოყენება წარმოებაში

  • ხის და ლითონის მასალებით დამზადებულ ნაკეთობებზე მოთხოვნის ზრდა

  • ბუნებრივი მასალებისგან დამზადებულ ნაკეთობებზე მოთხოვნის არსებობა

  • გამოყენებითი კვლევების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის არსებობა

  • ახალ საცხოვრებელ სახლებს/ბინებსა და ვიზიტორთა განთავსების ადგილებზე მოთხოვნის ზრდა

  • სახელმწიფო მხარდაჭერა და ოპერატორი კომპანიის დაინტერესება გაზის მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდით

  • დომეინის საწარმოების პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა

  • ნარჩენების გადამუშავების მხარდამჭერი განვითარების პარტნიორების პროგრამები.

  • სახელმწიფოს მხრიდან დომეინის მხარდამჭერი პროგრამების შესაძლო გაუქმება ან კრიტიკული შემცირება

  • დომეინთან დაკავშირებული რეგულაციების გაუარესება

  • სახელმწიფოს მიერ ახალი რეგულაციების შემოღება საწარმოების სათანადოდ მომზადების გარეშე

  • სახელმწიფოს მიერ ტყის ჭრასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების გამო დომეინში მომუშავე კომპანიების რაოდენობის შემცირება

  • ყველა ზომის საწარმოების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების არარსებობა

  • სახელმწიფო სტრუქტურებში დომეინის პრობლემების გადაწყვეტაზე პასუხისმგებელი სტრუქტურის არარსებობა

  • სანიტარიული ინსპექციის მიერ ყოველწლიურად კოდების განახლების მოთხოვნა, როცა ამას სხვა სახელმწიფო სტრუქტურები აღარ ითხოვენ

  • ნაკრები ტვირთის ქვეყნის გარეთ გატანის სიძვირე და გადამზიდავების სიმცირე

  • პანდემიების პირობებში ექსპორტზე გატანილი პროდუქციის გაყიდვის გართულება

  • თანამშრომელთა დაინფიცირების გამო კადრების დეფიციტის შექმნა

  • პანდემიის გამო საქმიანობის მნიშვნელოვნად შემცირება ან გაჩერება

  • მტვირთავზე სერტიფიკატის მოთხოვნა, ტექნიკური დათვალიერების ადგილის არარსებობის და უცხოეთში სერტიფიცირებული ავტომანქანების ტექდათვალიერების არაღიარების პირობებში

  • წარმოებებში საჭირო სპეციალიზებული პირბადეების და სხვა აღჭურვილობის სიძვირე

  • ხის მასალების დამამზადებებელი საწარმოების (სახერხების) დაკეტვა რეგულაციების გამო

  • ხის ნაკეთობების დასამზადებლად საჭირო ნედლეულის, განსაკუთრებით ფოთლოვანი სახეობის მასიური მერქნის შემცირება

  • ასოციაციისა და კლასტერის შეზღუდული შესაძლებლობა დააინტერესოს საკმარისი რაოდენობის პროფილური საწარმოები

  • შემსყიდველების დაბალი ინფორმირებულობა მოქმედი საწარმოების შესახებ

  • დომეინთან დაკავშირებული პროფესიებისადმი დაინტერესების შემცირების გაგრძელება, არსებული პერსონალის მოტივაციის დაკარგვა დომეინის საწარმოებში დასაქმებისადმი

  • საერთაშორისო ბაზარზე მასალის გატანის ზრდა (ხის ნაკეთობების მწარმოებლების შემთხვევაში)

  • გადაიარაღების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის დეფიციტი

  • დომეინის მხარდამჭერი პროგრამების ნაკლებობა

  • ხე-ტყის აღდგენის პროგრამების სიმცირე

  • მომხმარებლებს შორის ადგილობრივი ხის ნაკეთობების ხარისხისადმი ნდობის ნაკლებობა

  • ხე-ტყის ჭრასთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებების არსებობა

  • ნარჩენების და მეორადი მასალების, სახელმწიფო რეგულაციების გამო წარმოებული ხის გასათბობად გამოყენება

მე-3 მიმართულების (დომეინის) ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების ანალიზი

ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები
  • ხარისხიანი ხორცპროდუქტების საწარმოებლად საჭირო ხორცის დამუშავების ტექნოლოგიების არსებობა

  • ხორცპროდუქტების წარმოებაში სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, შესაბამისი მანქანადანადგარების არსებობა სასაკლაოებში

  • ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებში პროდუქტის რეალიზაციის ქსელების არსებობა რეგიონის და ქვეყნის მაშტაბით

  • ხორცის მწარმოებელი კომპანიების დიდი ინვესტიციები მარკეტინგში, თანამშრომლების სწავლაში, მანქანა-დანადგარებსა და ინფრასტრუქტურაში

  • ადეკვატური ფასების მდგრადობა ხორცპროდუქტების ბაზარზე

  • სტაბილური მოთხოვნა ხორცპროდუქტებზე

  • რეგიონში წარმოებული მწვანილის და ბოსტნეულის გაყიდვა რეგიონის და ქვეყნის საზღვრებს გარეთ

  • მწვანილის და ბოსტნეულის პროდუქციის ექსპორტის ზრდის პოტენციალი

  • რეგიონში წარმოებული მწვანილის და ბოსტნეულის გაყიდვები სუპერმარკეტების დიდი ქსელების საშუალებით

  • რეგიონში მოყვანილი მწვანილისა და ბოსტნეულის შენახვის, ტრანსპორტირებისა და ექსპორტის ხელსაყრელი პირობები მათი ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის გამო

  • კვების ობიექტების სიმრავლე და მრავალფეროვნება

  • ინვესტირების შეზღუდული შესაძლებლობა

  • ტექნოლოგიური განახლების საჭიროება სასაწყობე ფართებსა და წარმოებაში

  • პროდუქციის შეფუთვასთან დაკავშირებული ინოვაციების ნაკლებობა

  • კომპანიებში კვალიფიციური თანამშრომლების ნაკლებობა და ახალგაზრდებს შორის დასაქმებით დაინტერესების დაბალი დონე

  • ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოებაში მცირე კომპანიების განვითარების შესაძლებლობის შეზღუდულობა

  • თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების ნაკლებობა მწვანილის და ბოსტნეულის დათესვის, მოსავლის აღების, გადამუშავების პროცესში

  • პროდუქტიულობის და მწარმოებელთა შემოსავლების ზრდის დაბალი დონე

  • თანამშრომლობის ნაკლებობა სამეცნიერო, კვლევით და სასწავლო დაწესებულებებს შორის

  • პატენტების რეგისტრირებისა და გამოყენების დაბალი დონე

  • წარმოების პროცესში სტანდარტების სიმცირე

  • HACCP-ის სტანდარტების დაცვის სირთულე

შესაძლებლობები საფრთხეები
  • რეგიონული სამზარეულოს და ღვინის ჯიშების ცნობადობის გაზრდა ქვეყანაში

  • მწვანილისა და ბოსტნეულის ექსპორტის შესაძლებლობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების გამო ევროკავშირთან

  • სამთავრობო დახმარების შესაბამისი პროგრამების შემდგომი გაძლიერება, მათი ეფექტიანობისა და გამოყენების ზრდა

  • ხორც-პროდუქტების წარმოებაში შესაბამისი რეგულაციების არსებობა სახელმწიფო დონეზე

  • პანდემიის დროს მოთხოვნის ზრდა შეფუთულ პროდუქტებზე

  • HACCP-ის ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობა რეგიონში

  • შესაფუთი დანადგარებისა და მასალების ნაკლებობა ქვეყანაში

  • ფინანსების და დაფინანსების წყაროების უკმარისობა

  • გაცვლითი კურსის არასტაბილურობა

  • მარეგულირებელი სტრუქტურების პასიური მუშაობა

  • ადგილზე პროდუქციის ხარისხის შესამოწმებელი ლაბორატორიების არ არსებობა

  • პანდემიის პირობებში დაინფიცირებული თანამშრომლების ჩანაცვლების სირთულე

  • თანამშრომელთა გადინება დომეინიდან

  • კვების ობიექტების დახურვა

  • პროდუქციის დისტრიბუციის პრობლემები შეზღუდვების და რეგულაციების გამო

  • HACCP-ის სტანდარტებისადმი მოუმზადებლობა: მარეგულირებელსა და კვების ობიექტებს შორის დიალოგის ნაკლებობის; შენობის გადასაკეთებლად და აღჭურვილობის შესაცვლელად ფინანსური რესურსების ნაკლებობის; ახალი ბიზნესის დაწყებისას შენობის დაგეგმვაში შესაბამისი კონსულტაციების მიმცემი კომპანიების; სტანდარტის შესახებ საჭირო ინფორმაციის არქონის გამო

  • სახელმწიფოს მხრიდან HACCP-ის სტანდარტის დაცვაში სუსტი მხარდაჭერა

  • ქალაქის ძირითადი ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა

  • ტურისტების მოსაზიდი პერმანენტული ღონისძიებების არარსებობა

  • კვების ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდის არამდგრადობა

მე-4 მიმართულების (დომეინის) ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების ანალიზი

ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები
  • რეგიონისათვის ტრადიციული დომეინი ზრდის პოტენციალით

  • დომეინის კომპანიების წარმატებული თანამშრომლობა უცხოურ კომპანიებთან

  • მცირე საწარმოების ზრდის პოტენციალი

  • იაფი მუშახელი

  • საერთაშორისო კომპანიებში მომუშავე კადრების გამოცდილება, დომეინის საწარმოებისათვის საჭიროებების ცოდნა

  • ინვესტიციები მანქანა-დანადგარებში

  • დომეინისთვის საჭირო უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობა რეგიონში

  • განვითარებისთვის დიდი კაპიტალდაბანდება არ არის საჭირო

  • რეგიონში დიზაინის და ტექნოლოგიების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების არსებობა და კადრების საკმარისი რაოდენობა

  • დიზაინერების ბიზნესთან თანამშრომლობის პრაქტიკა

  • ნედლი ტყავის ადგილზე დამუშავების გაზრდის შესაძლებლობა

  • ტყავის წარმოება ადგილზე და ნედლი ტყავის ექსპორტის ხანგრძლივი პრაქტიკა

  • ტყავის ნაკეთობების წარმოების გაფართოება

  • თანამშრომლების შენარჩუნების სირთულე

  • არასაკმარისი რაოდენობის მაღალკვალიფიციური ადგილობრივი კადრები

  • თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების სიმცირე, ინოვაციურობის დაბალი დონე

  • წარმოებების გაფართოების შეზღუდული შესაძლებლობა

  • კვლევა-განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობის სიმცირე.

  • თანამშრომლობის სიმწირე საწარმოებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს შორის

  • არასათანადო დონის მარკეტინგი

შესაძლებლობები საფრთხეები
  • არსებული სამთავრობო დახმარების პროგრამების ადაპტირების შესაძლებლობა და გამოყენების ზრდა

  • საგარეო ვაჭრობაში საშეღავათო რეჟიმის არსებობა

  • დამხმარე მასალებისა და ფურნიტურის ადგილზე წარმოების განვითარების წინაპირობები

  • პროდუქციაზე ხარისხის სერტიფიკატის შემოღებით და უხარისხო პროდუქციის იმპორტის შეზღუდვით ადგილობრივ ნაწარმზე მოთხოვნის ზრდის შესაძლებლობა

  • მოთხოვნის შემცირება პანდემიური ან სხვა მსგავსი მოვლენების გამო

  • სახელმწიფო პროგრამების მოურგებლობა რეგიონების ინტერესებზე

  • ნარჩენების ზრდის შედეგად გარემოს დაბინძურება

  • შემოსავლების ზრდის დაბალი დინამიკა

  • წარმოებისთვის საჭირო მასალების უკმარისობა ქვეყანაში

  • ფინანსური რესურსების უკმარისობა ქვეყანაში

3.4. ძირითადი ჰორიზონტალური გამოწვევების შეჯამება

იმერეთის რეგიონში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, მთლიანობაში გამოკვეთილია საწარმოების, მათ შორის ამ ეტაპზე ყველაზე პერსპექტიული მიმართულებების (დომეინების) საწარმოების შედარებით დაბალი უნარიანობა, აწარმოონ ისეთი საქონელი და მომსახურება, რომლებიც არის მაღალკონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი საერთაშორისო ბაზრებზე და რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონული და ეროვნული ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას.

სვოტ ანალიზში გამოვლენილ სხვადასხვა ფაქტორს შორის, მათზე ტექნოლოგიური განვითარების და კვალიფიკაციის დონესთან ერთად, გავლენას ახდენს მათ შორის კვლევასა და განვითარებაზე დანახარჯების ძალიან დაბალი დონე (მ.შ. დაბალი ხარჯები ბიზნესსექტორის მიხედვით). სუსტი და არასისტემური თანამშრომლობა საწარმოებსა და აკადემიას შორის R&D&I საქმიანობაში არ უწყობს ხელს თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებული და კონკურენტუნარიანი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

საკმაოდ შეზღუდულია კარგი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქციის მქონე კომპანიების რაოდენობაც. ხოლო არსებული მხარდაჭერის საჯარო ინსტრუმენტები ჯერ კიდევ არასაკმარისადაა მორგებული კონკრეტული რეგიონების და მიმართულებების სპეციფიკურ საჭიროებებს.

ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვით წარმოების ხარისხის გაუმჯობესების მთავარ გამოწვევებს შორის შეიძლება ჩამოვთვალოთ შემდეგი:

  • ადგილობრივი საწარმოების ინოვაციური და ტექნოლოგიური წინსვლის შედარებით დაბალი დონე;

  • ძირითადი საშუალებების ცვეთის მაღალი დონე;

  • საწარმოების არასაკმარისი საკუთარი ფინანსური რესურსები და გარე დაფინანსების ხელმისაწვდომობის ბარიერები;

  • თანამედროვე მართვის მოდელების და სპეციალური უნარების ნაკლებობა (ადამიანური კაპიტალის ხარისხი);

  • ბიზნეს, საგანმანათლებლო და კვლევით სექტორებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა;

  • მხარდაჭერის არსებული რიგი სახელმწიფო პროგრამების არასაკმარისად გამოყენებული პოტენციალი, კონკრეტული რეგიონების/ტერიტორიების და მიმართულებების (დომეინების) სპეციფიკურ საჭიროებებზე სისტემური მორგებულობის თვალსაზრისით.

ინოვაციების (ტექნოლოგიური, ორგანიზაციული ან მომსახურების პროდუქტის ინოვაციების) ათვისების უნარი და ინოვაციების წარმოება კომპანიებისა და კვლევითი ინსტიტუტების დონეზე არის ერთ-ერთი წინაპირობა ნებისმიერი რეგიონის ეკონომიკის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისათვის. ეს თანაბრად ეხება შედარებით განვითარებული ადგილობრივი სამრეწველო ბაზის, ძლიერი უმაღლესი განათლებისა და კვლევითი ინსტიტუტების და ადამიანური რესურსების კარგი ხარისხის მქონე რეგიონებსაც.

ამ პოტენციალის გამოსაყენებლად საჭიროა სხვადასხვა გამოწვევის და ბარიერის გადალახვა და ეფექტიანი თანამშრომლობის სისტემის ორგანიზება, მათ შორის განვითარების სხვადასხვა პარტნიორებს შორის.

როგორც ევროკავშირის და OECD-ის ქვეყნების მაგალითები გვიჩვენებს, ტერიტორიულად ფესვგადგმული ინოვაციური პოლიტიკის განხორციელება, საინოვაციო ეკოსისტემის განვითარება და პროდუქტიულობის ზრდა პრაქტიკაში ძალზედ რთულია „ჭკვიანი“ და სისტემური მიდგომების, ეფექტიანი პროგრამების შექმნისა და დინამიკური განახლების, მათი განხორციელების კოორდინაციისა და ძლიერი ადგილობრივი ლიდერობის გარეშე.

უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების შემდგომი განვითარება, მათი გაძლიერება და მაქსიმალური მორგება კონკრეტული რეგიონ(ებ)ის და როგორც ამჟამად, ისე მომავალში, პერსპექტიულად გამოკვეთილი მიმართულებების უფრო ეფექტიანი მხარდაჭერისთვის. ჭკვიანი სპეციალიზაციის იდენტიფიცირებული მიმართულებების, ტერიტორიული განზომილებების და ბაზარზე არსებული მოთხოვნების მხედველობაში მიღებით, აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების პერიოდული განახლება და მათი მუდმივი განვითარება. მათ შორის, ახალი ელემენტების, ქვეკომპონენტებისა და კრიტერიუმების შემუშავებისა და ინტეგრირების გზით. ამასთან, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები პირდაპირ უნდა პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ბაზარზე და ზღუდავს მცირე და საშუალო საწარმოების წვდომას ფინანსურ რესურსებზე, მათ ინტერნაციონალიზაციას, გასაღების ბაზრებზე შეღწევადობას, სწრაფ განვითარებას და ასე შემდეგ. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები სწორედ ამ მიზნებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე უნდა განვითარდნენ.

გამოწვევები, რომელიც ასევე მოითხოვს სათანადო ყურადღებას, უკავშირდება მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსებსა და უზრუნველყოფის ხარჯების შემცირებას, ისევე როგორც გამოკვეთილი მიმართულებების ინოვაციური სტარტაპებისთვის დაფინანსების სქემებისა და წყაროების შემდგომ განსაზღვრასა და გაფართოებას.

3.5. გამოკვეთილი მიმართულებებისთვის ხელმისაწვდომი მხარდაჭერის ინსტრუმენტები

გამოკვეთილი მიმართულებების (დომეინების) მხარდაჭერის აღწერილი ინსტრუმენტები (ინსტიტუციები და პროგრამები) მეტწილად საერთოა ყველასთვის, რადგან ძირითად ხელშემწყობ ინსტიტუციებს პრიორიტეტებად არ აქვთ განსაზღვრული იმერეთის რეგიონის „ჭკვიანი დომეინები“ ან რომელიმე სხვა რეგიონის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები. ქვემოთ აღწერილია როგორც სხვადასხვა საჯარო ინსტიტუციების, ასევე განვითარების პარტნიორების ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი მიმართულებების მხარდასაჭერად.

მიმართულება 1: ლითონის მადნების მოპოვება, ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება.

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ როგორც მეწარმეობის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი ძირითადი სახელმწიფო უწყება საქართველოში, მოწოდებულია მხარი დაუჭიროს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ასევე ექსპორტის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვას. სააგენტო დაინტერესებულ ბიზნესებს და დამწყებ/არსებულ მეწარმეებს სთავაზობს შემდგომ მხარდაჭერას:

  • მიკროგრანტები ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 30,000 ლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსების არანაკლებ 90% უნდა იქნეს გამოყენებული კაპიტალური დანახარჯების, ხოლო არაუმეტეს 10%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად;

  • სესხის პროცენტის თანადაფინანსება – კომერციული ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემული სესხის/ლიზინგის საგნის პროცენტის სუბსიდირება, მისი სრული ვადით, რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის (ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) ოდენობით;

    • საგრანტო კომპონენტი – დადასტურებული სესხის/ლიზინგის 15%-ის მოცულობით;

    • საგარანტიო კომპონენტი – არაუმეტეს 80%-ის მოცულობით, სესხის კომპონენტით სარგებლობის შემთხვევაში;

  • საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი – პროგრამის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები და ითვალისწინებს საფინანსო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული სესხის უზრუნველყოფა არაუმეტეს 80%-ისა;

  • რეგიონული საკონსულტაციო ცენტრები – თბილისსა და რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების, ბიზნესუნარების განვითარების მხარდაჭერის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით:

    • საკონსულტაციო მომსახურების გაწევა – მეწარმე სუბიექტის დიაგნოსტიკა, არსებული პრობლემის იდენტიფიცირება, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით საკონსულტაციო კომპანიის ჩართულობით მასზე მორგებული მომსახურების მიწოდება და ამ მომსახურების თანადაფინანსება;

    • ბიზნესუნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა – მეწარმე სუბიექტის საჭიროებებზე მორგებული სემინარების, ლექციების და/ან ტრენინგების მიწოდება, ბიზნესშეხვედრების ორგანიზება და ამ მიზნებისათვის ცენტრის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა;

    • საინფორმაციო მომსახურების გაწევა – მეწარმე სუბიექტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნესსფეროს სიახლეებისა თუ არსებული სექტორული კვლევების თაობაზე;

  • დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების მხარდაჭერა – პროგრამა ითვალისწინებს ბონდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და საკრედიტო რეიტინგის მოპოვების ხარჯების თანადაფინანსებას.

  • ექსპორტის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიებები – საერთაშორისო გამოფენების და სავაჭრო მისიების ორგანიზება, ინდივიდუალური ექსპო გრანტი; ქართველი მწარმოებლების დაკავშირება უცხოელ მყიდველებთან; სავაჭრო პლატფორმა www.tradewithgeorgia.com-ზე რეგისტრაცია; ექსპორტის პროცედურებზე ინფორმაციის მიწოდება; უცხოურ ბაზრებზე არსებულ საბაჟო ტარიფებზე ინფორმაციის მიწოდება; ექსპორტ მენეჯერების გადამზადება; ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რებრენდინგი, პროდუქციის შეფუთვა;

  • ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა – ქვეყანაში საინვესტიციო კონსულტანტების და სკაუტების მასპინძლობა; ექსპერტებთან და სექტორში გავლენიან პირებთან თანამშრომლობის ინიციატივები;

სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“, როგორც ცოდნასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერი ძირითადი სახელმწიფო უწყება, უზრუნველყოფს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის კოორდინაციას, ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების, კვლევისა და განვითარების (R&D) სტიმულირებას, მათი კომერციალიზაციისა და გამოყენების ხელშეწყობას, ინოვაციური სტარტაპების შექმნის და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობას. შესაბამისი ამოცანების შესასრულებლად, სააგენტო, ინოვაციურ კომპანიებს, ფინანსური დახმარების გარდა, სთავაზობს მენტორშიფს, ტრენინგებს, გადამზადების სხვადასხვა კურსსა და აქსელერაციის პროგრამას. მათ შორის, სააგენტო დომეინს სთავაზობს გრანტებს: პროტოტიპების დამზადების მსურველებს; ბიზნესის დაწყების მსურველებს და განვითარების გარკვეულ ეტაპზე მყოფ კომპანიებს; სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის მსურველებს; აგრეთვე, არსებული ტექნოლოგიური პარკების სერვისებით სარგებლობის საშუალებას.

სსიპშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი დომეინს გრანტებს სთავაზობს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ფარგლებში: საწარმოებსა და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის კვლევისა და განვითარების სფეროში თანაშრომლობის ხელშესაწყობად; ტექნოლოგიური განვითარებისა და ტექნოლოგიების გადაცემის, კომერციალიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის მხარდასაჭერად; მცირე მასშტაბის პროტოტიპის ტექნოლოგიური/მეთოდოლოგიური განვითარებისთვის, ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ვალიდაციის, ან რეალურ გარემოში პილოტირებისა ან/და გამოყენების დემონსტრირებისთვის.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესებს სთავაზობს: საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ბიზნესსუბიექტების შესაძლებლობების განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, ექსპორტის ხელშეწყობას, საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას, სამეწარმეო სუბიექტებს შორის დავის მოგვარების ხელშეწყობას, და სხვა.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესებს სთავაზობს მათი ინტერესების დაცვას და კონსალტინგს, აქტიური კომუნიკაციის დამყარებას სახელმწიფო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას მეწარმეებისთვის და ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას სამეწარმეო ცოდნის, სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის და სხვა.

სსიპქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის უნივერსიტეტის ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციაზე გამოიტანოს დომეინთან დაკავშირებული საკითხები; მოამზადოს დომეინთან და რეგიონის ჭკვიან სპეციალიზაციასთან დაკავშირებული სამეცნიერო სტატიები.

სსიპკოლეჯი იბერია მზად არის მეწარმეებს და დომეინის საწარმოებში დასაქმების მსურველებს შესთავაზოს ლითონის დეკორატიული დამუშავების სპეციალისტების მომზადება.

მიმართულება 2: ხე-ტყის დამუშავება, ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოება.

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ როგორც მეწარმეობის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი ძირითადი სახელმწიფო უწყება საქართველოში, მოწოდებულია მხარი დაუჭიროს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ასევე ექსპორტის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვას. სააგენტო დაინტერესებულ ბიზნესებს და დამწყებ/არსებულ მეწარმეებს სთავაზობს შემდგომ მხარდაჭერას:

  • მიკროგრანტები ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 30,000 ლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსების არანაკლებ 90% უნდა იქნეს გამოყენებული კაპიტალური დანახარჯების, ხოლო არაუმეტეს 10%-სა საბრუნავი საშუალებების შესაძენად;

  • სესხის პროცენტის თანადაფინანსება – კომერციული ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემული სესხის/ლიზინგის საგნის პროცენტის სუბსიდირება, მისი სრული ვადით, რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის (ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) ოდენობით;

    • საგრანტო კომპონენტი – დადასტურებული სესხის/ლიზინგის 15%-ის მოცულობით;

    • საგარანტიო კომპონენტი – არაუმეტეს 80%-ის მოცულობით, სესხის კომპონენტით სარგებლობის შემთხვევაში;

  • საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი – პროგრამის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები და ითვალისწინებს საფინანსო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული სესხის უზრუნველყოფა არაუმეტეს 80%-სა;

  • რეგიონული საკონსულტაციო ცენტრები – თბილისსა და რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების, ბიზნეს უნარების განვითარების მხარდაჭერის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით:

    • საკონსულტაციო მომსახურების გაწევა – მეწარმე სუბიექტის დიაგნოსტიკა, არსებული პრობლემის იდენტიფიცირება, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით საკონსულტაციო კომპანიის ჩართულობით მასზე მორგებული მომსახურების მიწოდება და ამ მომსახურების თანადაფინანსება;

    • ბიზნესუნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა – მეწარმე სუბიექტის საჭიროებებზე მორგებული სემინარების, ლექციების და/ან ტრენინგების მიწოდება, ბიზნესშეხვედრების ორგანიზება და ამ მიზნებისათვის ცენტრის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობას;

    • საინფორმაციო მომსახურების გაწევა – მეწარმე სუბიექტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნესსფეროს სიახლეებისა თუ არსებული სექტორული კვლევების თაობაზე;

  • დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების მხარდაჭერა – პროგრამა ითვალისწინებს ბონდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და საკრედიტო რეიტინგის მოპოვების ხარჯების თანადაფინანსებას.

  • ექსპორტის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიებები – საერთაშორისო გამოფენების და სავაჭრო მისიების ორგანიზება, ინდივიდუალური ექსპო გრანტი; ქართველი მწარმოებლების დაკავშირება უცხოელ მყიდველებთან; სავაჭრო პლატფორმა www.tradewithgeorgia.com-ზე რეგისტრაცია; ექსპორტის პროცედურებზე ინფორმაციის მიწოდება; უცხოურ ბაზრებზე არსებულ საბაჟო ტარიფებზე ინფორმაციის მიწოდება; ექსპორტ მენეჯერების გადამზადება; ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რებრენდინგი, პროდუქციის შეფუთვა;

  • ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა – ქვეყანაში საინვესტიციო კონსულტანტების და სკაუტების მასპინძლობა; ექსპერტებთან და სექტორში გავლენიან პირებთან თანამშრომლობის ინიციატივები;

სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ დომეინს სთავაზობს გრანტებს: პროტოტიპების დამზადების მსურველებს; ბიზნესის დაწყების მსურველებს და განვითარების გარკვეულ ეტაპზე მყოფ კომპანიებს; სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის მსურველებს; აგრეთვე, არსებული ტექნოლოგიური პარკების სერვისებით სარგებლობის საშუალებას.

სსიპეროვნული სატყეო სააგენტო დომეინს სთავაზობს საქმიანი ეზოების განვითარებას და ახლის შექმნას შესაბამის მუნიციპალიტეტებში.

სსიპშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი დომეინს გრანტებს სთავაზობს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ფარგლებში: საწარმოებსა და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის კვლევისა და განვითარების სფეროში თანაშრომლობის ხელშესაწყობად; ტექნოლოგიური განვითარებისა და ტექნოლოგიების გადაცემის, კომერციალიზაცია და ინდუსტრიალიზაციის მხარდასაჭერად; მცირე მასშტაბის პროტოტიპის ტექნოლოგიური/მეთოდოლოგიური განვითარებისთვის, ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ვალიდაციის, ან რეალურ გარემოში პილოტირებისა ან/და გამოყენების დემონსტრირებისთვის.

ა(ა)იპპროფესიული უნარების სააგენტო მზად არის დომეინთან დაკავშირებული პროფესიული უნარების განვითარების მხარდასაჭერად. კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით და დაკვეთით, იგი ხელს უწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული კვალიფიკაციებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას, კონკურენციის გაუმჯობესებას და უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს. სააგენტო მნიშნელოვან საფუძველს ქმნის საჯარო და კერძო პარტნიორობისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესებს სთავაზობს: საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ბიზნესსუბიექტების შესაძლებლობების განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, ექსპორტის ხელშეწყობას, საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას, სამეწარმეო სუბიექტებს შორის დავის მოგვარების ხელშეწყობას, და სხვა.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებს სთავაზობს მათი ინტერესების დაცვას და კონსალტინგს, აქტიური კომუნიკაციის დამყარებას სახელმწიფო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

დამსაქმებელთა ასოციაცია უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას მეწარმეებისთვის და ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას სამეწარმეო ცოდნის და სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის.

სსიპქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის უნივერსიტეტის ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციაზე გამოიტანოს დომეინთან დაკავშირებული საკითხები; მოამზადოს დომეინთან და რეგიონის ჭკვიან სპეციალიზაციასთან დაკავშირებული სამეცნიერო სტატიები.

სსიპ კოლეჯი „იბერია მზად არის მეწარმეებს და დომეინის საწარმოებში დასაქმების მსურველებს შესთავაზოს დურგლის და ავეჯის დამზადების სპეციალისტების მომზადება.

მიმართულება 3: კვების ინდუსტრია (მ.შ. აგრობიზნესი, ხორცის გადამუშავება და ჰორეკას სექტორი).

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ როგორც მეწარმეობის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი ძირითადი სახელმწიფო უწყება საქართველოში, მოწოდებულია მხარი დაუჭიროს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ასევე ექსპორტის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვას. სააგენტო დაინტერესებულ ბიზნესებს და დამწყებ/არსებულ მეწარმეებს სთავაზობს შემდგომ მხარდაჭერას:

  • მიკროგრანტები ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 30,000 ლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსების არანაკლებ 90% უნდა იქნეს გამოყენებული კაპიტალური დანახარჯების, ხოლო არაუმეტეს 10%-სა საბრუნავი საშუალებების შესაძენად;

  • სესხის პროცენტის თანადაფინანსება – კომერციული ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემული სესხის/ლიზინგის საგნის პროცენტის სუბსიდირება, მისი სრული ვადით, რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის (ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) ოდენობით;

    • საგრანტო კომპონენტი – დადასტურებული სესხის/ლიზინგის 15%-ის მოცულობით;

    • საგარანტიო კომპონენტი – არაუმეტეს 80%-ის მოცულობით, სესხის კომპონენტით სარგებლობის შემთხვევაში;

  • საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი – პროგრამის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები და ითვალისწინებს საფინანსო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული სესხის უზრუნველყოფა არაუმეტეს 80%-სა;

  • რეგიონული საკონსულტაციო ცენტრები – თბილისსა და რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების, ბიზნეს უნარების განვითარების მხარდაჭერის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით:

    • საკონსულტაციო მომსახურების გაწევა – მეწარმე სუბიექტის დიაგნოსტიკა, არსებული პრობლემის იდენტიფიცირება, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით საკონსულტაციო კომპანიის ჩართულობით მასზე მორგებული მომსახურების მიწოდება და ამ მომსახურების თანადაფინანსება;

    • ბიზნესუნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა – მეწარმე სუბიექტის საჭიროებებზე მორგებული სემინარების, ლექციების და/ან ტრენინგების მიწოდება, ბიზნესშეხვედრების ორგანიზება და ამ მიზნებისათვის ცენტრის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობას;

    • საინფორმაციო მომსახურების გაწევა – მეწარმე სუბიექტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნესსფეროს სიახლეებისა თუ არსებული სექტორული კვლევების თაობაზე;

  • დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების მხარდაჭერა – პროგრამა ითვალისწინებს ბონდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და საკრედიტო რეიტინგის მოპოვების ხარჯების თანადაფინანსებას.

  • ექსპორტის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიებები – საერთაშორისო გამოფენების და სავაჭრო მისიების ორგანიზება, ინდივიდუალური ექსპო გრანტი; ქართველი მწარმოებლების დაკავშირება უცხოელ მყიდველებთან; სავაჭრო პლატფორმა www.tradewithgeorgia.com-ზე რეგისტრაცია; ექსპორტის პროცედურებზე ინფორმაციის მიწოდება; უცხოურ ბაზრებზე არსებულ საბაჟო ტარიფებზე ინფორმაციის მიწოდება; ექსპორტ მენეჯერების გადამზადება; ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რებრენდინგი, პროდუქციის შეფუთვა;

  • ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა – ქვეყანაში საინვესტიციო კონსულტანტების და სკაუტების მასპინძლობა; ექსპერტებთან და სექტორში გავლენიან პირებთან თანამშრომლობის ინიციატივები;

სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ დომეინს სთავაზობს გრანტებს: პროტოტიპების დამზადების მსურველებს; ბიზნესის დაწყების მსურველებს და განვითარების გარკვეულ ეტაპზე მყოფ კომპანიებს; სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის მსურველებს; აგრეთვე, არსებული ტექნოლოგიური პარკების სერვისებით სარგებლობის საშუალებას.

სსიპშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი დომეინს გრანტებს სთავაზობს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ფარგლებში: საწარმოებსა და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის კვლევისა და განვითარების სფეროში თანაშრომლობის ხელშესაწყობად; ტექნოლოგიური განვითარებისა და ტექნოლოგიების გადაცემის, კომერციალიზაცია და ინდუსტრიალიზაციის მხარდასაჭერად; მცირე მასშტაბის პროტოტიპის ტექნოლოგიური/მეთოდოლოგიური განვითარებისთვის, ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ვალიდაციის, ან რეალურ გარემოში პილოტირებისა ან/და გამოყენების დემონსტრირებისთვის.

ა(ა)იპპროფესიული უნარების სააგენტო მზად არის დომეინთან დაკავშირებული პროფესიული უნარების განვითარების მხარდასაჭერად. კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით და დაკვეთით, იგი ხელს უწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული კვალიფიკაციებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას, კონკურენციის გაუმჯობესებას და უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს.

ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ დაინტერესებულთ სთავაზობს:

  • პირველადი წარმოების მხარდაჭერას (ნერგების ღირებულების თანადაფინანსება; წვეთოვანი სარწყავი სისტემის თანადაფინანსება; სანერგე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსება; სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსება).

  • გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებისას მხარდაჭერის მსურველებს.

  • მექანიზაციაში მხარდაჭერას.

  • ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს: ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებას; სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვას; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვას და სერტიფიცირებას; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურებას; დიზაინის შექმნას ბრენდირების და შეფუთვის; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ აღჭურვილობის შეძენას.

  • სხვადასხვა ტრენინგებს.

  • სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლის, საშემოდგომო ყინვის რისკების დაზღვევას.

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები მზად არიან შეისწავლონ ფერმერთა საჭიროებები და ჩაუტარონ მათ სხვადასხვა ტრენინგი.

სსიპსურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს გადამამუშავებელი საწარმოებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების გაცნობას.

შპს „იმერეთის აგრო ზონა“ დომეინს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარება; მოწყობილი მიწის ნაკვეთები სათბურის ასაშენებლად; გამზადებული სათბურები იჯარით ასაღებად ან გამოსასყიდად 220 ჰექტარზე; ელენერგიის და სხვა სერვისების მიწოდება საჭირო რაოდენობით; ლოგისტიკური ცენტრი – კალიბრაცია, გარეცხვა, შეფუთვა, ტრანსპორტირების სერვისებით; კარგო ტერმინალი ქუთაისის აეროპორტში.

ა(ა)იპ „მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი“ დომეინს სთავაზობს: აგროტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და კულტივაციის შესახებ ცოდნის ტრანსფერის პლატფორმას; ცოდნის მიღებას 1 კვ.მ.-ზე წარმოების გაზრდაზე; ტრენინგების ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესებაზე.

საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია წევრებს სთავაზობს: ტრენინგებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში; თანამედროვე დონეზე მოწყობილ სადემონსტრაციო ნაკვეთებს გამოცდილების გასაზიარებლად; გასაღების ბაზრების მოძიებაში დახმარებას; საჭირო აპარატების, აღჭურვილობის, მასალების (წვეთოვანები, ფანტები, სასუქშემრევი აპარატები, საჩრდილობელი ბადეები, ცელოფნები სათბურების გადასაფარებლად) შეძენაში დახმარებას.

დამსაქმებელთა ასოციაცია როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას მეწარმეებისთვის და ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას სამეწარმეო ცოდნის, სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის და სხვა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესებს სთავაზობს: საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ბიზნესსუბიექტების შესაძლებლობების განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, ექსპორტის ხელშეწყობას, საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას, სამეწარმეო სუბიექტებს შორის დავის მოგვარების ხელშეწყობას, და სხვა.

სსიპქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის უნივერსიტეტის ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციაზე გამოიტანოს დომეინთან დაკავშირებული საკითხები; მოამზადოს დომეინთან და რეგიონის ჭკვიან სპეციალიზაციასთან დაკავშირებული სამეცნიერო სტატიები.

სსიპკოლეჯი „იბერია“ მზად არის მეწარმეებს და დომეინის საწარმოებში დასაქმების მსურველებს შესთავაზოს: კულინარიის ხელოვნების, მ.შ. ქართული კერძების მომზადების შესწავლა; სასწავლო პროგრამაში „სარესტორნო მომსახურება“ მონაწილეობა; კონდიტერის კურსებში მონაწილეობა.

მიმართულება 4: ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტყავის ნაკეთობათა წარმოება.

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ როგორც მეწარმეობის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი ძირითადი სახელმწიფო უწყება საქართველოში, მოწოდებულია მხარი დაუჭიროს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ასევე ექსპორტის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვას. სააგენტო დაინტერესებულ ბიზნესებს და დამწყებ/არსებულ მეწარმეებს სთავაზობს შემდგომ მხარდაჭერას:

  • მიკროგრანტები ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 30,000 ლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსების არანაკლებ 90% უნდა იქნას გამოყენებული კაპიტალური დანახარჯების, ხოლო არაუმეტეს 10%-სა საბრუნავი საშუალებების შესაძენად;

  • სესხის პროცენტის თანადაფინანსება – კომერციული ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემული სესხის/ლიზინგის საგნის პროცენტის სუბსიდირება, მისი სრული ვადით, რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის (ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) ოდენობით;

    • საგრანტო კომპონენტი – დადასტურებული სესხის/ლიზინგის 15%-ის მოცულობით;

    • საგარანტიო კომპონენტი – არაუმეტეს 80%-ის მოცულობით, სესხის კომპონენტით სარგებლობის შემთხვევაში;

  • საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი – პროგრამის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები და ითვალისწინებს საფინანსო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული სესხის უზრუნველყოფა არაუმეტეს 80%-სა;

  • რეგიონული საკონსულტაციო ცენტრები – თბილისსა და რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების, ბიზნესუნარების განვითარების მხარდაჭერის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით:

    • საკონსულტაციო მომსახურების გაწევა – მეწარმე სუბიექტის დიაგნოსტიკა, არსებული პრობლემის იდენტიფიცირება, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით საკონსულტაციო კომპანიის ჩართულობით მასზე მორგებული მომსახურების მიწოდება და ამ მომსახურების თანადაფინანსება;

    • ბიზნეს უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა – მეწარმე სუბიექტის საჭიროებებზე მორგებული სემინარების, ლექციების და/ან ტრენინგების მიწოდება, ბიზნეს შეხვედრების ორგანიზება და ამ მიზნებისათვის ცენტრის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობას;

    • საინფორმაციო მომსახურების გაწევა – მეწარმე სუბიექტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნესსფეროს სიახლეებისა თუ არსებული სექტორული კვლევების თაობაზე;

  • დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების მხარდაჭერა – პროგრამა ითვალისწინებს ბონდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და საკრედიტო რეიტინგის მოპოვების ხარჯების თანადაფინანსებას.

  • ექსპორტის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიება – საერთაშორისო გამოფენების და სავაჭრო მისიების ორგანიზება, ინდივიდუალური ექსპო გრანტი; ქართველი მწარმოებლების დაკავშირება უცხოელ მყიდველებთან; სავაჭრო პლატფორმა www.tradewithgeorgia.com-ზე რეგისტრაცია; ექსპორტის პროცედურებზე ინფორმაციის მიწოდება; უცხოურ ბაზრებზე არსებულ საბაჟო ტარიფებზე ინფორმაციის მიწოდება; ექსპორტ მენეჯერების გადამზადება; ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რებრენდინგი, პროდუქციის შეფუთვა;

  • ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა – ქვეყანაში საინვესტიციო კონსულტანტების და სკაუტების მასპინძლობა; ექსპერტებთან და სექტორში გავლენიან პირებთან თანამშრომლობის ინიციატივები.

სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ დომეინს სთავაზობს გრანტებს: პროტოტიპების დამზადების მსურველებს; ბიზნესის დაწყების მსურველებს და განვითარების გარკვეულ ეტაპზე მყოფ კომპანიებს; სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის მსურველებს; აგრეთვე, არსებული ტექნოლოგიური პარკების სერვისებით სარგებლობის საშუალებას.

სსიპშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი დომეინს გრანტებს სთავაზობს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ფარგლებში: საწარმოებსა და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის კვლევისა და განვითარების სფეროში თანაშრომლობის ხელშესაწყობად; ტექნოლოგიური განვითარებისა და ტექნოლოგიების გადაცემის, კომერციალიზაციის და ინდუსტრიალიზაციის მხარდასაჭერად; მცირე მასშტაბის პროტოტიპის ტექნოლოგიური/მეთოდოლოგიური განვითარებისთვის, ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ვალიდაციის, ან რეალურ გარემოში პილოტირებისა ან/და გამოყენების დემონსტრირებისთვის.

ა(ა)იპპროფესიული უნარების სააგენტო მზად არის დომეინთან დაკავშირებული პროფესიული უნარების განვითარების მხარდასაჭერად. კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით და დაკვეთით, იგი ხელს უწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული კვალიფიკაციებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას, კონკურენციის გაუმჯობესებას და უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესებს სთავაზობს საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ბიზნეს სუბიექტების შესაძლებლობების განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, ექსპორტის ხელშეწყობას, საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას, სამეწარმეო სუბიექტებს შორის დავის მოგვარების ხელშეწყობას, და სხვა.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებს სთავაზობს მათი ინტერესების დაცვას და კონსალტინგს, აქტიური კომუნიკაციის დამყარებას სახელმწიფო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

დამსაქმებელთა ასოციაცია უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას მეწარმეებისთვის და ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას სამეწარმეო ცოდნის და სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის.

სსიპქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის უნივერსიტეტის ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციაზე გამოიტანოს დომეინთან დაკავშირებული საკითხები; მოამზადოს დომეინთან და რეგიონის ჭკვიან სპეციალიზაციასთან დაკავშირებული სამეცნიერო სტატიები.

სსიპკოლეჯი „იბერია“ მზად არის მეწარმეებს და დომეინის საწარმოებში დასაქმების მსურველებს შესთავაზოს სამკერვალო წარმოებასთან დაკავშირებული სპეციალისტების მომზადება.

* შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები და სხვა ინსტიტუციები პრიორიტეტულ მიმართულებებს (დომეინებს) მომავალში ასევე სთავაზობენ:

  • მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროგრამებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

  • საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად შექმნილი პროფესიული უნარების სააგენტოს ახალ სერვისებს.

პროფესიული უნარების სააგენტო

  • ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების შემდგომი წლების პროგრამაში (ITDP) შესაბამისი პრიორიტეტების ქვეშ მხარდაჭერას მათი განვითარებისთვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

განვითარების პარტნიორების დამატებითი ინიციატივები და პროგრამები:

მეწარმეობის მხარდაჭერის ზემოაღნიშნულ სახელმწიფო ინსტრუმენტებთან და მომიჯნავე ინიციატივებთან ერთად, საგულისხმოა განვითარების პარტნიორების სხვადასხვა დამატებითი ინიციატივები და პროგრამები, რომლებსაც თავიანთი მანდატის ფარგლებში და შესაბამისი პროგრამების მოქმედების პერიოდში, შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყანაში და მათ შორის იმერეთის რეგიონში მეწარმეობის განვითარებაში, კერძოდ:

  • EU4Business Facility (ფაზა III); ფოკუსირებულია ეფექტიან კომუნიკაციაზე ევროკავშირის მხარდაჭერით კერძო სექტორის განვითარების პროექტებზე პოტენციურ ბენეფიციარებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.

  • „EU4Business: EAP Trade Helpdesk“; პროექტის ფარგლებში ტარდება გამოკითხვები სავაჭრო ბარიერების შესახებ, აწვდის უკუკავშირს პოლიტიკის შემქმნელებს, აძლიერებს მონაცემთა შეგროვებას და ამზადებს ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, რათა გამოავლინონ შესაძლებლობები EAP რეგიონში და ევროკავშირში.

  • „EU4BusinessDCFTA მცირე და საშუალო ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმი“: ერთობლივი ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სახსრებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მორგებული ფინანსური დახმარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

  • ევროკავშირი-ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი ინიციატივა, „EU4Business - EBRD საკრედიტო ხაზი“; ხელს უწყობს DCFTA-სთან დაკავშირებული ინვესტიციების დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად. ინვესტიციები შეიძლება მოიცავდეს აღჭურვილობის განახლებას, ახალი სტანდარტების მიღებას და ტექნოლოგიების გაუმჯობესებას.

  • "EU4Business - EBRD საკრედიტო ხაზი - II ფაზა" ინიციატივა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის ზრდისა და განვითარების ხელშეწყობაში და საშუალებას აძლევს მას ისარგებლოს DCFTA-ს მიერ წარმოდგენილი პერსპექტივებით. ევროკავშირის საგრანტო დაფინანსების კომბინაციით, ეს ინიციატივა მხარს უჭერს მთელ რიგ ინვესტიციებს, რომლებიც მიზნად ისახავს რისკების შერბილებას, მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო წახალისებას და ტექნიკურ დახმარებას.

  • „EU4Youth: ახალგაზრდების დასაქმება და მეწარმეობა“; ყოვლისმომცველი და მრავალმხრივი ინიციატივა, რომელიც ეხება ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის გამოწვევებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

  • EU4ITD: ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზირება PIRDP რეგიონებში: (CESL) პროექტი ფოკუსირებულია შემოსავლების გენერირების სტიმულირებასა და ეკონომიკური აქტივაციის ხელშეწყობაზე PIRDP 2020-2022-ის 4 საპილოტე რეგიონში, რაც გაგრძელდება შემდგომ წლებშიც ახალი ITDP პროგამის ფარგლებში.

  • ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“; ეხმარება მუნიციპალიტეტების მიმზიდველობის გაზრდას, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ინვესტორებისთვის.

  • ევროკავშირის პროექტში „ქალთა ძალა“; გულისხმობს ქალებისა და გოგოების მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარად მონაწილეობისათვის.

  • ევროკავშირის დაფინანსების პროექტი "თანამშრომლობა ზემოქმედებისთვის"; მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს უფრო ხელსაყრელი სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

  • "EU4Digital: ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის - II ფაზა"; მიზნად ისახავს გაავრცელოს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობები EAP-ის ქვეყნებზე. ეს ინიციატივა ფოკუსირებულია ევროკავშირის მხარდაჭერის გამოყენებაზე ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების პოტენციალის გასახსნელად, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ბიზნესის გაძლიერებულ შესაძლებლობებზე.

  • პროექტი „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება და სწავლება სამხრეთ კავკასიაში“ (GIZ); ხელს უწყობს დასაქმებას პროფესიულ განათლებასა და მომზადებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერების გზით.

  • ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა: ხელს უწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს წარმოების შესაძლებლობების, ეფექტურობისა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების გაზრდაში. ის ფოკუსირებულია მთავარ ღირებულებების ჯაჭვებზე, როგორებიცაა: ხილი, ბოსტნეული, მწვანილი და მებაღეობა, ეხმარება მწარმოებლებსა და გადამამუშავებლებს დამატებითი ღირებულების გაზრდაში თანამედროვე ტექნიკითა და ბაზარზე დამყარებული ახალი კავშირების გზით.

  • ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ბიზნესის განვითარების პროგრამა: მხარს უჭერს 30-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს მაღალი პოტენციალის მქონე სექტორებში, რათა გაზარდონ მათი შესაძლებლობები, ფინანსური მაჩვენებლები და მდგრადობა პანდემიისა და პოსტპანდემიური ეკონომიკური ლანდშაფტის პირობებში.

  • ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინდუსტრიის მიერ მართული უნარების განვითარების პროგრამა  საქართველოში: ამზადებს პროფესიონალებს ისეთი სექტორებისთვის, სადაც მაღალია მოთხოვნა. ის ხელს უწყობს პარტნიორობას კერძო სექტორთან, ტრენინგების ჩატარება ხდება 5 000 ადამიანისთვის, მხარს უჭერს ბიზნესთანამშრომლობასა და ინკლუზიურობას.

  • ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „მწვანე ეკონომიკის პროგრამა“: მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის ძირითადი სექტორების მოდერნიზაციასა და ქვეყნის მასშტაბით დასაქმების მომგებიანი შესაძლებლობების შექმნას. ის პრიორიტეტად განსაზღვრავს სექტორის ხარისხისა და გარემოს მდგრადობის გაზრდას, რაც შეესაბამება საქართველოს კლიმატის ცვლილების ვალდებულებებსა და ბაზრის სტანდარტებს. პროგრამის სავარაუდო ღირებულება 25 მილიონი დოლარიდან 49,99 მილიონ დოლარამდე მერყეობს, მისი დაწყება იგეგმება 2024 წლის ბოლოს.

IV. იმერეთის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ხედვა, მიზნები და ამოცანები

4.1. რეგიონის ჭკვიანი განვითარების ინტეგრირებული ხედვა და განხორციელების გზები

იმერეთის რეგიონის ინტეგრირებული ხედვა

იმერეთის რეგიონის ინტეგრირებული ხედვაა, გახდეს ლიდერი მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პრიორიტეტული სფეროების ჭკვიანი განვითარების მხარდაჭერის გზით.

რეგიონის პრიორიტეტული მიმართულებები (დომეინები) უზრუნველყოფენ სტაბილურ სამუშაო ადგილებს, ამრავალფეროვნებენ პროდუქციას, ზრდიან მის ხარისხს, ცნობადობასა და საექსპორტო მოცულობას. პრიორიტეტული მიმართულებების სექტორებში შემავალი საწარმოები კონკურენტუნარიანები არიან ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, ახორციელებენ კვლევა-განვითარების (R&D) და ინოვაციების აქტიურ გამოყენებას.

რეგიონი ცნობილია საკვები პროდუქტების მდგრადი წარმოებით, ტრადიციებისა და ღირებულებების შენარჩუნებით ახალი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შექმნით.

რეგიონის ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტყავის და ტყავის ნაწარმის პროდუქციისადმი ნდობა იზრდება საქართველოში და სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე, წარმოებაში, მოდაში, სტილსა და დიზაინში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ინტენსიური დანერგვის წყალობით.

მთლიანობაში, იმერეთი მოწოდებულია მართოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში მისი ოთხი პრიორიტეტული მიმართულების აქტიური მხარდაჭერით და ამ სექტორებში ინოვაციებისა და განვითარების სისტემური ხელშეწყობის გზით.

იმერეთის ჭკვიანი სპეციალიზაციის პრიორიტეტულ მიმართულებებად (დომეინები) განსაზღვრულია:

  • ლითონის მადნების მოპოვება, ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება.

  • ხე-ტყის დამუშავება, ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოება.

  • კვების ინდუსტრია (მ.შ. აგრობიზნესი, ხორცის გადამუშავება და ჰორეკას სექტორი).

  • ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტყავის ნაკეთობათა წარმოება.

რეგიონის და მისი პრიორიტეტული მიმართულებების ჭკვიანი განვითარება მიიღწევა საერთო (ჰორიზონტალური) და სპეციფიური (დამატებითი) პოლიტიკების ერთობლიობით:

  1. ერთი მხრივ, რეგიონის ჭკვიანი განვითარების ინტეგრირებული ხედვის ქვეშ, ოთხივე პრიორიტეტული მიმართულების საერთო (ჰორიზონტალური) საჭიროებების გათვალისწინებით – შესაბამისი ძირითადი მიზნების და ამოცანების განხორციელებით.

  2. ხოლო, მეორე მხრივ, თითოეული მიმართულების განვითარების ხედვის ქვეშ, სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით – შესაბამისი დამატებითი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებით.

კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულების (დომეინის) განვითარების ხედვა

ლითონის მადნების მოპოვება, ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება

ხე-ტყის დამუშავება, ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოება

კვების ინდუსტრია (მ.შ. აგრობიზნესი, ხორცის გადამუშავება და ჰორეკას სექტორი)

ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტყავის ნაკეთობათა წარმოება

რეგიონის ფეროშენადნობების მწარმოებელი საწარმოები ყოველწლიურად ზრდიან გაყიდვების მოცულობას საზღვარგარეთ. დაწყებულია მოპოვებული ქვანახშირის გამოყენება ახალი მიმართულებებით, დომეინის სექტორი უზრუნველყოფს სტაბილურ სამუშაო ადგილებს.

მადნების ნარჩენების 90% მუშავდება რეგიონის საწარმოების მიერ. მოწესრიგებულია ადგილობრივი საწარმოების მიერ ჯართის გამოყენების საკითხი.

ამოქმედებულია ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის მწარმოებელი საწარმოების გადაიარაღების მხარდამჭერი პროგრამული ინსტრუმენტები . დომეინისთვის საჭირო პროფესიების 80%-ისთვის პროგამების შეთავაზება ხდება იმერეთის და საქართველოს სხვა რეგიონებში არსებულ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

დომეინში შემავალი სექტორები და ქვესექტორები ინარჩუნებენ მნიშვნელოვან როლს რეგიონის მშპ-ში, დასაქმებაში, კვლევა-განვითარებისა (R&D) და ინოვაციების ზრდის შედეგად გაზრდილია დომეინის საწარმოების კონკურენტუნარიანობა ქვეყანაში და უცხოეთში.

დომეინის საწარმოები უზრუნველყოფენ სტაბილურ სამუშაო ადგილებს და ყოველწლიურად ზრდიან პროდუქტების ექსპორტის მოცულობას 5%-ით, ხოლო რეგიონის კვლევითი ცენტრები მნიშვნელოვნად აფართოებენ ხისა და ხის მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული აქტივობების სპექტრს.

რეგიონში წარმოებული ხის ავეჯი ითვლება საერთაშორისო დონის შესაბამისი დიზაინის და ინოვაციური ტექნოლოგიებით დამზადებულ ავეჯად ქვეყანაში.

იმერეთი ცნობილია ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული კვების პროდუქციის წარმოებით, მათ შორის, მწვანილის, ბოსტნეულის და ხორც-პროდუქტების მდგრადი წარმოებით.

ინარჩუნებს რა ტრადიციებსა და ღირებულებებს კვების პროდუქტების წარმოებაში, მათზე დაფუძნებით ქმნის ახალ, ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ცნობადობის კვების პროდუქტებს.

რეგიონის ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტყავისა და ტყავის ნაკეთობათა პროდუქციისადმი ნდობა გაზრდილია საქართველოში და გასაღების სხვა ბაზრებზე.

ინოვაციების დანერგვა ინტენსიურად ხდება ტექსტილისა და ტყავის წარმოებაში, მოდაში, სტილსა და დიზაინში. გაუმჯობესებულია შესაბამისობა კვლევასა და ბიზნესის საჭიროებებს შორის.

4.2. რეგიონის პრიორიტეტული მიმართულებების (დომეინების) განვითარებისთვის საერთო მიზნები და ამოცანები

მიზანი 1: საწარმოების კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის ამაღლება

ეს მიზანი განპირობებულია ზრდის, ინოვაციებისა და ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობის აუცილებლობით შესაბამის მიმართულებებში. თანამედროვე საშუალებების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობით, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების, ცოდნის გაზიარებისა და საწარმოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობით, იმერეთი აპირებს შექმნას წარმატებული ბიზნესეკოსისტემა. გარდა ამისა, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობა ხელს შეუწყობს ბიზნესის დამხმარე გარემოს შექმნას. მდგრადი საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის ჩამოყალიბება კი ხელს შეუწყობს სისტემური თანამშრომლობის გაძლიერებას და გამოწვევების მოგვარებას. ამ მიმართულებებით განხორციელებული აქტოვობების ერთობლიობა გააძლიერებს მიმართულებების (დომეინების) საწარმოების კონკურენტუნარიანობასა და პროდუქტიულობას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს რეგიონში მდგრად ეკონომიკურ ზრდას.

  • ამოცანა 1.1. დომეინების საწარმოების მიერ თანამედროვე დანადგარებისა და აღჭურვილობის, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, მათ შორის, მართვა-განვითარების თანამედროვე მეთოდების აქტიური დანერგვისა და გამოყენების ხელშეწყობა.

  • ამოცანა 1.2. დომეინებთან დაკავშირებული შრომის ბაზრის და მოთხოვნა-მიწოდების სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული შემდგომი (გრძელვადიანი) გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა.

  • ამოცანა 1.3. დომეინების საწარმოებს შორის ცოდნის გაზიარებაზე და საერთო საჭიროებებზე მორგებული თანამშრომლობის გააქტიურების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

  • ამოცანა 1.4. მცირე მასშტაბის ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რომელიც ხელს შეუწყობს დომეინების ბიზნესების განვითარებას და ასევე, საგანმანათლებლო-კვლევითი დაწესებულებებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას.

  • ამოცანა 1.5. დომეინებში ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

  • ამოცანა 1.6. საჯარო-კერძო დიალოგის (მუდმივმოქმედი პლატფორმის) განვითარება.

მიზანი 2. წარმოებული პროდუქციის და მომსახურების ჯაჭვის ელემენტების გამრავალფეროვნება

დომეინების კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გასაზრდელად, მიდგომა ითვალისწინებს პროდუქტებისა და სერვისების ჯაჭვის ელემენტების დინამიკური და მრავალფეროვანი ლანდშაფტის შექმნას დომინებში. ამის შესაძლებლობას ერთმნიშვნელოვნად იძლევა რეგიონის გამოკვეთილი პოტენციალი.

  • ამოცანა 2.1. რეგიონში წარმოებული დომეინების პროდუქციისა და მომსახურების ჯაჭვის ელემენტების მრავალფეროვნების ზრდის ხელშეწყობა.

მიზანი 3. მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების და სერვისების ეფექტიანობის გაზრდა

(* მათი შესაძლო განახლება-ადაპტირებით ან/და ახალი კომპონენტების იმგვარი ინტეგრირებით, რაც ხელს შეუწყობს დომეინების საწარმოების განვითარებას და გაფართოებას, მათ გადაიარაღებას, კვლევების დაფინანსებას საწარმოებში და უკეთ მორგებული სასწავლო პროგრამების ამოქმედებას).

ჭკვიანი სპეციალიზაციის მიდგომის წარმატებული განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების ეფექტიანობის გაზრდა, რომლებიც მხარს უჭერენ რეგიონის პრიორიტეტულ დომეინებს. შესაბამისი აქტივობების განხორციელებით შეიქმნება გარემო, სადაც ბიზნესი, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები, მკვლევრები და დასაქმებულები ერთად მიაღწევენ თავიანთ მიზნებს და ხელს შეუწყონ დომეინების მდგრად განვითარებას. ამისათვის, არსებულ სახელმწიფო პროგრამებში გაიზრდება აქცენტი დომეინების და რეგიონის შესაბამისად გამოკვეთილ საჭიროებებზე და შემოტანილი იქნება დამატებითი ელემენტები და ტერიტორიულად მორგებული ინოვაციური კომპონენტები, რომლებიც დომეინების მხარდასაჭერად იქნება ფოკუსირებული. სტატისტიკური აღრიცხვისა და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მონაცემების გამოყენებით, მიღებული იქნება ინფორმირებული გადაწყვეტილებები და რესურსები განაწილდება ეფექტურად. ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებით და ციფრული ტრანსფორმაციით გაიზრდება სახელმწიფო ელექტრონული სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა.

  • ამოცანა 3.1. შესაბამისი პროგრამების საერთო ზემოქმედების გაუმჯობესება რეგიონული საწარმოებისთვის, მკვლევარებისა და დასაქმებულებისათვის მათი შესაბამისობის, ინოვაციურობის და ეფექტიანობის ზრდით.

  • ამოცანა 3.2. საწარმოების საქმიანობის სტატისტიკური აღრიცხვის შემდგომი გაუმჯობესება.

  • ამოცანა 3.3. სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის შემდგომი ზრდა.

  • ამოცანა 3.4. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის და შესაბამისი სერვისების შემდგომი განვითარება.

  • ამოცანა 3.5. დომეინების განვითარებისათვის რეგულაციების (კანონქვემდებარე აქტები) გადახედვა.

მიზანი 4. სამეწარმეო, საგანმანათლებლო და კვლევით სუბიექტებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბება და გაღრმავება

სამეწარმეო, საგანმანათლებლო და კვლევით სუბიექტებს შორის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დომეინებში ინოვაციების, ცოდნის გაცვლისა და ქმედითი ეკონომიკური სტიმულირებისთვის. ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის დამყარება და გაღრმავება, სინერგიის შექმნა, ხელს უწყობს დომეინების განვითარებას. დომეინურ ბიზნესებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის სისტემატური თანამშრომლობის ხელშეწყობით, მოხდება ექსპერტიზის, რესურსების და კვლევის შედეგების გაზიარება. აგრეთვე, მნიშვნელოვანია დომეინების საჭიროებებზე მორგებული განათლებისა და ტრენინგის შესაძლებლობების გაძლიერება, განათლების ხარისხის შესაბამისობა დომეინის საჭიროებებთან და ადგილობრივების დასაქმებისათვის.

  • ამოცანა 4.1. იმერეთის რეგიონში დომეინების ბიზნესებს და კვლევით ინსტიტუტებს შორის სისტემური თანამშრომლობის ზრდის ხელშეწყობა.

  • ამოცანა 4.2. დომეინების ბიზნესებსა და მკვლევარებს შორის თანამშრომლობის სტრუქტურული გაუმჯობესება.

  • ამოცანა 4.3. დომეინებისთვის საჭირო განათლების და მომზადება-გადამზადების შესაძლებლობების და ხელმისაწვდომობის ზრდა.

  • ამოცანა 4.4. განათლების ხარისხის და პროფესიული უნარების გაუმჯობესება არტიზანულ სექტორში.

მიზანი 5. წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნების, გასაღების ბაზრებზე შეღწევადობისა და გაყიდვების ზრდა

წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდა, ძირითად ბაზრებზე შეღწევა და გაყიდვების ზრდა მნიშვნელოვანია დომეინების მდგრადი განვითარებისთვის. ამისთვის ხელი უნდა შეეწყოს დომეინებში პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ბიზნესის ინოვაციებისკენ და მათი შეთავაზებების დივერსიფიკაციისკენ წახალისებას, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ახალი და საინტერესო პროდუქტების შექმნას. ციფრული ეპოქის შესაბამისად, ელექტრონული კომერციის განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელია პლატფორმების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ონლაინ ტრანზაქციებს და გააფართოვებს ბაზრებთან წვდომას. ადგილობრივ მეწარმეებსა და უცხოელ ან რეზიდენტ ინვესტორებს შორის კავშირების გაძლიერება გადამწყვეტია ინვესტიციების მოზიდვისა და პარტნიორობის ხელშესაწყობად.

  • ამოცანა 5.1. დომეინების წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოების ხელშეწყობა.

  • ამოცანა 5.2. დომეინების წარმოებული პროდუქციის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების მოცულობის ზრდის ხელშეწყობა.

  • ამოცანა 5.3. ელექტრონული კომერციის განვითარების ხელშეწყობა.

  • ამოცანა 5.4. ადგილობრივ მეწარმეებს და უცხოელ და რეზიდენტ ინვესტორებს შორის კავშირების გაძლიერება.

4.3. სპეციფიკური მიზნები და ამოცანები

თითოეული პრიორიტეტული მიმართულების (დომეინის) განვითარების ხედვის ქვეშ, წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში, გარდა ზემოაღნიშნული საერთო (ჰორიზონტალური) მიზნებისა და ამოცანებისა გათვალისწინებულია შემდეგი სპეციფიკური (დამატებითი) მიზნები და ამოცანები:

4.3.1. მიმართულება 1: ლითონის მადნების მოპოვება, ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება:

მიზანი 6. ნარჩენების პრევენცია და ეფექტიანი ხელახალი გამოყენება რეგიონის საწარმოების მიერ

ნარჩენების შემცირება და არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენება მნიშვნელოვანია დომეინის და მთლიანად რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის. ნარჩენების შესამცირებლად ინოვაციური და პასუხისმგებლიანი მიდგომების დანერგვა მინიმუმამდე ამცირებს დომეინური საწარმოების მიერ წარმოქმნილ ნარჩენების რაოდენობას და ხელს უწყობს ნარჩენების ხელახლა გამოყენებას ან გადამუშავებას. სუფთა წარმოების ტექნოლოგიებისა და პროცესების დანერგვა, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ემისიების მინიმიზაციისა და გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. გარემოსდაცვითი მდგრადობისა და რესურსების ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობის შესახებ დაინტერესებულ მხარეებს შორის ცნობიერების ამაღლება კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს პასუხისმგებლიანი პრაქტიკის კულტურის დანერგვას და უზრუნველყოფს უფრო მდგრად მომავალს რეგიონისთვის.

  • ამოცანა 6.1. დომეინის საწარმოების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირების და ნარჩენების ხელახალი გამოყენების ან გადამუშავების ზრდის ხელშეწყობა.

  • ამოცანა 6.2. სუფთა წარმოების ტექნოლოგიებისა და პროცესების წახალისება ლითონის წარმოებაში ემისიების შესამცირებლად.

  • ამოცანა 6.3. დაინტერესებული მხარეების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მდგრადობისა და რესურსების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.

მიზანი 7. ინოვაციური ტექნოლოგიებისა და პროცესების დანერგვის ხელშეწყობა საწარმოებში

ინოვაციების (პროდუქტი, მომსახურება, პროცესი) დანერგვის და ტექნოლოგიური განახლება-გადაიარაღების ხელშეწყობა დომეინის საწარმოებში საეტაპო და უაღრესად მნიშვნელოვანი აუცილებლობაა მათი განვითარებისთვის, როგორც უშუალოდ დომეინში, ასევე მთლიანობაში რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად უნდა მოხდეს საწარმოებში ტექნოლოგიური საჭიროებებისა და ხარვეზების შეფასება, ინოვაციებისა და გასაუმჯობესებელი მიმართულებების შემდგომი იდენტიფიცირება, შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმების უზრუნველყოფა და ხელსაყრელი გარემოს შექმნა. ამავე დროს, ტექნოლოგიების პროვაიდერებთან და გადაწყვეტილების მიმღებებთან თანამშრომლობითი პლატფორმის შექმნა წაახალისებდა ცოდნის გაზიარებას და ხელს შეუწყობდა ინოვაციების აქტიურ დანერგვას.

  • ამოცანა 7.1. ინოვაციებისა და გაუმჯობესების საჭიროებების გამოსავლენად ტექნოლოგიური საჭიროებებისა და ხარვეზების შეფასება დომეინის საწარმოებში.

  • ამოცანა 7.2. მხარდაჭერის მექანიზმების უზრუნველყოფა დომეინის საწარმოებისთვის ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და პროცესებში ინვესტიციებისთვის.

  • ამოცანა 7.3. დომეინის საწარმოების ტექნოლოგიების პროვაიდერებთან და მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებების მიმღებებთან ერთობლივი პლატფორმის შექმნის ხელშეწყობა.

მიზანი 8. რეგიონში მოპოვებული წიაღისეულის დამატებითი ღირებულების გაზრდისა და გადამუშავების პროცესის ხელშეწყობა.

დომეინის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მოპოვებული წიაღისეულის დამატებული ღირებულების გაზრდა და გადამუშავების პროცესის გაუჯობესება. ამის მისაღწევად საჭიროა მოწინავე ტექნოლოგიების უფრო ინტენსიური გამოყენება მოპოვებაში. არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარე. ამისათვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული დატვირთვა აქვს წიაღისეულის მომპოვებლებს, გადამამუშავებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის თანამშრომლობას, რაც ასევე ხელს შეუწყობს მონაწილეობითი პროცესის დანერგვას გადაწყვეტილებების მიღების დროს.

  • ამოცანა 8.1. წიაღისეულის დამუშავებისას მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება.

  • ამოცანა 8.2. წიაღისეულის მომპოვებლებს, გადამმუშავებლებსა და მოსახლეობას შორის დიალოგის ხელშეწყობა.

4.3.2. მიმართულება 2: ხე-ტყის დამუშავება, ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოება

მიზანი 9. საქმიანი ეზოების ზრდა რეგიონში

საპ-ის დროს გამოიკვეთა როგორც შესაბამის მუნიციპალიტეტებში ახალი საქმიანი ეზოების გახსნის, ასევე მათი სერვისების სფეროების გაფართოებით დომეინის სამეწარმეო სუბიექტთა განსაკუთრებული დაინტერესება. შემდეგი გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს მათ შორის შესაბამისი კვლევ(ებ)ის საფუძველზე, უნდა შეფასდეს საქმიანი ეზოების გაფართოების პოტენციალი და მომხმარებლებს შორის გაიზარდოს ეზოების შესაძლებლობების შესახებ ცნობადობა. თანამშრომლობის გაფართოება საქმიან ეზოებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის ხელს შეუწყობს მომხმარებლებისთვის საჭირო სერვისების გაფართოებას საქმიან ეზოებში და საბოლოოდ, დომეინის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას.

  • ამოცანა 9.1. საქმიანი ეზოების ზრდის პოტენციალის იდენტიფიცირება

  • ამოცანა 9.2. ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და დომეინის სხვა დაინტერესებულ მხარეებს და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.

  • ამოცანა 9.3. საქმიანი ეზოების უპირატესობებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

მიზანი 10. საწარმოების მიერ ნარჩენების პრევენცია, ეფექტიანი გამოყენება და დამუშავების პრაქტიკის გაუმჯობესება

საპ-მა აჩვენა გადამუშავებული ხის პროდუქტების შედეგად მნიშვნელოვანი პროდუქციის შექმნის და მისი ექსპორტის პოტენციალი იმერეთში. ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის შექმნა და ამგვარი პრაქტიკის მუდმივი გაძლიერება ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა დომეინის განვითარებისა და ეკოლოგიისთვის. უსაფრთხო სამუშაო გარემოს მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს დომეინში საწარმოების უფრო ეფექტიან და პასუხისმგებლიან მართვას.

  • ამოცანა 10.1. დომეინის საწარმოებში ნარჩენების პრევენცია, სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენა/განთავსების უზრუნველყოფა.

  • ამოცანა 10.2. ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის (გადამუშავების ობიექტები, შემგროვებელი პუნქტები, ა.შ.) ჩამოყალიბების/გაუმჯობესების ხელშეწყობა.

  • ამოცანა 10.3. შრომითი ნორმების თაობაზე ცნობიერების ამაღლება.

მიზანი 11. ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოების ხელშეწყობა

რეგიონში არსებული ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოების პოტენციალი შესაძლებელია, რომ გაცილებით ეფექტიანად იქნეს გამოყენებული. მათ შორის, ხის ხელნაკეთი პროდუქციის წარმოებაზე ფოკუსირებით, წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს ოსტატობის, კრეატიულობისა და ინოვაციების კომპლექსურ განვითარებას დომეინში.

  • ამოცანა 11.1. ხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოების განვითარება.

4.3.3. მიმართულება 3: კვების ინდუსტრია (მ.შ. აგრობიზნესი, ხორცის გადამუშავება და ჰორეკას სექტორი)

მიზანი 12. ადგილობრივი კვების მრეწველობის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება მდგრადი წარმოების პრაქტიკისა და პროდუქტის ინოვაციების ხელშეწყობით

ადგილობრივი კვების მრეწველობის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად საჭიროა არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ზრდის შესაძლო სფეროების იდენტიფიცირება, ახალი ადგილობრივი საკვები პროდუქტებისა წარმოების შესაძლებლობების შესწავლა. ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის დანერგვა კი სურსათის წარმოებაში, შეფუთვასა და დისტრიბუციაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს ადგილობრივი კვების მრეწველობის მდგრადობაში. ორგანული პროდუქტების წარმოების გაზრდა, მისი გამრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობის ამაღლება, დააკმაყოფილებს მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებს ორგანულ პროდუქტზე.

  • ამოცანა 12.1. ადგილობრივ კვების მრეწველობაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ზრდის შესაძლებლობების მიმართულებების იდენტიფიცირება.

  • ამოცანა 12.2. ადგილობრივი კვების ახალი პროდუქტების და ბიზნესშესაძლებლობების გამოვლენა.

  • ამოცანა 12.3. ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების და პრაქტიკის დანერგვა საკვების წარმოებაში, შეფუთვასა და განაწილებაში.

  • ამოცანა 12.4. რეგიონში ორგანული პროდუქტების წარმოების, მისი გამრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა.

მიზანი 13. ჰორეკა სექტორში მომსახურების გაუმჯობესება

ჰორეკა სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია კვების ინდუსტრიის განვითარებისთვის. შესაბამისად, დოკუმენტი აქცენტს აკეთებს ჰორეკასა და ადგილობრივ კვების პროდუქტების მწარმოებლებს შორის თანამშრომლობაზე. ჰორეკა სექტორმა უნდა შეძლოს ჩვეულებრივთან ერთად, მომხმარებლებისთვის დიეტური და სხვა სპეციფიკური საკვების მიწოდება, აგრეთვე მაღალი ხარისხის ადგილობრივად მოპოვებული ინგრედიენტების გამოყენება მენიუში არსებული კერძებისთვის. სექტორში არსებული უნიკალური კულინარიული შეთავაზებებისა და გამოცდილების შესახებ ცნობიერების ამაღლება მომხმარებლებს შორის ხელს შეუწყობს ჰორეკას განვითარებას რეგიონში.

  • ამოცანა 13.1. ჰორეკას დაწესებულებებსა და ადგილობრივ კვების პროდუქტების მწარმოებლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა მენიუში მაღალი ხარისხის, ადგილზე არსებული ინგრედიენტების გამოსაყენებლად.

  • ამოცანა 13.2. ჰორეკა სექტორის დახმარება სხვადასხვა დიეტური პრეფერენციებისა და ტენდენციების, ინოვაციური და მრავალფეროვანი კულინარიული შეთავაზებების მომზადებაში.

  • ამოცანა 13.3. რეგიონის ჰორეკა სექტორში არსებული უნიკალური კულინარიული შეთავაზებებისა და გამოცდილების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

მიზანი 14. იმერეთის რეგიონში ხორცპროდუქტების მდგრადი წარმოების პრაქტიკის გაძლიერება ადგილობრივი კვების პროდუქტების ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად

მზა კერძებისა და სპეციალიზებული პროდუქტების შემუშავების გზით, მიდგომა უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის მისაღები და ინოვაციური პროდუქტების შექმნას, ხორცპროდუქტების დივერსიფიკაციას სხვადასხვა მზა კერძებით და სპეციალიზებული პროდუქტებით. რეგიონში ხორცპროდუქტების მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა, მომხმარებელთა სხვადასხვა პრეფერენციის გათვალისწინება და ადგილობრივი კვების მრეწველობის საერთო კონკურენტუნარიანობის გაზრდა ხელს შეუწყობს ხორცის გადამამუშავებელი სექტორის ზრდას რეგიონში.

  • ამოცანა 14.1. ხორცპროდუქტების დივერსიფიკაცია მზა კერძების და სპეციალიზებული პროდუქტების განვითარებით.

მიზანი 15. ადგილობრივი მწვანილის წარმოების და გამოყენების გაზრდა კვების მრეწველობაში

მწვანილის წარმოება ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია იმერეთის რეგიონისთვის. საჭიროა გაიზარდოს მწვანილის გამოყენება ადგილობრივ კვების მრეწველობაში. ამისათვის უნდა გაუმჯობესდეს მოსავლის აღების შემდგომ მწვანილის დამუშავებისა და გადამუშავების ტექნოლოგია და ტექნიკა, რათა რეგიონში შექმნას დამატებული ღირებულება ამ სექტორშიც. ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განვითარებას რეგიონში.

  • ამოცანა 15.1. მწვანილის აღების შემდგომი დამუშავებისა და გადამუშავების ტექნიკის გაუმჯობესება და დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტების შექმნის ხელშეწყობა.

4.3.4. მიმართულება 4: ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტყავის ნაკეთობათა წარმოება

მიზანი 16. პროდუქციის გასაღების ბაზრის გაფართოება, ნიშური მორგებითა და ხარისხის შემდგომი ზრდით

იმერეთში ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტყავის ნაკეთობათა ბაზრის გასაფართოებლად, საჭიროა მოხდეს დომეინის საწარმოების კონკურენტუნარიანობისა და ახალ ბაზრებზე წვდომის პოტენციალის ამაღლება. წარმოების განვითარებისთვის აუცილებელი აქტივობების ერთობლიობით, ჭკვიანი სპეციალიზაციის მიდგომა ეხმარება მათ გაზარდონ პროდუქციის ხარისხი და შექმნან ახალი პროდუქტები ახალი ბაზრებისთვის, პირველ ეტაპზე კავკასიის რეგიონის ბაზრისთვის. ეს გულისხმობს ინოვაციური და თანამშრომლობითი მიდგომების ხელშეწყობას, უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების დანერგვას და ხარისხის კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას. ამასთანავე, პროდუქციის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება არსებით როლს ითამაშებს დომეინის საწარმოების შეთავაზებების ღირებულებისა და უპირატესობების ჩვენებაში.

  • ამოცანა 16.1. იმერეთში ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტყავის ნაკეთობათა წარმოების განვითარების ხელშეწყობა, პირველ ეტაპზე კავკასიის რეგიონის ბაზრისთვის უნიკალური შეთავაზებების შესაქმენლად.

  • ამოცანა 16.2. საწარმოო პროცესში ინოვაციური და თანამშრომლობითი მიდგომების გაძლიერება.

  • ამოცანა 16.3 ადგილობრივ წარმოებაში პროდუქციის უსაფრთხოების, ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება და დანერგვა.

  • ამოცანა 16.4. ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერება.

  • ამოცანა 16.5. დომეინის საწარმოების პროდუქციის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება.

4.4. ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები

წინამდებარე დოკუმენტის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების ეფექტიანი იმპლემენტაციის შედეგად 2030 წლისთვის მისაღწევი ძირითადი სამიზნე მაჩვენებლებია (საბაზისო წელი - 2023 წ.):

  • პრიორიტეტული მიმართულებების (ე.წ დომეინების) საწარმოთა ბრუნვის ზრდა 15%-ით.

  • პრიორიტეტული მიმართულებების საწარმოთა მწარმოებლურობის ზრდა 10%-ით.

  • პრიორიტეტული მიმართულებების საწარმოების დამატებული ღირებულების ზრდა 15%-ით.

  • პრიორიტეტული მიმართულების25 ექსპორტის მოცულობის ზრდა 15%-ით.

  • პრიორიტეტული მიმართულებების საწარმოებს და საგანმანათლებლო და კვლევით სუბიექტებს შორის თანამშრომლობის ზრდა 20%-ით.

V. განხორციელება და კოორდინაცია

წინამდებარე დოკუმენტის პროექტი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მის განხორციელებას კოორდინაციას გაუწევს მაკოორდინირებელი უწყება - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მისი იმპლემენტაციის მთავარ მექანიზმს წარმოადგენს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტული ამოცანებისა და აქტივობების შესასრულებლად უფლებამოსილი პასუხისმგებელი უწყებები და შესაბამისი რესურსები.

შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებლებად განისაზღვრებიან კონკრეტული აქტივობის შესრულებაზე თავად სამოქმედო გეგმით ასეთად განსაზღვრული უწყებები. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული აქტივობის შესრულებაზე რამდენიმე პასუხისმგებელი უწყების განსაზღვრის შემთხვევაში, მთავარი პასუხისმგებელი უწყება იქნება შესაბამის ჩამონათვალში პირველ ადგილზე მითითებული უწყება. დამხმარე უწყებები, განახორციელებენ პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის ხელშეწყობას კომპეტენციის იმ ფარგლებში, რასაც მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნულ უწყებებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებით ანიჭებს.

მთავარი პასუხისმგებელი უწყება უფლებამოსილია, დამხმარე ან/და სხვა პასუხისმგებელი უწყებების ჩართულობით შექმნას აქტივობის შესრულებისთვის სამუშაო ჯგუფ(ებ)ი და წარმართოს მისი საქმიანობა.

ამ დოკუმენტის განხორციელების ვადებია 2024-2030 წლები. მისი განხორციელებისთვის დაგეგმილია და განისაზღვრება შესაბამისი სამოქმედო გეგმები.

წინამდებარე დოკუმენტი და მისი სამოქმედო გეგმები განახლებადი დოკუმენტებია და იმპლემენტაციის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების საფუძველზე განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები. სამოქმედო გეგმის განხორციელება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, განვითარების პარტნიორებისა და პარტნიორი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით.


VI. მონიტორინგი და შეფასება

მონიტორინგი და შეფასება დაგეგმვის დოკუმენტის განხორციელების პროცესის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, შესრულების შედეგები, მათი ინდიკატორების საფუძველზე, ყოველწლიურად შეფასდება.

წინამდებარე დოკუმენტის ამოცანებით განსაზღვრული შედეგების მიღწევის პროგრესზე და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულებაზე მონიტორინგს უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი. ინფორმაციის შეგროვების მიზნით, შესაბამისი მონიტორინგის პროცესი იწყება განხორციელების პარალელურად, კერძოდ აქტივობების განხორციელებასთან ერთად პასუხისმგებელი უწყებები აწარმოებენ მათ მიერ შესრულებული აქტივობების შესახებ ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეგროვებას, დახარისხებას და სტატუს ანგარიშების ფორმით აწვდიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და მის საფუძველზე, ყოველწლიურად ამზადებს ერთ წლიურ ანგარიშს. მონიტორინგის წლიური ანგარიში მოიცავს ძირითად ფაქტობრივ ინფორმაციას შესრულებული აქტივობებისა და განხორციელების დონის შესახებ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უფლებამოსილია, დადგენილ ვადაზე ადრე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებ(ებ)იდან სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ცალკეულ აქტივობაზე გამოითხოვოს ინფორმაცია. მონიტორინგის ანგარიშები წარედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

განხორციელების ციკლის ბოლო ეტაპზე ფასდება, თუ რამდენად წარმატებით, ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელდა დაგეგმვის დოკუმენტი. შეფასება, ძირითადად, ორიენტირებულია უშუალოდ გრძელვადიანი შედეგებისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების შეფასებაზე და ინფორმაციას გვაძლევს განსაზღვრული მიზნების მიღწევისა და შესაბამისი ამოცანების შესრულების შესახებ. მონიტორინგის წლიური ანგარიშების საფუძველზე, თუ იკვეთება კონკრეტული მიმართულებით არსებული ჩავარდნები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შესაძლებელია მიიღოს მთელი დოკუმენტის ან მისი მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მიზნის მიღწევის შეფასების ჩატარების გადაწყვეტილება. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაგეგმვის დოკუმენტის მიზნებთან და ამოცანებთან მიმართებით შეფასება უნდა მომზადდეს მონიტორინგის წლიური ანგარიშის მომზადებიდან 3 თვის ვადაში.

შეფასების საბოლოო ანგარიში მომზადებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი მოიცავს დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც წარედგინება საქართველოს მთავრობას.


VII. ბიბლიოგრაფია

  1. „ჭკვიანი სპეციალიზაციის კარტირება საქართველოში: იმერეთის რეგიონის ეკონომიკური და

ინოვაციური პოტენციალი“. ჰუგო ჰოლანდერის, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ,

ევროკომისიის ერთიან კვლევით ცენტრთან (JRC) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე

მომზადებული ანგარიში, 2020 წლის 23 ივლისი.26

  1. „დაპატენტებული და მეცნიერული პუბლიკაციების ანალიზი, საქართველო და იმერეთის რეგიონი“. ევროკომისიის ერთიანი კვლევითი ცენტრი. 2020 წლის 10 დეკემბერი.

  2. ხარისხობრივი ანალიზი იმერეთის რეგიონის „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ სტრატეგიისთვის. ზ. არჩუაძე, ზ. ჭელიძე. ევროკომისიის ერთიან კვლევით ცენტრთან (JRC) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ანგარიში, 2022 წელი.27

  3. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა (PIRDP). 28

  4. საქართველოში რეგიონული უთანასწორობების ანალიზი.29

  5. 2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა (RDP).30

  6. 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა.31

  7. იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021.32

  8. 2022-2027 წლების ჰარმონიზაციის გეგმა ევროსტატის რეგიონული სტატისტიკის NUTS კლასიფიკაციის საქართველოში ეტაპობრივი დანერგვისთვის.33

  9. ანგარიში საქართველოში ევროსტატის NUTS მეთოდოლოგიის გამოყენების, მისი პრაქტიკული შედეგებისა და საჭიროებების შესახებ.34

VIII. დანართები

8.1. S3 პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების ევროკომისიის ჩარჩო მეთოდოლოგია (EC-JRC)

ფაზა # პროცესის ეტაპი ახსნა ეროვნული / რეგიონული ადმინისტრაციის როლი
ინსტიტუცი-ური შესაძლებლო-ბების განვითარება 1. გადაწყვეტილე-ბა ჭკვიანი სპეციალიზაცი-ის პროცესის დაწყების შესახებ
1.1 ფორმალური მოთხოვნა ქვეყანამ ოფიციალურად უნდა გამოხატოს ინტერესი ჭკვიანი სპეციალიზაციის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით. მხარდაჭერის ხარისხი განისაზღვრება მზაობის შეფასების საფუძველზე. მოთხოვნის მომზადება და გაგზავნა
1.2 კონტექსტის ანალიზი – ქვეყნის სპეციფიკური მახასიათებლები კონტექსტის ანალიზი უნდა მოიცავდეს ძირითად ინფორმაციას ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ საკითხებსა და ქვეყნის/რეგიონის განვითარების დონესთან დაკავშირებით.
1.3 დიალოგი საჯარო ადმინისტრაცი-ასთან საჯარო ადმინისტრაციასთან დიალოგი არის ტექნიკური ნაბიჯი, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს თანამშრომლობის რეჟიმი და წინასწარი საგზაო რუკა. შესაბამისი წარმომადგენლების იდენტიფიცირება
1.4 ცნობადობის ამაღლების ღონისძიება ცნობიერების ამაღლების ღონისძიება შეიძლება გამიზნული იყოს შიდა ან გარე დაინტერესებული მხარეებისთვის (საჭიროებებიდან გამომდინარე) და მიმართული ახსნას ჭკვიანი სპეციალიზაციის მიდგომა და მისი უპირატესობები/სარგებელი ლოგისტიკის ორგანიზება და მონაწილეთა მოწვევა
1.5 ეროვნული / რეგიონული S3 გუნდ(ებ)ის ჩამოყალიბება

ეროვნულ/რეგიონულ გუნდში უნდა შედიოდეს:

  • ყველა სამინისტროს/დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომლის მანდატია რეგიონული პოლიტიკა, სამეცნიერო და ინოვაციური პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები

  • ეროვნული საპატენტო ოფისის წარმომადგენლები

  • გარე დაინტერესებული მხარეები (ბიზნესის, კვლევითი სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები)

გუნდ(ებ)ის შეხვედრა
1.6 S3 ტრენინგში მონაწილეობა ტრენინგი ორგანიზებულია ერთიანი კვლევითი ცენტრის (JRC) მიერ საჭიროებების შესაბამისად. ის ამზადებს ეროვნულ და რეგიონულ S3 გუნდებს, რათა მათ შესძლონ მართონ და ორგანიზება გაუწიონ სტრატეგიის შემუშავების პროცესს. შესაბამისი წარმომადგენლობის გაგზავნა
1.7. შეთანხმება ევროკომისიის ერთიან კვლევით ცენტრთან (JRC) ევროკომისიის ერთიან კვლევით ცენტრთან (JRC) შეთანხმება მოიცავს საგზაო რუკას, ორმხრივ ვალდებულებებსა და კრიტერიუმებს საერთო მუშაობისა და საბოლოო დოკუმენტის შეფასებისთვის. ხელშეკრულების თანადაპროექტება და ხელმოწერა
ფაზა ნომერი პროცესის ეტაპი ახსნა ეროვნული/რეგიონული ადმინისტრაციის როლი
ინსტიტუციუ-რი შესაძლებლობე-ბის განვითარება 2. სტრატეგიული მანდატების ანალიზი
2.1 არსებული პოლიტიკისა და S3-ისთვის შესაბამისი პრიორიტეტების მიმოხილვა ამ ეტაპის მიზანია სტრატეგიებსა და პოლიტიკაში არსებული ეკონომიკური, სამეცნიერო ან ინოვაციური პრიორიტეტებისა და დომეინების იდენტიფიცირება მათი განხორციელების ინსტრუმენტებთან ერთად. სტრატეგიების, პოლიტიკისა და ინსტრუმენტების მიმოხილვის უზრუნველყოფა
2.2 S3-ის ადგილის განსაზღვრა სტრატეგიულ ჩარჩოში ეროვნულმა/რეგიონულმა S3 გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ იქნება მიღებული ჭკვიანი სპეციალიზაციის სტრატეგია და კოორდინირებული სხვა შესაბამის პოლიტიკებთან გადაწყვეტილების მიღება
2.3 S3-ის ეროვნული / რეგიონული განზომილების განსაზღვრა ქვეყნის მასშტაბიდან/ზომიდან და არსებული სუბნაციონალური ადმინისტრაციული სტრუქტურიდან გამომდინარე გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული S3-ის ტერიტორიულ განზომილებასთან დაკავშირებით - ყოველთვის რეკომენდირებულია იყოს რეგიონული მიდგომა, თუ ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა. გადაწყვეტილების მიღება

დიაგნოსტიკა (მეფინგი)

დიაგნოსტიკა (მეფინგის /კარტირების სავარჯიშო)

დიაგნოსტიკა (მეფინგი)

3. არსებული ეკონომიკური, სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის ანალიზი (რაოდენობრივი)
3.1 სტატისტიკური მონაცემების მიწოდება

რაოდენობრივი მეპინგისთვის საჭიროა შემდეგი მონაცემები:

- სამრეწველო ქვესექტორები (NACE rev. 2, 3 ან 4 ციფრი, 5-10 წლის პერიოდი):

  • დასაქმება

  • დამატებითი ღირებულება

  • კომპანიების რაოდენობა

  • ხელფასი

  • ინოვაციური კომპანიების წილი (CIS-ის ინდიკატორები)

- პროდუქტების ჯგუფები ან ქვესექტორები:

  • ექსპორტი

- მეცნიერების სფეროები

  • სამეცნიერო პუბლიკაციები

  • პატენტები

- განათლების პროფილი:

  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა/ კურსდამთავრებულთა რაოდენობა

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა რაოდენობა

  • STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) კურსდამთავრებულები.

მონაცემები უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნული სტატისტიკური სამსახურისა და ეროვნული საპატენტო სამსახურის მიერ

მონაცემთა მიწოდების დაგეგმვა
3.2 ეკონომიკური, ინოვაციური და სამეცნიერო პოტენციალის მეპინგი (კარტირება) მეპინგი არის ძირითადი ძლიერი მხარეებისა და სპეციალიზაციების სტატისტიკური ანალიზი ეკონომიკური, ინოვაციური და სამეცნიერო პოტენციალის თვალსაზრისით. მისი მიზანია გამოყოს ჭკვიანი სპეციალიზაციის წინასწარი დომეინები, რომლებიც ეფუძნება ექსპერტულ შეფასებას სამი სახის პოტენციალის მიხედვით. ერთიანი კვლევითი ცენტრი (JRC) უზრუნველყოფს მეპინგის შესაბამის მეთოდოლოგიას. მონაცემთა შეგროვების მხარდაჭერა, დამატებითი წყაროების მიწოდება და პროცესის კონსულტირება
3.3 ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფის შექმნა ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფი თანამშრომლობს საერთაშორისო ექსპერტთან, რათა გაიგოს მეთოდოლოგია და მოარგოს ის ქვეყნის პროფილსა და საჭიროებებს. იგი შედგება მეცნიერებისგან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება ეკონომიკაში, ეკონომიკურ გეოგრაფიაში, მეცნიერომეტრიასა და პატენტის ანალიზში. ადგილობრივი ექსპერტების გამოვლენა და მათი მობილიზება
3.4 დამატებითი კვლევები დამატებით კვლევას შეუძლია უზრუნველყოს პრიორიტეტული დომეინების უკეთ გაგება. ისინი შეიძლება მოიცავდეს საერთაშორისო ბენჩმარკინგს (კონკურენტების საქმიანობის შესწავლა და საუკეთესო გამოცდილების გამოყენება), ღირებულების ჯაჭვების ანალიზს, გამოვლენილ შედარებით უპირატესობებსა და სხვა რელევანტურ საკითხებს არსებული კვლევის იდენტიფიცირება, რომელიც შეიძლება იყოს სასარგებლო ან ახლის შექმნა
3.5 კონსულტაცია დაინტერესებულ მხარეებთან მეპინგის შედეგების განხილვა უნდა მოხდეს შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან. შიდა დაინტერესებულ მხარეებში იგულისხმება ყველა სამინისტრო და დეპარტამენტი, რომლებსაც აქვთ კომპეტენცია გაანალიზებულ პოტენციალებთან დაკავშირებით. გარე დაინტერესებული მხარეები არიან ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წინასწარ შერჩეული ჭკვიანი სპეციალიზაციის დომეინებიდან. კონსულტაციების ორგანიზება და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მოწვევა
3.6 ანგარიშის გამოქვეყნება ჭკვიანი სპეციალიზაციის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. მეპინგის ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯაროდ, მინიმუმ მისი ელექტრონული ვერსია და ასევე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს (ინგლისურად) S3-ის პლატფორმის პორტალზე. საჭიროების შემთხვევაში, ის ასევე უნდა ითარგმნოს ადგილობრივ ენაზეც. ანგარიშის ონლაინ- გამოქვეყნება და S3 პლატფორმის ელექტრონული ვერსიის უზრუნველყოფა
4. პრიორიტეტული დომეინების სიღრმისეული ანალიზი (ხარისხობრივი)
4.1 მეფინგის (კარტირების) შედეგების საექსპერტო ინტერპრეტაცია შედეგების ხარისხობრივი ინტერპრეტაცია აუცილებელია არსებული მრეწველობისა და სამეცნიერო კლასიფიკაციების შეზღუდვების დასაძლევად და მათ მიერ წარმოდგენილი რეალური სექტორებისა და ღირებულების ჯაჭვების გამოსავლენად. პრიორიტეტული დომეინებისთვის უნდა განისაზღვროს სპეციფიკური ღირებულების ჯაჭვები გამოწვევებსა და ტენდენციებთან ერთად. ეს შეიძლება გაკეთდეს ჩაღრმავებული ინტერვიუების, ფოკუს ჯგუფების ან მაგალითების შესწავლის (case studies) საფუძველზე ექსპერტებთან, რომლებიც წარმოადგენენ მთავარ და ყველაზე ინოვაციურ კომპანიებს, დარგობრივ ექსპერტებსა და მკვლევარებთან, რომლებიც თანამშრომლობენ ბიზნესთან. თუ საუბარია ინტერვიუებზე, უნდა ჩატარდეს მინიმუმ 10-15 ძირითად ორგანიზაციებთან თითოეული წინასწარ გამოვლენილი პრიორიტეტული დომეინისთვის. ამ ანალიზის შედეგია სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის მიზნებისათვის წინასწარი პრიორიტეტული დომეინების უკეთ განსაზღვრა. თვისებრივი კვლევის ორგანიზება
4.2 ანგარიშის გამოქვეყნება ჭკვიანი სპეციალიზაციის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს. ხარისხობრივი ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯაროდ, მინიმუმ ელექტრონული ვერსიით და ხელმისაწვდომი (ინგლისურად) S3-ის პლატფორმის პორტალზე. საჭიროების შემთხვევაში ის ასევე, უნდა ითარგმნოს ადგილობრივ ენაზეც. მეპინგის ანგარიში და ხარისხობრივი კვლევის ანგარიში შეიძლება გამოქვეყნდეს ერთად. ანგარიშის ონლაინ- გამოქვეყნება და S3 პლატფორმის ელექტრონული ვერსიის უზრუნველყოფა
4.3 გადაწყვეტილე-ბის მიღება სამეწარმეო აღმოჩენის პროცესისთვის (EDP) პრიორიტეტული დომეინების შერჩევის შესახებ რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის შემდეგ, უნდა მოეწყოს საერთო პანელი, რომელშიც ჩაერთვებიან: ჭკვიანი სპეციალიზაციის ეროვნული გუნდი, ექსპერტები და ერთიანი კვლევითი ცენტის (JRC) წარმომადგენლები, რათა დადგინდეს სამეწარმეო აღმოჩენის პროცესისთვის პრიორიტეტული დომეინები. პანელის ორგანიზება და ექსპერტების მოწვევა
დაინტერესე-ბულ მხარეთა დიალოგი 5. სამეწარმეო აღმოჩენის პროცესი (EDP)
5.1

სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის (EDP)

ტრენინგი

სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის (EDP) კოორდინატორებისა და ფასილიტატორების ტრენინგი ორგანიზებულია ერთიანი კვლევითი ცენტრის (JRC) მიერ და შექმნილია სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის (EDP) სამუშაო შეხვედრებისთვის ადგილობრივი კოორდინატორებისა და ფასილიტატორების (მოდერატორების) მოსამზადებლად. კოორდინატორები წარმოადგენენ ჭკვიანი სპეციალიზაციის ეროვნულ გუნდებს და ფასილიტატორები არიან, როგორც გამოცდილი მოდერატორები, ასევე აქვთ გამოცდილება ბიზნეს სფეროში. კოორდინატორებისა და მოდერატორების შერჩევა და მობილიზება
5.2 დაინტერესე-ბული მხარეების იდენტიფიცირე-ბა თითოეული პრიორიტეტული დომეინისთვის თითოეული პრიორიტეტული დომეინისთვის საჭიროა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება. იგულისხმება ძირითადი მოთამაშეები ღირებულების ჯაჭვებში, ინოვაციურ კომპანიებში, კლასტერის წევრები, სავაჭრო პალატები და სხვა ბიზნეს ასოციაციები , მკვლევარები და ორგანიზაციები დაკავშირებული სფეროებიდან. მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია სამაგიდო კვლევისა და ინტერვიუების ან სამეცნიერო და ინოვაციური თანამშრომლობის ქსელის ანალიზით. საიდენტიფიკაციო სავარჯიშოს კოორდინაცია
5.3 სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის (EDP) გეგმა და სამუშაო წესები სანამ სამეწარმეო აღმოჩენის პროცესი (EDP) ოფიციალურად დაიწყება უნდა განისაზღვროს მკაფიო წესები მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ისინი უნდა მიეწოდოს სამუშაო ჯგუფების წევრებს მოსაწვევთან ერთად ან პირველ შეხვედრაზე. ვინაიდან სამეწარმეო აღმოჩენის პროცესი (EDP) არის სამუშაო შეხვედრების სერია, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა რეგიონში აუცილებელია შემუშავდეს გეგმა და მიეწოდოს მონაწილეებს. სამუშაო წესებისა და გეგმის განსაზღვრა და კომუნიკაცია
5.4 სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის (EDP) სამუშაო ჯგუფების განსაზღვრა სამუშაო ჯგუფებმა კარგად უნდა წარმოადგინონ ღირებულების ჯაჭვები, რომლებიც იდენტიფიცირებულია ხარისხობრივ კვლევაში თითოეული პრიორიტეტული დომეინისთვის, შესაბამისი დომეინის მკვლევარები, მედიატორები და პრიორიტეტულ დომეინში მოქმედი სამთავრობო სააგენტოები. კომპანიების წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ თითოეული სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა მინიმუმ 50%. სამუშაო ჯგუფების წევრების მოწვევა და მობილიზება
5.5 სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის (EDP) სამუშაო შეხვედრები

უნდა მოეწყოს სამუშაო შეხვედრების სერია თითოეული პრიორიტეტული დომეინისთვის. სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის (EDP) სამუშაო შეხვედრების შედეგად მიღებული პროდუქტია:

  • სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის (EDP) გახსნითი კონფერენცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ყველა პრიორიტეტული დომეინი

  • სვოტ-ანალიზი

  • მომავლის ხედვა და პრიორიტეტული დომეინის საბოლოო სახელი

  • პოლიტიკის მიქსი (მიზნები და აქტივობები ინდიკატორებთან ერთად)

სამუშაო შეხვედრების ლოგისტიკური ორგანიზება
5.6

სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის (EDP)

ასახვა S3-ში

სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის (EDP) შედეგები უნდა იყოს ჭკვიანი სპეციალიზაციის სტრატეგიის/პოლიტიკის დოკუმენტის მთავარი წყარო. კოორდინატორები და ფასილიტატორები უნდა თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და თითოეული სამუშაო შეხვედრის შემდეგ უზრუნველყოფდნენ შემაჯამებელი წერილობითი დასკვნების მომზადებას და მათ შეთანხმებას მონაწილეებთან. წერილობითი დასკვნების კოორდინაცია
განხორციელე-ბის ინსტიტუციუ-რი შესაძლებლო-ბები 6. მონიტორინგის, განხორციელებისა და დაფინანსების სისტემის შექმნა
6.1 მონიტორინგის სახელმძღვანე-ლო მონიტორინგის სახელმძღვანელო პრინციპები გადაეცემათ ჭკვიანი სპეციალიზაციის ეროვნულ გუნდს ერთიან კვლევით ცენტრთან (JRC) შეხვედრის დროს. ეს ეხება ინდიკატორების შემუშავებისა და ანგარიშგების წესებს. შეხვედრის მოწყობა სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ
6.2 მონიტორინგის სისტემის დიზაინი ჭკვიანი სპეციალიზაციის ეროვნული გუნდი შეიმუშავებს ინდიკატორებს და ამზადებს მონიტორინგის სისტემას მიღებული მითითებების შესაბამისად. S3-ის მონიტორინგის სისტემის შექმნა
6.3 განხორციელე-ბისა და დაფინანსების სახელმძღვანე-ლო განხორციელებისა და დაფინანსების სახელმძღვანელო მითითებები გადაეცემათ ჭკვიანი სპეციალიზაციის ეროვნულ გუნდს ერთიან კვლევით ცენტრთან (JRC) შეხვედრის დროს. ეს ეხება ეფექტური განხორციელებისთვის აუცილებელ ორგანიზაციულ და საფინანსო წესებს. შეხვედრის მოწყობა სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ
6.4 განხორციელე-ბის სისტემის დიზაინი ჭკვიანი სპეციალიზაციის ეროვნული გუნდი ამზადებს S3-ის ორგანიზაციულ და დაფინანსების სქემას მიღებული მითითებების შესაბამისად. S3-ის დანერგვის სისტემის დიზაინი
საბოლოო სტრატეგია

7.

S3 სტრატეგიის დოკუმენტის მომზადება

7.1 S3 სტრატეგიის პროექტის მომზადება ჭკვიანი სპეციალიზაციის ეროვნული გუნდი ამზადებს S3 სტრატეგიის პროექტს, რომელშიც შედის: მეპინგის შედეგები, პრიორიტეტული დომეინების აღწერა და დასაბუთება, სვოტ-ანალიზი, მომავლის ხედვა, მოკლე ვადიანი და სტრატეგიული მიზნები, სამოქმედო გეგმები, მონიტორინგის, შეფასებისა და განხორციელების სისტემები, დაფინანსების წყაროების ჩათვლით. S3 სტრატეგიის პროექტის მომზადება
7.2 კონსულტაცია დაინტერესებულ მხარეებთან საბოლოო პროექტის განხილვა უნდა მოეწყოს სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის (EDP) სამუშაო ჯგუფებთან და დაინტერესებული მხარეების ფართო წრესთან რეგიონული ან ეროვნული ინოვაციური სისტემებისთვის. ეს შესაძლოა გაკეთდეს დასკვნითი კონფერენციის დროს. კონსულტაციის პროცესის ორგანიზება
7.3 ევროკომისიის (EC) თანხმობა ჭკვიანი სპეციალიზაციის ეროვნული გუნდი აგზავნის თხოვნას ევროკომისიის მიერ S3 სტრატეგიის დამტკიცებასთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში, შეიტანება ცვლილებები. დოკუმენტის გაგზავნა დასამტკიცებლად
7.4 ფორმალური დამტკიცება შესაბამისი ორგანოები ოფიციალურად ამტკიცებენ S3 სტრატეგიას. განხორციელების პროცესი ამის შემდეგ მალევე უნდა დაიწყოს. დამტკიცების პროცესის დაწყება


8.2. რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგია

  • ეკონომიკური პოტენციალის კარტირების მეთოდოლოგია

რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის კარტირების მიზანი იყო იმ დარგების გამოვლენა, რომლებსაც როგორც არსებული ძლიერი მხარეები, ასევე გარდაქმნების სტიმულირების პოტენციალიც გააჩნიათ. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობასა და საშუალო ხელფასთან მიმართებაში, ეკონომიკური კარტირებისთვის გამოყენებულ იქნა NACE–ს სამნიშნა მონაცემები, რომლებიც საწარმოების სტატისტიკური გამოკვლევის მეშვეობითაა მიღებული. ანალიზი მოიცავს როგორც სტატიკურ ("დადასტურებული ძლიერი მხარეები“), ასევე დინამიურ ("პოტენციური ძლიერი მხარეები“) ანალიზებს, განკუთვნილს იმ დარგების გამოსავლენად, რომლებშიც თავმოყრილია ან სავარაუდოდ სამომავლოდ კონცენტრირდება ეკონომიკური საქმიანობისა და სპეციალიზაციის კრიტიკული მასა.

სტატიკური ანალიზი:

არსებული ეკონომიკური პოტენციალის მქონე დარგების გამოსავლენად გამოყენებულ იქნა შემდეგი კრიტერიუმები:

  • კრიტიკული მასა ('მოცულობა'): სპეციალიზაცია (იხ. შემდეგი კრიტერიუმი) არ წარმოადგენს საკმარის კრიტერიუმს ეკონომიკური პოტენციალის მქონე დარგების გამოსავლენად, რადგან ძალიან მცირე დარგები, რომელთა ხვედრითი წილიც რეგიონალურ ეკონომიკაში მეტად დაბალია, ნაკლებად მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების თვალსაზრისით. დარგების აბსოლუტური მოცულობა მნიშვნელოვანია და მათი მოცულობა ან "კრიტიკული მასა" იზომება კონკრეტულ რეგიონში, მოცემულ დარგში დაქირავებით დასაქმებულთა წილით: 0.

cmi = ei / e - სადაც,

cmi = დარგის კრიტიკული მასა ანუ ფარდობითი მოცულობა / რეგიონალურ ეკონომიკაში

ei = დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა დარგში / რეგიონალურ ეკონომიკაში

e = რეგიონალურ ეკონომიკაში დაქირავებით დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა

  • სპეციალიზაცია: მისი მეშვეობით გამოითვლება, გააჩნია თუ არა დარგს, ფარდობითი თვალსაზრისით, უფრო მაღალი მნიშვნელობა რეგიონალური ეკონომიკისთვის, ვიდრე ეროვნული ეკონომიკისთვის. სპეციალიზაცია იზომება ადგილმდებარეობის კოეფიციენტების (LQ) გამოყენებით, რომლებიც განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • LQi = (ei / e) / (Ei / E) - სადაც,

LQi = დარგის ადგილმდებარეობის კოეფიციენტი / რეგიონალურ ეკონომიკაში

ei = დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა დარგში / რეგიონალურ ეკონომიკაში

e = რეგიონალურ ეკონომიკაში დაქირავებით დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა

Ei = დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა დარგში / ეროვნულ ეკონომიკაში

E = ეროვნულ ეკონომიკაში დაქირავებით დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა

LQ-ს 1-ზე მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს დარგში საშუალოზე მაღალ კონცენტრაციაზე, ანუ მოცემულ დარგში დასაქმების წილი რეგიონში უფრო მაღალია, ვიდრე იმავე დარგში დასაქმების წილი საქართველოში. LQ-ს 1-ზე დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს დარგში საშუალოზე დაბალ კონცენტრაციაზე, ანუ მოცემულ დარგში დასაქმების წილი რეგიონში უფრო დაბალია, ვიდრე იმავე დარგში დასაქმების წილი საქართველოში.

  • საშუალო ხელფასი (‘პროდუქტიულობა): საშუალო ხელფასი ერთ თანამშრომელზე გადაანგარიშებით (გამოითვლება, როგორც დაქირავებით დასაქმებულთა მთლიანი შრომის ანაზღაურების თანაფარდობა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობასთან) გამოიყენება ეკონომიკური პოტენციალის მქონე დარგების შესარჩევად განკუთვნილი დამატებითი კრიტერიუმის ფუნქციით. სავარაუდოდ, ის დარგები, რომლებიც საშუალო ან უფრო მაღალი ანაზღაურებით ხასიათდებიან, შედარებით მეტ წვლილს შეიტანენ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში. საშუალო ხელფასი უნდა აღემატებოდეს გარკვეულ ზღურბლს როგორც რეგიონის ყველა დარგის საშუალო ხელფასთან, ასევე საქართველოს მასშტაბით იმავე დარგში არსებულ საშუალო ხელფასთან მიმართებაში:

awi = საშუალო ხელფასი დარგში / რეგიონალურ ეკონომიკაში

aw = საშუალო ხელფასი რეგიონალურ ეკონომიკაში

AWi = საშუალო ხელფასი დარგში / ეროვნულ ეკონომიკაში

კარტოგრაფიული სამუშაოების მეშვეობით განისაზღვრება დარგები, რომლებსაც გააჩნიათ სტატიკური ეკონომიკური პოტენციალი ან დადასტურებული ძლიერი მხარე, რომელთან მიმართებაშიც:

  • მოცულობა საკმარისად მაღალია, ანუ აღემატება წინასწარ განსაზღვრულ ზღურბლოვან მაჩვენებელს:

cmi > X

  • სპეციალიზაცია (LQ) მაღალია, ანუ აღემატება წინასწარ განსაზღვრულ ზღურბლოვან მაჩვენებელს:

LQi > Y

  • საშუალო ხელფასი საკმარისად მაღალია რეგიონის ყველა დარგის საშუალო ხელფასთან მიმართებაში:

awi > Z1 * aw

  • საშუალო ხელფასი საკმარისად მაღალია ქვეყანაში იგივე დარგის საშუალო ხელფასთან მიმართებაში:

awi > Z2 * AWi

შესაძლებელია X, Y, Z1 და Z2 ზღურბლოვანი მაჩვენებლების განსაზღვრა საქართველოს ყოველი რეგიონისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს დარგების წარმომადგენლობითი რაოდენობის შერჩევა. ამ ზღურბლოვანი მაჩვენებლების განსაზღვრის დადგენილი წესები არ არსებობს, ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა სხვა კვლევებში გამოყენებული ზღურბლოვანი მაჩვენებლებით დაწყება და შემდეგ მათი გამოყენება (თუ შერჩეული დარგების რაოდენობა შეესაბამება პოლიტიკის საჭიროებებს) ან ზღურბლოვანი მაჩვენებლის შემცირება (თუ შერჩეული დარგების რაოდენობა ითვლება ძალიან მცირედ) ან ზღურბლოვანი მაჩვენებლის გაზრდა (თუ ითვლება, რომ შერჩეული დარგების რაოდენობა მეტისმეტად მაღალია).

იმერეთის ზღურბლოვანი მაჩვენებლები ცხრილ 1-ში არის ნაჩვენები. დარგები, რომლებიც უმეტესი წლების განმავლობაში მაღალი ეფექტურობით ხასიათდებიან და 2013-2018 წლებში სტაბილური შედეგები აჩვენეს, განისაზღვრება შემდეგი პრინციპით: მათ უნდა გადალახონ როგორც აღნიშნული ზღურბლოვანი მაჩვენებლები 2013-2018 პერიოდის 6 წლიდან სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში, ასევე 2013-2018 წლების პერიოდის საშუალო მაჩვენებელიც. დარგების შერჩევის ზღურბლოვანი მაჩვენებლები შემდეგია:

  • დარგის დასაქმების მაჩვენებელი უნდა შეადგენდეს რეგიონში მთლიანი დასაქმების მაჩვენებლის სულ მცირე, 0,1%-ს.

  • სპეციალიზებულად ითვლება დარგები, რომელთა სპეციალიზაციის ხარისხი 1.25-ზე მაღალია.

  • რეგიონის საშუალოსთან მიახლოებული ან უფრო მაღალი მაჩვენებლების მქონედ ითვლება დარგები, რომელთა ხელფასის დონეც რეგიონში საშუალო ხელფასის დონის 0.8-ზე მაღალია.

  • დარგის საშუალოსთან მიახლოებული ან უფრო მაღალი მაჩვენებლების მქონედ ითვლება დარგები, რომელთა ხელფასის დონეც ქვეყნის დონეზე იმავე დარგში საშუალო ხელფასის დონის 0,6-ზე მაღალია.

ცხრილი: იმერეთის ეკონომიკური კარტოგრაფირებისთვის გამოყენებული ზღურბლოვანი მაჩვენებლები

კრიტერიუმი

ზღურბლოვანი

მნიშვნელობა

სიდიდე დროის პერიოდი
კრიტიკული მასა X 0.1% 6 წლიდან სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში და 2013-2018 წლების პერიოდის საშუალო

სპეციალიზაციის

ხარისხი

Y

1.25

(სპეციალიზირებული)

ხელფასი იმერეთთან

მიმართებაში

Z1

0.8 (რეგიონის

საშუალო მაჩვენებელთან მიახლოებული ან უფრო მაღალი)

ხელფასი დარგის ეროვნულ დონესთან მიმართებაში Z2 0.6 (დარგის საშუალო მაჩვენებელთან მიახლოებული ან უფრო მაღალი)

დინამიური ანალიზი:

დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვისა და საშუალო ხელფასის დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების შეფასება 2013-2018 წლის პერიოდის ხაზოვანი რეგრესიის დახრის მეშვეობით განხორციელდა. დახრა 5% მნიშვნელოვნების დონეზე დადებითი და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. წლიდან წლამდე მონაცემების მაღალი ვოლატილურობის (ცვალებადობის) ეფექტის შესამცირებლად, დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებები გაიზომა ორწლიანი საშუალო მაჩვენებლების მეშვეობით, ანუ 2013-2018 წლების ხელმისაწვდომი დროითი რიგები გარდაიქმნა 2014-2018 წლების დროით რიგებად, რაც განხორციელდა 2014 წლისთვის 2013 და 2014 წლების საშუალო მაჩვენებლის, 2015 წლისათვის კი - 2014 და 2015 წლების საშუალო მაჩვენებლების და ა.შ. გამოყენებით.

დარგი ითვლება პოტენციური ძლიერი მხარის მქონედ, თუ 2013-2018 წლების პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება როგორც დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი, ასევე საშუალო ხელფასიც. დროთა განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგები არ გამოყენებულა სპეციალიზაციის ხარისხის, იმერეთთან მიმართებაში საშუალო ხელფასისა და საქართველოს მასშტაბით იმავე დარგთან მიმართებაში საშუალო ხელფასის კუთხით, რადგან ამ ცვლადების პოზიტიური და მნიშვნელოვანი ცვლილებები დარგების შედარებით მცირე რაოდენობაში დაფიქსირდა.

  • ინოვაციური პოტენციალის კარტირების მეთოდოლოგია

ინოვაციური პოტენციალის კარტირებისთვის გამოყენებულ იქნა ეკონომიკური პოტენციალის კარტირებისაგან განსხვავებული მეთოდოლოგია, რადგან საწარმოთა ინოვაციური საქმიანობის გამოკვლევა მოიცავს რესპონდენტთა უფრო მცირე რაოდენობას და წელთა ნაკლებ რაოდენობას, ვიდრე საწარმოების სტატისტიკური გამოკვლევა.

მონაცემთა მომზადება:

მეთოდოლოგიის პირველ ეტაპს შესაბამისი მონაცემების გამოთვლა წარმოადგენს. გამოთვლილია სამი ინდიკატორი:

  • მოცულობა, ანუ დარგში საწარმოთა რაოდენობის პროცენტული წილი (იდეალურ შემთხვევაში, იგი უნდა გამოითვალოს ინოვაციების გამოკვლევის ფარგლებში არსებული დასაქმების მონაცემების გამოყენებით, მაგრამ საქსტატის მიერ გაზიარებულ მონაცემთა ბაზაში დასაქმების მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის).

  • PPMO ნოვატორების წილი, ანუ იმ საწარმოების წილი, რომლებსაც დანერგილი აქვთ სულ მცირე, თითო ინოვაცია პროდუქტის, ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ და ორგანიზაციულ სფეროებში:

    • ფირმის დონეზე გამოთვლა იმისა, დანერგილი აქვს თუ არა საწარმომ სულ მცირე, თითო ინოვაცია პროდუქტთან დაკავშირებულ, ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ და ორგანიზაციულ სფეროებში.

    • 2016-2018 წლების ფირმის დონის შედეგების აგრეგირება NACE-ს ორ ან სამნიშნა დონეებზე მონაცემთა ბაზის შეწონილი მნიშვნელობების გამოყენებით.

    • PPMO ნოვატორების წილის გამოთვლა NACE-ს თითოეული ორნიშნა ან სამნიშნა დარგისთვის, რაც ხორციელდება PPMO ნოვატორების რაოდენობის გაყოფით იმავე დარგის საწარმოების საერთო რაოდენობაზე.

  • ინოვაციების ინტენსიურად გამომყენებელი ნოვატორების, ანუ იმ PPMO ნოვატორების წილი, რომლებმაც სულ მცირე, ორი განსხვავებული ტიპის ინოვაცია დანერგეს (ეს მაჩვენებელი ინოვაციების გამოყენების ინტენსივობათა შორის განსხვავების მაჩვენებელს წარმოადგენს):

    • ფირმის დონეზე გამოთვლა იმისა, დანერგილი აქვს თუ არა საწარმომ სულ მცირე, ორი სხვადასხვა სახის ინოვაცია ანუ ერთზე მეტი ინოვაცია პროდუქტთან დაკავშირებულ, ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ ან ორგანიზაციულ სფეროებში.

    • 2016-2018 წლების ფირმის დონის შედეგების აგრეგირება NACE-ს ორ ან სამნიშნა დონეზე მონაცემთა ბაზის შეწონილი მნიშვნელობების გამოყენებით.

    • PPMO ნოვატორების წილის გამოთვლა NACE-ს ყოველი ორნიშნა ან სამნიშნა დარგისთვის, რაც ხორციელდება სულ მცირე, ორი სხვადასხვა სახის ინოვაციის მქონე PPMO ნოვატორების რაოდენობის გაყოფით იმავე დარგში PPMO ნოვატორების საერთო რაოდენობაზე (ინოვაციების ინტენსიურად გამომყენებელი ნოვატორებისა და სხვა PPMO ნოვატორების ჯამური წილი თითოეულ დარგში ყოველთვის 100 პროცენტს შეადგენს).

შერჩევის პროცესი:

დარგი ირჩევა, როგორც ინოვაციური პოტენციალის მქონე, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • სარწმუნოობის კრიტერიუმი: სულ მცირე, სამი საწარმოს მონაცემები.

  • მოცულობის ანუ კრიტიკული მასის კრიტერიუმი: დარგი წარმოდგენილი უნდა იყოს სულ მცირე 0,5%-ით ყველა საწარმოსა, რომლებსაც ინოვაციების კვლევა მოიცავს.

  • PPMO ნოვატორები: PPMO ნოვატორების წილი რეგიონში საშუალოზე მაღალი უნდა იყოს.

  • ინოვაციების ინტენსიურად გამომყენებელი ნოვატორები: ინოვაციების ინტენსიურად გამომყენებელი ნოვატორების წილი რეგიონში საშუალოზე მაღალი უნდა იყოს.

ნებისმიერი დარგი, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ინოვაციური პოტენციალის მქონედ ითვლება. ვინაიდან ინოვაციების გამოკვლევის შერჩევების ზომა შედარებით მცირეა35 (განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე), ანალიზი ჩატარდა 2016-2018 წლების პერიოდის მონაცემების გამოყენებით და არა - დროის ამ პერიოდის ცალკეული წლებისთვის.

8.3. პატენტების და სამეცნიერო პუბლიკაციების ანალიზის მეთოდოლოგია

პატენტის ანალიზის მეთოდოლოგია

პატენტის ანალიზი ჩატარდა ქვემოთ აღწერილი მეთოდის გამოყენებით.

  1. პატენტების მონაცემთა ექსტრაქცია

    • (შედიოდა, როგორც პატენტები, ასევე სასარგებლო მოდელები. სასარგებლო მოდელები ხელს უწყობენ ინოვაციის დონეების დაფიქსირებას. მოკლედ, „პატენტები“ გამოყენებული იქნება პატენტებისა და სასარგებლო მოდელების აღსანიშნად.

    • პირველადი მონაცემები ჩამოიტვირთა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) საიტიდან.

    • სრული მონაცემთა ბაზა გადატანილია ექსელის პროგრამაში.

    • წარდგენის ყველაზე ადრეული თარიღი იყო 1981 წელი.

  2. მონაცემთა გასუფთავება

    • ადგილმდებარეობა განსაზღვრულია მფლობელის მისამართის მიხედვით და გაფილტრულია საქართველოს ან საერთაშორისო რეგიონების შესაბამისად.

    • მრავალი მფლობელის შემთხვევაში ზოგიერთი პატენტი რამდენჯერმე იყო დათვლილი.

    • შეიქმნა ქალაქების, მუნიციპალიტეტების და რეგიონების სახელების ერთგვაროვანი სტრუქტურა (ჰომოგენიზაცია) სხვადასხვა აღნიშვნებისათვის.

  3. საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC) ევროპის ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკური კლასიფიკაციის (NACE) ანალიზში
    (ა) პატენტები კატეგორიებად დაყოფილია (კატეგორიზაცია) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაციის (WIPO IPC) კოდების გამოყენებით.
    (ბ) საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაციის (IPC) კოდები შედგენილია ევროპის ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკური კლასიფიკაციის (NACE) კატეგორიებზე დაყრდნობით ევროსტატის შესაბამისობის ცხრილის გამოყენებით.

  4. ვიზუალიზაცია და ანალიზი
    (ა) ყველა მონაცემი ჩატვირთულია მონაცემთა ვიზუალიზაციის ინტერაქციულ პლატფორმაში (Power BI) და ურთიერთდაკავშირებულია. (ბ) ანალიზი მომზადებულია და გრაფიკები შედგენილია.

აკადემიური პუბლიკაციების ანალიზის მეთოდოლოგია

  1. პუბლიკაციის მონაცემები

    • საქართველოს აკადემიური პუბლიკაციების ბიბლიოგრაფიული მონაცემები მოპოვებულ იქნა Web of Science-ის საიტიდან (სხვა ალტერნატივები ასევე ხელმისაწვდომია, ისეთები როგორებიცაა Scopus ან Lens.org).

    • გამოყენებულ იქნა ფილტრები, რათა გამორიცხულიყო ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის პუბლიკაციები.

    • შეირჩა ანალიზისთვის შესაფერისი ვადები - ამ ანგარიშში მოცემული მონაცემები გაანალიზებულია 2000 წლიდან.

  2. მონაცემთა გასუფთავება

    • ავტორების წარმოშობა ეფუძნებოდა ორგანიზაციის მისამართებს და გაფილტრული იყო საქართველოს რეგიონების მიხედვით.

    • შეიქმნა ქალაქების, მუნიციპალიტეტების და რეგიონების სახელების ერთგვაროვანი სტრუქტურა (ჰომოგენიზაცია) ნედლ მონაცემებში სხვადასხვა აღნიშვნების გასასწორებლად.

    • მსგავსი სტრუქტურა შეიქმნა ორგანიზაციებისთვისაც.

  3. პუბლიკაციის საგნის კატეგორია ევროპის ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკური კლასიფიკაციის (NACE) ანალიზში

(ა) პუბლიკაციის საგნების კატეგორიები დაჯგუფდა საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაციის (IPC) კოდებთან მსგავსების საფუძველზე და შემდეგ აისახა ევროპის ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკური კლასიფიკაციაზე (NACE) ევროსტატის შესაბამისობის ცხრილის გამოყენებით.

(ბ) ანალიზის ამ ტექნიკის შედეგად, საგნების კატეგორიები აისახა ევროპის ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკური კლასიფიკაციის (NACE) მრავალ კოდზე.

  1. ვიზუალიზაცია და ანალიზი
    (ა) ყველა მონაცემი ჩაიტვირთა მონაცემთა ვიზუალიზაციის ინტერაქციულ პლატფორმაში (Power BI) და ერთმანეთთან დაკავშირდა. (ბ) ვიზუალიზაცია იწარმოებოდა მონაცემთა ვიზუალიზაციის ინტერაქციულ პლატფორმაში (Power BI).

8.4. ჩაღრმავებული ხარისხობრივი კვლევის მეთოდოლოგია

კვლევა შედგებოდა ორი შემავსებელი მეთოდისგან: სამაგიდო კვლევა და ჩაღრმავებული სტრუქტურული ინტერვიუები.

დეტალური აღწერა წარმოდგენილია ქვემოთ.

ფაზა 1 – საწყისი ეტაპი და მეთოდოლოგიის ანგარიში

საწყისი ეტაპის ანგარიში შედგენილ იქნა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოსა და კვლევის ჩარჩოსგან. გამოკითხვის ჩარჩოს შექმნისა და რესპონდენტთა სიის იდენტიფიცირებისთვის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) სტატისტიკური ბიზნეს რეგისტრიდან მიღებული სია განახლდა იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მოწოდებული ინფორმაციით პოტენციური რესპონდენტების შესახებ. 36

კვლევის შემდგომ ეტაპზე, მიმოხილულ და გაანალიზებულ იქნა პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის ევროკომისიის ერთიანი კვლევითი ცენტრის (JRC) ანგარიში „საქართველოში „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ შესახებ: იმერეთის რეგიონის ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალი“ და „საპატენტო და სამეცნიერო პუბლიკაციების ანალიზი, საქართველო და იმერეთის რეგიონი“; ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა 2018-2021 წლებისთვის (RDP), საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა (PIRDP) 2020-2022 წლებისთვის, იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია და სხვა დაკავშირებული ანგარიშები და დოკუმენტები (აგრეთვე, „გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის - ფუნქციური რეგიონები და მათი კონკურენტული უპირატესობები“, რომელიც მომზადდა GARF-ის პროექტის ფარგლებში). ასევე, გაანალიზდა პანდემიის გავლენასთან დაკავშირებული შესაბამისი კვლევები ან დოკუმენტები.

ფაზა 2 - ჩაღრმავებული სტრუქტურიზებული ინტერვიუ

ამ ეტაპზე, მკვლევარმა ჩაატარა სიღრმისეული ინტერვიუები კონკრეტული მიზნით მომზადებული კითხვარის გამოყენებით. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა 85 რესპოდენტთან და დაინტერესებულ მხარესთან, სხვადასხვა სფეროდან. შერჩეულ ბიზნეს სექტორებთან (10 ინტერვიუ 5 „ძირითად“ დომეინთან და 8 ინტერვიუ დამატებით დომეინებთან) და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ქვემოთ ჩამოთვლილ სიაზე დაყრდნობით:

  1. ძირითადი ლითონის პროდუქტების მოპოვება და წარმოება (10 ინტერვიუ) – ძირითადი დომეინი.

  2. ხის და ხის პროდუქტების წარმოება (10 ინტერვიუ) – ძირითადი დომეინი.

  3. ხორცისა და ხორცპროდუქტების, წყლისა და მინერალური წყლის წარმოება (10 ინტერვიუ) – ძირითადი დომეინი.

  4. ადგილობრივი ტურიზმთან დაკავშირებული სერვისები, სასტუმროები და მსგავსი საცხოვრისები (10 ინტერვიუ) – ძირითადი დომეინი.

  5. არასასოფლო-სამეურნეო შუალედური პროდუქტების და სხვა სპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა (10 ინტერვიუ) – ძირითადი დომეინი.

  6. სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება (8 ინტერვიუ) – დამატებითი დომეინი.

  7. ტანსაცმლის წარმოება (8 ინტერვიუ) – დამატებითი დომეინი.

  8. მანქანების/აღჭურვილობის და ელექტრო მანქანების/მოწყობილობების წარმოება (8 ინტერვიუ) – დამატებითი დომეინი.

  9. უნივერსიტეტები, მკვლევარები, არასამთავრობო ორგანიზაციები ( 7 ინტერვიუ).

  10. სახელმწიფო მოხელეები, საჯარო სექტორი (7 ინტერვიუ).

  11. ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები (2 ინტერვიუ).

ინტერვიუების დასრულების შემდეგ მომზადდა შუალედური ანგარიში.

ფაზა 3 – საბოლოო ანგარიში

საბოლოო ანგარიშის მთავარი წყარო იყო ინტერვიუების მიგნებები, რომლებიც ინტეგრირდა სამაგიდო კვლევის შედეგებთან და ასევე, დამატებით შეგროვებულ სტატისტიკურ მონაცემებთან.

გამოვლენილი სექტორების ბაზრის ანალიზის ჩასატარებლად შეგროვდა და გაანალიზდა ოფიციალური სტატისტიკა და სხვა ადმინისტრაციული მონაცემები. სტატისტიკური მონაცემების ძირითადი წყარო იყო საქსტატის მიერ ჩატარებული ბიზნეს სექტორის კვარტალური კვლევის შედეგები და საქსტატის მონაცემები საგარეო ვაჭრობის შესახებ. გარდა ამისა, ჩატარდა მეორადი მონაცემების ანალიზი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, რამდენადაც ეს იყო მიზანშეწონილი და აუცილებელი. გაანალიზდა ძირითადი სტატისტიკა და ტენდენციები, რათა ეჩვენებინა ე.წ. „კრიტიკული მასის“ არსებობა გამოვლენილ თითოეულ სექტორზე, მაგალითად, კომპანიების რაოდენობა, დასაქმებულები, მკვლევარები, კონკურენტული პროექტები „ჰორიზონტ 2020-ში“ (H2020), ეროვნულ დონეზე ერთობლივი პროექტები და ა.შ.

8.5. „სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის“ (საპ) მეთოდოლოგია

სამუშაო შეხვედრა N

(თითოეულ დომეინზე)

(პირველადი) წვლილი შინაარსი/დღის წესრიგის საკითხები შედეგები
I სამუშაო შეხვედრა
  • სამუშაო ჯგუფის წევრების დასრულებული სია

  • ხარისხობრივი კვლევის შედეგები / SWOT ანალიზის სამუშაო ვერსია

  • EDP მართვის გუნდის წარდგენა

  • სამუშაო ჯგუფის წევრების გაცნობა

  • მუშაობის წესების და წინადადებების განხილვა (მ.შ. იგულისხმება კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება, ტექნიკური მხარე)

  • ხარისხობრივი კვლევის შედეგების / SWOT ანალიზის სამუშაო ვერსიის გაცნობა

  • მოსაზრებები, კითხვა-პასუხი, დისკუსია

  • სამუშაო პროცესის შეთანხმებული წესები

  • SWOT ანალიზის პირველი სამუშაო ვერსია (დასრულებული უნდა იყოს მეორე სამუშაო შეხვედრისთვის)

II სამუშაო შეხვედრა
  • SWOT ანალიზის სამუშაო ვერსია I სამუშაო შეხვედრიდან

  • პრიორიტეტული დომეინის /სამეწარმეო მიმართულების აღწერა ხარისხობრივი კვლევის ანგარიშიდან

  • შემდგომი დისკუსია და კონსენსუსი SWOT ანალიზის შესახებ

  • პრიორიტეტული დომეინის წარდგენა & შემოთავაზებული სახელწოდება

  • დისკუსია

  • დასრულებული/შეჯერებული SWOT ანალიზი პრიორიტეტული დომეინისთვის

  • პრიორიტეტული დომეინის საბოლოო სახელწოდება, მოკლე აღწერილობა განმარტებებით

III სამუშაო შეხვედრა
  • სანიმუშო პრაქტიკები/ხედვები სხვა ქვეყნებიდან და რეგიონებიდან

  • საქართველოში სამეწარმეო მიმართულების/დომეინის მახრდაჭერის ინსტრუმენტების ჩამონათვალი, მოკლე აღწერით (არსებული და დაგეგმილი ინსტრუმენტები)

  • საუკეთესო პრაქტიკების მაგალითების წარდგენა

  • „ხედვის“ ერთობლივი ჩამოყალიბება

  • მხარდაჭერის ინსტრუმენტების მოკლე პრეზენტაცია (არსებული, დაგეგმილი, შესაძლო)

  • დისკუსია ოპტიმალური მხარდაჭერის მექანიზმებისა და შესაძლებლობების შესახებ (SWOT ანალიზის და ჩამოყალიბებული „ხედვის“ კონტექსტის გათვალისწინებით)

  • მიღებული/შეჯერებული „ხედვა“ (ცალკე აღებული/თვითკმარი, ან როგორც რეგიონის ზოგადი ხედვის შემადგენელი ნაწილი S3 კონტექსტში)

  • მიღებული ხედვის მისაღწევად ყველაზე ქმედითი, რელევანტური ინსტრუმენტების და აქტივობების შეზღუდული ჩამონათვალი

IV სამუშაო შეხვედრა
  • საჯარო სტატისტიკის რელევანტური ინდიკატორების ჩამონათვალი

  • შესაძლო საპროექტო იდეები სამუშაო ჯგუფიდან

  • მოკლე პრეზენტაცია ხელმისაწვდომი ინდიკატორებისა საჯარო (ეროვნული,რეგიონული) ინსტიტუციებიდან

  • დისკუსია ინდიკატორების შეზღუდული რაოდენობის შერჩევის შესახებ

  • დისკუსია პროექტის იდეებზე სამუშაო ჯგუფიდან.

  • ინდიკატორების შეჯერებული სია პრიორიტეტულ დომეინში პროგრესის გასაზომად

  • პროექტის იდეების ინდიკატური სია

8.6. საპ-ის ფარგლებში გამოკვეთილი შესაძლო ღირებულებათა ჯაჭვების ელემენტები

მიმართულება 1:

  • ლითონის გადამუშავების ღირებულების ჯაჭვი:

გულისხმობს ლითონის ჯართის და ნარჩენების მასალების გადამუშავებას და გადამუშავებას ლითონების მოპოვებისა და ლითონის რეციკლირებული პროდუქტების წარმოებისთვის.

მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: შეგროვება, დახარისხება, დაქუცმაცება, დნობა და დახვეწის პროცესები გადაყრილი პროდუქტებიდან და სამრეწველო ნარჩენებიდან ლითონების აღდგენისა და ხელახალი გამოყენებისთვის.

ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც იწარმოება იმერეთში ამ ჯაჭვის ფარგლებში მთელი საქართველოსთვის, არის გაბიონები.

  • გაბიონების წარმოება:

ჯართის შეგროვება; ფოლადის წარმოება; ლითონის მავთულის წარმოება; გაბიონების მშენებლობა.

მიმართულება 2:

  • მერქნის მოდერნიზაციისას, როგორც პირველადი დამუშავების შემდგომ (ცალკე მდგომი) ტექნოლოგიურ პროცესში: მერქნის იმპრეგნაცია/გაჟღენთვა, მერქნის თერმული დამუშავება, მერქნის სხვადასხვა ფისებით გაჟღენთვა; ხის ქიმიური დამუშავებით მიღებული პროდუქტები (ქაღალდი, ცელულოზა, მონოსახარიდები, გლუკოზა, ქსილოზა, ნახშირი, სპირტები, მჟავები, ფისები, ნედლეული ფარმაცევტული და პარფიუმერიისთვის); ხის ბიოლოგიური დამუშავებით მიღებული პროდუქტები - ძვირფასი სასუქის, მაგ. ჰუმუსის წარმოება; მერქანი, თერმულად დამუშავებული, სხვადასხვა ფისებით გაჟღენთილი, სხვა; საავეჯე ნახევარფაბრიკატების ე.წ. Finger Joint პანელები და ამავე პანელებისგან წარმოებული შიდა და გარე მოხმარების კარები, ევროფანჯრები, კოჭები და კონსტრუქციები; იატაკის მოსაპირკეთებელი მასალები; არბოლიტური ფილების წარმოება; საშრობები; ღუმელები; ხის სახლები/კოტეჯები; სპეციალიზებული დიზაინერული საქმიანობები; ბურბუშელა/ჩიფსების წარმოება; საქმიანი ეზოებიდან ნარჩენების / ბიომასის გამოტანასთან დაკავშირებული ელემენტები; მორების შრობა/ჰიდროთერმული დამუშავება.

მიმართულება 3:

კვების პროდუქტების და ჰორეკა სექტორების ღირებულების ჯაჭვი:

  • თანამშრომლობა სურსათის მწარმოებლებს, მომწოდებლებსა და ჰორეკა-ს დაწესებულებებს შორის ადგილობრივი, მაღალი ხარისხის ინგრედიენტების მისაღებად.

  • ტრენინგის და შესაძლებლობების განვითარების პროგრამები ჰორეკა-ს პროფესიონალებისთვის მათი კულინარიული უნარებისა და ცოდნის გასაუმჯობესებლად.

  • ადგილობრივი გასტრონომიისა და კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაცია ვიზიტორების მოსაზიდად.

  • რეგიონული პროდუქტების გამოყენებით ინოვაციური კულინარიული კონცეფციებისა და მენიუს შემუშავება.

  • თანამშრომლობა ტურიზმის დაინტერესებულ მხარეებთან უნიკალური კულინარიული გამოცდილების და ღონისძიებების შესაქმნელად.

მიმართულება 4:

  • ნაკეთობის ესკიზის დამუშავება; ნაკეთობის კონსტრუქციის, მოდელური პასპორტისა და ტექნოლოგიური ნორმატივების შემუშავება/დაზუსტება (საცდელი ნიმუშის დამზადებით); ძირითადი და დამხმარე მასალების შერჩევა; ძირითადი და დამხმარე მასალების შეძენა-ტრანსპორტირება; ძირითადი და დამხმარე მასალების დასაწყობება; ნაკეთობის დამზადება, გამოყვანა, მარკირება; ნაკეთობის შეფუთვა; ნაკეთობის დასაწყობება; საწარმოო ნარჩენების უტილიზაცია; მარკეტინგი (ბრენდული მაღაზიები, შუამავალი/ბითუმად მოვაჭრე): ადგილობრივი ბაზარი, ექსპორტი;

  • (ფეხსაცმელი) მზა ნაწამის მარკირება, შეფუთვა, დასაწყობება; ძირითადი საზედაპირე და სასარჩულე მასალები; ძირითადი მასალები საძირე შიგა და შუალედი დეტალებისათვის; სალანჩე მასალები; დამხმარე საზედაპირე მასალები (ძაფები, წებო, მეტალური ფურნიტურა); დამხმარე საძირე მასალები; მასალები მზა ნაწარმის გამოყვანისათვის, მარკირებისა და შეფუთვისათვის.

  • საწარმოო პროცესის ორგანიზაცია: დიზაინერთა და კონსტრუქტორთა უბანი; ძირითადი მასალების სასაწყობე უბანი; დამხმარე (აქროლადი, აალებადი, ტოქსიკური მასალების) უბანი; მოსამზადებელი უბანი; დამხმარე ოპერაციების უბანი; ნამზადის უბანი; შემკერი უბანი.

  • საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური ორგანიზაცია (ფეხსაცმელი): მოწყობილობები და ინვენტარი დიზაინერ-კონსტრუქტორის სამუშაო პროცესის ორგანიზებისათვის; მოწყობილობები ზედაპირის, ძირისა და დამხმარე დეტალების აჭრა-გამოკვეთისათვის; საზედაპირე დეტალების დამაკავშირებელი მანქანა-მოწყობილობები.