სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
ბრძანება №REG 6 24 00001302
2024 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 28 მარტის №02-122/ო ბრძანება, შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) ა(ა)იპ ,,დოსტაქარზე“ (ს/კ 239403203; მისამართი: ოზურგეთის რაიონი, ლეკიანი) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №002026).
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ა(ა)იპ ,,დოსტაქარის“ (ს/კ 239403203) აღმასრულებელი დირექტორის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადება №494319, 02.05.2024წ.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი