1. „საბროკერო კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „საბროკერო კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) საბროკერო კომპანიების მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესს.
2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ საბროკერო კომპანიაში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე, საბროკერო კომპანიის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ადეკვატურობა და აღნიშნულის გათვალისწინებით, გატარდეს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.
3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი საბროკერო კომპანიები ეროვნულ ბანკს წარუდგენენ ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებშ