საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15512 მუხლი:
„მუხლი 15512. თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე ან ამ ლიცენზიის პირობების დარღვევით
1. თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
3. თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის პირობების დარღვევით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოსავლენად კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილია შემოწმება კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს.
2. ლიცენზიის მფლობელისთვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ კონტროლის განმახორციელებლის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული ლიცენზიის პირობების დარღვევის ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს მისთვის ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.“.
2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 192 ნაწილი:
„192. ამ კოდექსის 15512 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 19 ივლისი 2024 წ. N4383-XVრს-Xმპ |