„ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280090050.22.035.017148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №33/ნ

2024 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-28/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 12.04.2021; 280090050.22.035.016856) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა და სამოქალაქო პირთა ნეშტების მოძიებისა და გადმოსვენების შემთხვევა – თუ გადმოსვენებული პირის ოჯახის წევრმა (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი) განცხადებით მიმართა სააგენტოს და მას დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების არსებობისას დევნილი განცხადებით მომართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს. განცხადებას, გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა, თან უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გარდაცვალების მოწმობა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს გარდაცვალებიდან 2 თვის ვადაში;

ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ონკოლოგიური დაავადების დამადასტურებელი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია;

გ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

დ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – არასრულწლოვანთა დაბადების მოწმობები;

ე) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია (ფორმა № IV-100ა, ანგარიშფაქტურა, კალკულაცია და სხვა) და სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (თანხის გადარიცხვის ქვითარი/საგარანტიო წერილი) ან თანხის ანაზღაურების თაობაზე წერილობითი უარი, აგრეთვე სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცნობა მოცემულ პირზე შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ქირურგიული ოპერაციის დაფინანსების თაობაზე;

ვ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობა;

ზ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა, ქორწინებისა და მეუღლის გარდაცვალების მოწმობა (მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში) ან/და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;

თ) „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში ყოფნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი;

ი) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დაზიანებული/განადგურებული საცხოვრებლის ფოტომასალა; მუნიციპალიტეტის და/ან შესაბამისი სამსახურის ცნობა/წერილი საცხოვრებლის დაზიანება/განადგურების შესახებ; დაზიანებული/განადგურებული საცხოვრებლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია შესაძლებელია გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ კომპეტენციის გათვალისწინებით;

კ) „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი გარემოებების  დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2024.
როდის იქნა მიღებული „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 07.08.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №33/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 280090050.22.035.017148.
რამდენი მუხლისგან შედგება „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №33/ნ, 07.08.2024, სარეგისტრაციო კოდი 280090050.22.035.017148 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6235608/