1. ბიუროს ხელმძღვანელობს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი (შემდგომში – ბიუროს უფროსი), რომელსაც 6 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ბიუროს უფროსის თანამდებობაზე არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ბიუროს უფროსი ახორციელებს ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
3. ბიუროს უფროსი ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხზე, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას. ამასთან, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისრტაციულ-სამართლებრივ აქტებს − ბრძანებას, განკარგულებასა და გადაწყვეტილებას.
4. ბიუროს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე – პირველი მოადგილე და მოადგილე.
5. ბიუროს უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ბიუროს უფროსის ბრძანებით. სათათბირო ორგანოს საქმიანობის ხელშესაწყობად შესაძლოა შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობი