ბიურო შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
დ) კორუფციული რისკების შეფასების, ინტერესთა შეუთავსებლობისა და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი;
ე) პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტი;
ვ) მამხილებლის დაცვის დეპარტამენტი;
ზ) ეთიკისა და კეთილსინდისიერების მართვის დეპარტამენტი;
თ) ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტი;
ი) ანალიტიკური დეპარტამენტი;
კ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ლ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი;
მ) ანტიკორუფციული განათლების ცენტრი (დეპარტამენტი);
ნ) ტექნოლოგიური განვითარებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტი;
ო) ხარისხის მართვის დეპარტამენტი;
პ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – არ შედის არცერთი სტრუქტურული ერთეულის დაქვემდებარებაში და ექვემდებარება უშუალოდ ბიუროს უფროს