იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედებითი საქმიანობა, სამართლებრივ პროცედურებში ბიუროს წარმომადგენლობა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
ბ) სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების (ხელშეკრულებების, მემორანდუმების და ა.შ.) პროექტების მომზადება;
გ) ბიუროს სახელით გასაფორმებელი სამართლებრივი დოკუმენტების კანონშესაბამისობის მიზნით ვიზირება;
დ) ბიუროს უფროსის სამართლებრივი აქტების (მათ შორის რეკომენდაციების) პროექტების მომზადება;
ე) ბიუროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტების მომზადება, ასევე უწყებების მიერ მოწოდებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ბიუროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება;
ვ) საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში ან/და სამართლებრივ პროცედურებში მონაწილეობა ან/და ბიუროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ზ) ბიუროს საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების (შინაგანაწესი, დებულება და ა.შ.) და მათში ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადება;
თ) ბიუროს მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის სამართალშესაბამისობის მიზნით ვიზირება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოებების განხორციელება;
კ) ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებში შემოსული საჩივრების/განცხადებების განხილვა;
ლ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
მ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
ნ) დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ