ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ბიუროს ეფექტიანი მართვისა და ხელმძღვანელობის ხელშეწყობა;
ბ) დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) უზრუნველყოფა;
გ) ბიუროს არქივის მუშაობის ორგანიზება;
დ) ადამიანური რესურსების მართვა;
ე) მონიტორინგის მიზნით, ყოველწლიურად შესამოწმებელი თანამდებობის პირის შერჩევის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;
ვ) ბიუროს მიერ დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
თ) ბიუროს საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა, ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;
ი) საბუღალტრო საქმისწარმოების ორგანიზება;
კ) ბიუროს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
ლ) ბიუროში შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ამ მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
მ) საჯარო ინფორმაციის გაცემა;
ნ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
ო) დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ