საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 8 24 00001926
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების

სააგენტოს დირექტორის

ა №REG 8 24 00001926

2024 წლის 16 ივლისი 

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად,

       :

1. სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2015 წლის 4 ივნისის №02-748/ო ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №002189 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, „შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ (ს/კ 245599758; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №237)“ ნაცვლად დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „მედინას სისხლის ბანკი“ (ს/კ 445750722; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №237)“ და გაიცეს ახალი საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) „შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინაზე“ (ს/კ 245599758; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №237) გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №002189.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

6. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: „შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ (ს/კ 245599758) დირექტორის, ირის ბორჩაშვილის და კლინიკური დირექტორის, ჯუმბერ უნგიაძის განცხადებები: №677633, 24.06.2024 წ.; №688305, 27.06.2024 წ.; №742865, 10.07.2024 წ.; №758016, 15.07.2024 წ. და თანდართული დოკუმენტაცია.

სააგენტოს დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                         ლეილა ქოჩიაშვილ