საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 6 24 00002220
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბრძანება  REG 6 24 00002220

2024 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”  საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ6" ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად, 

       :

1. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის 2023 წლის 8 სექტემბრის №REG 92300000046 ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №000049 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, „შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის" (ს/კ 202887787; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქუჩა N57)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური" (ს/კ 402314170; ფაქტობრივი მისამართი:  ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქუჩა N57)“ და გაიცეს ახალი საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურზე" (ს/კ 202887787; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქუჩა №57) გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია N000049.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

6. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: „ა(ა)იპ „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის" (ს/კ 402314170) დირექტორის, როლა შავლაყაძის განცხადება: N861246, 13.08.2024წ; და თანდართული დოკუმენტაცია.

 

სააგენტოს დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                           ლეილა ქოჩიაშვილ