დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭებისა და გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.09.2024
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.156.016533 39
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/09/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 16.07.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დამტკიცების თაობაზე „თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესისა და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭებისა და გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2024 წლის 24 სექტემბერი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესი“ ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 18/07/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010330000.35.156.016334).
მუხლი 3🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი
დანართი
დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების და ჯილდოს შემოღების და გადაცემის მექანიზმის სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის პროცედურებს.
2. საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭება და ჯილდოს გადაცემა იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისთვის.
3. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს და ჯილდო გადაეცეს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს:
ა) რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა დმანისელთა თაობებისათვის;
ბ) რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს განსაკუთრებული დამსახურება დმანისის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე ან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი დმანისის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი დმანისის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
4. საპატიო წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
5. საპატიო წოდება დასტურია: დმანისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარების, აგრეთვე ადამიანთა უფლებების და თავისუფლების, უანგარო სიქველის და სიმამაცის, პატივგებისა და აღიარებისა.
მუხლი 2🔗. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატის წარდგენის წესი და პირობები
1ю დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს:
ა) დმანისის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიით 1/3- ს;
დ) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა ან/და ორგანიზაციებს;
ე) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერითю
2. კანდიდატის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;
გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) კანდიდატის პირადობის მოწმობის/გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი/და წარდგენილის/გარდაცვლილის შემთხვევაში მისი წარმომადგენელი ოჯახის წევრის წერილობითი თანხმობაю
მუხლი 3🔗. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების და ჯილდოს შემოღების პროცედურები
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება დმანისის მუნიციპალიტეტის მერს (შემდგომში – მერი).
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მერის ბრძანებით შექმნილი საპატიო წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
3. სამუშაო ჯგუფი შედგება არანაკლებ სამი წევრისაგან, რომელთაგანაც ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
4. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების სახეს და შინაარს განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფი, კანდიდატის დამსახურების, ღვაწლის და საქმიანობის შესაბამისად.
5. სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მერის მიერ, საპატიო წოდების მინიჭების და ჯილდოს გადაცემის საკითხის განსახილველად. სხდომა უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.
6. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების შესახებ, არსებულ რეკომენდაციებს, საქართველოს ან/და დმანისის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს.
7. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია სახელმწიფო ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან.
8. სამუშაო ჯგუფი სწავლობს კანდიდატთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას (რეკომენდაციას), რაც აისახება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმში.
9. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.
10. წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი, წერილობითი ფორმით, დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
11. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება დმანისის მუნიციპალიტეტის მერს.
12. მერის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების და ჯილდოს გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება, ქვეყნდება დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.dmanisi.gov.ge.
მუხლი 4🔗. საპატიო წოდების მინიჭება
1. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს მერი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) სახით.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა პირის ღვაწლი და დამსახურება საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და გამოკვლევას არ საჭიროებს, მერის ინიციატივით წარდგენილ პირს საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს სამუშაო ჯგუფის მიერ განხილვის და რეკომენდაციის გაცემის გარეშე.
3. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭებისას, წოდების მიმღებს გადაეცემა დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობა და მედალი.
4. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობის ფორმასა და ჯილდოს სახეს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) ამტკიცებს მერი.
5. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობის და ჯილდოს დამზადებას, მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში უზრუნველყოფს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
6. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების დამადასტურებელ მოწმობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს მერი და დასტურდება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.
7. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობა და მედალი მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.
8. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების შესახებ აღრიცხვას როგორც ელექტრონულად, ასევე სპეციალურ წიგნში აწარმოებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
9. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს ერთხელ როგორც სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდგომ.
10. მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც წყვეტს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 5🔗. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების გაუქმების/ჩამორთმევის საფუძვლები
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება:
ა) თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
ბ) საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების წარმოდგენის საფუძველზე;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის მიერ წარმოდგენილი პეტიციის საფუძველზე.
2. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების გაუქმების/ჩამორთმევის უფლება აქვს დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო ჯგუფის (რეკომენდაციის) საფუძველზე ან მის გარეშე, როცა პირს წოდება მიენიჭა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით.
მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებანი
დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანა ხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მერის წარდგინების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.