თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფილსა და სახელწოდებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 24.04.1997
ძალის დაკარგვა 22.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების მინისტრი
ნომერი №154
სარეგისტრაციო კოდი 000000190.01(2).003.000025 41
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 30/05/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- “საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.08.2006
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფილსა და სახელწოდებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №154
1997 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფილსა და სახელწოდებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და საქართველოს განათლების სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებების შესაბამისად ინსტიტუტი ამზადებს შემდეგი კვალიფიკაციის (კატეგორიის) სპეციალისტებს - „პედაგოგებს“ და „მთარგმნელ-თარჯიმნებს“, ხოლო საღამოს სწავლების განყოფილებაზე „მთარგმნელ-რეფერენტებს“.
ინსტიტუტში შეისწავლება მხოლოდ დასავლური ენები. ბოლო დროს მკვეთრად გაიზრდება და თვისობრივად შეიცვლება საქართველოს ურთიერთობა უცხოეთის ქვეყნებთან, ბუნებრივად წარმოშობს ახალ მოთხოვნილებებს კადრების მომზადების საკითხში. ასე, უცხოური ენების შესწავლასთან ერთად აუცილებელია დასავლური ქვეყნების კულტურის შესწავლა და კულტურულ ურთიერთობათა სპეციალისტების მომზადება.
ზემოთ მოყვანილი მოსაზრებების გათვალისწინებით ვბრძანებ:
1. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს შეეცვალოს პროფილი და სახელწოდება და ეწოდოს „თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტი“.
2. ინსტიტუტის რექტორმა (ი. მოსიძე):
2.1. წარმოადგინოს განათლების სამინისტროში უმაღლესი სასწავლებლების ახალი პროფილის შესაბამისი სპეციალობების ნუსხა და სასწავლო გეგმები.
2.2. ინსტიტუტის სახელწოდებისა და პროფილის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება განახორციელოს არსებული საშტატო ერთეულებისა და ხელფასის ფონდის ფარგლებში
3. კონტროლი აღნიშნულ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტს (გ. ლასხიშვილი)
4. საგანმანათლებლო დაწესებულებათა და უმაღლეს სასწავლებელთა ტერიტორიულ ქვეგანაყოფთა დაფუძნების, გახსნის, გაუქმების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დებულების შესაბამისად შეთანხმდეს დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან.
მინისტრი თ. კვაჭანტირაძე