2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 05.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №47/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016761 119
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/10/2024
246 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მოწვევის ახალი ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 82% 26.09.2016 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 81% 28.03.2018 მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 80% 07.06.2016 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 80% 19.08.2016 მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 79% 29.04.2025

დოკუმენტის ტექსტი

2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია  –  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №47/2024 2024 წლის 5 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ღ” ქვეპუნქტისა და და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შეიყვანება კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ის ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (7 ოქტომბრის ჩათვლით) დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (7 ოქტომბრის ჩათვლით) რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, თუ მათ აქვთ იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მათი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ანდა მათი რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით გაურკვეველია. ამ პირთა ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება შესაბამისი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულება საკონსულო აღრიცხვის/საარჩევნო რეგისტრაციის მითითებით. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი