ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 11.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №51/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016765 119
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/10/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.10.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე საარჩევნო უბნების შექმნის დამატებითი ვადებისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების №11.12 ჩაილურის თემის, №24.06 დიდი დმანისის თემის, №53.07 ზედა ვანის თემისა და №66.06 გურიფულის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის №57.01.03 ტყიბულის ქალაქისა და №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის №58.04 გუმბრას თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№51/2024
2024 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში – საარჩევნო კოდექსი) 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის.
საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა, აგრეთვე იმ ამომრჩეველთა, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, სიას ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა გადასცემს ცესკოს, ხოლო საზღვარგარეთ რეგისტრირებულ პირთა სიას ადგენს სააგენტო და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა გადასცემს ცესკოს.
ცესკოსთვის მოწოდებული განახლებული/ახალი მონაცემების დამუშავების შემდეგ დადგინდა:
1) ქ. ნიუ-იორკში მდებარე საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და 2 811-ით აჭარბებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას.
2) ქ. ბერლინში მდებარე საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და 750-ით აჭარბებს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას.
3) ქ. ბარსელონაში მდებარე საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და 679-ით აჭარბებს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას.
4) ქ. რომში მდებარე საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და 651-ით აჭარბებს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას.
5) ქ. ათენში მდებარე საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და 2 258-ით აჭარბებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას.
6) ქ. სალონიკში მდებარე საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და 200-ით აჭარბებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას.
7) ქ. პარიზში მდებარე საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და 1 863-ით აჭარბებს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას.
აღნიშნულმა გარემოებამ შესაძლოა ამ საარჩევნო უბნებზე გამოიწვიოს კენჭისყრის დღის პროცედურების მნიშვნელოვანი შეფერხებებით განხორციელება, რის გამოც შესაძლოა შეუძლებელი გახდეს ამ უბნებზე, ამომრჩეველთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გამო, საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, შესაბამისად:
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ცესკოს 2024 წლის 5 ოქტომბრის №47/2024 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
ცესკომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-15 (2024 წლის 11 ოქტომბერი) დღისა, 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულებით ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებთან მიმართებით დამატებით შექმნას ახალი საარჩევნო უბანი:
1. ამერიკის შეერთებული შტატები, ქ. ნიუ-იორკი,
მის.: 144 აღმოსავლეთის 44-ე ქუჩა, მე-4 სართული, ქ. ნიუ-იორკი, ნიუ იორკი 10017/144 E 44th steet, 4th floor, New York, NY 10017
2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. ბერლინი,
მის.: რაუხშტრასე 11, 10787 ბერლინი/Rauchstraße 11, 10787 Berlin
3. ესპანეთის სამეფო, ქ. ბარსელონა,
მის.: ქ. ბარსელონა, პასეო დე გრასია 7, 3 მარჯვენა/Kingdom of Spain, Barcelona 08007, Paseo de Gracia №7, 3 derecha
4. იტალიის რესპუბლიკა, ქ. რომი,
მის.: ვია დელ პლებიშიტო, 102, 00186 რომი/Via Del Plebiscito, 102, 00186 Roma, Italia
5. საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. ათენი,
მის.: არგონავტონის ქ. 11, ატიკის ოლქი, ხალანდრი/11 Argonavton str., Khalandri, Attica, P.C. 15232, Athens, Greece
6. საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. სალონიკი,
მის.: მიტროპოლიტუ ამვროსიუ მოსხონისიონ 11, 546 55/Mitropolitou Amvrosiou Moschonision 11, 546 55
7. საფრანგეთის რესპუბლიკა, ქ. პარიზი,
მის.: 8 რუ ბრემონწიე 75017 პარიზი/8 Rue Bremontier 75017 Paris
მუხლი 2🔗
დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის თაობაზე ცესკოს განკარგულების მიღებისთანავე (11 ოქტომბერი), საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების გათვალიწინებით, ცესკო აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შესარჩევ კონკურსს. კონკურსის გამოცხადებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში (13 ოქტომბერი) მთავრდება კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა. საარჩევნო უბნების შექმნის თაობაზე ცესკოს მიერ განკარგულების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში (14 ოქტომბერი), საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.
მუხლი 3🔗
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადის ამოწურვიდან 1 დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, ცესკო ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და 5 წევრს.
მუხლი 4🔗
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა/წევრთა არჩევისას გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებით.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი