დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი, საფინანსო, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;

გ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;

დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს არქივის წარმოება;

ვ) სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;

ზ) სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა/ზედამხედველობა;

თ) სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ი) სააგენტოს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

კ) სააგენტოს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსთვის მიწოდება;

ლ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით სააგენტოს დირექტორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

მ) სააგენტოს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;

ნ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღების უზრუნველყოფა;

ო) სააგენტოს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

პ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;

ჟ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

რ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;

ს) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ტ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სააგენტოს საჯარო მოსამსახურისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;

უ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ