1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით.
2. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს ამ სამმართველოს სხვა საჯარო მოსამსახურე, სამმართველოს უფროსის/დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და დირექტორის გადაწყვეტილებით.
3. სამმართველოს საჯარო მოსამსახურის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სხვა საჯარო მოსამსახურე სამმართველოს უფროსის გადაწყვეტილებით.
4. უფლებამონაცვლეობის სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
დანართი №2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს სერვისების ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულე