1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია დირექტორის ან/და დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:

ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს სახელით, ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას;

ე) წარმოადგენს დეპარტამენტს თავისი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) დირექტორს ან კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანათა შესასრულებლად;

ი) ასრულებს ამ დებულებითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე დირექტორის ან/და დირექტორის კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებ