1. სამმართველოს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალი სამმართველოს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს შესაბამის სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას;
გ) ანაწილებს დავალებებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის; გასცემს მათზე დავალებებს და ისმენს ანგარიშს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
დ) აკონტროლებს დირექტორის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას;
ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებული სამმართველოს ამოცანათა შესასრულებლად;
თ) ახდენს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ი) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სამმართველოს მუშაობაზე;
კ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშ