დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება, შესაბამისი ცნობის გაცემა;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა განსახლების ადგილებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და უკვე არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება;
ე) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის წარმოების ხელშეწყობა;
ვ) სხვადასხვა უწყების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების რეგიონებში განხორციელების კოორდინაცია;
ზ) სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის წარმოების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
თ) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებ