1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2. დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე, დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წარდგინებითა და დირექტორის გადაწყვეტილებით.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სხვა საჯარო მოსამსახურე, დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით.

4. უფლებამონაცვლეობის სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

დანართი №3

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს პროგრამების დეპარტამენტის დებულე