დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად სოციალური პროგრამების მართვის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) სააგენტოს ბიუჯეტით დაფინანსებული სოციალური შინაარსის პროგრამების განხორციელება;

ბ) სააგენტოს სოციალური შინაარსის პროგრამების მიმართულებით შემოსული კორესპონდენციის შესწავლა, პირველადი ანალიზის განხორციელება;

გ) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;

დ) სააგენტოს მიერ სოციალური პროგრამების უზრუნველყოფის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშების მომზადება;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა;

ვ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოსთვის გადმოცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილების დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა და შესრულების მონიტორინგი;

თ) სააგენტოს დებულებით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებ