1. დეპარტამენტის შესაბამის შტატით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფლებამოსილებას;
ბ) პასუხს აგებენ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
გ) დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე დებულება, სააგენტოს დებულება, შინაგანაწესი და მოქმედი კანონმდებლობა;
დ) ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სააგენტოს დებულებით, შინაგანაწესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობი