დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ აფხაზეთის მოსახლეობის სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულებით კოორდინაცია და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;

გ) აფხაზეთის მოსახლეობის მხრიდან სამართლებრივი მიმართულებით წამოჭრილი პრობლემატური საკითხების შესწავლა, შემდგომში მათზე რეაგირების მიზნით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;

დ) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებ