დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სააგენტოს საქმიანობის საფინანსო უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
დ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;
ვ) სააგენტოს დებულებით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებ