საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებების ლიცენზირების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.06.1998
გამომცემი ორგანო განათლების სამინისტრო
ნომერი №413
სარეგისტრაციო კოდი 000000190.01(2).003.000303 41
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 01/07/1998
406 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებების ლიცენზირების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №413 1998 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებების ლიცენზირების კრიტერიუმების დამტკიცების შესახე ბ განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული დავალებების შესრულების მიზნით ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებული „საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებების ლიცენზირების კრიტერიუმები“. 2. ბრძანების განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს გ. მათიაშვილს. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. შარვაშიძე  საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებების ლიცენზირების კრიტერიუმები 1. საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებების ტექნიკური ბაზის შეფასებისას ლიცენზიის გამცემ ორგანოსთან შექმნილი საექსპერტო ჯგუფი ხელმძღვანელობს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით. 2. ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ცნობა იმ შენობის სეისმომდგრადობაზე შემოწმების შესახებ, სადაც განზრახულია საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების გახსნა. 3. საგანმანათლებლო (სააღმზრდელო, დაწესებულებას უნდა გააჩნდეს სათანადო სასპორტო დარბაზი ან შესაბამისი სამშენებლო ნორმატივებით დადგენილი ფართი მოსწავლეთა (სტუდენტთა) ფიზიკური აღზრდისათვის. 4. საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საფეხურისათვის საჭირო წიგნადი ფონდის ბიბლიოთეკა ან ბიბლიოთეკასთან დადებული ხელშეკრულება. 5. საგანმანათლებლო, სააღმზრდელო) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიები და ბაზა პრაქტიკული  ან შრომითი სწავლებისათვის იმ საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფილად ჩასატარებად. რომლისთვისაც გამიზნულია გასახსნელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულება. მათი აღჭურვილობა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. საგანმანათლებლო სააღმზრდელო წარმოადგინოს ცნობა სათანადო კაბინეტ-ლაბორატორიის, კლინიკის სახელოსნოს დაწესებულებას შეუძლია და ა.შ იჯარის წესით გამოყენების შესახებ. 6. ზოგადი განათლების პროგრამის სახელმწიფო საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებაში კონტინგენტი და კლასების შევსება განისაზღვრება განათლების სამინისტროს 1996 წლის 21 ივნისის №306 ბრძანებით პროფესიული განათლების პროგრამის სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა კონტინგენტი და პედაგოგიური დატვირთვა უნდა შეესაბამებოდეს ამა თუ იმ პროგრამისათვის სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტით დადგენილ ნორმატივებს. 7. საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულება უნდა დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით: ა) სკოლამდელი, ზოგადი, დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის სასწავლებლები უნდა დაკომპლექტდეს სასწავლო გეგმის შესაბამისი უმაღლესი (საშუალო სპეციალური პედაგოგიური განათლების მქონე კადრებით; ბ) უმაღლესი პროფესიული განათლების სასწავლო დაწესებულების პედაგოგიურ კადრებს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ამასთან სამეცნიერო ხარისხის მქონე პროფესორ-მასწავლებელთა პროცენტი მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 65 პროცენტს უნდა შეადგენდეს, ხოლო დოქტორთა პროცენტი – 7 პროცენტს მაინც; გ) საშუალო, დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული განათლების სკოლებში დირექტორად უნდა დაინიშნოს უმაღლესი განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ხოლო დირექტორის მოადგილედ - პიროვნება, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და პედაგოგად მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; დ) უმაღლესი პროფესიული განათლების სასწავლო დაწესებულების რექტორად შეიძლება დაინიშნოს პიროვნება, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი და ხელმძღვანელ სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; ე) საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების პედაგოგიური კადრების 20 პროცენტს მაინც უნდა ჰქონდეს კვირეული დატვირთვა, რომელიც შეესაბამება შესაბამის სახელმწიფო სასწავლებელში მიღებული სრული განაკვეთისათვის დადგენილ საათობრივ დატვირთვას. 8. სალიცენზიოდ წარმოდგენილი საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების დებულება (წესდება) და სასწავლო გეგმები უნდა შეესაბამებოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ ტიპურ დებულებას და სასწავლო გეგმების სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებს.