საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 25.06.1998
გამომცემი ორგანო №
ნომერი №414
სარეგისტრაციო კოდი 000000190.01(2).003.000302 41
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 01/07/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.1998 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების სამინისტრო
ბრძანება №414
1998 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების დებულების დამტკიცების შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18, 26-ე და 58-ე მუხლებით გათვალისწინებული დავალებების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების დებულება“.
2. ბრძანების განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს გ. მათიაშვილს.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. შარვაშიძე
საგანმანთლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი I
ზოგადი ნაწილი
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების წესსა და პირობებს.
2. ლიცენზია წარმოადგენს დოკუმენტს საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) საქმიანობის დაწყების უფლების მიღების შესახებ. იგი ეძლევა საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია „სამოქალაქო კოდექსით“ ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმით.
3. ლიცენზიაში განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, საგანმანათლებლო პროგრამები.
4. საგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზია უვადოა.
5. ლიცენზირებული, მაგრამ არააკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია გასცეს განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის ფორმას განსაზღვრავს თვით საგანმანათლებლო დაწესებულება.
მუხლი II
ლიცენზირების წესი
1. საქართველოს განათლების სამინისტრო ლიცენზიას აძლევს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ასრულებენ უმაღლეს, უმაღლესისშემდგომ და სამხედრო-პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო მის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ახდენს ყველა იმ საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებათა ლიცენზირებას, რომლებიც ასრულებენ ყველა სახის საგანმანათლებლო პროგრამებს გარდა უმაღლესი, უმაღლესისშემდგომი და სამხედრო-პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა.
3. სასკოლო ოლქის სამმართველო მის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ახდენს ყველა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზირებას, რომლებიც ასრულებენ ყველა სახის საგანმანათლებლო პროგრამებს გარდა უმაღლესი, უმაღლესის შემდგომი და სამხედრო-პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა.
მუხლი III
საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების ლიცენზირებისათვის საჭირო საბუთები
1. ლიცენზიის მისაღებად საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების დამფუძნებელმა ლიცენზიის გამცემ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები;
ა) დამფუძნებლის განცხადება, სადაც უნდა იყოს მითითებული:
საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების სტატუსი;
საქმიანობის საგანი (სპეციალობა);
სწავლების ფორმა;
აღსაზრდელთა , მოსწავლეთა, სტუდენტთა კონტიგენტის მაქსიმალური და მინიმალური რაოდენობა ლიცენზიის მიღების წელს;
საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების ადგილმდებარეობა (მისამართი).
ბ) საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი;
გ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება სასწავლებლის შექმნის შესახებ;
დ) საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების დებულება ან წესდება;
ე) საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) სასწავლო გეგმა (თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს პროფესიული განთლების პროგრამას, მაშინ სასწავლო გეგმები წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული სპეციალობისათვის);
ზ) ძირითად და მოწვეულ მასწავლებელთა სია, მათი ცენზისა და სამუშაო ადგილის (მოწვეულ მასწავლებელთა შემთხვევაში) მითითებით, მათი კვირეული დატვირთვა და წასაკითხი საგნები;
თ) სათანადო დოკუმენტი შენობისა და მატერიალურ- ტექნიკური ბაზის ფლობის შესახებ. შენობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა შეესაბამებოდნენ მოქმედ სტანდარტულ ნორმატივებს;
ი) მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ბიბლიოთეკის განვითარების პერსპექტიული გეგმა სრული სასწავლო ციკლით გათვალისწინებული პერიოდისათვის;
კ) არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს: სათანადო საბანკო დაწესებულების ცნობა განცხადების შემოტანის დღისათვის, მაძიებლის ანგარიშზე არსებული საწესდებო ფონდის (საწესდებო კაპიტალის ფაქტობრივი ოდენობის შესახებ. ფონდი უნდა შეიცავდეს საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათის საჭირო რესურსების 20 პროცენტის ოდენობას მაინც.
მუხლი IV
ლიცენზიის ფორმა და ლიცენზიის შესრულების კონტროლი
1. ლიცენზია უნდა შეიცავდეს:
სარეგისტრაციო ნომერს;
ლიცენზიის გაცემის თარიღს;
ლიცენზიის გამცემი სახელმწიფო ორგანიზაციის დასახელებასა და ბეჭედს;
ლიცენზიის მიმღები საჯარო სამართლისა ან კერძო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას;
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებას;
საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების სრულ დასახელებასა და სტატუსს;
სპეციალობათა ჩამონათვალს;
სწავლების ფორმას;
საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) კონტიგენტის ზღვრულ რაოდენობას ლიცენზიის გაცემის წელს;
საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების იურიდიულ მისამართს.
2. ლიცენზიის პირობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ბიბლიოთეკის განვითრების პერსპექტიული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების კონტროლის მიზნით, საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულება ვალდებულია ყოველი წლის 10 ივლისამდე ლიცენზიის გამცემ ორგანოს წარუდგინოს მონაცემები დამატება I-ში მოყვანილი ფორმის მიხედვით. ამ ფორმაში წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ლიცენზიის გამცემი ორგანო საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებას უმტკიცებს მომავალი წლის კონტინგენტის ზღვრულ რაოდენობას. წინააღმდეგ შემთხვევაში საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებას უფლება არა აქვს გამოაცხადოს კონტინგენტის მიღება ახალი სასწავლო წლისათვის.
მუხლი V
განსაკუთრებული პირობები
1. საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებაში ახალი საგანმანათლებლო პროგრამის (სპეციალობის) ასამოქმედებლად აუცილებელია შესაბამისი ლიცენზიის მიღება.
2. საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების ფილიალის ან სასწავლებლის გარეთ სხვა სასწავლო ქვეგანაყოფის გასახსნელად საჭიროა შესაბამისი ლიცენზიის აღება.
3. საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციისას მისი ლიცენზია ითვლება ძალადაკარგულად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საქმიანობის საგანი უცვლელი რჩება.
4. სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და/ან ნორმატივების შეცვლა საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან მოითხოვს დამატებითი პირობების შესრულებას. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეასრულოს ეს პირობები და აიღოს ახალი ლიცენზია. ასეთ შემთხვევაში ლიცენზირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.
მუხლი VI
ლიცენზიის გაუქმება
1. საქართველოს განათლების სამინისტრო უფლებამოსილია გააუქმოს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების ლიცენზია.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია მის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გააუქმოს სააღმზრდელო და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზია, რომლებიც ასრულებენ დაწყებით, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო, აგრეთვე სახელობო მომზადებისა და დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
3. ლიცენზია უქმდება:
საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების ლიკვიდაციისას (თვითლიკვიდაციისას);
საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების რეორგანიზაციისას, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც სტატუსი უცვლელი რჩება;
საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების ატესტაციის უარყოფითი შედეგების შემთხვევაში;
თუ საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებაში ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში არ დაიწყო სასწავლო პროცესი;
თუ საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებაში შეწყდა და ერთი წლის განმავლობაში არ განახლდა სასწავლო პროცესი;
თუ საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებამ დაარღვია ლიცენზიის პირობები და მიცემულ ვადაში არ გამოასწორა იგი.
ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულება კარგავს განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამის შესრულების უფლებას.
მუხლი VII.
გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს „განათლების კანონის“ 58-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, 2000 წლამდე ჩატარდება კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებული ყველა საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების ხელახალი ლიცენზია განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით.
2. საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების ხელახალ ლიცენზირებამდე მოქმედებს ადრე გაცემული ლიცენზიები.
დამატება I
საქართველოს საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებამ, რომელმაც მიიღო ლიცენზია, ვალდებულია ყოველი წლის 10 ივლისამდე ლიცენზიის გამცემ ორგანოს წარუდგინოს შემდეგი მონაცემები:
ა) საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) ცნობა გასული წლის კონტინგენტის დინამიკის შესახებ:
№
სპეციალობა
კურსი
კონტინ-
გენტი
განთესვა
დაემატა
შენიშვნა
აკადემ. ჩამორჩენა
გადავიდა
კლასში
(კურსზე)
დარჩა
გადმოვიდა
კლასში
(კურსზე)
დარჩა
გ) მომავალი სასწავლო წლისათვის მისაღები კონტიგენტის რაოდენობა ჯგუფების, კლასების, კურსებისა და სპეციალობების მიხედვით;
დ)ცნობა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობის შესახებ საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან.
ე) პროფესორ-მასწავლებელთა დამოწმებული სია:
№
გვარი, სახელი
მამის სახელი
ქვეყანა
სპეციალობა
სამეცნიერო ხარისხი
წოდება
ძირითადი სამუშაო ადგილი
ხელისმოწერა
ვ) მონაცემები უცხოელ მოსწავლეთა (სტუდენთა) შესახებ:
№
გვარი,სახ
ელი
სქესი
ქვეყანა
ფაკულტეტი
სპეციალობა
კლასი (კურსი)
მისამართი
სწავლების ადგილზე