სარკინიგზო შემთხვევების წინმსწრები მოვლენების საერთო და შეფარდებითი (მატარებელ-კილომეტრებთან) რაოდენობა და დაყოფა წინმსწრები მოვლენების შემდეგ სახეებად:
ა) რელსის ტეხა;
ბ) ლიანდაგის დეფორმაცია და სისწორის სხვაგვარი დარღვევა;
გ) მცდარი სიგნალის გადაცემა;
დ) ამკრძალავი სიგნალის გავლა, სახიფათო მონაკვეთზე გასვლით;
ე) ამკრძალავი სიგნალის გავლა, სახიფათო მონაკვეთზე გასვლის გარეშე;
ვ) ექსპლუატაციაში მყოფი მოძრავი შემადგენლობის თვლის ტეხა;
ზ) ექსპლუატაციაში მყოფი მოძრავი შემადგენლობის ღერძის ტეხა.
ყველა წინმსწრები მოვლენა, რომელმაც გამოიწვია ან არ გამოიწვია სარკინიგზო შემთხვევა, ორივე შემთხვევაში ექვემდებარება ანგარიშგებას (წინმსწრები მოვლენა, რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი სარკინიგზო შემთხვევა, ასევე ექვემდებარება ანგარიშგებას წინმსწრებ მოვლენებთან დაკავშირებული ინდიკატორების შესაბამისად; წინმსწრები მოვლენა, რომელსაც არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი სარკინიგზო შემთხვევა, ანგარიშგებას ექვემდებარება მხოლოდ წინმსწრებ მოვლენებთან დაკავშირებული ინდიკატორების შესაბამისად