1. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებს სააგენტო.

2. ამ წესის მიზნებისათვის,  სააგენტოს ფუნქციებია:

ა) უსაფრთხოების სერტიფიკატების და უსაფრთხოების ავტორიზაციების გაცემა/მინიჭება (მათ შორის, ვადის გაგრძელება), განახლება, შეჩერება და გაუქმება;

ბ) ამ წესების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება;

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების დადება ამ წესის დარღვევისათვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

3. სააგენტო სარკინიგზო საწარმოებისთვის უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემის და ინფრასტრუქტურის მენეჯერებისათვის უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ საზედამხედველო პროცესს ახორციელებს ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის თანახმად, რომელიც მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

4. ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროცესში, სააგენტოს უფლება აქვს გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია. სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, მას წვდომა უნდა მიეცეს ინფრასტრუქტურის მენეჯერების, სარკინიგზო საწარმოების და ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირების შენობა-ნაგებობებზე, დანადგარებსა და აღჭურვილობაზ